Home რუბრიკები პოლიტიკა ამერიკის ხელისბიჭობის საფასური

ამერიკის ხელისბიჭობის საფასური

555

ახლახან, რუსეთის დუმამ მამათმავლობის პროპაგანდა და რელიგიურ გრძნობათა შელახვა კანონით აკრძალა. საქართველოში კი მამათმავლების პარპაშის ატანა და ადრე თუ გვიან ერთსქესიან ქორწინებებთან შეგუება არის ფასი, რომელიც გეების მთავარი ლობისტის _ ამერიკის ხელისბიჭობის სანაცვლოდ უნდა გადავიხადოთ. შემოვა დიდძალი ფული გრანტების სახით, ამბობს ერთი; მერე რა, შემოვიდეს, პასუხობს მეორე და ვერც კი ხვდებიან, რომ საქმე მხოლოდ გრანტის შემოსვლით არ შემოიფარგლება და ადრე თუ გვიან ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებაც მოგვიწევს…  გვიღირს კი «სტრატეგიული პარტნიორობა» იმად, რომ ქართველი ერი, როგორც კულტურულისტორიული ფენომენი, გადაშენდეს?! შექმნილ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში რა არის საქართველოს გადარჩენის გზა _ მაღალკვალიფიციური დიპლომატია, ფრთხილი საგარეოპოლიტიკური თამაში, მეზობელი ქვეყნების ინტერესთა გათვალისწინება, ქვეყნის გადაქცევა რეგიონში ძალთა და ინტერესთა ბალანსის ფაქტორად თუ კვლავ ანტირუსული რიტორიკა, იარაღის ჟღარუნი და დასავლელ მეპატრონეთა ავანტიურისტული მითითებების უპირობო შესრულება? _ ამ საკითხებზე «საქართველო და მსოფლიო» საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს  ესაუბრა.

სოსო ჯაჭვლიანი, «ქართული ოცნების» დეპუტატი:

_ საქართველოში სექსუალურ უმცირესობათა პარპაშის წინააღმდეგი ბევრი ადამიანია და მათი აზრი უნდა გავითვალისწინოთ! ამიტომ ძალიან კარგი იქნება, თუ ჩატარდება გამოკითხვა და დავინახავთ, რამდენი ადამიანი დაუჭერს მხარს და რამდენი არა. რატომ ვიგონებთ ისეთ რამეს, რასაც ქართველი ადამიანი მენტალურად არასდროს შეეგუება?!

კომუნისტების დროს მამათმავლობა კანონით ისჯებოდა. თბილისში ცხოვრობდა მსოფლიოში ძალიან ცნობილი რეჟისორი, რომელიც მუშაობდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ რესპუბლიკაში. ის მამათმავლობისთვის დააპატიმრეს. სასჯელის მოხდის შემდეგ სამუშაოდ არც ერთმა საბჭოთა კინოსტუდიამ არ მიიღო. ჰოდა, ადგა ჩვენი კინოს პატრიარქი – რეზო ჩხეიძე და ჩამოიყვანა ეს კაცი საქართველოში და ის სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე იმ ფილმებს იღებდა, რომელი ფილმებიც მოესურვებოდა. სხვათა შორის, გარდა იმისა, რომ ის სექსუალურ უმცირესობას წარმოადგენდა, ეროვნულ უმცირესობასაც ეკუთვნოდა. და იცით, რატომ გრძნობდა ასე კარგად ის ადამიანი თავს საქართველოში? იმიტომ, რომ არც პარადებს აწყობდა, არც ყვიროდა, მაღიარეთო, და პროპაგანდასაც არ ეწეოდა. ამით, მე მგონი, ყველაფერი ვთქვი.

რაც შეეხება შექმნილ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებას, იარაღის ჟღარუნით საქართველო თავის სამეზობლოში ვერაფერს მიაღწევს. ამის მაგალითი ჩვენ 2008 წელს ვნახეთ. აუცილებელია დიპლომატია _ გონიერი ადამიანები უნდა დასხდნენ და მოილაპარაკონ, 30 ვერცხლად არავინ უნდა გაიყიდოს არც რუსეთისკენ, არც ამერიკისკენ და არც ევროპისკენ. ყოველთვის უნდა იცავდე საქართველოს ინტერესებს, ამიტომ დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს. ვიმეორებ: სამეზობლოსთან ყოველთვის გარკვეული უნდა გქონდეს სიტუაცია, ეს, პირველ რიგში, შეეხება რუსეთთან ურთიერთობას.

გიორგი გუგავა, ლეიბორისტული პარტიის ერთერთი ლიდერი:

_ ისტორიულ-კულტურული ფენომენი, ბუნებრივია, არ უნდა გადაშენდეს და სახელმწიფო სწორედ ჯავშანია ერისთვის, რათა დაცული, განვითარებული და შენარჩუნებული იქნას. ვფიქრობ, პრობლემა, რომელიც აქ წარმოიშვა, არის გრანტზე ამხედრებული ზოგიერთი წარწყმედილის ხელოვნურად აგორებული პიარი, ხელოვნურად შექმნილი პრობლემა, რათა გრანტები წამოვიდეს, და მოქმედებს პრინციპით: ფულს სუნი არ აქვს, გინდ მამათმავლის იყოს, გინდ სხვისა. ჩვენ თუ ჩვენი შინაგანი მრწამსით, აზროვნებითა და მენტალობით ვიქნებით მყარი და მტკიცე, ეს პრობლემა არც პირველი რიგის და არც მთავარი იქნება ჩვენ სინამდვილეში.

საქართველოს გადარჩენა ამ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში შეიძლება ძალთა დაბალანსებით, გეოპოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით და საქართველოს თანამშრომლობისა და არა დაპირისპირების არეალად ქცევით. სანამ ჩვენ გვეყოლება ისეთი ხელისუფლება, რომელიც ორიენტირებული იქნება მონობაზე, მორჩილებაზე, ბატონის ძებნაზე და ვექტორს ხან დასავლეთით წარმართავს, ხან ჩრდილოეთით და ხანაც აღმოსავლეთით, რითაც გეოპოლიტიკური ინტერესების დაპირისპირებასა და ურთიერთდაჯახებას გამოიწვევს, ამას ჩვენი ქვეყნის ინტერესები ყოველთვის შეეწირება. მაგრამ, თუ ჩვენ ჩვენი სახელმწიფოებრივი პოლიტიკით, რომელიც მიმართული იქნება დამოუკიდებლობისკენ და არა მონობისკენ, ვინმეს ხელში გამოყენებული არ იქნება ბანქოში გასათამაშებელი კარტი, არამედ ვიქნებით თვითმყოფადი, სუვერენული ქვეყანა, რომელიც აქ დიდ გეოპოლიტიკურ მოთამაშეებს შორის თანამშრომლობის საფუძვლებს შექმნის, მაშინ გადავრჩებით.

სოსო ცინცაძე, პოლიტოლოგი:

_ რასაკვირველია, არც სტრატეგიული პარტნიორობა გვიღირს ამად, არც ნატო და არც ევროკავშირი. რუსეთში, სადაც 140 მილიონი კაცი ცხოვრობს, მამათმავლობის პროპაგანდა აიკრძალა, ჩვენთან კი ეს ტაბუდადებულ თემად იქცა, მეტიც, ეჭვის გამოთქმაც კი არ შეიძლება. ვიმეორებ: მე, მაგალითად, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ამისა. კი, ბატონო, იყვნენ თავისთვის, რაც უნდათ, აკეთონ, მაგრამ ის, რომ მათ ამით იამაყონ, იტრაბახონ და იძახონ, ჩვენ ისეთები ვართ, როგორც ყველა, არანაირი განსხვავება ჩვენ შორის არ არისო, არ შეიძლება, რადგან ეს, არც მეტი არც ნაკლები, მიბაძვისკენ მოწოდეებაა. ასე გავრცელდა ნარკომანია, რამდენიმე ნარკომანი იყო, შემდეგ კი… მითუმეტეს, ოფიციალური პროპაგანდა არ ყოფილა, აქ კიდევ ოფიციალური პროპაგანდა სურთ. თუ ევროპა ეს არის პედერასტების აღლუმები და ზეიმი, მე არც ის ევროპა მინდა, არც ის ნატო და არც ის ევროკავშირი. ჩემი პოზიცია ასეთია და, ვფიქრობ, მოსახლეობის უმრავლესობისაც. იცით, იმის გამო, რომ ჩვენმა 50 პოლიტიკოსმა კვირაში ერთხელ ბრიუსელში, პარიზსა თუ სტრასბურგში იკეკლუცოს იმით, რომ ისინი ევროპელებზე უფრო ევროპელები არიან,  ამისთვის ერის გენოფონდის საფრთხის წინაშე დაყენება არ შეიძლება.

17 მაისის აღლუმის აკრძალვით გაკეთდა ამ არასამთავრობოების საქმე: აი, საქართველოში ასეთი მძიმე მდგომარეობაა, ქართველები ველურები ვართ, შუა საუკუნეებში ჩავრჩით, ამ დროს კი, მსოფლიო გეების ქვეყანაა, გეების გზით მიდის და ჩვენ, რომ არ ჩამოვრჩეთ, ამისთვის საჭიროა გეების უფლებების დაცვა. უფლებების დაცვას კი ფული უნდა, ფული გრანტებია და წამოვა კიდეც გრანტები. აი, მთელი საიდუმლოება სწორედ ამაშია.

 შექმნილ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით მოგახსენებთ: ეს ანტირუსული პოლიტიკა ისევე საშიშია, როგორც ანტიევროპული პოლიტიკა. იარაღის ჟღარუნის არც თავი გვაქვს, არც შესაძლებლობა და არც იარაღი, ამიტომ ჩვენთვის მთავარია სწორი დიპლომატიური კურსი, მაგრამ სწორედ ეს დიპლომატიური კურსი ჭირს ჩვენთან, რადგან დიპლომატია, როგორც პროფესია, არ არსებობს. ამას ჩვენი ელჩების მაგალითზეც ვხედავთ. ვის ნიშნავდა ელჩებად შევარდნაძე, სააკაშვილი და ვის ნიშნავს «ქართული ოცნება»? აი, ეს არის ყველაზე ნათელი ილუსტრაცია იმისა, რომ ჩვენში დიპლომატია, როგორც პროფესია, არ არსებობს და აქ უკვე ჯაჭვური რეაქციაა _ სუსტი დიპლომატიური კადრები, გარანტია არასწორი დიპლომატიური პრაქტიკისა და თეორიის. რასაკვირველია, ჩვენ ვერ მივცემთ თავს იმ ფუფუნების უფლებას, რომ ანგარიში არ გავუწიოთ ჩვენი მეზობლების სასიცოცხლო ინტერესებს, რომელთაც ისინი არასდროს დათმობენ, ამიტომ ჩვენ, პირველ რიგში, უნდა შევისწავლოთ, რა არის რუსეთის სასიცოცხლო ინტერესები და რა არის დიპლომატიური კაპრიზები. 

მოამზადა

ქეთი ხომერიკმა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here