Home რუბრიკები ეკონომიკა 5 ქვეყანა ევროკავშირში, სადაც ყველაზე მეტ პროდუქტს ვყიდით

5 ქვეყანა ევროკავშირში, სადაც ყველაზე მეტ პროდუქტს ვყიდით

5 ქვეყანა ევროკავშირში, სადაც ყველაზე მეტ პროდუქტს ვყიდით

საქსტატისწინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარაპრილში საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 276.2 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 14.3 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 24.4 პროცენტს შეადგენს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ექსპორტის მიხედვით, უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა ევროკავშირში ბულგარეთია, სადაც მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში 108.975 მლნ დოლარის ექსპორტი განხორციელდა; მას მოსდევს რუმინეთი – 59.312 მლნ დოლარით; მე-3 ადგილზე კი გერმანიაა – 20.872 მლნ დოლარის ექსპორტით. ხოლო მე-4 და მე-5 პოზიციებს იტალია და ნიდერლანდები ინაწილებენ, შესაბამისად, 14.081 და 11. 958 მლნ დოლარით.

ცნობისთვის, „საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 859.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.3 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 1 133.4 მლნ აშშ დოლარს (17.9 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2 726.2 მლნ აშშ დოლარს (3.1 პროცენტით ნაკლები) შეადგენს.

www.bpn.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here