Home რუბრიკები საზოგადოება “ფსევდოდამოუკიდებელ საქართველოში ყველას და ყველაფერს ამერიკელთა საცეცების კვალი ატყვია”

“ფსევდოდამოუკიდებელ საქართველოში ყველას და ყველაფერს ამერიკელთა საცეცების კვალი ატყვია”

597

საქართველოს ძარცვის, ქართველი ერის დამცირებისა და დაბეჩავების კოშმარი მთავრდება, მაგრამ აღარაფერი დაგვიტოვეს, რაც საშუალებას მოგვცემდა, დროულად წამოვმდგარიყავით ფეხზე.

წინასწარმეტყველის რჩევასავით ახდა ალექსანდრე ჭაჭიას გაფრთხილება, როცა სავალუტო ფონდი ჩიტი ჩიორას ბარტყებივით ითხოვდა ჩვენი საწარმოების გაყიდვას, აღარაფერი რომ აღარ დაგვრჩება, ბოლოს მიწების გაყიდვას მოითხოვენო. მიწების გაყიდვითა და საერთოდ ქვეყნის ღალატთან წილნაყარი ერთგულებით «ნაციონალებმა» დასავლეთელი მფარველები გადარიეს და ისინიც ჯაჭვიდან ახსნილი ქოფაკებივით იცავენ საქართველოს მოღალატეთ. სწორედ ეს «ნაციონალთა» დასავლეთელი ლობისტები დემოკრატიის სახელით გეგმაზომიერად გვიბიძგებენ სექსუალური გარყვნილებით და უსირცხვილობით ადამიანური ცხოვრებიდან გამაიმუნებულ იდიოტებად გადაქცევისაკენ.

«სტრატეგიულ პარტნიორებად» მონათლულ მეგობრებს სურდათ, საქართველო ექციათ ამგვარი იდეოლოგიის სანაგვედ, სადაც «ნაციონალთა», საქართველოს დამაქცევარი სამარცხვინო ხელისუფალთა, მიერ ადამიანთა მოდგმის პარაზიტებისთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობები შეიქმნა.

იმაზე მასხარად აგდება რა უნდა იყოს ამაყი ქართველისთვის, როცა გეუბნებიან, პედერასტებისა და უამრავი ჯურის გარყვნილების აღლუმის მცდელობის დარბევის გამო ნატოში შესვლის პერსპექტივები საეჭვო გახდაო. ნატოში შესვლაზე გონებაჩლუნგი იდიოტის ისტერიული გადარევა «ნაციონალთა» ცრუპენტელობის პროდუქტია. როგორც ჯანმრთელ ორგანიზმზე დასეული პარაზიტების სიმრავლე აძაბუნებს სხეულს, ისე შეუჩნდა ქართველ ერს პოლიტიკოსებად შეჩეჩებულ უძღებ არსებათა ქვეყნის დამაქცევარი თავხედობა.

ადრე ირანში ქართველი მეფეებისგან მუსლიმანური სარწმუნოების მიღებას მოითხოვდნენ, მეფედ აღიარების სანაცვლოდ. მათ არ უთხოვიათ, მთელი ხალხი მუსლიმანებად გადანათლეთ და აღლუმი მოაწყვეთო.

დღეს ჩვენს ფსევდოდამოუკიდებელ საქართველოში, სადაც ყველას და ყველაფერს ამერიკელთა საცეცების კვალი ატყვია, გვაიძულებენ, რომ ერისა და ქვეყნის მოღალატე «ნაციონალებთან» კოაბიტაციურად ჩახუტებულებმა ვიარსებოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ დაქცეულმა, დარბეულმა და გაძარცულმა საქართველომ თავის საბოლოო მოსპობისკენ მიმავალი გზა გააგრძელოს.

დაგვაბეჩავეს, გაგვაღატაკეს, შეგვამცირეს და ახლა მოითხოვენ, პედერასტების აღლუმი ჩავატაროთ, _ ზნედაცემულ და გარყვნილ ცხოვრებას ეზიარეთ და ჩვენთან მიგიღებთო. გადახედეთ ქართველთა მიერ გავლილ უაღრესად მძიმე ეკლიან გზას, დაცემაც გვქონია, დამპყრობის ბატონობაც, მაგრამ არავის არ უკადრებია ამგვარი ზნედაცემულობის შემოძალება, რასაც დღეს ამერიკელი და ევროპელი «პარტნიორები» თავხედობენ. ახლა ამას ითხოვენ, ხვალ სამსახურს არ გაღირსებენ, თუ პედერასტი არა ხარ და ვინმესთან ერთსქესიან ქორწინებით არ იწონებ თავს.

ამხელა დამცირებით და შეურაცხყოფით ნატკენ გულზე კვლავ მალამოდ მოგეცხება ალექსანდრე ჭაჭიას ბრძნული შეგონება და გაფრთხილება, რომ ეს საშინელი უზნეობა, გარყვნილება, სისხლის აღრევით გაპირუტყვება მოსპობამდე მიიყვანს ქართველ ერს.

დღეს პოლიტიკოსობა ბევრს თავისი კეთილდღეობის «მოსაპირკეთებლად» და განებივრების მექანიზმად უქცევია, რაც ქართველ ერს მორიგ უბედურებად უჯდება. მოჩვენებითი ერისკაცობა კი მალე კარგავს ფერს, ბედნიერების კეთილსურნელოვანი  ყვავილი რომ გგონია, სინამდვილეში საშინელ ნარის ეკლად დაეფინება ცხოვრების სასიკეთოდ მოწყობის იმედს.

აფხაზეთში დაბადებული, ნიჭიერი, საღი და ნათელი აზროვნების ქართველი, ერის  ბედნიერებისთვის თავდადებული საამაყო მამულიშვილი _ ალექსანდრე ჭაჭია შევარდნაძის მოღვაწეობის პერიოდში წინასწარმეტყველურ რჩევებს იძლეოდა, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში დღეს საქართველო, ალბათგანვითარებული, აყვავებული, ძლიერი და გამრავლებული ქვეყანა იქნებოდა. მოხდა კი საპირისპირო _ სიძულვილით, შურითა და ღვარძლით დაავადებულმა შევარდნაძემ შეიძულა ეს თითქოს განგებისგან მოვლენილი ბრძენკაცი და საქართველოს ხერხემალში გადატეხის მცდელობა სამეგრელოს ვანდალური დარბევით დაიწყო, ზედ აფხაზეთის ქართველობაც მიაყოლა, რამეთუ მის ორპირობას და მუხთლობას არ ეგუებოდნენ.

ეტყობა, უფალიც რაღაცაზე შემოგვწყრა, როცა ყველაზე მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე ქართველი ერის უბედურებად დაბადებული ეს არსება მეორედ მოსვლასავით მეორედ გვიქცია თავში საცემად.

ახლაც ისმის ალექსანდრე ჭაჭიას ხმა, ეს ის ხმაა, რომელსაც ყველაზე უკეთ შეუძლია ჩვენი ძმების _ აფხაზების და ოსების შემორიგებით საქართველოს გამთლიანება.

თუ ადრე ზოგიერთს ეჭვი ეპარებოდა, დღეს ყველა ქართველმა იცის, რომ საქართველოს გაერთიანების, აღორძინების, აყვავებისა და სიძლიერის გზა რუსეთზე გადის.

ერთიანი, მთლიანი, ძლიერი და ყოველმხრივ განვითარებული ერთმორწმუნე საქართველო რუსეთს უფრო აძლევს ხელს, ვიდრე იმ ვაიპოლიტიკოსებს, რომლებსაც თავიანთი ცოდვილი თავი დასავლეთის გოშიად ყოფნისთვის გაუწირიათ.

საბჭოთა კავშირი ვერ დაიშლებოდა თუ არა რუსეთის ძალისხმევა და თავის ცხიმიან ცურზე ბატკნებივით მოკიდებული რესპუბლიკების მოშორება. რომელი რესპუბლიკის დამოუკიდებლობას შეუქმნა საფრთხე რუსეთმა?! ყირიმის ნახევარკუნძული, რომელიც რუსეთმა წაართვა ყირიმელ თათრებს და მისი ნაწილი იყო, ხრუშჩოვმა უკრაინას მიაჩუქა, მაგრამ რუსეთს ამაზე ხმა არ ამოუღია. ყაზახეთში რუსულენოვანი მოსახლეობის სიმრავლეა, მაგრამ რუსეთთან შეხმატკბილებულად და მეგობრულად ცხოვრობენ; ასევე არიან სხვა ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკები, რომლის დამოუკიდებლობას შეუქმნა რუსეთმა საფრთხე?

საქართველოში უცხოეთის მიერ ჩათესილმა უმადურობამ რუსეთის ლანძღვა-გინებით დაიწყო ფსევდოდამოუკიდებლობისათვის ბრძოლა და აგერ, სახეზე გვაქვს დაკნინებულ-დაბეჩავებული, გაძარცული საქართველო.

საშინელი დანაშაულობანი, რომლებიც «ნაციონალებმა» ქართველი ერის წინაშე ჩაიდინეს, ყველა ჯურის მუხთალს დაამუნჯებდა. გაჩუმდებოდნენ, სადღაც ბნელ კუნჭულში მიიმალებოდნენ.

«ნაციონალები» კი, მათი ევროატლანტიკური მფარველების ძალისმიერი მუქარით წაქეზებულნი, ისე აღვირაწყვეტილები აყაყანდნენ დემოკრატიისა და კანონიერების მოთხოვნით, თითქოს მათი ძალაუფლების ბობოქრობის დროს ეს ორივე გლდანის ციხის განუკითხაობაში არ ჰყოლოდეთ შეკეტილი.

დასავლელი დემოკრატიის მამებს არ გახსენებიათ, კანონი და სამართალი რატომ გააფრთხეს «ნაციონალებმა» საქართველოდან. აფერუმ «ნაციონალთა» გაწყვეტილ ნამუსის ძარღვს! გაჩუმება კი არა, კოაბიტაციით წაქეზებულები იმათ დასჯას ითხოვენ, ვინც მათი ბინძური საქმენი ესოდენ გამოამზეურეს.

ვლადიმერ ბედუკაძემ ისეთი მძლავრი დარტყმა მიაყენა სააკაშვილის სამარცხვინო, კაცთმოძულე რეჟიმს, რომ მსოფლიოს ცივილიზებული საზოგადოების სირცხვილადქცეულ რეჟიმთა ავანგარდში მოექცნენ. ბედუკაძემ დიდი წვლილი შეიტანა გაპაპაჯორებული სააკაშვილის საშინელი შემოქმედებისგან საქართველოს ხსნაში. თავი კამიკაძესავით გაწირა, როცა იმ საშინელებათა მასალების გამოქვეყნება გაბედა. ვერ მოასწრეს, ვეღარ შეძლეს მისი ფიზიკური განადგურება, თუმცა ცილისწამების კასკადი დაატეხეს თავს და მისი პასუხისგებიდან განთავისუფლების გამო ისე გამწარდნენ, რომ მთავარი პროკურორის _ არჩილ კბილაშვილის თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვეს. უფრო სასაცილო მაინც ბუტაფორიადქცეული პრეზიდენტი სააკაშვილის გააფთრება იყო კბილაშვილის გადაყენების მოთხოვნით. ალბათ, მერე მის ადგილზე პალიკო კუბლაშვილის დანიშვნას მოითხოვდა წარსული ძალადობის ნოსტალგიაშეპყრობილი. მერე გვენახა კუბლაშვილების დუეტის შეხმატკბილება «ნაციონალთა» ღვარძლით გაპოხილ ორკესტრში.

არჩილ კბილაშვილმა ამ მართალი, პრინციპული და შეუპოვარი გადაწყვეტილებით ქართველი ერის მადლობა დაიმსახურა, რის გამოც «ნაციონალები» გააფთრებისგან ლამის საკუთარი ტყავიდან გამოძვრნენ, რომელიც ისე დასვარეს, რომ ხალხში აღარ გამოესვლებათ.

საქართველოს მთავარ პროკურორს, ბატონ არჩილ კბილაშვილს შევახსენებ, რომ წმინდა გიორგის მიერ გველეშაპის დამარცხების დონედ ჩაეთვლება, როცა უამრავი ღალატის, დანაშაულისა და სიბინძურის ავტორს, ქართველი ერის ჭირად დაბადებულ მიხეილ სააკაშვილს, დააპატიმრებს და მთელ მსოფლიოს დაანახებს, რომ ერის მოღალატესა და ქვეყნის დამაქცევარს ვერავითარი უცხოტომელი ლობისტების გნიასი და კოაბიტაციის ჯადოქრობა ვერ უშველის. ჯერჯერობით კი დაწანწალებს მსოფლიოში და თავის მსგავსებთან ჭორაობით საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ტალახს ესვრის, რომლითაც ისევ თვითონ ისვრება.

ქართველი ხალხი ნათლად ხედავს «ნაციონალების» მიერ ყველა სასიკეთო ღონისძიების ჩასაშლელად დაგებულ მახეს. თუ რომელიმე «ნაციონალმა» მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების ღრმა შეგნებით პროტესტის ნიშნად მათი პარტია დატოვა, გაკოტრებული ავისმქმნელი «ნაციონალები» ამას «ქართული ოცნებიდან» ზეწოლად ნათლავენ. არადა, «ქართული ოცნების» კოაბიტაციისადმი მორჩილებას უნდა უმადლოდნენ, რომ ხალხმა მათი ბუმბული დღემდე ქარს არ გაატანა, რადგან ხელისუფლებისგან ელოდება ყველა დამნაშავის დამსახურებულად დასჯას, თორემ იმასაც ვერ შეგუებია, რომ, «ნაციონალთა» მიერ გაყალბებული არჩევნების წყალობით, ახლა პარლამენტში რომ სხედან და წყალს ამღვრევენ. ამიტომ აუცილებელია, ნამდვილი, ყოველგვარი ნაცისტური მაქინაციებისგან თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, რათა ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს ამ თვალთმაქცთა თავხედობისგან.

ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლით ერისა და ქვეყნისთვის თავდადებულ მამულიშვილთა დევნის გრძელვადიანი პროცესი დამთავრდა. დგება დრო ალექსანდრე ჭაჭიასა და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულით გაჯერებული ყველა ღირსეული ერისკაცის ნათელი გონების, მძლავრი შემოქმედებითი ენერგიის  გამოსაყენებლად საქართველოს გამთლიანებისა და აყვავებისთვის.

გივი სომხიშვილი,

მწერალი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here