Home რუბრიკები პოლიტიკა მიბაძეთო ვლადიმერ პუტინს, უთხრეს ბარაკ ობამას და დევიდ კემერონს

მიბაძეთო ვლადიმერ პუტინს, უთხრეს ბარაკ ობამას და დევიდ კემერონს

531

ვლადიმერ პუტინს დასავლეთში თანამედროვე სახელმწიფო მოღვაწის ლამის ნიმუშად მიიჩნევენ. შოტლანდიის მთავარ გაზეთ «სკოტსმენის» წამყვანმა მიმომხილველმა ჟერალდ უორნერმა გამოაქვეყნა სტატია სათაურით «პუტინის ახალი აღქმა».

იგი არასტანდარტულად იწყებს თავის წერილის ინგლისურენოვანი «ფეისბუქიდან» ამოკრეფილი ციტატებით: «არ მეგონა, ოდესმე თუ ვიტყოდი, რომ უფრო დავეთანხმებოდი ვლადიმერ პუტინს, ვიდრე რომელიმე დასავლელ ლიდერს».

სტატიის ავტორი აღიარებს, რომ ჩანაწერები სოციალურ ქსელებში, რომელთა რაოდენობა სულ უფრო მატულობს, ასახავს ხალხის მზარდ უკმაყოფილებას აშშ-ისა და ევროპის ხელმძღვანელობისადმი, ამასთან, არ მალავს პატივისცემას რუსეთის ძლიერი პრეზიდენტის მიმართ. დღეს, ამტკიცებს უორნერი, ჩვენ ევრო-ამერიკულ პოლიტიკურ კლასში გულგატეხილობის ისეთ დონეს მივაღწიეთ, რომ დროა, ვაღიაროთ მისი უვარგისობა. კემერონსა და ობამას ხელისუფლების სათავეში მხოლოდ ადამიანების აპათიურობა აჩერებს. მაგრამ მოახლოებული ეკონომიკური ცუნამი აღგვის პირისაგან მიწისა საპარლამენტო ფსევდოდემოკრატიის დისკრედიტირებულ მოდელს, რომელიც ზედმეტად დიდხანს იტანდა ხელისუფლებაში მყოფ არამზადებსა და ბრიყვებს.

საშინაო პოლიტიკის მიმოხილვისას შოტლანდიელი აღნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტი რაციონალურად მოქმედებს. «სანამ დასავლეთელი ლიდერები ერთსქესიანთა ქორწინებებს აკანონებენ, ვლადიმერ პუტინი, მართლმადიდებლური ეკლესიის თხოვნით, რუსეთის მთელ ტერიტორიაზე აკანონებს ანტიგეურ კანონებს», _ აღნიშნავს ავტორი და ასკვნის, რომ «დედალი» დასავლეთისგან რუსეთი უაზრო ლიბერალიზმის, კულტურული მაზოხიზმის, ძირძველი მოსახლეობის ამოწყვეტის, ოჯახური ცხოვრებისადმი ზიზღისა და პირადი პასუხისმგებლობის ნაცვლად გედონიზმის მიუღებლობით გამოირჩევა. რუსები «ვაჟკაცური ერია, მას მართავს ძლიერი ნება, რომელიც ეროვნულ ინტერესებს იცავს».

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here