Home რუბრიკები პოლიტიკა რესპი და ნაციონალი დასავლეთის ტყავს არ დაგლეჯსო

რესპი და ნაციონალი დასავლეთის ტყავს არ დაგლეჯსო

635

ამერიკის სენატში მიღებული რეზოლუცია თუ განცხადება, განსხვავებული ინტერპრეტაციების მიუხედავად, ჩვენმა პოლიტიკურმა სპექტრმა მთლიანობაში მაინც ერთნაირად აღიქვა _ ეს აღარ იყო არც ვაშინგტონ პოსტის თუ ზოგადად სხვა «ტაიმსპოსტების» ლაილაი, რომელსაც შეიძლება იგნორირება გაუკეთო; არც ევროსაბჭოს სახალხო პარტიის მკაცრი, მაგრამ მაინც უილაჯო ლუღლუღი, რომელსაც შეიძლება ეპისტოლარულად უპასუხო, არც უკვე ანეგდოტურად ყბადაღებული კოაბიტაციისკენ მორიგი მოწოდება, არამედ ეს იყო ამერიკელ სენატორთა ღია, უპრეცედენტოდ ცალსახა, ყოველგვარი დიპლომატიური რევერანსის გარეშე გამოხატული მხარდაჭერა პირადად ვანო მერაბიშვილის მიმართ.

ეს იყო მხარდაჭერა უპირველესად, სააკაშვილის, როგორც დემოკრატიის «ვარსკვლავბიჭუნას» და ზოგადად «ნაციონალური მოძრაობის» მიმართაც, რაც, ერთის მხრივ, ქართველი ხალხისთვის სულში მორიგი ჩაფურთხება იყო და, მეორე მხრივ, სიგნალი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. აკი, საქართველოს პრემიერმა აღარ გააგრძელა სამეგრელოში იმ სამალავების «დროულად პოვნა», შემზარავი კადრების გამომზეურება, ჩემის აზრით (და არამარტო ჩემი), პირდაპირი რეაქცია იყო ბიძინა ივანიშვილისა, რომელიც ამ ნაბიჯით ვაბანკზე წავიდა!

ანუ ამის იქეთ, როგორც რუსები იტყვიან, «ობრატნოი დოროგი ნეტ» და ძალიანაც კარგი, თუ «ნეტ». ახლა კოაბიტაციაზე ლაილაი კი არა, ვინც დასაჭერია და რაც გამოსამზეურებელია, უნდა დაიჭირო და გაასაჯაროო; რაც მეტს და სწრაფად, მით უკეთესი ქვეყნისთვისაც და პირადად პრემიერისთვისაც. ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს ქართველი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა გარანტირებული აქვს და ეგებ ფაქტების წინაშე აღმოჩენილმა ამერიკელებმაც, რომლებიც ტრადიციულად შფოთავდნენ და «ახლა შოკში ვართო», გაიძახიან, იქნება მოეშვნენ ყასიდად შფოთვა-შოკვას და ერთხელ და სამუდამოდ მოკეტონ?!

მაგრამ მოდით _ ყველაფერზე შეძლებისდაგვარად გამოწვილვით…

დიახ, ამერიკელი სენატორების პირით,  სულში კიდევ ერთხელ ჩაგვაფურთხეს ჩვენმა ამერიკელმა «მეგობრებმა»! ბუტა რობაქიძის მკვლელობა პირველი ნიშანი იყო იმისა, რომ «დანიის სამეფოში ყველაფერი რიგზე ვერ არის»; შემდეგ . . ციხის ბუნტის სასტიკი ჩახშობა, სანდრო გირგვლიანი, «ნულოვანი ტოლერანტობა, ყველანი ციხეში», ივანე მერაბიშვილის «ხელი არ აგიკანკალდეთ» და ზურა ვაზაგაშვილი და ასობით ჩაცხრილული ახალგაზრდა იხილეს, მაგრამ ვერ დაინახეს, არ უნდოდათ  დანახვა, რომ «დემოკრატიის შუქურა», ავისმომასწავებლად აციმციმდა და ბჟუტვაბჟუტურის რეჟიმში ჩაირთო!

 2007 წლის 7 ნოემბერი კი ის თარიღია, როდესაც მთელმა მსოფლიომ იხილა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას თურმე უკვე რეჟიმის კონტურები შეუძენია _ 7 ნოემბრის დარბევა რა იყო, თუ არა ე. წ. სისტემური დანაშაული?

 რუსთაველზე პოლიციის მიერ სასტიკად დარბეული მშვიდობიანი აქცია, შემდეგ რიყეზე სხვაგვარად მოაზროვნე თანამოქალაქეებზე  ნადირობა, ტელევიზიის დარბევა, «განთავისუფლებულ» რუსთაველზე ჯერ «სულს ამოგხდით» და შემდეგ «მიშა, მიშას» და «ბადრის რაა?» მორიგეობით სკანდირება «გამარჯვებულთა კოლონისა», რომელსაც წინ ამ ყველაფრის მთავარი «შემოქმედი» _ ვანო მერაბიშვილი მიუძღოდა, საქართველოში ყველასთვის ცხადი გახდა, რომ «ვარდების რევოლუცია» საშინელი ფარსი ყოფილა და მისი «დემოკრატიის შუქურა» მყრალი ჭრაქივით ახრჩოლდა!

მიუხედავად ამისა, სულში ფურთხება კვლავ გააგრძელეს ოკეანისგაღმელმა აქლემებმა, როდესაც ჯერ სააკაშვილი «გადააყენეს», შემდეგ გადაყენებული ისევ პრეზიდენტად  წამოგვიყენეს, მიუხედავად იმისა, რომ  გაყალბებული არჩევნების «გადაყენებააყენებას» ნახევარი მილიონი კაცი აპროტესტებდა იპოდრომზე!

ახლა ცოტა სწრაფად გავიაროთ ამერიკელთა შედარებით ლაითად ფურთხება, ანუ, ქალაქურ ჟარგონზე თუ ვიტყვით, «გადაწიტება», რასაც 2008 წლის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნები ჰქვია. ლაითად, რადგანაც იმ დროს ქართველ კაცს სრული აპათია დაემართა პოლიტიკური პროცესების მიმართ. ოპოზიციის უნიათობის, ხშირად გამყიდველობის გამო ყველაფერზე ხელი ჩავიქნიეთ და რომ არა აგვისტოს სამარცხვინო ომი, ვინძლო მართლაც კიდევ 30 წელიწადი გაგრძელებულიყო ის კოშმარი, რომელსაც ვარდოსანი მანქურთების ხელისუფლება ერქვა!

2009 წლის 9 აპრილის იმედიან დასაწყისში და კატასტროფულად უიმედო დასასრულშიც, რა თქმა უნდა, ლომის წილი ამერიკელ  დუჟმორეულ პოლიტიკურ აქლემებს უდევთ, მაგრამ ჩვენი გამყიდველი ოპოზიციის წვლილიც ნუ დაგვავიწყდება, რომელიც თურმე, დღისით რომ პარლამენტის წინ ტრიბუნაზე  «ვენებს იხსნიდა», საღამოს «ნაცების» მაღალჩინოსნებთან ერთად აწყობდა გეგმებს, თუ როგორ ჩაექრო აზვირთებული ხალხის ენერგია _ ემანდ მართლა არ გადადგეს სააკაშვილი, მერე ჩვენ ვინღა აგვირჩევს და სარფიან ოპოზიციონერობასაც დავკარგავთო!

ჰოდა, აკი ჩააქრეს კიდეც არნახული მასშტაბის პროტესტი, როდესაც ერთი სტადიონი ხალხი მოხუც უწმინდესს  მიაყენეს და ბოლოს ყველაფერი რვიან-ექვსიანის  ადგილობრივი არჩევნების ფორმატში პოლიტიკურ ონანიზმში გადაიყვანეს!

2011 წლის 26 მაისის სასაკლაო რომ არ ყოფილიყო, არ იქნებოდა 2012 წლის 1 ოქტომბერი!!! მაგრამ გავიხსენოთ შარშანდელი 17 მაისი, ანუ თბილისში პირველი გეიაღლუმის მცდელობა. პედერასტების პარადი, რომლის ჩაშლის მოთავე ვინ იქნებოდა, თუ არა მაშინ ჯერ კიდევ წინააღმდეგობის მოძრაობა და დღეს პოლიტიკური პარტია საქართველოს პატრიოტთა ალიანსი (სპა), რომელთა შორის თქვენი მონამორჩილიც გახლდით!..

ქართველთა ამ «ვანდალიზმს» ოპერატიულად გამოეხმაურა და იგი დაგმო მაშინდელმა დესპანმა ამერიკისამ, ჯონ ბასმა, ხოლო მეორე დღეს მთელი დასავლეთის საქართველოში აკრედიტებული დიპკორპუსი დადგა პარლამენტის წინ «დაჩაგრული» ქართველი პედერასტების გვერდით!..

განსხვავებით სისხლიანი 26 მაისისგან, როდესაც არა თუ მართლაც დარბეული და დახოცილ-ნაწამები ხალხის გვერდით დადგა ამერიკა, არამედ  მწვანე შუქი სწორედ ამერიკის დესპანმა, ბლანჟეცანცარა ჯონ ბასმა აუნთო სისხლიან კალოს! რის შემდეგაც მსუბუქი აღშფოთება-შეშფოთების მეტი (რასაც სულში ფურთხებისა არ იყოს, აგრეთვე, მიჩვეულები ვართ) სიტყვა არ დასცდენიათ ზოგადად სწორი დემოკრატიული მიმართულებით მავალი საქართველოს ხელისუფლების მიმართ არც ბასს და არც სხვა ვინმეს დასავლეთიდან…

რატომ გავიხსენე ერთად ის 17 და 26 მაისი? პირველი იმის ხაზგასასმელად, რომ მართალია, ამერიკელთაგან მიჩვეულნი ვართ სულში ფურთხებას, მაგრამ შარშანდელი 17 მაისის ფურთხება მაინც მტკივნეულად აღიქვა ქართველმა საზოგადოებამ, სწორედაც რომ სამწუხარო პარალელის გამო სისხლიან 26 მაისთან!

მეორე და უმთავრესი: დღესაც დაახლოებით იგივე ხდება _ სამეგრელოში აღმოჩენილი ახალი, შემზარავი კადრების შემდეგ ყველა ლოგიკით მხოლოდ ეს უნდა იყოს ჩვენი დასავლელი «მეგობრების» განსჯის მთავარი საგანი და თანაც ყოველგვარი კითხვის ნიშნების გარეშე, რომ ეს სისტემური დანაშაულია!

მაგრამ, არა. თქვენ წარმოიდგინეთ იმ დიპკორპუსის, რომლის მინიმუმ ნახევარს, რომელმაც საკუთარი თვალით იხილა შოკისმომგვრელი კადრები, ეჭვი ეპარება კადრების ავთენტურობაში და იმათ, ვისაც ეს არ აეჭვებთ, არ უნდათ დაიჯერონ დანაშაულის სისტემურობა?!

სამაგიეროდ ერთსულ და ერთხორც ბრძანდებიან ა. წ. 17 მაისის შეფასებაში და ყველანი დამნაშავეთა დასჯას მოითხოვენ ყოველგვარი ეჭვის გარეშე და ეს თემა არა თუ გააფერმკრთალა მართლაც კაცობრიობის წინაშე ჩადენილმა დანაშაულმა, არამედ ამერიკელებისთვის გაცილებით პრიორიტეტულად მაინც პედერასტების თემა რჩება და ეს არის კიდევ ერთი მტკივნეული სულში ჩაფურთხება!..

ამას წინათ ალექსანდრე ლუკაშენკოს, რომელსაც ევროპის უკანასკნელ დიქტატორსაც ეძახიან დასავლეთში, გერმანიის საგარეო მინისტრმა, ცნობილმა პედერასტმა, გვიდო ვესტერველემ, ბელარუსში ადამიანის უფლებების დარღვევების გამო, პრესაში უსაყვედურა და დიქტატორიც უწოდა!

ჰოდა, ბატკამ არც აცია, არც აცხელა და _ პედერასტობას ისევ დიქტატორობა მირჩევნიაო, მიახალა!

ჯერ ერთი, რატომ მხოლოდ ლუკაშენკო? ვითომ სააკაშვილმა რა დააშავა, როო? სააკაშვილი დემოკრატიის შუქურაა და ლუკაშენკო ტირანი? ბოლოს და ბოლოს ბატკა მიშასავით საკუთარი ხალხის ხორცს მაინც არ ჭამას! არა, არც ბელარუსის ციხეა სანატორიუმი, მაგრამ ის, რაც ჩვენთან ხდებოდა, არა მგონია,  ბელარუსში კი არა, ოსვენციმში მომხდარიყოს!

ეგეც იქეთ იყოს და ევროპის «უკანასკნელ დიქტატორს» სანტიმეტრი მიწა არ გაუსხვისებია და გრამი ეკონომიკისა არ მიუცია ვინმესთვის; მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობაც კმაყოფილი ჰყავს პირველადი მოხმარების საქონელსა თუ საჭმელ-სასმელზე, კომუნალურ მომსახურებაზე საბჭოური, სიმბოლური ფასების გამო, ბელორუსი ინდუსტრიული, ექსპორტზე ორიენტირებული ქვეყანაა, რომელსაც საკუტარი პროდუქციის 80 პროცენტი ექსპორტზე გააქვს!

ამას წინათ, გიგა ბოკერიას კნეინას ჩემს მეგობარზე დაუპოსტიაგიორგი კორკოტაშვილი შავრაზმელიაო! ეგ არაფერი კორკოტ, მეც მანდა ვარ «იუზგარ», ჩვენნაირებს მაგათგან  ლანძღვა ლოცვასავით შეგვეწევა. ეგენი რომ ქებას დაგვიწყებენეგ არის «აპასნი», რადგან ბატკასი არ იყოს, ცისფერ რაზმელობას ისევ შავ რაზმელობა გვირჩევნია

თუმცა, დროებით ეგეც იქეთ იყოს და ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებისას ყველანი ერთად და ცალ-ცალკე, როგორც იტყვიან, ფურუნკულებივით გასკდნენ! ანუ თავიანთი ნამდვილი სახეები, სხვა მიმართულებებითაც აჩვენეს…

ე.წ. საია, ახალგაზრდა იურისტები; ღია საზოგადოება საქართველო; სამართლიანი არჩევნები; იდენტობა, ავად სახსენებელ «თავისუფლების ინსტიტუტთან» ერთად, კლასიკური V კოლონის როლს ასრულებენ _ დემოკრატიის კომუფლაჟით, შეფარვითა თუ აშკარად ებრძვიან ქართულ, ტრადიციულ ღირებულებებს!

იგივე ითქმის მედიაზონდერებზე, გნებავთ, მედიამეძავებზე, რომლებიც 9 წლის განმავლობაში აპრავებდნენ სააკაშვილის კაცთმოძულე რეჟიმს!

მოკლედ, ეს ის დასავლეთის გრანტიჭამია ორგანიზაციები და პიროვნებები ბრძანდებიან, რომლებმაც ამას წინათ შსს დაგეგმილი საშინელი კადრების ჩვენების ჩაშლა სცადეს და რა მიზნით?

რა და, როგორც იტყვიან, «ძაღლი ძაღლის ტყავს არ დაგლეჯსო», ხოლო ჩემის მხრივ დავუმატებ _ ყველანი ერთად კი, ანუ «ნაცები», ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციები და პიროვნებები საკუთარი მამამარჩენალის, ლიბერასტული დასავლეთის ტყავს არ დაგლეჯენ!

ამ ხალხს არ უნდა, რომ სააკაშვილის 9-წლიანი მმართველობა, «ერთიანი ნაციონალური მოძრაობა», როგორც დამნაშავე რეჟიმი, ისე გასამართლდეს და, როგორც ფაშისტურ პარტიას, ისე აეკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა!

ამიტომ იყო, რომ ზემოხსენებულმა ორგანიზაციებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს დარბაზი და ახლა ყველაზე მეტს საუბრობენ იმაზე, რაც არ უნახავთ (თუმცა ვინ იცის, იქნებ ნანახიც აქვთ სხვა დროსა და ვითარებაში?)!

ალბათ, ამიტომ აეშალათ კითხვების საღერღელი ღარიბაშვილის მიმართ ეკა კვესიტაძესა და დავით პაიჭაძეს. ჯერ ვინ მიგდია ეკა კვესიტაძე, რომ ულტიმატუმის ფორმით ეძახის საკუთარ «აქცენტებში» შს მინისტრს, მართლა საზოგადოებრივი მაუწყებელი ჰგონია ის ტელევიზია, რომელსაც ბოლო მომენტამდე ყური არ გაუბერტყავს თვით 26 მაისის გამო!

ან დავით პაიჭაძე ვინა მყავს, რომ გაიძახის _ ღარიბაშვილმა არ იცის, რა მაგარი უფლებების დამცველი ვარო? (ირაკლი მინისტრმა იქნებ არ იცის, მაგრამ ჩვენ გვახსოვს, რაზე გადიოდა ამ ნაძირალას უფლებადამცველობა _ ერეკლე დეისაძის მსგავს «ჟერტვა აბორტებზე»), სად იყვნენ ან ერთი და ან მეორე? საქართველოს სხვა შს მინისტრიც ჰყავდა და ასე დაჟინებით რატომ ივანე მერაბიშვილს არ აწვებოდნენ? ვინმეს ახსოვს ვანო მერაბიშვილის ინტერვიუ? ინტერვიუ კი არა, პარლამენტში მისვლას არ კადრულობდა ქვეყნის ხერხემალი, ყოვლისშემძლე მინისტრი და ერთხელ, როდესაც იკადრა მისვლა, მქუხარე აპლოდისმენტებით მიიღეს და გააცილეს სადისტური სისტემის დამფუძნებელი მინისტრი

მთავარი პარადოქსი, იცით, რა არის? გამოკითხვა რომ ჩაატარო, 99% იტყვის, რომ არ სურს ეკა კვესიტაძისა და დავით პაიჭაძის ეთერში ხილვა და, მიუხედავად ამისა, ამ ბუდარა-ბუდარიხას ასტრონომიულ ხელფასებს ჩვენ გვახდევინებენ!..

აქედან გამომდინარე, მივმართავ ნათია კობერიძეს, ავადსახსენებელი «მოდელირებული ქრონიკის» ერთ-ერთ მთავარ აქტიორს, დიახ, სწორედ 9-წლიანი «მოღვაწეობის» გამო არ ჰქონდა მოცემულ კონტექსტში დავით პაიჭაძეს ირაკლი ღარიბაშვილისთვის კითხვის დასმის მორალური უფლება და არც თქვენ გაქვთ ზედმეტი ტლიკინის უფლება, ქალბატონო ნათია, რადგან ჯერაც საკითხავია, რა უფრო დანაშაულია: თავად დანაშაულის ჩადენა თუ ამ დანაშაულზე დუმილი თქვენნაირი მედიამეძავების მხრიდან?!

არ შემიძლია, განსაკუთრებით არ შევჩერდე სულ ახლახან სახალხო დამცველის პოსტზე დასახელებულ ერთ-ერთ მთავარ კანდიდატ თამარ გურჩიანზე. რამდენიმე ეთერს ვუყურე მისი მონაწილეობით და ყველგან თავიდან იმ საშინელი კადრებით იწყებდა და ბოლოს, როგორც წესი, ოსტატურად მიადგებოდა ხოლმე 17 მაისის გეიაღლუმის «დარბევას», რომლის მოკლე რეზიუმე ასე ჟღერს: თუ ამ ხელისუფლებამ (ბიძინა ივანიშვილმა) არ დასაჯა «მოძალადეები», მათ შორის სასულიერო პირები, ეს ხელისუფლებაც ბოლოს იმასვე გააკეთებს, რასაც სადისტი «ნაცები» სჩადიოდნენ!

აი, ასე, არც მეტი, არც ნაკლები. რა უნდა თქვა ამ აბსურდზე? _ მხოლოდ ის, რომ სხვაგან ქრის ამ დედაკაცის გონება, ანუ მისი და მისნაირების (ზემოთ ნახსენები ორგანიზაციებისაც) მთავარი ამოცანაა, რომ დასავლეთიდან გრანტის მიმცემთ უპატაკონ _ თქვენი ფულები სწორი მიმართულებით ავითვისეთ, გეიპარადის მოწინააღმდეგენი დავსაჯეთ, კიდევ გაგვიკეთეთ ფინანსური ოყნები და გპირდებით, მალე საქართველოში ერთსქესიან ქორწინებებსაც დავაკანონებთ და გიპატაკებთ _ თბილისის თავზე ლგბტ ცისარტყელას დროშა ფრიალებს!

ამისთვის კი, V კოლონამ და კონკრეტულად თამარ გურჩიანმა სწორი დრო შეარჩიეს _ ერთის მხრივ, აშკარაა უპრეცედენტო ზეწოლა ამერიკიდან ბიძინა ივანიშვილზე და მეორე მხრივ, გურჩიანის მსგავსი ხლისტები აწვებიან იმავე ბიძინას ნეოლიბერალური «ჰუმანიზმით»…

მაშინ, როდესაც გურჩიანის კოლეგები შსსში აპროტესტებდნენ სადისტური კადრების ჩვენებას, იმ დროს არ შემდგარი სახალხო დამცველი (აუ, რა გადარჩენილები ვართ? თუმცა არც მოქმედის ხელში ვართ დალხინებულები, ამბობენ, ბაპტისტიაო…) «რადისონთან» აპროტესტებდა ბესელიას ადამიანის უფლებების კომიტეტის დასკვნის პროექტს!

შეკრებილთაგან ერთმა ტაბურეტკიანმა _ კანონპროექტში მორალზე, პროპაგანდაზეა საუბარი და ასეთ რამეებს კონსტიტუცია არ იცნობსო!

აბა, ამისთანა რამე გაგონილა? ადამიანმა მას შემდეგ, რაც ხიდან მიწაზე ჩამოვიდა, მორალით, ეთიკით, ზნეობით დაიწყო ცხოვრება, ანუ რაღაცაზე თქვა, რომ შეიძლება, რაღაცაზე _ პირიქით და სწორედ ამ კატეგორიებზე დაყრდნობით შეიქმნა საზოგადოებაში ქცევის ელემენტალური ნორმები და შემდეგ უკვე კონსტიტუციები, სისხლის სამართალი და ა.შ.

ის პირველი «რაღაც», რაც მკაცრად განსაზღვრულია, სწორედ ის არის, რომ ქალი ქალია და მამაკაცი მამაკაცისაკუთარ ხატად შექმნილი უზენაესის მიერ და ამიტომ ყველა ფუნდამენტური რელიგია გმობს სოდომის ცოდვას. ახლა რა გინდათ, თქვე შობელძაღლებო, ერთადერთ ნეტარებად სოდომისადმი ტოლერანტობა მივიჩნიოთ?

არ გამოვა ეგ. ყოველ შემთხვევაში, _ საქართველოში, იმედი მაქვს, რომ არ გამოვა!

თუმცა, რა იცი? ისეთი კმაყოფილი გამობრძანდა თამარ გურჩიანი ეკა ბესელიასგან, რომ, როგორც იმერეთში იტყვიან, დოლქეშა სახე მთვარესავით გაბადროდა _ ყველა რუსული მიდგომა, მათ შორის ტერმინი «ერთსქესიანი ქორწინებები», ამოღებულია კანონიდან, რადგან ეს დღეს არ არის სენსიტიურად აქტუალური და გადავრჩით ევროპაში თავსლაფდასხმასო. ჰოდა, არ გაინტერესებს, მკითხველო, რა არის დანარჩენი რუსული მიდგომა?

რა და, რაც წინა წერილში აღვნიშნეთ და რასაც ახლა სიამოვნებით გავიმეორებ _ რუსეთში, დუმის დადგენილებით, 2112  წლამდე, ანუ  100 წლით აიკრძალა გეიპროპაგანდა და მისი უმთავრესი შემადგენელი _ გეიაღლუმები! ასევე, სულ ახლახან, დუმის დადგენილებით, აიკრძალა მავან ქვეყნებში არამხოლოდ ერთსქესიან «ოჯახებში» რუსი ბავშვების გაშვილება, არამედ ისეთ ქვეყნებში, რომლებშიც ერთსქესიანი ქორწინებები დაკანონებულია, მარტოხელა კაცის ან ქალისთვისაც შეუძლებელი იქნება რუსი ბავშვების შვილად აყვანა _ ჩვენ (რუსებს) გვირჩევნია, რომ «პრიუტებში», ხელმოკლეობაში «მუჟიკებად» გაიზარდონ რუსი ბავშვები, ვიდრე დასავლეთის კომფორტში პედერასტებად ჩამოყალიბდნენო _ აი, შინაარსობრივად ასე გაამაგრა რუსეთის დუმამ საკუთარი «გოიმური» დადგენილება!

კიდევ ერთხელ, ბრავო რუსებო!

და ბოლოს, ისევ მთავარზე: ზემოხსენებული «კინოჩვენების» მოწინააღმდეგეთა მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ დაცული უნდა იყოს დაზარალებულთა უფლებები, მათ ოჯახებს მორალური ტრამვა უნდა ავაცილოთ, დაუშვებელია ამ კადრების ფართო საზოგადოებისთვის ჩვენება, რადგან ეს დათრგუნავს მოსახლეობას და ა. შ. «ჰუმანიზმით» შეჯერებული «არგუმენტები», რომელთა ავტორები, როგორც წესი, ის პიროვნებები არიან, რომლებსაც არანაირი დისკომფორტი არ ჰქონიათ სააკაშვილის მმართველობისას. პირიქით, სწორედ მაშინ ჰქონდათ მაქსიმალური კომფორტი, მაღალანაზღაურებადი სამსახურები იქნებოდა თუ მუქთა «პაეზდკები» მსოფლიოს გარშემო!

ასე რომ, ჩვენო კეთილო ფერიარაინდებო, მოეშვით ჩვენზე ფარისევლურ ზრუნვას. თქვენგან განსხვავებით, ჩვენ ის ხალხი ვართ, რომლებსაც პირდაპირ ან ირიბად შეგვეხო ამ დამპალი «ნაცების» ყველა «სიკეთე»; ჩვენ თქვენსავით დითირამბებს კი არ ვუგალობდით ამ ჯალათებს, არამედ 9 წელიწადი ვიბრძოდით  რეჟიმის წინააღმდეგ, რეჟიმის, რომლის გადარჩენარეანიმაციას დღესაც ცდილობთ!

ამიტომ გვაცალეთ, თავად გადავწყვიტოთ, რა ვნახოთ და რა არა. 9-წლიან კოშმარს თუ გავუძელით, როგორმე მაგ კადრებსაც გავუძლებთ!  თქვენი ლოგიკით, გამოდის, რომ არც 18 სექტემბერს უნდა გაეშვათ ციხის ცოცხების კადრები, რამაც პრაქტიკულად განაპირობა კიდეც 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგი!

გავრცელდა ინფორმაცია, რომ 26 მაისის ამსახველი სისხლიანი ფირები და ის შოკისმომგვრელი სადისტური კადრები, პარლამენტის დედოფალ თინა ხიდაშელს წაუღია ევროპაში საჩვენებლად.

ჰოდა, მარტო ევროპარლამენტში კი არა, ეგ ფირები კონგრესშიც უნდა აჩვენონ, თეთრ სახლშიც  (იმ თხისწვერა ჯონ ბასს სპეცპაკაზი უნდა მოვუწყოთ), ემანდ წამების მსხვერპლნი წირვაზე არ იცნონ!

გაგვცენ პასუხი მაკკეინმალუგარმა, სახალხო პარტიამ და ზოგადად დემოკრატიის ციტადელმა ამერიკამ თუ ევროპამ: რატომ უჭერენ მხარს «ნაცებს»? გაპრავების მასტერკლასები ჩაგვიტარონ, დაგვჭირდება, რადგან ამ ბოლო დროს ნამეტანი  უჭირთ «ნაცებს» უმაგათოდ გაპრავების ამბავში.

მივმართავ ხელისუფლებას _ ვენეციის კომისიის დასკვნებს თუ სხვა ნებართვებს ნუ დაელოდებით დასავლეთიდან და  რაღაც ნაწილი მაინც გვაჩვენეთ იმ ვიდეოებისა, რათა დიახაც, კიდევ ერთხელ მაგრად გავბრაზდეთ, რათა არ დავუშვათ არანაირი კოაბიტაცია სადისტ მკვლელებთან და «ნაციონალური მოძრაობაც» ისე გავასამართლოთ, როგორც ფაშისტები გაასამართლეს ნიურნბერგში…

დავით მხეიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here