Home რუბრიკები პოლიტიკა არის ასეთი პარტია!

არის ასეთი პარტია!

547

გიორგი თარგამაძეს, ჰალსტუხიან ხვლიკს ჩვენ რომ წესით და რიგით კაი ხნის «გარდაცვლილი» გვეგონა, სახლში ესტუმრა აშშის დესპანი საქართველოში _ რიჩარდ ნორლანდი და მთელ ქვეყანას გვაუწყა: არა, არა, არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს ხვლიკუნიასო და შემდეგ ხომ საერთოდ ტიტანთა ჭიდილში დაგვავიწყდა, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციაც არსებობს ქრისტიანდემოკრატების სახითო _ აი, ასე, არც მეტი, არც ნაკლები, «ბრძანა» მისტერ  ნორლანდმა

ანუ, «ქართული ოცნების» და სადისტი «ნაცების» იძულებითი კოაბიტაცია ტიტანთა ბრძოლა ყოფილა და, თუ «ნაცებიც» ტიტანები არიან, მაშინ მათი ბელადი სააკაშვილი მითიური ატლანტი გამოდის, რომელსაც ქართული დემოკრატიის ზესკნელი ძლიერი მხრებით ეჭირა მთელი 9 წელიწადი…

 საპარლამენტო ოპოზიცია ხომ დაგვინიშნა 1 ოქტომბერს საძულველი «ნაცების» სახით ამერიკის დესპანმა. ჰოდა, ახლა, აქლემების ბრძოლაში გაჭყლეტილი კოზაკისა არ იყოს,  ტიტანთა ბრძოლაში, ემანდ ხვლიკიც არ გაისრისოსო, ვიშვიში ძალიან ჰგავს არასაპარლამენტო ოპოზიციის დანიშვნასაც!..

ჰოდა, რით არის რიჩარდ ნორლანდი ვ. ი. ლენინზე ნაკლები? _  ვლადიმერ ილიჩმა თუ კერენსკის მთავრობას მიახალა: «არის ასეთი პარტია», რაც წერილის სათაურად გამოვიყენე, ნორლანდმა ბოლშევიკებივით ავანტიურისტ «ქდმ»-ს პარტიაზეც იგივე «ბრძანა»: არის ასეთი ოპოზიციაო…

 ნორლანდსა და ხვლიკზე უკვე მოგახსენეთ. ახლა რაც შეეხება ნატოსა და რასმუსენს, ჩვენ ნატოში არავინ არასდროს მიგვიღებს! გაგიკვირდებათ, მაგრამ ისევ რუსეთის ფაქტორისა გამო, რადგან რუსეთს ეკუთვნის (მართალია, რასმუსენი ირწმუნება, რუსეთს არავინ ეკითხებაო, მაგრამ მაინც…) ამ საკითხზე არაოფიციალური ვეტოს უფლება. ვეტო, რომელსაც, მიხეილ შექანებულის მიერ პარლამენტში დადებული და «ოცნების» მიერ გადალახული ვეტოებისგან განსხვავებით, ვერასოდეს გადალახავს ნატო!

ეგეც არ იყოს და, როგორც მინიმუმ, ნატოს წევრი გერმანია მანამდე არ მისცემს საქართველოს მწვანე შუქს, სანამ «გაზპრომის» მრავალმილიარდიანი გაზსადენის მთავარი დისტრიბუტორი იქნება ევროპაში. ევროპაში, რომელიც ჭიპლარით არის მიბმული რუსეთის ენერგომატარებლებზე…

აქედან გამომდინარე, «ნატო, ნატოს» ძახილი კომუნისტების დროს კომუნიზმისკენ უტოპიურ სწრაფვას მაგონებს, ოღონდ ერთი განსხვავებით _ კომუნისტები გვასწავლიდნენ, რომ კომუნიზმი ჰორიზონტზე ჩანს და მალე მივალთო. ჰოდა, გვატყუებდნენ ეგ «საზიზღრები», გვიმალავდნენ, რომ ჰორიზონტზე კი არა, კომუნიზმში ვცხოვრობდით: გაზი, წყალი, ბენზინი, ტრანსპორტი, შუქი, სწავლა-განათლება, ექიმ-წამალი, პური, შაქარ-მარილი, ასანთი და ა.შ. კომუნალურ-სოციალური მინიმუმები, პრაქტიკულად, უფასო იყო!

მაგრამ თავი დავანებოთ «საზიზღარ კომუნისტებს» და «საყვარელ» ნატოს დავუბრუნდეთ _ შეიძლება, რომ ნატოში შესვლა ქვეყნის მიზანი იყოს? რა თქმა უნდა, არა, რადგან ნებისმიერ  პოლიტიკურ-ეკონომიკურ-სამხედრო ალიანსში გაწევრიანება მხოლოდ საშუალებაა ამა თუ იმ მიზნის, ჩვენ შემთხვევაში, უსაფრთხოების მისაღწევად და დავუშვათ დაუშვებელი და ხვალ ნატოში მიგვიღეს, უსაფრთხოების გარანტია მაინც არ გვექნება

ამ ფონზე, ამაზრზენი სანახავი იყო რასმუსენის წინაშე ერთნაირად მაამებლური კუდის ქიცინი «ოცნება»-»ნაცების» მაღალი ჩინოსნებისა, ხოლო რასმუსენის აუდიენცია მიხეილ სააკაშვილთან ქართველი ხალხის მწარე დაცინვა იყო _ ვადაგასულ პრეზიდენტთან შემოდგომამდე იძულებითი კოაბიტაცია არ გვაკმარეს და სადისტი მკვლელების რეჟიმის მთავარ რეჟისორს ლამის ქართული დემოკრატიის მამა უწოდო, ამ შექანებული იმბეცილის ღვაწლზე და ამ ნიშნით მის ისტორიაში გარანტირებულად დადებითი ნიშნით შესვლაზე საუბარი ქართველი ხალხისთვის სილის გაწვნის ტოლფასი იყო!

ხაზს ვუსვამ,  17 მაისის ხაზგასმით ხსენება, დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნა და პირიქით, 26 მაისისა და აგერ, სულ ახლახან მორიგი საშინელი კადრების სრული იგნორი ავღანეთში ჩვენს ჯარზე _ «ეგ არ არის ბილეთი ნატოშიო», ხომ საერთოდ ყოველგვარი ზნეობის ზღვარს სცილდება, რადგან აქედან რა გამოდის? რომ ჩვენი საჯიშე ბიჭები ავღანეთში მსოფლიო პედერასტების უსაფრთხო გეიპარადების ჩატარებისთვის იღუპებიან?

მისტერ რასმუსენმა სად იყნოსა საქართველოში დემოკრატია, ასე რომ გააბრუა, სად დაინახა სააკაშვილის დემოკრატობა, ისტორიულ უკვდავებას რომ უწინასწარმეტყველებს, თუ მართლა «ლოხები» ვგონივართ ქართველები? ვინ იცის, იქნებ ვგონივართ კიდეც, რადგან, მიუხედავად მორიგი, ჩვენთვის არაფრისმომტანი ვიზიტისა, 2 დღე, რომ იტყვიან, მაიკიდან ამოხტნენ მისი მასპინძლები, მეორე ნახევრებთან ერთად იგულავეს და აგულავეს «მაღალი სტუმარი» და იმით დარჩნენ ბედნიერნი, რომ ფონ ანდერსს თურმე სუხიშვილების ცეკვა მოსწონებია…

ჰოდა, როგორც ჩემს ერთ ცხონებულ უფროს მეგობარს უყვარდა თქმა, თქვე ჩემის კვირიხტიებო! აღარ გვინდა ნატოს ღია კარის ყურება, ცოტა მიხურეთ, თორემ «სკვაზნიაკია», ანუ მართლაც, ნატო არა მზევინარი, ქართველები არ ვართ «ლოხები»…

ვინც დღეს კვლავ იმას «აწვება», რომ საქართველო ნატოში შევა, ან იმბეცილი ბრიყვია, ან შეგნებული მატყუარა, ნაძირალა და, რადგანაც «ოცნებაში» ნატოს მთავარი ლობისტების, რესპუბლიკელების, გონებრივ შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება, ვინ ვინ გამოდის თუ არის, ამის გარკვევა მკითხველს არ გაუჭირდება

ვინც აქამდე ვერ გაიგო, კიდევ ერთხელ შევახსენებ _ არა დარდუბალა ქართველების კეთილდღეობაზე ზრუნვა,  არამედ პედერასტების დაცვაა  აშშ-ს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი! თავად განსაჯეთ, ჯერ იყო და ამ 2 წლის წინ ბარაკ ობამამ რესპუბლიკელების მიერ მიღებული კანონი გააუქმა, რომელიც გეების მსახურებას კრძალავდა ამერიკის ჯარში; შემდეგ მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა, ქალბატონმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ _ ამიერიდან აშშ-ის ერთ-ერთი საგარეო პრიორიტეტი, მთელს მსოფლიოში სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვააო!

მისის ჰილარის შოკისმომგვრელი განცხადებიდან რამდენიმე დღეში ბარაკ ობამამ, რომ იტყვიან, სულ გარეკა და _ აშშ-ს ფინანსური დახმარება ამა თუ იმ ქვეყანაში ლგბტ-ს საზოგადოების უფლებების დაცვის ხარისხზე იქნება დამოკიდებულიო და დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო, მთელი მსოფლიო გეიპარადების ახალმა ტალღამ მოიცვა!

არც ეს იკმარა ბარაკმა და საპრეზიდენტო არჩევნების წინ ამომრჩევლებს ერთსქესიანი ქორწინებების დაკანონება აღუთქვა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რამაც განაპირობა კიდეც მიტ რომნის დამარცხება, რასაც «ვულოცავ» კიდეც ამერიკელ ხალხს _ ბარაკ ჰუსეინ ობამა არა მხოლოდ პირველი აფროამერიკელი, არამედ პედერასტების ხმებით თეთრ სახლში შესული პირველი შავი პრეზიდენტიც არის!

მიხეილ გრძელის «პირველად საქართველოში»-ს არ იყოს, ბარაკ ობამასაც აქვს თავმოსაწონებლად «პირველად ამერიკის ისტორიაში»: პენტაგონში პირველი ლეზბიანკა გენერალი, პირველად წაახალისეს სკაუტებში პედერასტობა და ბოლოს, ჯერჯერობით მთელი შტატების მაშტაბით ვერა, მაგრამ პირველად გაუტოლდა ერთსქესიანი ქორწინებების დაკანონების რიცხვი 13 შტატს, პლუს კოლუმბიის «ოკრუგი» ვაშინგტონი!

აქედან გასაგებიც არის და ბუნებრივიც ამერიკის საგარეო პრიორიტეტების მკვეთრი «კრენი» მთელ მსოფლიოში დემოკრატიის ექსპორტიდან, პედერასტების უფლებების დაცვისკენ.

იქნებ იმიტომაც, რომ დემოკრატიის ექსპორტი აშკარად ჩაუვარდათ?

კარგად ვნახეთ, როგორი დემოკრატია დაამყარეს იქეთ ლათინურ ამერიკაში და აქეთ ირანში, სადაც შაჰის ჩამოგდებაში დაეხმარნენ ირანელ «დემოკრატებს» და შედეგად აიათოლების რეჟიმი მიიღეს, ერაყში, ლიბიაში, ტუნისში, ბალკანეთში, რომელიც ჯერ უმოწყალოდ დაბომბეს და შემდეგ ჩვენს ერთმორწმუნე სერბებს კოსოვო აახიეს!

იგივე რა, ჩვენ არ გაგვიკეთეს? _ წლების მანძილზე ხელს აფარებდნენ სააკაშვილის სადისტურ რეჟიმს, ფართოდ დახუჭული თვალებით უყურებდნენ, როგორ გვაუპატიურებდნენ ცოცხებით, როგორ გვხვრეტდნენ ქუჩებში, როგორ გვარბევდნენ 7 ნოემბერსა თუ 26 მაისს და ბოლოს როგორ დაგვბომბეს რუსების ხელით და კოსოვოსი არ იყოს, როგორ აგვახიეს სოხუმ-ცხინვალი და ვინ იცის, იქნებ სამუდამოდ.

ახლა იგივე დემოკრატიას სირიასა და ავღანეთში ამყარებენ, ოღონდ ამ უკანასკნელში _ ჩვენი ქართველი მამლუქების სისხლით, რომელიც თურმე ნატოს ბილეთიც კი არ ყოფილა…

ამერიკული დემოკრატიის შედეგებს იმკიან ეგვიპტეშიც, სადაც უკვე 3 (მათ შორის ერთი ამერიკელი სტუდენტი) ადამიანი დაიღუპა, სადაც იმდენად დაძაბული ვითარებაა, რომ, დიდი ალბათობით, სანამ გაზეთის ეს ნომერი გამოვა, ეგვიპტეში შეიძლება სამოქალაქო ომი დაიწყოს…

ამ ყველაფრის მერე ბარაკ ობამა თავისი აფრიკული ტურნეს დასაწყისში სენეგალში რაზე ლაპარაკობს და, პირველ რიგში, რაზე სწუხს? რა თქმა უნდა, ადგილობრივი პედერასტების დარღვეულ უფლებებზე, რომელთაც თურმე სენეგალში ჩვენსავით «ვანდალურად» კი არ არბევენ, არამედ «ცივილურად» ციხეში სვამენ!

ობამა-რასმუსენების წუხილის შედეგია, რომ საქართველოშიც დაგვიდგა «საამური დღეები». ჯერ შარშან სცადეს აღლუმის ჩატარება, ხოლო წელს, 17 მაისს იმ დონის პროვოკაცია მოგვიწყვეს დასავლეთიდან დაფინანსებულმა ადგილობრივმა არასამთავრობოებმა, რომ სისხლისღვრას ბეწვზე გადავურჩით!

სქემა კი მარტივი იყო, ერთის მხრივ, ღარიბაშვილს უნდა ხელი წასცდენოდა «დუბინკისკენ», რაც საზოგადოებისა და პოლიციის დაპირისპირებას გამოიწვევდა და მეორე მხრივ, ეკლესია, რომელიც პასიური მაყურებლის როლს ვერ დასჯერდებოდა სოდომის აშკარა პროპაგანდის დროს, უნდა დაპირისპირებოდა ახალ ხელისუფლებას!

ამ დროს თუ სისხლიც დაიღვრებოდა, ხომ მთლად უკეთესი პროვოკაციის ავტორთათვის და მათი დასავლელი შემკვეთ-დამფინანსებლებისთვის!

დიახ ასეა, სანამ ეს .. არასამთავრობოები არ იყვნენ, არც არანაირი რელიგიური, ეთნიკური თუ სექსუალური უმცირესობების პრობლემები იყო საქართველოში. ეს გრანტიჭამია «ენჯეოებია» წყალს რომ ამღვრევენ და მერე ამღვრეულში თევზს  იჭერენ; ესენი არიან, შეფარვით თუ აშკარად რომ ებრძვიან საქართველოს დედაეკლესიას, რადგან ეკლესიაა ის ძალა, ერთადერთი რეალური პატრონი ქართველი ერისა და ამიტომ ყველაზე მაღალრეიტინგული ინსტიტუცია, რომელსაც ვერაფერი მოუხერხეს დასავლეთიდან დაფინანსებულმა ადგილობრივმა სამთავრობო თუ არასამთავრობო ხლისტებმა!!!

 ეს ხლისტები ეკლესიასთან ერთად დაუნდობლად ებრძვიან რუსეთის მისამართით ნათქვამ ნებისმიერ პრაგმატულ სიტყვას, ებრძვიან ნებისმიერ პრაგმატულ ნაბიჯს მოსკოვის მიმართულებით. მინდა ვუთხრა მათ ამ პირწავარდნილ მედასავლეთე ხლისტებს, რომ ვაშინგტონისგან განსხვავებით, მოსკოვმა  ისეთი კანონი მიიღო, რომლითაც გეიაღლუმები და აქედან  გამომდინარე, ერთსქესიანი ქორწინებები, როგორც მინიმუმ, 2112 წლამდე, ანუ 100 წელიწადი აღარ ემუქრება! ამ ანტიპედერასტული კანონის მიღებით, მამათმავლობის, სოდომგომორის გზაზე დამდგარ დასავლეთს, როგორც იტყვიან, რუსებმა სილა გააწნეს, გნებავთ, დუელში გამოიწვიეს დასავლეთი და ვისი სეკუნდანტობაა საქართველოს ინტერესებში, პედერასტული დასავლეთის თუ ერთმორწმუნე რუსეთის, რომელიც ამჯერად გაპედერასტებაგახლისტებისგან დაგვიცავს და ვინ იცის, ეგებ კიდევ ერთხელ «შევაცდინოთ» და, როგორც ადრე დაგვიბრუნა საქართველო, ოდესმე მაინც დაგვიბრუნოს ერთიანი, განუყოფელი, მართლმადიდებლური სამშობლო!

დავით მხეიძე

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here