Home რუბრიკები პოლიტიკა მე ვარ ქართველი, მაშასადამე, არ ვარ ევროპ(იდარ)ელი!!!

მე ვარ ქართველი, მაშასადამე, არ ვარ ევროპ(იდარ)ელი!!!

763

მიმიხვდით, ალბათ, წერილის სათაური რომ ზურაბ ჟვანიას ცნობილი ფრაზის კალამბურნარევი პერიფრაზია! აი, რაც შეეხება ეპიგრაფს, ეს «ნაკვესი», .. უფლებათა დამცველ ლია მუხაშავრიას ეკუთვნის, რომელიც მან თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრის დროს დაახეთქა, როდესაც იგი სახალხო დამცველის პოსტისთვის «ჩალიჩობდა»!

აწ განსვენებული, ყოფილი პრემიერის «მაშასადამე ვარ ევროპელი», როგორც ახლა ჩანს, ჩვენი უბედურებების დასაწყისი ყოფილა, რადგან სწორედ ევროსაბჭოში გაწევრიანების შემდეგ მისცა მკვეთრი «კრენი» ედუარდ შევარდნაძის ბალანსირების პოლიტიკამ დასავლეთის, კერძოდ, აშშის სასარგებლოდ!

პრემიერ ჟვანიას ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ დაიწყო ამ უდავოდ ნიჭიერი პიროვნების გაფეტიშება _ «ზურა რომ ცოცხალი იყოს…», რაც დღესაც გრძელდება. არადა, სწორედ ზურაბ ჟვანია იყო ნეოლიბერალიზმის ერთ-ერთი პირველი მქადაგებელი საქართველოში; იდეოლოგიის, რომელიც ავთვისებიან სიმსივნესავით მოედო ქვეყნის ეროვნულ სხეულს და დაღუპვას უქადის!

 ნიჭი თავისთავად არ არის სიკეთენიჭი მხოლოდ მაშინ იძლევა ქვეყნისთვის პოზიტივს, თუ იგი ეროვნულზნეობრივი ფესვებით, საქართველოს შემთხვევაში, ქრისტიანული (მართლმადიდებლური) მორალით, ანუ ილიასეული ერთარსება სამებით _ «მამული, ენა, სარწმუნოებით»  საზრდოობს!

ხუდონჰესის საწინააღმდეგო აშკარად ურაპატრიოტული ლობირება (ანკესი, რომელსაც, სამწუხაროდ, ეროვნული მოძრაობის თითქმის ყველა ლიდერი წამოეგო); ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ, როგორც მინიმუმ, ინტელექტუალური ბრძოლა; შევარდნაძის ქოლგის ქვეშ ჯერ დაფრთიანება, შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარეობა და უკვე ზურაბ ჟვანიას პატრონაჟით ე. წ. ახალგაზრდა რეფორმატორთა, სინამდვილეში კი ლიბერასტი გველის წიწილების აღზრდა-გამოზრდა, ანუ ინსტიტუციონალურად მთელი «თავისუფლების ინსტიტუტი», ხოლო პიროვნულად: გიგა ბოკერია, ძმები ბერძენიშვილები, ცოლ-ქმარი ხიდაშელები, ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა, გიგი თევზაძე, გიგი წერეთელი, გივი თარგამაძე, ხათუნა გოგორიშვილი, დავით ზურაბიშვილი, მიშა მაჭავარიანი, ელენე თევდორაძე, კობა დავითაშვილი, ლევან რამიშვილი და  თავად მიხეილ სააკაშვილი და ა. შ. სხვა ხლისტები, ბუდარა-ბუდარიხები, რომლებიც ყველანი ერთად და ცალ-ცალკე, სწორედ ზურაბ ჟვანიას ზეობის ჟამს და მისივე პირდაპირი თუ ირიბი ხელშეწყობით ჩამოყალიბდნენ ქვეყნის დამანგრეველ იმ ძალად,  რომელმაც ყოველივე ქართულის, მართლმადიდებლურის ამომგდები «ვარდების რევოლუცია» მოგვიწყო საქართველოში!

და მაინც, ზურა რომ ცოცხალი ყოფილიყო?

პირველ რიგში, ზემოთ ჩამოთვლილი ხლისტებისთვის იქნებოდა სასარგებლო და, შესაბამისად, საზიანო საქართველოსთვის.  აღმზრდელის გარეშე დარჩენილი აღზრდილნი თუ 9 წლის მანძილზე უხეშად, თავხედურად და აშკარად იბრძოდნენ მართლმადიდებლობის, ანუ ყოველივე ეროვნულ-ტრადიციულის წინააღმდეგ,  ჟვანიას შემთხვევაშიც იგივე იქნებოდა, ოღონდ ფრთხილად, შეფარვით, ფერებ-ფერებით, ცოცხების გარეშე და გრძელვადიან პერსპექტივაში გაცილებით ეფექტურადაც!

ასე რომ, საკუთარი სულსწრაფობით სულ ტყუილად «გაასაღეს» მოსწავლეებმა მასწავლებელი!

დაახლოებით იგივე ხდება დღეს, ზურა ჟვანიას ყველაზე ნიჭიერი მოსწავლეების, რესპუბლიკელების მმართველობის ჟამს. დიახ, არ მეშლება, რესპუბლიკელების ნეოლიბერალური (წაიკითხე პედერასტული) იდეოლოგიით იმართება დღეს ქვეყანა. რესპები აკონტროლებენ ან კურირებენ პრაქტიკულად ყველა სამინისტროს. ამის ერთი დასტური ის კანონპროექტია, რომლის პრეზენტაციაც ამას წინათ შედგა «ქორთიარდ მერიოტში», რა თქმა უნდა, ჩვენი «დასავლელი მეგობრების» ფხიზელი მეთვალყურეობით და რომლის ავტორიც, სამწუხაროდ, თეა წულუკიანი აღმოჩნდა!

თეა წულუკიანის თქმით, კანონპროექტი, რომელიც უმცირესობებს დაიცავს და  საქართველოში დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას ითვალისწინებს, უკვე მომზადებულია.

«ჩვენ შევხვდით რელიგიურ, ეთნიკურ, სექსუალურ და სხვა სახის უმცირესობათა წარმომადგენლებს. თითოეულმა მათგანმა წარმოადგინა ის მდგომარეობა, რომელშიც იმყოფება უფლებრივი თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, მათ უფლებებს დაცვა სჭირდება, ამ მიზნით ჩვენ ვასრულებთ საზოგადოებისთვის არჩევნებამდე მიცემულ პირობას და უკვე დავასრულეთ მუშაობა კანონპროექტზე, რომელიც ემსახურება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას, რათა უზრუნველვყოთ კანონის წინაშე ყველას თანასწორობა, მიუხედავად იმისა, თუ რა მოსაზრებები აქვთ მათ, რომელ რელიგიურ თუ ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნებიან», _ განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე განმარტებით, კანონპროექტი რამდენიმე დღის წინ მინისტრებთან და სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად განიხილა და ქვეყანაში ამგვარი კანონის არსებობას ყველა მიესალმება.

«ახლა მთავარია, კანონპროექტის გაუმჯობესების მიზნით, არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციები ვაწარმოოთ, ასევე, ბატონმა თომას ჰამერბერგმა გვირჩია, რომ კონსულტაციები გავიაროთ შვედ ექსპერტთან, ამის შემდეგ კანონპროექტი საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტში შევა», _ აღნიშნა წულუკიანმა.

ჯერ ის ვიკითხოთ, რომ, «უსიკებიანი» პრეზერვატივების არ იყოს, ამ დაქცეულ ქვეყანაში სხვა, უფრო საშური, ვიდრე პედერასტების უფლებების დაცვაა, ვერაფერი ნახა მთავრობამ და პირადად ქალბატონმა თეამ?

საიდან ასკვნით, «მათ უფლებებს დაცვა სჭირდებაო»?

ცხადია, რომ ამ ე.წ. კანონპროექტის «რელიგიურ-ეთნიკური» შემადგენელი უნიჭო კომუფლაჟია ხელისუფლების ერთადერთი ზრახვისა _ კანონის მიღებით სასათბურე პირობები შეექმნათ «დაჩაგრულ» ლგბტ სექსუალურ უმცირესობებს, რითაც ხვალისთვის საფუძველს უმზადებენ  ერთსქესიანი ქორწინებების დაკანონებას საქართველოშიც!

ამიტომ,  მართლაც გმართებთ თომას ჰამერბერგის რჩევის გათვალისწინება, ქალბატონო თეა, რომ «კონსულტაციები გაიაროთ შვედ ექსპერტთან, მაგრამ რატომ მხოლოდ შვედთან? ნორვეგია, ჰოლანდია, ბელგია და ა. შ. პედერასტობის სხვა პიონერებმა რა დააშავეს? მათ  ერთსქესიან «ოჯახებში» უკვე შვილები და შვილიშვილებიც ეყოლებათ! ჰოდა, გადმოიღეთ «მოწინავე გამოცდილება» და, თუ ის ვიცით, როგორ ნომრავენ ერთსქესიან «ოჯახებში» მშობლებს, ისიც გაგვაგებინეთ, ასეთი შვილიშვილები როგორ უხმობენ ბაბუა-ბებიებს _ ბაბუა-2 და ბებია-1? როგორც ბებიაჩემი იტყოდა, ფუი, გაწყდა თქვენი სინსილა!

არც იმაზე დაფიქრებულხართ, რომ ამ ერთ კანონში ეთნიკურრელიგიური უმცირესობების გვერდით პედერასტების უფლებების დაცვა ესიამოვნებათ ჩვენს სომეხ და აზერბაიჯანელ (სხვებზე რომ არაფერი ვთქვათ) თანამოქალაქეებს, რომლებიც სხვათა შორის იმ 17 მაისს ქართველებთან ერთად აპროტესტებდნენ ქათმების აღლუმის მცდელობას?

ჩემს ცხონებულ სიყრმის მეგობარ ვიტალიკა აკოფოვს იმქვეყნად მივმართავ: «კნერექ  ახპერჯან, ესქუ ცავატანემ», არ გეწყინოს, ძმაოჯან, შენი და პედერასტების ერთ მუღამში ხსენება, ამ ახვარი ლიბერასტების ბრალია, აღარაფერს ვიტყვი ეჩმიაძინზე, რომლის უფლებებსაც ასევე ამ პედერასტული კანონით ზომავენ!..

ამ კანონით «არჩევნებამდე მიცემულ პირობას ვასრულებთო», რა, ბნელა მთვარიან ღამეში? პედერასტების უფლებების დაცვას გვპირდებოდა (პირადად თქვენ, ეგ რომ გეხსენებინათ «ნახალოვკაში», სადაც მაჟორიტარად იყარეთ კენჭი, არა მგონია, უვნებლად გადარჩენილიყავით) «ქართული ოცნება» თუ სამართლიანობის აღდგენას, იქნება _ ავღანეთში ჯარების შემცირებას, წართმეული ქონების დაბრუნებას ხომ არა და . . რომელი ერთი შეასრულეთ?

«შორიდან ისე მგონია, არც მიწისაა, არც ცისა»…

ყველა დროის ყველაზე გამოჩენილი საჩხერელის, დიდი აკაკის სიტყვებით მივმართავ ასევე ყველა დროის ყველაზე მდიდარ საჩხერელს _ ბიძინა ივანიშვილს!

პატივცემულო! შორიდან კი არა, ახლოც რომ მომიშვას თქვენმა დაცვამ, მაინც ვერ გაიგებს კაცი, რა გინდათ! იქეთ «ნატო, ნატოს» ძახილით ვერც ამერიკელებთან «დაალაგეთ» ურთიერთობა და აქეთ, სწორედაც «ნატო, ნატოს» ძახილის გამო ყოველდღე მოცოცავენ მავთულხლართები, რასაც, თქვენს ფრთიან ფრაზას თუ დაგესესხებით, «გაგებით ვეკიდებით», ოღონდ ჯერჯერობით…

 დიახ, ჯერჯერობით, რადგან ჩვენს მოთმინებასაც აქვს «პრედელი»!

არა, პატივცემულო, არც მყისიერ ეკონომიკურ სამოთხეს ვითხოვთ, თქვენ წარმოიდგინეთ, სამართლიანობის აღდგენაზეც ხელი გვაქვს ჩაქნეული, როგორც მინიმუმ, ოქტომბრამდე და ამასაც «გაგებით მოვეკიდებით», მაგრამ პედერასტობის მფარველობას? ვერასდროს და ვერავითარ შემთხვევაში!

თქვენ კი, «ხელისუფლების წარმომადგენლები და ჩინოვნიკები მაქსიმალურად უნდა გაემიჯნონ ეკლესიასო, დამნაშავე მღვდლები უნდა დაისაჯონო» და სხვა ლიბერასტულ სიბრძნეებს ისეთი პათოსით აფრქვევთ, რომ, სულო ცოდვილო, ხანდახან რესპუბლიკური პარტიის წევრი მგონიხართ!

რაც შეეხება «დამნაშავე მღვდლებს», ჯერ რა არის დანაშაული _ გეიპარადებს ტაშს რომ არ უკრავენ და იმავეს მოუწოდებენ საკუთარ მრევლს? სასულიერო პირების დაჭერის მოთხოვნა თვით სააკაშვილის რეჟიმმაც ვერ გაბედა, რადგან ესმოდა, რომ მსგავსი რამ ეკლესიაზე პირდაპირ შეტევად აღიქმებოდა და თქვენ, როგორც გგონიათ, ამას გაპატიებთ ქართველი ხალხი?

სიტყვამ მოიტანა და წინა სტატიაში მოგმართეთ თხოვნით, რათა განათლების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილისთვის პასუხი მოგეთხოვათ იმისთვის, რომ ამ ჩოლოხა ხლისტმა საქართველოს დედაეკლესიას მოსახდელი სახადი, ანუ ავადმყოფობა უწოდა, და იქვე დაგეფიქსირებინათ თქვენი პოზიციაარც ერთი გააკეთეთ და არც მეორე, თქვენც ასე ფიქრობთ?

იმ ხნის მანძილზე, რაც ხელისუფლებაში ხართიმედი ბევრჯერ გამიცრუვდა! მას შემდეგ, რაც თქვენს დითირამბებს გავეცანი რესპუბლიკელების მიმართ, რომლებიც რესპების იუბილეზე წარმოთქვით, იმ ზღაპარსაც გაუვიდა ყავლი, რომ რესპუბლიკელები თქვენი იძულებითი, დროებითი არჩევანია _ ვიზიარებ ირინე სარიშვილის მოსაზრებას, რომ რესპუბლიკელები თქვენი ერთადერთი გარემოცვა და ნებაყოფლობითი არჩევანია!

დროზე «გაიტანეთ გრენლანდია» (რესპუბლიკელები) თორემ ქართველი ხალხი თქვენ გაგიტანთ, _ არჩევნები მალე მოვა, პატივცემულო!..

დავით მხეიძე

P.S. ევრაზიული კავშირი რად გვინდა, არა?!

ეროვნულობაში, კაცობაში ეჭვმიტანილო პარლამენტარებო, რას დადუმებულხართ, ხმა ამოიღეთ, ვერ ხედავთ, რომ საქართველოს დასავლური პედერასტიის ოკუპაციის საფრთხე ემუქრება? სანამ პირადად არ მოგიფათურებენ ხელს, მანამდე ყურებს არ გამოიბერტყავთ?

გასულ კვირას რუსეთის დუმამ (ჩათვალე _ პუტინმა) ისეთი ანტიპედერასტული კანონი მიიღო, რომ მთელი დუნდულებმონარნარე დასავლეთი აიფოფრა რუსეთის წინააღმდეგ! ყოჩაღ, რუსებო, და პირადად ვლადიმერ პუტინო _ ვინც რა უნდა, ის დამაბრალოს და მე მშურს რუსეთის, რომ ასეთი ვაჟკაცი პრეზიდენტი ჰყავს!

 

1 COMMENT

  1. იმ ეროვნულ ეჭვმიტანილებს იქნებ სიამოვნებთ, ხელის ფათური, რომ ასე გაყუსებულები რომ არიან??? ნეტავ რისთვის აირჩია ერმა???? არ დანდობა ამ კანონის მიმხებთ,სანამ ეროვნული მტავრობა არ ეყოლება საქართველოს არაფერი ეშველება ბატონო დავით.რესპუბლიკეკები და ნაცები ერთნი არიან,ესენი დახუპავენ საქარტველოს საიტ მიაქანებენ

  2. ზვიადი იყო პირდაპირ რომ გამოუცხადა ამერიკას არ მჭირდებიო და იწვნია, ადამიანმა შეცდომებზე უნდა ისწავლოს, აღარ გავიმეოროთ ზვიადის შეცდომა, დავიცვათ ნეიტრალიტეტი. ამ ხედვით, ვმართლებ ბიძინას. ერთია,რომ გველების წრეშია, დავუდგეთ გვერდით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here