მთავარი ყველაზე ყველაზე 5 ნიჭიერი პიროვნება, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს, როგორც მეცნიერებაში, ისე ხელოვნებაში

5 ნიჭიერი პიროვნება, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს, როგორც მეცნიერებაში, ისე ხელოვნებაში

538
გააზიარეთ
სემუელ მორზე

ყოველთვის, როდესაც ვფიქრობთ დიდ მხატვრებზე ან მეცნიერებზე, იშვიათად წარმოვიდგენთ მათ ერთი ადამიანის სახით. მეცნიერება _ ანალიტიკური და სტრუქტურიზებულია, ხელოვნება _ შემოქმედებითი, უსაზღვრო და ემოციური. ბევრმა არ იცის, რომ ლეონარდო და ვინჩისა და არქიმედეს გარდა იყვნენ უნიკალური ადამიანები, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს, როგორც მეცნიერებაში, ისე ხელოვნებაში _ ამ ორ თითქოსდა შეუთავსებელ სფეროში.

  1. სემუელ მორზე

მე-19 საუკუნე გამოგონებათა ეპოქა იყო. და ამ ასწლეულის ერთ-ერთი გამოჩენილი ფიგურა გახლდათ სემუელ ფინლი ბრიზ მორზე (1791-1872), ამერიკელი გამომგონებელი, რომელმაც შექმნა ტელეგრაფის სისტემა. ეს მოწყობილობა უზრუნველყოფდა თითქმის მყისიერ კავშირს უზარმაზარ მანძილზე, მაგრამ ყველაზე მეტად სამუელს სახელი გაუთქვა კავშირის საერთაშორისო კოდური სისტემის გამოგონებამ, რომელიც მორზეს ანბანის სახელითაა ცნობილი.

სანამ მსოფლიოში კავშირის მეთოდს შეცვლიდა, მორზე იყო ცნობილი მხატვარი, რომელმაც განათლება მიიღო სამეფო სამხატვრო აკადემიაში. ის გამოჩენილი ამერიკელების პორტრეტებს ხატავდა თავის სტუდიაში _ ბოსტონში. ერთხელ, როდესაც მარკიზ დე ლაფაიეტის პორტრეტს ხატავდა ვაშინგტონში, აცნობეს, რომ მისი ცოლი ძალიან ავად იყო. სემუელი სასწრაფოდ გაეშურა შინ _ კონეკტიკუტის შტატის ქალაქ ნიუ-ჰეივში, მაგრამ ცოლს ცოცხალს ვერ მიუსწრო. სწორედ მაშინ გადაწყვიტა, რადაც უნდა დასჯდომოდა, შეექმნა ისეთი სისტემა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა ახალი ამბების სწრაფად გადაცემა.

ბეატრის პოტერი
ბეატრის პოტერი
  1. ბეატრის პოტერი

დღეს ბეატრის პოტერი ერთერთი ცნობილი საბავშვო მწერალია მსოფლიოში. ბეატრის პოტერმა (1866-1943) დაწერა 28 წიგნი, რომლებიც 100 მლნზე მეტი ეგზემპლარით გამოიცა. მის ყველაზე პოპულარულ ნაწარმოებად ითვლებამოთხრობა ბოცვერ პიტერზე”, რომლის ილუსტრაციებიც თვითონვე შექმნა. სამწუხაროდ, მსოფლიო აღიარება მან გარდაცვალების შემდეგ მოიპოვა.

ბეატრისს ძალიან უყვარდა ცხოველები და მათ ცხოვრებას სწავლობდა. ბავშვობაში ბეატრისს ჰყავდა თაგვები, ზღარბი, ტრიტონი და ღამურაც კი. 30 წლის პოტერი უკვე გამოცდილი ნატურალისტი გახლდათ და ირიცხებოდა იმ ქალთა რიგებში, რომლებიც იცავდნენ ინგლისის ბუნებას. სქესისა და განათლების არქონის გამო ბევრი სერიოზულად არ აღიქვამდა ბეატრისის ნაშრომებს ზოოლოგიაში, მიუხედავად ამისა, ინგლისელმა მწერალმა ქალმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ მეცნიერებაში.

ჰედი ლამარი
ჰედი ლამარი
  1. ჰედი ლამარი

1930-იან და 1940-ანი წლების ჰოლივუდში ერთმნიშვნელოვანი წარმოდგენა არსებობდა ქალებზე. ის იყო ლამაზი ან არ იყო. სილამაზე და ნიჭი დიდებისა და პოპულარობის მოპოვების შესაძლებლობას იძლეოდა, მაგრამ პირადული მიღწევები უკანა პლანზე გადადიოდა. ასე მოხდა ჰედი ლამარის (1914-2000), ავსტრიელი კინოვარსკვლავის, შემთხვევაში.

ლამარმა მთავარი როლები ითამაშა ფილმებში “ალჟირი”, “სამსონი და დალილა”, მაგრამ ბევრმა კინომოყვარულა, ალბათ, არ იცის, რომ ლამარი ჯორჯ ანტეილთან ერთად თავდაუზოგავად მუშაობდა რადიოკავშირის სიხშირეების გადართვის ახალი მეთოდის დაცვაზე, რათა საბჭოთა ტორპედოები ფაშისტების რადიოდეტექტორებს არ აღმოეჩინათ.

როგორც ბევრი ქალი-გამომგონებლის შემთხვევაში, ლამარისთვის გამოგონებას არანაირი აღიარება ან ფული არ მოუტანია. არადა, მის მიერ შექმნილი რადიოტალღების მოდულატორი საფუძვლად დაედო უამრავ ტექნოლოგიას, მათ შორის GPS-სა და Bluetooth-ს.

სანტიაგო რამონ-ი-კახალი
სანტიაგო რამონ-ი-კახალი
  1. სანტიაგო რამონკახალი

ნეირობიოლოგიის მამა, ექიმი სანტიაგო რამონკახალი (1852-1934) პირველი იყო, ვინც ნეირონების ურთიერთქმედება შეისწავლა. მოიპოვა ნობელის პრემია ფრიოლოგიისა და მედიცინის დარგში. ჭაბუკობის პერიოდში მომავალი მეცნიერი თავგამოდებული მხატვარი გახლდათ და დარწმუნებული იყო, რომ თავის ცხოვრებას ფერწერას მიუძღვნიდა, მაგრამ მამამ, რომელიც შეშფოთებული იყო შვილის ნიჭითა და ლუკმაპურის მოპოვების მეთოდით, კახალი დაარწმუნა, ხელი მედიცინისთვის მოეკიდა. ცოტა ხნის შემდეგ რამონ-ი-კახალმა გამოაქვეყნა უნიკალური სამედიცინო ატლასი. მის მიერ შექმნილი მიკროსკოპული უჯრედების ილუსტრაციები მსოფლიოს ბევრ სამხატვრო მუზეუმსა და გალერეაში იყო გამოფენილი. ამას მოჰყვა დოქტორის ხარისხი და საყოველთაო აღიარება.

ალექსანდრე ბოროდინი
ალექსანდრე ბოროდინი
  1. ალექსანდრე ბოროდინი

ცნობილი რუსი კომპოზიტორი ალექსანდრე ბოროდინი (1833-1887) ქართველი თავადის _ ლუკა გედევანიშვილისა და ავდოტია ანტონოვას ქორწინების გარეშე შვილი იყო, რომელიც გლეხის, პორფირე ბოროდინის, ვაჟად ჩაწერეს. ალექსანდრეს გატაცება მუსიკისა და ენების მიმართ ბავშვობიდანვე იყო წახალისებული. ალექსანდრე პატარა იყო, როცა რამდენიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავდა, მოგვიანებით კი მუსიკალური ნაწარმოებების შექმნა დაიწყო. მის კომპოზიციებში ასახულია XIX საუკუნის მეორე ნახევრის მეფის რუსეთის ნაციონალური ენერგია. 10 წლის ბოროდინი ქიმიით დაინტერესდა, წლების შემდეგ კი ეს ინტერესი ცხოვრების საქმედ ექცა. ბოროდინი ნელ-ნელა შევიდა რუსეთის სამედიცინო აკადემიაში, სადაც ასწავლიდა ქიმიას და ატარებდა ცდებს ალდეჰიდებზე.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here