Home რუბრიკები საზოგადოება დასავლეთს რა აკაკანებდა?ელჯებიტების ჯიჰადი მართლმადიდებლების წინააღმდეგ

დასავლეთს რა აკაკანებდა?ელჯებიტების ჯიჰადი მართლმადიდებლების წინააღმდეგ

566

აიძაგრა, აიქოჩრა, ყალყზე შედგა ევროპა და ამერიკა პედერასტების უფლებათა  დასაცავად. კეკლუცები, გეებს რომ უწოდებენ და დაშიფრულად ელჯებიტებად ითქმის. ეს პლანეტარული აბობოქრება რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის და მორწმუნეთა გრძნობების დაცვის შესახებ მიღებულ კანონებს მოჰყვა.

ტიპი მივიდა ამათ საზოგადოებაში. მიმიღეთ, თქვე კეთილშობილებო, მეც, თქვენსავით გეი ვარო. ბალეტში ცეკვავ? _ ეკითხებიან. _ არაო. _ ესტრადაზე მღერიო? _ არა, ზეინკალი ვარო. _ აბა, შენ, გენაცვალე, გეი კი არა, პედერასტი ყოფილხარო.

ამათზე ვბედავ ხმის ამოღებას. თორემ გეებს, აშშ-სა და ევროპას წინ ვერავინ დაუდგება. ვერც The Gaban Times-ში გამოქვეყნებული წერილის ავტორის, უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორის გაკუინის («ვაჰმე, რა ყროლნი მოსულან») მტკიცებას, რომ «სსრ კავშირის რღვევამ… წინა პლანზე წამოწია ადამიანის, ფემინისტების, ტრადიციული ოჯახის და გეიკულტურის პრობლემები».

გეიკულტურაო, ამტკიცებს პროფესორი გაკუინი. თქვენ კი, ხელოსანზე გეცინებათ, რომელმაც გეიკულტურაში შესვლა მოინდომა მხოლოდ იმიტომ, რომ არატრადიციული სექსმობილი იყო, ჩვეულებრივი პედერასტი. აბორტის მსხვერპლი, როგორც თურქეთის ქვეშევრდომი ოსტაპ ბენდერ ბეი იტყოდა.

გაკუინი იქით იყოს და, ეს რამდენი კუ ყოფილა ამ მთვარის ქვეშ, რომლებიც, მიზეზი მიეცი, და მზად არიან ფეხი გამოჰყონ, როცა სხვა რამ გამოსაყოფი არა აქვთ რა.

გეიკულტუროსნები!

«კონსერვატული მართლმადიდებლური მორალის» წინააღმდეგ ილაშქრებს The Finansial Times, რომელიც თურმე «ახალ რუსულ კონსერვატიულ ნაციონალიზმში» ვლინდება და მიმართულია «უფრო ხანდაზმული, უფრო სოფლის და ნაკლებად განათლებული მოსახლეობის მხარდაჭერის მოსაპოვებლად».

მეტად განათლებულები გეიკულტურის ადეპტებად გვევლინებიან. ხოლო «კრემლის ახალი ღონისძიებები ტრადიციონალისტების მხარდასაჭერადაა გამიზნული», _ მხარს უბამს The Wall Street Gournal.

«ნუ იქნება ოღონდ ბუნტი!» _ ანუ «რეაქციული რუსეთის გაბოროტებული და უსაფუძვლო თავდასხმები» (The Times) ჰომოსექსუალიზმის დამცველთა და «რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მომხრეთა ბრბოს» შეტაკების მსგავსი, როგორიც ამასწინათ სახელმწიფო სათათბიროს შენობის წინ მოხდა.

გეიაქტივისტების მდგომარეობით გულაჩუყებული The Indeperent  ცრემლსა ღვრის ამ საწყლების გართულებული ცხოვრების გამო, რომელიც მათ რუსეთის ხელისუფლებამ ახალი კანონების მიღებით მოუწყო. თუმცა ამ სახელმწიფო აქტებს არაფერი აქვთ საერთო არც ჰომოფობიასთან, არც არატრადიციული სექსუმცირესობის დევნასთან. ხოლო ვინ აქტიურია, ვინ პასიური, ერთმანეთში გაარკვიონ, კაცობრიობას ეს დეტალები აბსოლუტურად არ აინტერესებს.

სამაგიეროდ შეშფოთებულია საერთაშორისო ორგანიზაცია «რეპორტიორები საზღვრების გარეშე». მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: «სახელმწიფო სათათბირო ექსპლუატაციას უწევს მორალსა და ბავშვების დაცვას და იყენებს მას როგორც იარაღს ინფორმაციის თავისუფლების შესაზღუდად. სასჯელი, რომელიც გათვალისწინებულია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის, ზედმეტია და საშიში».

ესე იგი, თუ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა აიკრძალება, კაცობრიობას არა მარტო ამათი ვნებიანი სიამტკბილობის ხილვის სიამოვნება მოაკლდება, არამედ დაიშლება და დაირღვევა ინფორმაციის გაცვლის აწყობილი გლობალური სისტემა.

ავოეე!

და _ მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენა: გეიპროპაგანდა თურმე ყოფილა აივ-ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის უებარი წამალი.

აქამდე პირიქით ვიცოდით: ამ უკურნებელი სენის გავრცელების უმთავრესი წყარო და საშუალება სწორედ ჰომოსექსუალიზმი იყო.

ამ ორგანიზაციის აზრით, არატრადიციული სექსუალური ურთიერთობის პროპაგანდის აკრძალვა «უაზროდ ზღუდავს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სექსუალური აღზრდის პრობლემების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას… ასეთ პირობებში როგორ უნდა ებრძოლოს რუსეთი აივინფექციას და ჰომოფობიურ ცრურწმენებს?»

უსმინე, უყურე, დატკბი და განიწმინდე ჰომოფობიური ცრურწმენებისგან!

მით უფრო, რომ ევროპარლამენტიც ამ აზრზე დგას. 13 ივნისს ევროდეპუტატებმა მიიღეს დადგენილება, რომლითაც გამოხატეს თავიანთი შეშფოთება რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების პერსპექტივის შესახებ და შიში «ამ ორგანიზაციების გარშემო მტრული ატმოსფეროს» შექმნის გამო. რეზოლუციის მიხედვით, გეიპროპაგანდის აკრძალვის კანონს ნეგატიური შედეგები მოჰყვება, რადგან ამით «შეიქმნება პირობები ლგბტ თანამეგობრობის კრიმინალიზაციის, რაც წაახალისებს ძალადობას მის წინააღმდეგ».

აი, ასეთია ორიენტაციაშეცვლილი ევროპარლამენტის გზააბნეული ლოგიკა: პროპაგანდის აკრძალვამ რატომ უნდა შექმნას კრიმინალური პირობები?! აკი გეიკულტურა არისო? კულტურა თუ კრიმინალური შეიძლება გახდეს, კი ყოფილა ასაკრძალი მისი პროპაგანდა. მაშ, რას ერჩიან რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებებს?!

თქვენ რას იტყვით, ქალბატონო ანგელა მერკელ?

ამ შეკითხვაზე გერმანიის კანცლერი ქალბატონი გვიპასუხებს, რომ «ეს კანონი დისკრიმინაციურია სექსუმცირესობების მიმართ, რაც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სულისკვეთებას».

ე.ი. გააპიარებ, პროპაგანდას გაუწევ პედერასტიზმს, «კაციც შენა ხარ და ქალიცა» თანამედროვე ევროპაში.

შეებრძოლები? აზიატი იყავ და აზიატად დარჩები საკუთარი ჰარამხანის მოლოდინში. პლიუს ადამიანის უფლებათა კონვენციის სულისკვეთების მოწინააღმდეგე რეტროგრადი.

მერკელმა არც აცივა, არც აცხელა და რუსეთის ხელისუფლებას მიღებული კანონების გაუქმებისკენ მოუწოდა.

არც რუსეთმა დააყოვნა და სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ალექსეი პუშკოვის პირით უპასუხა, რომ მერკელის მოწოდებას რუსეთი უყურადღებოდ დატოვებს.

რეაგირების გარეშე!

«მერკელმა, _ წერს თავის ტვიტერში პუშკოვი, _ რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრად ენერგიული პედერასტი გიდო ვერსტერველე ჰყავს, რუსეთს მოუწოდა უარი თქვას ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვაზე. ამ მოწოდებას ყურს არ ვათხოვებთ. ღირებულებათა კონფლიქტი კარსაა მომდგარი».

შფოთავს ევროპული სოდომი და მისი ერთ-ერთი ხასხასა მრავალფერადი მერი რეიკიავიკისა იონ გნარი, რომელმაც რუსეთში გეიპროპაგანდის აკრძალვის გამო განაცხადა, რომ მართლმადიდებლობა ჰომოსექსუალიზმზე საშიშია: «ჰომოსექსუალები სასაცილონი არიან, თქვენ და თქვენი ეკლესია საშიში ხართ», _ ქალაქის თავის ეს სიტყვები დაბეჭდილია ფინურ გაზეთ Morgundlaviv-ში.

ვინაა ეს მოხალისე ჰომოსექსუალი? პროფესიით მსახიობი-კომიკოსია. 2012 წლის აგვისტოში მან თავი გამოიჩინა როგორც Pussy Riot-ის აქტიურმა დამცველმა: კაბაში გამოწყობილი ამხედრდა სატვირთო ავტომანქანის ძარაზე დამონტაჟებულ ფიცარნაგზე და მთელი რეიკიავიკი შემოიარა. მანქანა დამშვენებული იყო პლაკატით «თავისუფლება Pussy  Riot»-ს და წარწერით _ Gayor _ «გეიმერი». გნარის აქცია გაიმართა ტრადიციული გეიაღლუმის ფარგლებში, რომელიც რეიკიავიკში 7-დან 12 აგვისტომდე იმართება.

ვითომ ხუმრობდა გეიკომიკოსი მერი?

მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელმა ტელექადაგებებმა ცხადყო, რომ ლგბტ წარმომადგენლების უფლებების დაცვისადმი ყურადღების არნახული აგრესიულობით გამახვილება, საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების კარგად გათვლილი და ორგანიზებული კამპანიაა, რომელიც ასევე კარგადაა შეზავებული პროვოკაციის ნიორწყლით, ისეთი აქცენტებით, როგორიც, ეკლესიის წინააღმდეგ გამოხდომებია, მაგალითად, «ტაბურეტკით კურთხევა მიცემული» და გინებით განწმენდილი მოწოდებებით მასების დარაზმვა სადღაც შეყუჟული, უფლებადარღვეული მამათმავლებისა და ჰეტეროსექსუალების მცირე ჯგუფის წინააღმდეგ შეტევისთვის.

ძალადობა ცუდია, ტოლერანტობა _ კარგი და მისაბაძია. ასეთ სიმარტივემდე დაჰყავთ პრობლემა სატელევიზიო თოკ შოუების რეიტინგულ წამყვანებს და სალაპარაკო სუფრასთან მიწვეულ მათ სტუმრებს, რომლებსაც ალავერდივით ყველაფერზე აქვთ გამზადებული პასუხი.

პრობლემის სერიოზული შესწავლა კი, როგორც ჩანს, ჯერჯერობით მხოლოდ იწყება, ან უნდა დაიწყოს. ისეთი საკითხების, მაგალითად, როგორიცაა ერთსქესიანთა ოჯახების საკუთრების განაწილების, დაზღვევისა და დაცვის, ქონების ერთობლივი ფლობის და, ბოლოს და ბოლოს, ნაშვილები ბავშვების აღზრდის საკითხები.

ექსპერტებს სულ უფრო მეტად აფიქრებთ, როგორ გავლენას იქონიებს ასეთ ბავშვებზე არატრადიციული ოჯახური კავშირები. იგულისხმება არა მარტო სწავლა-განათლება, არამედ, ამასთან ერთად, მყარი ფსიქიკა და საერთო განვითარება. «აშკარაა, _ მსჯელობენ ისინი, _ რომ ბავშვები ასეთი ოჯახებიდან უმცირესობას წარმოადგენენ, მაშასადამე, ისინი ჰქმნიან მარგინალურ ჯგუფებს, და, შესაბამისად, წამოიჭრება შეკითხვები, რომლებიც სოციალურ ადაპტაციასთან, საკუთარი «მშობლების» მიმართ დამოკიდებულებასთან და თვითშეფასებასთან იქნება დაკავშირებული».

ამასთან ერთად, მიგვითითებენ, რომ ჰომოსექსუალობა არ არის მაინც და მაინც პროპაგანდის ან აღზრდის პირდაპირი შედეგი, ხოლო თვით ამ წრის ბავშვების ტოლერანტული დამოკიდებულება ამგვარი სექსუალური და ოჯახური ღირებულებებისადმი, საკამათო და ჯერჯერობით გაურკვეველი საკითხია.

ჯერ საერთოდ შვილად აყვანის გამჟღავნება, თუნდაც საქართველოში, რამდენ პრობლემას წამოჭრის ხოლმე, და რა მოხდება ერთსქესიანი ოჯახების შემთხვევაში, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს.

ის რეალობა, რომ რამდენიმე ქვეყანაში ნებადართულია ასეთი ქორწინება და ბავშვების შვილად აყვანა, სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენც უკრიტიკოდ უნდა გადმოვიღოთ მათი «გამოცდილება». ვერავინ დაგვარწმუნებს, რომ არატრადიციული სექსუალური ურთიერთობის მქონე პირების მხარდაჭერა არის პიროვნების თავისუფლებისა და უფლებებისადმი პატივისცემის საუკეთესო დადასტურება.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ პროტესტის ატმოსფერო, რომელიც ქვეყანაში ჩამოყალიბდა, გაცილებით ფართო კონტექსტის მქონეა: ლაპარაკია სამოქალაქო საზოგადოების თვითიდენტიფიკაციაზე, ფასეულობათა იმ სისტემის გარკვევაზე, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობისთვის. ლგბტ მოძრაობისა და იდეოლოგიის წინააღმდეგ ბრძოლა ამ პროცესის მხოლოდ ერთი შემადგენელია.

დასკვნისთვის მოგვიხმობ «გაზეტა.რუს», რომელმაც ორიდ დღის წინათ გამოაქვეყნა ფილოსოფოსისა და პუბლიცისტის სერგეი როგანოვის ანალიტიკური სტატია. მეცნიერი წერს: «განვითარების საკუთარი გზის, საკუთარ ფასეულობათა სისტემის დაჟინებული ძიება ახალი ქვეყნის სიცოცხლისუნარიანობის დამადასტურებელია… ჩვენი ქვეყანა სულაც არ არის უგნური რეტროგრადი და ბნელეთის მოციქული, როგორადაც მას ლგბტ-ს მხარდამჭერები და ლიდერები წარმოგვიდგენენ…»

სწორედ იმიტომ აკაკანდა დასავლეთი, რომ არ სურს ამის აღიარება.

მისი საქმეა. მაგრამ ჩვენებური უსაზღვრო «დემოკრატებიც» რომ უნისონში აწივლდნენ და აწიოკდნენ, «საწუხარი არს ესე».

მიმოხილვა მოამზადა

არმაზ სანებლიძემ

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here