Home რუბრიკები საზოგადოება «ნაციონალური მოძრაობა» აუცილებლად უნდა გასამართლდეს!

«ნაციონალური მოძრაობა» აუცილებლად უნდა გასამართლდეს!

759

ოსვენციმის მომწყობი ადამიანები მარტო მოკავშირეებმა კი არა, თავად გერმანელმა ხალხმაც გაასამართლასაქმე ისაა, რომ არსებობს დანაშაულები, რომლებზეც ნამდვილად არ არის საკმარისი იმის თქმა, რომ ასეთი საქციელი არის ცუდი, რომელთა დასაგმობადაც არ არის საკმარისი ათიოდე დამნაშავის გასამართლება. დღეს საქართველოში პრობლემა დგას _ ან უნდა ავირჩიოთ გზა წარსულის შეფასებისა და სიმართლის თქმის, ან სიცრუეში ვიცხოვროთ. ცხადია, საუბარი არ გვაქვს ნიურნბერგის პროცესზე, მაგრამ მორალურად მაინც ყველამ უნდა აგოს პასუხი, ვისაც ევალებოდა ხელის შეშლა იმ საშინელებისთვის, რასაც «ნაციონალური მოძრაობა» 9 წლის განმავლობაში სჩადიოდა…. სამეგრელოს სამალავში აღმოჩენილ ფირებს _ წამებისა და გაუპატიურების ამსახველ კადრებს აუცილებლად სჭირდება სამართლებრივი შეფასება. ცხადია, ეს გაუთავებელ გარჩევასა და ურთიერთბრალდებებში არ უნდა გადაიზარდოს, მაგრამ, როცა დღევანდელ სიტუაციაში ადამიანი მიდის, ვთქვათ, რომელიმე სამინისტროში და იქ ხედავს მკვლელს, მოძალადესა და .., დაიჯერებს, რომ ქვეყანაში რაიმე შეიცვალა? რა ბედი უნდა ეწიოს «ნაციონალურ მოძრაობას», მიზანშეწონილი ხომ არ იქნება, გამოცხადდეს დანაშაულებრივ ორგანიზაციად, შესაბამისად, გასამართლდეს, ხოლო «ნაციონალური მოძრაობის» წევრებს არჩევით, ასევე დანიშვნად თანამდებობებზე საქმიანობა აეკრძალოთ? ამ საკითხებზე სასაუბროდ «საქართველო და მსოფლიომ» საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

ლალი აფციაური, ადვოკატი:

_ «ნაციონალური მოძრაობა» უნდა გასამართლდეს, როგორც დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი. ქართველი ხალხის სირცხვილია, რომ ესენი დღემდე ხელისუფლებაში არიან. ეს არის ხელისუფლებაში მოსული კრიმინალური ბანდა, რომელსაც აქვს ჩადენილი არაერთი სისხლის სამართლის დანაშაული და ამ კატეგორიის ხალხზე ვკითხულობთ, უნდა გასამართლდეს თუ არა? უპირობოდ უნდა გასამართლდეს! ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, ჩვენ არ ვიცოდით, რაც ხდებოდაო, ტყუიან. ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა. ყრუ და ბრმები არიან? რას ჰქვია არ იცოდნენ?! მათ შორის ყველაზე მეტად პასუხი უნდა მოეთხოვოს იმას, ვინც ამბობს _ უი, არ ვიცოდიო.

_ «ნაციონალური მოძრაობის» წევრებს უნდა აეკრძალოთ თუ არა საჯარო სამსახურებში საქმიანობა?

_ რა თქმა უნდა, ისინი იქ არ უნდა მუშაობდნენ და, რომ მუშაობენ, ეს ჩვენი დანაშაულია. ვიმეორებ, ყველას პასუხი უნდა მოეთხოვოს, ვისაც შეხება აქვს ამ დანაშაულთან, ამ კრიმინალებთან, მათ შორის არიან პოლიციის უფროსები, პროკურორები და მოსამართლეები. თითოეულ დანაშაულზე არ უნდა მოეხდინა პროკურატურას რეაგირება? თითოეული კონკრეტული ფაქტის შესახებ არაერთი საჩივარი შეგვიტანია პროკურატურაში, თუმცა… დაკავებულ ადამიანებს რომ აუპატიურებდნენ და ტერაქტების საკუთარ თავზე აღებას აიძულებდნენ, პირველად გაიგეს?

_ რატომ არ არიან ეს ადამიანები პასუხისგებაში მიცემულნი?

_ არ ვიცი, ვერ გეტყვით, მაგრამ მათი დასჯა უპირობოდ რომ უნდა მოხდეს, ფაქტია. მხოლოდ 9 კაცი არ არის დამნაშავე, აბსოლუტურად ყველა დასაკავებელია, პირველ რიგში, სააკაშვილი. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა ნახეს ეს კადრები, როგორ არ უნდა მოვითხოვოთ მისი დასჯა?!

_ რაც შეეხება ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას, მისი მიზანი მხოლოდ «ნაციონალური მოძრაობის» დამარცხება იყო?

_ კარგი მიზანი ჰქონია ივანიშვილს, თუ მისი ერთ-ერთი მიზანი ეს იყო, მაგრამ მიმაჩნია, რომ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა წავიდეს პოლიტიკიდან. იცით, რატომ არ უნდა წავიდეს? დღეს მისი ხათრით, რიდითა და შიშით ხელისუფლება ბევრი რამის გაკეთებისგან თავს იკავებს. ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა იქნება საფუძველი იმისა, რომ მივიღოთ მეორე «ნაციონალური მოძრაობა». კარგად ვიცით, ვინ არიან დღეს პარლამენტში, თითოეულ მათგანს კარგად ვიცნობთ. ამიტომ ჩემი აზრით, ვინაიდან აიღო მან ეს პასუხისმგებლობა, თუ არ უნდა, რომ მიიღოს მეორე «ნაციონალური მოძრაობა», არ უნდა გადადგას ეს ნაბიჯი.

ქეთი ბექაური, უფლებადამცველი:

_ ასე ხელაღებით ყველას ვერ დავსჯით. მაგალითად, ჩიორა თაქთაქიშვილს, თინა ბოკუჩავასა და მარიამ საჯაიას სისხლისსამართლის დანაშაული არ ჩაუდენიათ. ესენი რომ გამოვაცხადოთ დამნაშავეებად და კრიმინალებად, მაშინ უარი უნდა ვთქვათ სამართლიანი სახელმწიფოს აშენებაზე, მაგრამ ის, ვინც 9 წლის განმავლობაში ხელისუფლების სათავეში იყო, უნდა დაისაჯოს. კი, ბატონო, ვინც მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე იყო, საბრალდებო სკამზე ზის, ბევრი მათგანი გაქცეულია ქვეყნიდან, მაგრამ ბევრი ძველებურად შინაგან საქმეთა და პროკურატურის ორგანოებშია მოკალათებული. იგივე ჩოჩელი კი გარეთ არის გირაოს სანაცვლოდ. აი, ეს არ არის დასჯა. მათ უფრო დიდი დანაშაულები აქვთ ჩადენილი… ამიტომ მომხრე ვარ, რომ ის პირები, რომლებიც 9 წლის განმავლობაში მოიაზრებოდნენ აღმასრულებელ ხელისუფლებაში მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებზე, თუნდაც ქვედა რგოლებში, მაგრამ ასრულებდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების დანაშაულებრივ ბრძანებებს, მიუხედავად მათი ჩინისა, უნდა გასამართლდნენ.

რაც შეეხება სამეგრელოში აღმოჩენილ კადრებს, კიდევ ერთხელ მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ «ნაციონალური მოძრაობა» იყო დანაშაულებრივი სინდიკატი, ჩვენ ასეთი სინდიკატების შესახებ ვიცით, იგივე იტალია, სადაც ისჯებიან, არავის ინდობენ, აი, ეს დანაშაულებრივი სინდიკატი, მათი ხელმძღვანელები _ ყველანი დასახელებულნი უნდა იყვნენ, საზოგადოებამ უნდა გაიგოს მათი სახელები, ყველას უნდა მიეზღოს იმ ფარგლებში, რაც ჩაიდინა.

_ აცხადებთ, ბევრი მათგანი პროკურატურაშია მოკალათებულიო, რატომ არ ათავისუფლებს მათ კბილაშვილი, აქვთ კი ამ ადამიანებს თუნდაც მორალური უფლება იქ მუშაობისა?

_ არ აქვთ, ამიტომაც ვაპროტესტებ ამას. შსს-შიც ბევრი კუდისა და სოდის თანამშრომელია მოკალათებული, მათ შორის ისინი, ვინც მეც დამდევდნენ, მანქანა ორჯერ დამიმტვრიეს, მისმენდნენ კიდეც, შეიძლება ახლაც ისმენენ ჩემს ტელეფონს, არ გამოვრიცხავ… და ვხვდები, ეს რასაც ნიშნავს. ესენი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ სამსახურებიდან. მათი სახელი და გვარი კარგად იციან უწყების დღევანდელმა ხელმძღვანელებმა. კარგია, რომ ამდენი დანაშაული იხსნება, მაგრამ ვერ მოხდება სრულად გაწმენდა, თუ ის ხალხი, რომელიც ამას ხელს უწყობდა, არ გათავისუფლდა. როგორ შეიძლება ისინი საჯარო სამსახურში იყვნენ და ხელფასს იღებდნენ? უნდა დაიწყოს წმენდა, არ უნდა იყოს აქ დანდობა. მე არ ვამბობ იმას, რომ ყველანი გაუშვან ციხეში. რაოდენ დასანანია, რომ კონსტანტინე კუბლაშვილი ისევ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარეა, არ დადგა ამ ადამიანის იმპიჩმენტის საკითხი. ახლა ამ ადამიანმა კვლავ შემოიკრიბა გარშემო თავისი მორჩილი მოსამართლეები და ცალკე სინდიკატი შექმნა. ეს ადამიანი გვეუბნება, მოსამართლეები დამოუკიდებელნი არიან და სამართლიანობა აღსდგებაო, ხალხის დაცინვაა ეს. ჩვენ ამისთვის ხმა არ მიგვიცია, ჩემი ოცნება ეს არ იყო.

_ არადა, სამართლიანი სასამართლო ხელისუფლების ერთერთი დაპირება იყო

_ სასამართლო კვლავ სააკაშვილის ხელშია, არ გათავისუფლებულა, ისევე, როგორც შსს და პროკურატურა და ამას უნდა მიხედვა. ბესელიასა და კობახიძისგან მოვისმინე, რომ პარლამენტში აუცილებლად მიიღებენ რეზოლუციას და დადგენილებას – გასამართლდეს, სამართლებრივი შეფასება მიეცეს სააკაშვილის 9-წლიან მმართველობას. აქვე გეტყვით, როგორც ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის წევრი, ჩვენმა უხუცესმა ექსპერტმა, ოთარ გამყრელიძემ, დააყენა საკითხი კომიტეტის სხდომაზე და კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი, რომ წინა ხელისუფლების 9-წლიან მმარველობას აუცილებლად უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება და ეს საკანონმდებლო ინიციატივის დონეზე პარლამენტში უნდა იქნას გატანილი. მადლობა ღმერთს, რომ ეს საკითხი დადგა, პარლამენტი ამაზე მუშაობს და ბიუროზეც გაიტანენ.

ირმა ჭკადუა, ადვოკატი:

_ «ნაციონალურმა მოძრაობამ» პასუხი რომ უნდა აგოს თავის 9-წლიან საქმიანობაზე, მე მგონი, ამაზე ვთანხმდებით. ის, რაც ახლა გამომჟღავნდა, არ არის ყველაფერი _ უამრავი ადამიანი იტანჯება, ბევრ ადამიანს ერიდება, ვერ ყვება თავის ისტორიას, გაუგონარი მასშტაბებითა და სისასტიკით ჩაგრავდნენ და აწამებდნენ ადამიანებს, ალბათ, ამათ გერმანელ ფაშისტებსაც ვერ შევადარებ. საკუთარ ერს სახელმწიფოს სახელით მოექცე ასე, არც კი ვიცი, რა ვუწოდო ამას. ბუნებრივია, მათი საქმიანობა უნდა შეფასდეს. რაც შეეხება «ნაციონალური მოძრაობის» წევრებს, შეიძლება ეს ერთმნიშვნელოვნად ყველაზე არ ითქვას, თუმცა გარკვეული პასუხისმგებლობის წილი ყველამ უნდა აიღოს, მით უფრო იმ რგოლმა, რომელიც სახელმწიფოს მართავდა. საუბარი იმაზე, რომ არ იცოდნენ, რა ხდებოდა, საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრა და შეურაცხყოფაა, რადგან ძალიან კარგად იცოდნენ ყველაფერი. შეგიძლიათ მოიძიოთ, ნახოთ, თუ რა საჩივრები შედიოდა მთავარ პროკურატურაში. აქედან გამომდინარე, მათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ეს რა ფორმით უნდა გაკეთდეს, არ ვიცი, ამაზე სახელმწიფომ უნდა იფიქროს (ადვოკატებმა, რაც არ უნდა ვთქვათ, ჩვენს მოთხოვნას მაინც არ გაითვალისწინებენ), მაგრამ ეს ერთმნიშვნელოვნად ასე უნდა მოხდეს. აუცილებლად უნდა აგოს პასუხი პრეზიდენტმა. ის ახლა რომ ამბობს, ქარდავასა და ჩხატარაშვილს არ ვიცნობდიო, სირცხვილია. ჩხატარაშვილს ყველა იცნობდა. ჩხატარაშვილი იყო ადამიანი, რომელიც ციხეებში შედიოდა პროკურორებთან ერთად და აიძულებდა ბიზნესმენებს დაეთმოთ ქონება. ამ ადამიანის გარეშე არც ერთი საპროცესო შეთანხმება არ წყდებოდა, განსაკუთრებით, როცა ფინანსურ დანაშაულს ან ბიზნესსექტორს ეხებოდა საქმე. მათ მთელ საქართველოს ჩააფურთხეს სულში, ისინი ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ერი გაენადგურებინათ. საქართველო ძალიან კარგია ქართველების გარეშე, ვფიქრობ, ეს იყო «ნაციონალური მოძრაობის» ლოზუნგი. დიახაც, მათ უნდოდათ საქართველო ქართველების გარეშე. სააკაშვილი როგორი «დემოკრატიის შუქურაც» იყო, აღბეჭდილია ფირებზე და ეს ფირები უნდა ნახოს მსოფლიომ. რა თქმა უნდა, იმ ადამიანების იდენტიფიცირება არ უნდა მოხდეს, ისინი არ უნდა ამოიცნონ, მაგრამ ეს ყველამ უნდა ნახოს. შერცხვეთ იმ ევროპელებსა და ამერიკელებს, რომლებიც გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ აღშფოთებულები იყვნენ. აღშფოთებულები კი არა, სრულიად საქართველო განრისხებულია. გარკვეული წილი პასუხისმგებლობა მათაც უნდა აიღონ, რადგან ისინი ლობირებდნენ იმ ჯალათს, რომელსაც «ნაციონალური მოძრაობა» ჰქვია.

დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი:

_ «ნაციონალური მოძრაობის» გასამართლება არათუ მიზანშეწონილი, არამედ აუცილებელია, სხვა მხრივ, საქართველოს პოლიტიკური მომავალი არ ექნება. ამ ბილწმა ადამიანებმა, რომლებმაც უამრავი დანაშაული და, უპირველეს ყოვლისა, სექსუალური სახის დანაშაული ჩაიდინეს, გაუკუღმართებული ცხოვრებით აცხოვრეს ათასობით ადამიანი, გააუბედურეს და დაანგრიეს ოჯახები, აუცილებლად უნდა იქნან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულნი. მათ უნდა აეკრძალოთ, როგორც პოლიტიკური საქმიანობა, ასევე ქუჩაში თავისუფლად გადაადგილება, ისინი უნდა იყვნენ სპეციალიზებულ საპატიმრო დაწესებულებებში და ტელევიზორები და სტრიპტიზშოუები კი არ უნდა ჰქონდეთ კამერებში მოწყობილი, არამედ უნდა ცხოვრობდნენ უმკაცრესი რეჟიმის პირობებში, როგორც სახელმწიფო დამნაშავეები.

როგორც პროფესიონალი ისტორიკოსი და სპეციალისტი კატეგორიულად ვაცხადებ: თემურ ლენგს, აღა მაჰმად ხანსა და შაჰ აბასს არ უკადრებია ის, რაც მიხეილ სააკაშვილმა და მისმა სექსუალურმა უმცირესობამ, ამ ხროვამ აკადრა ქართველ ერს. ის, ვინც იძახის, რომ «ნაციონალურ მოძრაობას» უნდა შევუნარჩუნო სახეო, არის იმავე სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი, რომელიც სააკაშვილმა დაასვა თავზე ქართველ ხალხს და ეს ადამიანებიც აუცილებლად აგებენ პასუხს მთელი სიმკაცრით.

_ შსს და პროკურატურა რომ სავსეა ნაცკადრებით, ამაზე რას იტყვით?

_ ეს არის იმ ბინძური რეცეპტის შედეგი, რომელიც ევროპამ და ამერიკამ გამოუწერა საქართველოს ახალ ხელისუფლებას და მას ჰქვია ძალიან მოკლე და კონკრეტული ფრანგული სახელი _ კოაბიტაცია. და სანამ ეს კოაბიტაცია და მარაზმი არ დამთავრდება, საქართველოს მომავალი არ უწერია. ამ სიტუაციიდან ერთადერთ გამოსავლად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მესახება.

_ დაინიშნება კი?

_ თუ ხალხი მოინდომებს, აუცილებლად დაინიშნება, მაგრამ დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ხელს არ აძლევს არც «ნაციონალურ მოძრაობას» და არც «ქართულ ოცნებას», რადგან «ქართული ოცნებიდან» პარლამენტში შესულია ისეთი ხალხი (ყველას არ ვგულისხმობ), რომელიც ძ-სა და ხ-ს ვერ არჩევს ერთმანეთისგან და თითი თითზე არ დაუკარებია, მაშინ, როცა მე და ჩემი მეგობრები ტყვიას ვუშვერდით შუბლს იმისთვის, რომ საქართველოდან ეს მამათმავლების რეჟიმი მოგვეშორებინა. შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია, «ნაციონალური მოძრაობის» გამოცხადება დამნაშავე პარტიად, მისი წევრების იზოლირება საზოგადოებისგან და პოლიტიკურ პროცესებში აკრძალვის დაწესება 10 ან 30 წლით, რადგან ამასობაში აძაღლდებიან და, მე მგონი, აღარ იქნებიან ამ ქვეყანაზე.

ირმა ინაშვილი, ჟურნალისტი:

_ «ნაციონალური მოძრაობა», როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია უნდა გამოცხადდეს ლიკვიდირებულად. დღეს კამათის საგანი ხდება, _ ჰქონდა თუ არა ადგილი სისტემურ დანაშულს. ესაა გაქცევა მთავარი თემიდან. რა თქმა უნდა, ადამიანთა წამებისა და გაუპატიურების შესახებ ყველა ინფორმირებული იყო _ სააკაშვილიც, მერაბიშვილის, ადეიშვილიც, ახალაიაც. მათ ეს სისტემა შექმნეს საზოგადოების დაშინების მიზნით. ახლა იმაზე საუბარი, რომ ამ დანაშაულს ერთი-ორი ციხის ჯალათი ან პოლიციელი სჩადიოდა, ჩვენი დაცინვაა. ჩვენ წლების მანძილზე ვახმაურებდით პატიმართა წამების ფაქტებს, სამწუხაროდ, არ იყო რეაგირება. ბევრ უფლებადამცველს კი არ სჯეროდა, რომ ციხეებში სადისტურად აწამებდნენ ადამიანებს. გავიხსენოთ მალხაზ არქანიას საქმე, რომელმაც წერილი გამოაგზავნა და საჯაროდ თქვა, როგორ აწამეს. დავაკვირდეთ იმასაც, რომ წამების ფაქტებს იღებდნენ ე. წ. ჯალათი-ოპერატორები, ეს ბოროტება კარგად იყო ორგანიზებული და დაფარული. ამიტომ ჩემი პოზიცია მარტივია: ყველა, ვინც ამ ბოროტებას და დანაშაულს სჩადიოდა, იყო დაკავშირებული ხელისუფლების უმაღლეს პირებთან. მე მყავს არაერთი მოწმე, რომელიც ადასტურებს, რომ ვიდეომასალა მიდიოდა ზემოთ _ სააკაშვილთან. შემდეგ ისინი, ანუ მიშა, ვანო, ზურა და სხვები უყურებდნენ ამ კადრებს და დასცინოდნენ ადამიანებს.

გამოძიება დროულად უნდა წარიმართოს და დაისაჯოს ყველა _ რიგითი ჯალათიდან დაწყებული, სააკაშვილით დამთავრებული. ყველა დამნაშავე, რომლებიც მონაწილეობდნენ წამების პროცესში, სამუდამოდ უნდა ჩამოშორდნენ სახელმწიფო სამსახურს და მითუმეტეს, თანამდებობას. «ნაციონალური მოძრაობის» წევრებს კანონის საფუძველზე უნდა აეკრძალოთ თანამდებობების დაკავება სახელმწიფო სტრუქტურებში.

რატომ ჭიანურდება დამკვეთების დასჯა? არ ჭიანურდება… გამოძიების დასრულების შემდეგ «ნაციონალური მოძრაობა», როგორც მაშინდელი მმართველი პოლიტიკური ძალა, უნდა გამოცხადდეს ლიკვიდირებულად. ამას სათანადო პროცედურები სჭირდება, მაგრამ ეს ტექნიკური საკითხია. მთავარია, რომ საზოგადობა შეთანხმდეს ამ საკითხზე. ვიმეორებ, დამკვეთების დასჯა არ ჭიანურდება, მიდის სერიოზული ძიება. ზუსტად ვიცი, რომ ბრალი დაუმძიმდება ვანო მერაბიშვილს, ახალაიას და მიხეილ სააკაშვილიც მალე დაიკითხება.

_ თქვენი ინფორმაციით, როდის დაიკითხება სააკაშვილი?

_ მიდის გამოძიება. ჩემი წყაროების ინფორმაციით, ის უახლოეს ხანში დაიკითხება, აუცილებლად დაიკითხება. ერთ-ერთი თემა იქნება წამების ფაქტები, ჟვანიას მკვლელობა, აგვისტოს ომი. ჩემი ინფორმაციით, სააკაშვილი ვერ გადაურჩება პასუხისმგებლობას ვერც ოქტომბრამდე და ვერც ოქტომბრის მერე.

რაც შეეხება ივანიშვილის განცხადებას, ივანიშვილი ყოველთვის ამბობდა, რომ ის სამუდამოდ არ მოდის პოლიტიკაში… რომ მისი მიზანია, ქვეყანა ჩიხიდან გამოიყვანოს და შეასრულოს ლოკომოტივის ფუნქცია, რაც შეასრულა კიდეც. დარწმუნებული ვარ, თუ ივანიშვილი წავა პოლიტიკიდან, ეს არ იქნება წასვლა და გაქცევა პრობლემებიდან. გამორიცხული არაა, ბატონმა ბიძინამ საზოგადოებრივ სეგმენტში დაიკავოს ადგილი. მთავარია, საპრეზინდეტო არჩევნების გარდა, დაინიშნოს საპარლამენტო არჩევნები. ეს პარლამენტი არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას და ინტერესს. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, გარწმუნებთ, რომ «ნაციონალური მოძრაობიდან» ერთი კაციც ვეღარ შევა ახალ პარლამენტში.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, ექსპერტი:

_ «ნაციონალური მოძრაობა» აუცილებლად უნდა იყოს კანონგარეშე გამოცხადებული. ეს ორგანიზაცია საერთოდ ამოღებული უნდა იქნას პარტიების სიიდან, საერთოდ არ უნდა არსებობდეს, ეს ერთი. და მეორე _ ყველა ის ადამიანი, რომლებიც მათი წევრები იყვნენ, თავიანთი ნათესავ-ახლობლებიანად უნდა გასამართლდნენ. ამ ორგანიზაციამ საქართველოს დაშლა მოახერხა და ასეთი ჯალათური ორგანიზაცია უნდა გასამართლდეს. დაწყებული პრეზიდენტიდან, კარისკაცით დამთავრებული _ ყველამ უნდა აგოს პასუხი. გარდა ამისა, სახალხო სიძულვილი უნდა გამოიხატოს ე.წ. ინტელიგენციის ყველა იმ წარმომადგენლის მიმართ, რომლებმაც კარგად იცოდნენ, რა ხდებოდა საქართველოში, თვალებს იბრმავებდნენ და სააკაშვილის ხელიდან ორდენებსა და მედლებს იღებდნენ. როგორც სააკაშვილმა დაღუპა სახელმწიფო, ისე იმ ე.წ. ცნობადმა სახეებმაც დაღუპეს. ინტელიგენციის წარმომადგენლებმა გუნდრუკი უკმიეს სააკაშვილს და იცეკვეს მის დაკრულზე. ასე რომ, ისინიც გარიყული უნდა იქნან საზოგადოებიდან.

მოამზადა

ქეთი ხომერიკმა

 


 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here