Home რუბრიკები საზოგადოება ღია წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს

ღია წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს

554

ბატონო ბიძინა,

ჯერ არსად, არც ერთ ქვეყანაში, თვით კინემატოგრაფიის სამშობლოსაფრანგეთშიც კი არ აღუნიშნავთ რომელიმე, მით უმეტეს, სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის 100 წლისთავი მხოლოდ იმის გამო, რომ ოლიმპოს მუზათა ოჯახის ყველაზე ახალ წევრსკინემატოგრაფს არც აქვს ასეთი ფილმი, ერთი გამონაკლისის გარდა. და ეს გახლავთ ქართული კინოს ფუძემდებლის ვასილ ამაშუკელის (1886-1977) მიერ 1912 წელს გადაღებულიაკაკის მოგზაურობა რაჭალეჩხუმში”. ამ უნიკალურ ფილმს შარშან (21.VII.)  შეუსრულდა 100 წელი, ორიოდე დღის წინათ კი (21.VII.) 101. მაგრამ ჩვენს კულტურის სამინისტროს უკვე მესამე წელია ვერაფრით შევასმინე ასეთი უმნიშვნელოვანესი თარიღის სახელმწიფოებრივი აღნიშვნის უდიდესი აზრიმით უმეტეს, დღევანდელ სიტუაციაში, როცა ახდა საუკუნოვანი ოცნება და ევროპისაკენ მივეშურებით.

პროექტი, რომელიც უკვე, ვიმეორებ, მესამე წელია დევს კულტურის სამინისტროში, ყველას აღტაცებას იწვევს თავისი მასშტაბურობით, ორიგინალობითა და მრავალფეროვნებით, მაგრამ მის განხორციელებას მაინც არ იქნა და არ დაადგა საშველი.

კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს მადლიერი ხალხის ისეთი (200 კილომეტრზე გადაჭიმული 12-დღიანი) მანიფესტაცია ჭეშმარიტი სახალხო პოეტისა და ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის საპატივცემულოდ, როგორიც იყო აკაკი წერეთლის საიუბილეო მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში 1912 წელს (რუსი პროფესორის ს. ანისიმოვის აღიარებით, ასეთი დაფასება თვით ლ. ტოლსტოისაც ვერ ხვდა წილად თავისი შემოქმედების ზენიტში ყოფნისას, როცა 80 წლისთავი გადაუხადეს). ამ გრანდიოზულ მანიფესტაციაზე გადაღებული ვ. ამაშუკელის ფილმი კი გამოჩენილმა ფრანგმა კინოისტორიკოსმა – ჟორჟ სადულმა (G. შადოულ, 1904-1967) მიიჩნია მსოფლიო დოკუმენტური კინოს უნიკალურ ძეგლად, რომლის მსგავსი არსად, არც ერთ ქვეყანაში არ შექმნილა 1912 წლამდე (ყოველივე ამის თაობაზე გაახლებთ ჩემს ახალ მონოგრაფიას: “ვასილ ამაშუკელი – კავკასიური კინოს პიონერი”, რომელშიც ახლახან აკაკი წერეთლის სახელობის პრემია მომენიჭა).

ძალიან მოკლედ ასეთია პროფესიული შეფასება 100-წლოვანი ფილმისა “აკაკის მოგზაურობა”, რაც მხოლოდ ჩვენი კულტურის სამინისტროსთვის არის გაუგებარი, იმდენად, რომ როგორც სამინისტროს ძველმა, ისე ახალმა ხელმძღვანელობამ, წერილობითი პასუხი არ მაღირსა მთელი ამ, ერთხელ კიდევ ვიმეორებ, ბოლო 3 წლის განმავლობაში.

ბატონო პრემიერმინისტრო!

ცხადია, თქვენი პირველი რეაქცია გაოცება იქნება, ჩემამდე რატომ მოვიდა ასეთი საკითხი, ხომ არსებობს შესაბამისი სტრუქტურებიო და ა.შ., მაგრამ, როგორც ჩანს, რეალურად არ არსებობს ასეთი სტრუქტურა, ანუ სამინისტრო, რომელიც ოდნავ მაინც შეგეხიდებათ ქვეყნის მართვის ბერკეტებთან ამ მხრივ და ამიტომაც გახდა აუცილებელი უშუალოდ თქვენი შეწუხება – 80 წლის კაცი გახლავართ და აქედან, ნახევარ საუკუნეზე მეტი, ჩემს ორიოდე კოლეგასთან ერთად, საბჭოთა იდეოლოგიის მანქანასთან ბრძოლას შევალიე და რომ არა რ. ჩხეიძის, როგორც “ჯარისკაცის მამის”, არც მეტი, არც ნაკლები, ფანტასტიკური ავტორიტეტი, ციმბირს აქეთ დამატოვებინებდნენ, მოსკოვის კინემატოგრაფიულ ბოსებთან უკომპრომისო, უშეღავათო ბრძოლის პერიპეტიებს ისე დაწვრილებითა და თანადგომით გადმოსცემდნენ უცხოური რადიოსადგურები, თითქოსდა ჩვენს საქომაგოდ, მაგრამ სინამდვილეში ამით კიდევ უფრო ამწვავებდნენ და ამძაფრებდნენ ჩვენი ჭკუის სასწავლებელ რეპრესიულ ზომებს.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, ეს უთანასწორო, მაგრამ მაინც უშეღავათო ბრძოლები საბჭოთა იდეოლოგიის უმწვავესი რეაქციის პერიოდში (გასული საუკუნის 60-70-იან წლებში) მიმდინარეობდა ეროვნული სურნელით ესოდენ გამორჩეული ქართული კინოს საწყისების შესწავლა-წარმოჩენა-პროპაგან¬დისათვის; ვ. ამაშუკელიც გამოვიყვანეთ ქუთაისის აღმასკომის კიბის ქვეშ რომ, როგორც შტატიან ელექტრიკოსს, ერთი პატარა, კოთხოსავით ოთახი ჰქონდა და საქართველოს სახალხო არტისტიც გავხადეთ და მსოფლიო კინოპიონერების გასულ ქარავანსაც დავადევნეთ…  ქართული კინოს ასაკიც თქვენმა მონა-მორჩილმა განსაზღვრა, ქართული კინოს დღეც (15 მაისი) მისი დაარსებულია, “აკაკის მოგზაურობის” 90 წლისთავი კი 2002 წელს ისეთი ზარ-ზეიმითა და მასშტაბით გადავიხადეთ (სხვათა შორის, მთავრობას 1 ლარიც არ გაუმეტებია), რომ ამერიკული პრესა (ჟურნალი “კოდაკი”) წერდა: თუ ამერიკა იკვეხნის უდიდეს სატელევიზიო გადაცემებს (“ოსკარით” დაჯილდოება იგულისხმება), ხოლო საფრანგეთი – უდიდეს საერთაშორისო კინოფესტივალებს (კანი), მაშინ საქართველო, ალბათ, ერთადერთი ქვეყანაა მთელ მსოფლიოში, სადაც ფილმის იუბილე ეროვნული დღესასწაულის რანგში აიყვანესო. დიახ, ასე წერდა უცხოური პრესა 2002 წელს და ახლაც ასე გავაკეთებთ, რაკი კულტურის სამინისტრო წინა ხელისუფლების გზას აგრძელებს ასე ჯიუტად და უსაფუძვლოდ. ბოლოს და ბოლოს, სულ 7-8 ქვეყანა უნდა მოვიწვიოთ იმ ვარაუდით, რომ ყველამ ჩამოიტანოს თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, ჩვენი ყოჩი კი _ “აკაკის მოგზაურობა” იქნება და მსოფლიო კინოს ისტორიაშიც ერთხელ და სამუდამოდ ჩაიწერება, თუ სად და როდის იქნა გადაღებული პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი. რატომ უნდა დავუკარგოთ ჩვენს წინაპრებს ასეთი დიდი თაოსნობა და მოქალაქეობრივი შემართება?! ჩვენი რაინდული სული ისე არ დაძაბუნებულა, რომ ამ გამოწვევასაც არ გავუძლოთ და რაიმე დავიშუროთ იმისათვის, რომ არათუ გავიმეოროთ 2002 წლის დიდი სახალხო ზეიმი, არამედ კიდევ უფრო მეტი ელვარება შევძინოთ მას იმ ღვთიური მადლის გასაბრწყინებლად, რაც სულმნათმა აკაკიმ დაანათლა ჩვენი ეროვნული კინოს აღმოცენებას.

ამდენად, დაბეჯითებით გთხოვთ, რაკი კულტურის სამინისტრო ყოველნაირ საბოტაჟურ იგნორირებას გვიკეთებს, ვინმემ, რაიმე დონეზე გაგვცეს ოფიციალური წერილობითი პასუხი – მიაჩნია თუ არა დღევანდელ ხელისუფლებას საჭიროდ მსოფლიო კინოს ამ უნიკალური თარიღის ისეთი ღირსეული აღნიშვნა, როგორც ჩვენს ერს, სახელოვან წინაპრებს ეკადრებათ?

ზოგმა ქვეყანამ, მათ შორის ჩვენმა უახლოესმა მეზობელმაც, გამოიგონა ასეთი თარიღი და 100-წლოვანი ისტორია იმ დროიდან ათვალა, როცა ამ ქვეყანაში დაწყებული იქნა საერთოდ კინოფილმების ჩვენება, რაც, დამეთანხმებით, სრული აბსურდია – რომელიმე ქვეყნის ეროვნული კინემატოგრაფის ისტორია იწყება იმ წლიდან, როცა საფუძველი ეყრება ეროვნულ კინოწარმოებას და არა სხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი ფილმების ჩვენებას ადგილობრივ ეკრანებზე. ჩვენ გვაქვს ასეთი ფილმი და ვერ ვიყენებთ, ანუ გრძელდება ტრადიციული ნაკლი ზოგადად ჩვენი პიარისა.

უნდა მაპატიოთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, მაგრამ ჩემი ასაკისა და გამოცდილების კაცს არცა აქვს უფლება ეს ბოლო შანსიც არ გამოეყენებინა ასეთი საზოგადო და უმნიშვნელოვანესი საკითხის გადასაწყვეტად.

ერთადერთი გამოსავალი კულტურის სამინისტროს უნიათო მოქმედების შედეგად შექმნილი ამ სამარცხვინო მდგომარეობიდან მხოლოდ ისაა, რომ ახლა შეგვიძლია “აკაკის მოგზაურობის” პრემიერის 100 წლისთავი გადავიხადოთ და ამით აღარ გავცდეთ საუკუნოვანი იუბილის კანონიკურ ჩარჩოებს. ეს უნდა მოხდეს ამა წლის 20 სექტემბერს, _ დიახ, ამ უნიკალური ფილმის პრემიერა ქუთაისში შედგა 1912 წლის 20 სექტემბერს, როცა აკაკი წერეთელი საგანგებოდ ჩამობრძანდა საჩხერედან და დაესწრო ფილმის პრემიერას, ღამის 12 საათამდე 4 სეანსი ჩატარდა, რომელსაც 2000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო, რაც თავისთავად მეტყველებს ფილმის ისტორიულ მნიშვნელობაზე.

მწამს თქვენი გულისხმიერებისა და ამდენად თავს უფლებას ვაძლევ, წინასწარ გადაგიხადოთ მადლობა.

უღრმესი პატივისცემითა და იმედით,  დასის დარბაზის მეთაური, საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარი სამეცნიერო კონსულტანტი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი

გიორგი (გოგი) დოლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here