Home რუბრიკები საზოგადოება ვის ხელთაა საქართველოს ბედი?

ვის ხელთაა საქართველოს ბედი?

1021

17 მაისამდე რამდენიმე დღით ადრე სოციალურ ქსელში გავრცელდა ვინმე დავით ზურაბიშვილის წერილი, რომელსაც «სახადი #5» ჰქვია. ამ წერილიდან ვრცელი ამონარიდების გარეშე მკითხველი არ დამიჯერებს, თუ ვიტყვი იმას, რომ საქართველოში მეხუთე კოლონა ფარულად კი აღარ მოქმედებს, არამედ სახელისუფლო სტრუქტურებში ჩინოვნიკებად მოკალათებულნი უკვე აშკარად ებრძვიან ყოველივე ქართულს.

ხსენებული წერილის ავტორი გვაუწყებს: «მთელი ჩვენი უახლესი ისტორია სწორედაც რომ ერთგვარი განსწავლულობის პერიოდია, გარკვეულ ილუზიებთან დამშვიდობების წლები. უნდა ვთქვა, რომ საკმაოდ სახიფათო ილუზიებთან და საკმაოდ მძიმე დამშვიდობების. და ყოველივე მათგანი იყო არამარტო ილუზია, არამედ ერთგვარი სახადიც, ავადმყოფობა, რომელიც არც თუ სასიამოვნო გადასატანია, მაგრამ გადატანის შემდეგ იმუნიტეტს გიმუშავებს და მეორედ აღარ შეგეყრება. ვერ ვიტყვი, რომ გამოჯანსაღების შემდეგ ეს იმუნიტეტი მთელ საზოგადოებას გამოუმუშავდა, მაგრამ პოლიტიკურად აქტიურ ნაწილში, იმ წრეებში, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება და ხორციელდება, ამგვარი ტენდენცია აშკარაა…»

წერილის ავტორი საქართველოს უახლეს ისტორიაში მხოლოდ ილუზიებს ხედავს. ეს ილუზიები ამავე დროს მძიმე ავადმყოფობაა, სახადი ყოფილა. ავადმყოფობის მიმართ ხალხმა იმუნიტეტი ვერ გამოიმუშავა, სამაგიეროდ გამოუმუშავდა «პოლიტიკურად აქტიურ ნაწილს», მათ, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს და ახორციელებს…

როგორც ჩანს, წერილის ავტორი თავის თავს «პოლიტიკურად აქტიურ ნაწილს» მიაკუთვნებს, იმ პოლიტიკურად აქტიურ ნაწილს, რომელმაც ხალხის მიერ არჩეული კანონიერი ეროვნული ხელისუფლება დაამხო და, მონანიების ნაცვლად, დღეს უკვე ეროვნულ სულს ებრძვის თავისი «გადაწყვეტილებებითა» და «განხორციელებით»!

სახადმოხდილისთვის, იმუნიტეტგამომუშავებულისთვის და ამავე დროს «განსწავლულისთვის» #1 სახადი თურმე «იყო ზვიადი», უფრო ზუსტად, ეთნოცენტრული ნაცონალიზმი, რომელმაც ეროვნული მოძრაობის პერიოდში ვულკანივით ამოხეთქა და ისეთი ამაზრზენი სახით წარდგა ჩვენ წინაშე, რომ კინაღამ სრულ ნიჰილიზმში გადაისროლა მთელი მოაზროვნე საზოგადოება…»

«სრულ ნიჰილიზმში» (!) გადაუსროლელი, სახადმოხდილი ბატონი ზურაბიშვილისთვის «სუნიანი» ქართველი ერი ამავე დროს უგუნური ყოფილა, რომელმაც «ამაზრზენი სახით» გამოხატა ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა!

«ათწლეულების მანძილზე იკვებებოდა ქართული ნაციონალიზმი იმით, რომ არაქართველები შეგნებულად ცდილობენ, ფეხი მოიკიდონ ჩვენს მიწაწყალზე, ნელნელა შეგვავიწროვონ და განგვდევნენ. ეს მიეწერებოდა არამარტო კრემლის ფარულ ზრახვებს, არამედ თვით არაქართულ ეთნოსებსაც, რომლებიც დემოგრაფიული ანექსიისთვის გამზადებულ ზომბებად იყვნენ წარმოდგენილები», _ წერს ჭკუისკოლოფა ზურაბიშვილი.

ნუთუ ვერ ხედავს «მოაზროვნე საზოგადოების» ეს დედისძუძუნაწყენი წევრი, რომ არაქართველები მამულს, ტერიტორიებს შეგნებულად გვედავებიან: სკოლებში ბავშვებს გაყალბებულ ისტორიას ასწავლიან, ბეჭდავენ რუკებს, რომლებზეც საქართველო განაწილებული აქვთ მეზობელ ქვეყნებს: სომხები სამხრეთ საქართველოს და მთლიანად საქართველოს იჩემებენ; აზერბაიჯანელები _ დავით გარეჯს, ივრის ხეობას და საერთოდ ტერიტორიებს რუსთავამდე; თურქები _ ბათუმს; ეთნიკური უმცირესობა _ ოსები _ შუაგულ ქართლს მცხეთამდე; ხოლო აფხაზები _ დასავლეთ საქართველოს ლიხამდე… ყოველ წელიწადს ჩრდილოეთის, აღმოსავლეთის, სამხრეთის საზღვრები ერთი-ორი კილომეტრით აქეთ იწევს… საქართველოს ტერიტორია, ძირძველი მიწები შაგრენის ტყავივით პატარავდება!

ნუთუ ვერ შეიგნო «მოაზროვნე» ზურაბიშვილმა, რომ ქართველი ერი დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას, რომ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ქართველობა საქართველოში უმცირესობა იქნება, რომ არაქართველები უმრავლესობად მოგვევლინებიან და ჩვენზე, როგორც ეთნიკურ უმცირესობაზე, ზრუნვით ღამე მშვიდად ვეღარ დაიძინებენამ პერსპექტივას ხომ გაეროც აღიარებს, მაგრამ «სახადმოხდილს» ისეთი იმუნიტეტი აქვსერთი სიტყვით, ატომგულივით შეუვალია!..

როგოც ვხედავთ, «მოაზროვნე საზოგადოების» წარმომადგენლები ვერ ხედავენ ან არ სურთ, დაინახონ ქართველი ერის წინ ჩაჩოქილი გადაშენების აქლემი. ეს ხალხი ხედავს და დემოკრატიის გამარჯვებად მიიჩნევს პირადობის მოწმობიდან ეროვნების ამოღებას, უცხოელებზე მიწების გაყიდვას, გეიპარადების გამართვას… აი, ამგვარი დემოკრატია სურთ გადაგვარების მოსურნეთ!

ნუთუ არ სმენია «განსწავლულ» და «ღრმადმოაზროვნე» ზურაბიშვილს, რომ კრემლის ზოგიერთი ოდიოზური ლიდერი ქართველთა ეთნოწმენდაზე, ციმბირში გადასახლებაზე ოცნებობდა (ასეთები, ფაქტობრივად, რუსეთის დისკრედიტაციას ეწეოდნენ, რუსეთის სიძლიერეს ფარულად ებრძოდნენ).

პატივცემულო მკითხველო!

ჰომუნკულუსი დავით ზურაბიშვილი მხოლოდ ეროვნულ მოძრაობას არ ადანაშაულებს «ეთნოცენტრული ნაციონალიზმის» წარმოშობაში. ამ სახადის გამომწვევი ბაცილა თურმე ისეთი ლიტერატურაც ყოფილა, როგორიც არის მიხეილ ჯავახიშვილის «ჯაყოს ხიზნები» და მუხრან მაჭავარიანის ლექსები. ამგვარი ლიტერატურა ათეული წლების მანძილზე კვებავდა «ქართულ ნაციონალიზმს»!

«მარტო ლიტერატურული ნაწარმოებები იმდენია შექმნილი ამ თემაზე, რომ მთელი ანთოლოგიაც კი შეიძლება შეადგინო, მიხეილ ჯავახიშვილის «ჯაყოს ხიზნებიდან» დაწყებული, მუხრან მაჭავარიანის ლექსებით დამთავრებული», _ წერს ზურაბიშვილი.

ვიდრე ამგვარი «ინტელექტუალები» დაბორიალობენ და ვიდრე მათ არ ალაგმავენ, საქართველოს საშველი არ იქნება!

რადგან ანთოლოგიაზეა ლაპარაკი, ამიტომ ამ ლიტერატურაში აუცილებლად მოიაზრება ილია ჭავჭავაძის (ერთმა რესპუბლიკელმა კბილი უკვე გაჰკრა ილიას), აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, დუტუ მეგრელის, რაფიელ ერისთავის, იაკობ გოგებაშვილისა და მრავალი სხვა მამულიშვილის პატრიოტული ნაწარმოებები.

37-იანი წლები რომ ყოფილიყო, ზურაბიშვილი სასიკვდილოდ გაიმეტებდა დიდ მწერლებსა და პოეტებს «ქართული ნაციონალიზმის» ბრალდებით, როგორც დასახვრეტად გაიმეტა მიხეილ ჯავახიშვილი.

«მოაზროვნე» და «ოპტიმისტ» ზურაბიშვილს «ეთნოცენტრული ნაციონალიზმის» აღარ ეშინია, რადგან «ეს კოშმარი, ფაქტობრივად, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებასთან ერთად დამთავრდა, არანაირი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი დივიდენდის მომტანი ეთნოცენტრული ნაციონალიზმი მას შემდეგ აღარ არის. ერთხანს პირადობის მოწმობაში ეროვნების აღნიშვნისა და მიწაზე კერძო საკუთრების არაქართველებისთვის დაკანონება რჩებოდა უკანასკნელ ბასტიონად, მაგრამ ეს ორი ბასტიონიც ისე დაეცა, სერიოზული რყევები არ გამოუწვევია».

ამგვარი სიტყვები საქართველოს დაუძინებელ მტერს თუ ამოუვა პირიდან. ზურაბიშვილს რა ღმერთი გაუწყრა?!

არ მოგვწონს ეს სიტყვები?

ძველ კოლხ-იბერიელთა მოდგმას თუ გვსურს ევრო-ამერიკული ყაიდის დემოკრატია, მაშინ პედერასტობასთან ერთად ამგვარი აზრების თავისუფლად გამოთქმაც უნდა შევირგოთ!

«ქედდრეკილი» და «მადლიერი», «ყველა უნჯი» და «ყველა მუნჯი» პარლამენტის დეპუტატები კი «მეგობარი» ქვეყნების ამგვარი დემოკრატიის ადეპტებად იქცნენ!

ეს დავით ეშმაკშეჩენილი #6 სახადად ქართულ ეკლესიას, მართლმადიდებლობას მიიჩნევს: «უკიდურესად გაძლიერდა ეკლესია, ერთადერთი ინსტიტუტი, რომელსაც სააკაშვილმა ვერაფერი დააკლო და დღეს ეკლესიის მორალური ავტორიტეტი ისე მაღალია, როგორც არასოდეს. ბუნებრივია, მოვლენათა ამგვარმა განვითარებამ ძალიან შეუწყო ხელი რელიგიური ნაციონალიზმის აღმავლობას. და ეს იქნება კიდევ ერთი ძნელად და მტკივნეულად მოსაშორებელი სახადი…»

შეიძლება ვცდები, მაგრამ მეჩვენება, რომ დავით ზურაბიშვილი ძალიან კმაყოფილია მიხეილ სააკაშვილის საქმიანობით, განსაკუთრებით იმით, რომ ორი ბასტიონი დაანგრია: პირადობის მოწმობაში ეროვნებას აღარ აღნიშნავენ და ნებისმიერ უცხოელს შეუძლია რამდენიც უნდა, იმდენი ქართული მიწა იყიდოს, დაიკანონოს, დაისაკუთროს!

რჩება ერთი აუღებელი ბასტიონი _ ქართული ეკლესია, რომელსაც სააკაშვილმა ვერაფერი დააკლო და ამიტომ დღეს «რელიგიური ნაციონალიზმი» (!) აღმავლობას განიცდის! ეს სახადი კი ძნელად და მტკივნეულად მოსაშორებელია!

ეკლესია, რწმენა, მართლმადიდებლობა სახადი და «რელიგიური ნაციონალიზმი» ყოფილა!

ვინ ხარ შენ, დავით ზურაბიშვილო? მურვან ყრუ, თემურ-ლენგი, ბუღა თურქი, შაჰ აბასი თუ ოსმალეთის ფაშა? თუ ყველა ერთად, ინგლისურისა და კომპიუტერის მცოდნე თანამედროვე ჰომუნკულუსი?

მე ვიცნობ კიდევ ერთ დავით ზურაბიშვილს, ძველ რესპუბლიკელს, რომლის ნააზრევი გაჭრილი ვაშლივით ჰგავს სოციალურ ქსელში გავრცელებული წერილის შინაარსსა და პათოსს. ეს ორი დავითი, შესაძლებელია, ერთმანეთს არც იცნობდნენ, მაგრამ მათი სულიერი ნათესაობა აშკარაა!

მეორე დავითი «თავისუფლების ინსტიტუტში» «დაბრძენებული» პოლიტიკოსია, რომელიც ქართულ ხასიათს, ქართულ ცნობიერებას, ეროვნულ გამათავისუფლებელ მოძრაობას ერთობ უარყოფითად აფასებს.

მისი აზრით, «ეროვნული ცნობიერების ფესვებიდან» ამოზრდილია ტოტალისტური ტენდენციები და «სტალინის ფენომენი». ქართველი კაცის ფსიქიკა ფეოდალისტურია და თანამედროვე ქართველი კვლავ ფეოდალური ფსიქიკის ტყვეობაში რჩება. «ეროვნული დამოუკიდებლობის იდეაც ქართველი ერის ფეოდალისტური ფსიქიკის ფესვებიდანაა ამოზრდილი, რომელიც თავისი არსით ფუნდამენტალისტური ცნობიერებაა… ასეთი ფუნდამენტალიზმი განსაზღვრავს ეროვნული მოძრაობის სახესაც». ამ მოძრაობას აკლია «შინაგანი ზნეობრივი დვრიტა», მაგრამ ეროვნული მოძრაობის მთავარი ნაკლი მაინც ის არის, რომ  არის «მონური ცნობიერება» და, «სანამ ჩვენ, ქართველები არ დავამსხვრევთ დრომოჭმული ფსიქიკის ბორკილებს, თვითეული ჩვენთაგანის გულში იცოცხლებს ჩვენი მონური სულისკვეთების ჯოჯოხეთური ხატი» (დ. ზურაბიშვილი, საქართველოს უკანასკნელი მეფე. გაზეთი «ქართული ფილმი», 6. VI. 1990 წ. წიგნში ელიზბარ ჯაველიძე «ავაჰმე, ჩემო მამულო!.. თბ., 2007 წ. გვ. 49).

ამ ნაბოდვარის წაკითხვისას მაგონდება, თუ როგორ ახასიათებს დიდი ფსიქიატრი ჩეზარე ლომბროზო შეშლილ ინტელექტუალ მატიოდებს: «Находясь под влиянием какогото лихорадочного умственного возбуждения, они говорят без логической связи и нередко приходят к выводам, совершенно противоположным тому, что они хотели доказать».

ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობა და მონური სულისკვეთება?

ხედავთ რაიმე ლოგიკურ კავშირს? ეს ხომ შეშლილის, მატიოდის ნაბოდვარია!

«მონური ცნობიერების» გარდა, «ქართველი ერის დღევანდელ მდგომარეობას ახასიათებს გონებრივი სისუსტე, მსუბუქი დებილობის ფორმა, შეუსაბამობა თვითშეფასებასა და ნებელობასთან მიმართებაში: ის მოკლებულია სოციალურ აზროვნებას და პასუხისმგებლობის გრძნობას!» _ ასეთია გ. მარგველაშვილის ვერდიქტი, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება (ჟურნალი «დრო და მშვიდობა» 2001 წ. #2. წიგნში ელიზბარ ჯაველიძე «ავაჰმე, ჩემო მამულო!..» გვ. 69).

ისღა დამრჩენია მწარედ შევძახო: ავაჰმე, ჩვენო ახალგაზრდობავ, ვის ხელთაა განათლება თქვენი?!

როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, საქართველოში ამერიკელი «მეგობრების» მიერ დაგეშილი დაახლოებით 10 ათასი მდედრობითი და მამრობითი სქესის ახალგაზრდა გრანტიჭამია არსება დაძრწის. საქართველო გადააქციეს ექსპერიმენტების პოლიგონად, სადაც უკვე პრაქტიკულად გამოჰყავთ ახალი ადამიანი-ჰომუნკულუსი, ურწმუნო, უზნეო, უეროვნებო, უსამართლო ტვინგამორეცხილი ზომბები, რომლებიც მხოლოდ ინსტინქტით იმოქმედებენ, დაიკმაყოფილებენ გაუკუღმართებული სექსისკენ ლტოლვას და გასტრონომიულ მოთხოვნილებებს.

17 მაისის მოვლენებმა დაგვანახა, რომ იბერიულ მოდგმას შესწევს ძალა, წინ აღუდგეს ბოროტეულს ქართული ეკლესიისა და ეროვნული ხელისუფლების წინამძღოლობით.

ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ერს საფრთხე აღარ ემუქრება.

სატანა ბობოქრობს!

სატანასთან კოაბიტაცია დაღუპვის ტოლფასია!

საქართველოში სულგაყიდულთა, ფსევდოლიბერალთა, ქვეგამხედვართა, ქვებუდანათა სიმრავლემ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია!

ჩვენ უნდა შევძლოთ, ავირჩიოთ გვარგადაუკეთებელი, კოლხ-იბერიული მოდგმის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, მოუსყიდავი ხელისუფლება, რომელიც რუსეთთან საერთო ენას გამონახავს.

იმედი მაქვს, მომავალში ბატონი ბიძინა ივანიშვილი გაითვალისწინებს თავის მწარე გამოცდილებას და საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში რეკომენდაციას გაუწევს ისეთ პიროვნებებს, რომლებიც ქართველი კაცის ოცნებას რეალობად აქცევენ.

თენგიზ კუბლაშვილი,

უზენაესი საბჭოს დეპუტატი

 

1 COMMENT

  1. თქვენი ბატონების, სიონისტურ თალმუდისტური კლანის ხელში ბრიყვებო.

  2. 9 წელი უნდა ველოდოტ ამატაც? ბატონო ბიძინააა რატომ დაასვი ეს ნაცების მეგორახი და მატი იდეების გამგრზელებელი ხალხი საქართველოს? რას ერჩოდით? მაინცადა მაინც სისხლი უნდა დაიღვაროს რომ ეს გარეწრები მოაცილოტ? რატომ რატოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოომ.

  3. შევუერთდეთ სავარაუდო სახელმწიფო დამნაშავის, შევარდნაძის, გასამართლების მოთხოვნას არა შურისძიებისათვის, არამედ სამომავლოდ საქართველოში მსგავსი საბედისწერო დანაშაულობების განმეორების შესაძლებლობის აღკვეთის მიზნით.მოვითხოვოთ სავარაუდო სახელმწიფო დამნაშავის, საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების სავარაუდო ორგანიზატორის, შევარდნაძის, მისი ხუნტელი დამქაშების და საერო თუ სასულიერო მხარდამჭერ – წამქეზებლების, აგრეთვე რუსეთის მხრიდან მათი ხელშემწყობების გასამართლებას (მათ შორის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის შეკვეთის და მისი განხორციელების საქმეში მათი ბრალეულობის წარმოჩენის მიზნით) და გამოვლენილ დამნაშავეთა კანონის შესაბამისად დასჯას, რომ სამომავლოდ საქართველოში ადგილი აღარ ჰქონდეს მსგავსი ავანტიურისტი პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივ პარპაშს.სახელწიფოს წინაშე ჩადენილი უმძიმესი დანაშაულებებისათვის შევარდნაძისა და მისი ხუნტის ბრალეულობის საქმეში ამდენი ხნის გაურკვევლობამ და სამხედრო გადატრიალებაში რეალურ მონაწილეთა დაუსჯელობამ გარკვეულწილად დაამკვიდრა საქართველოში ბობოლა მოძალადე დამნაშავეთა დაუსჯელობის სინდრომი, რის მწარე და საბედისწერო ნაყოფს დღესაც ვიმკით სააკაშვილის 9 წლიანი ავტორიტარული და ივანიშვილის 9 თვიანი უპასუხისმგებლო და განუკითხავი სახელისუფლებო პარპაშის სახით.

  4. ყველა ასეთი იდეის მატარებელი,თვითონაა ვითომდა "დემოკრატიის" მონა ან დაქირავებული აგენტი და საქართველოს და მისი მომავლის მტერი.და ეს ბოლო არჩევნებიც ძალიან მალე გადაიქცა სპექტაკლად. მიშამ რეზერვი აამოქმედა…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here