Home რუბრიკები საზოგადოება კოაბიტაცია «ქართული ოცნების» რეიტინგით იკვებება

კოაბიტაცია «ქართული ოცნების» რეიტინგით იკვებება

592

სასოებით შეჰყურებს ქართველი ხალხი «ქართული ოცნების» ყოველ ნაბიჯს და შიშის ჭია არ ასვენებს, ვაითუ

შევარდნაძის მუხთლობით და სატანის სამსახურით შეწუხებულმა ხალხმა მიშას პოლიტიკური გაფართხალება ქვეყნისადმი თავდადებად მიიღო და მხარი დაუჭირა, რამეთუ მისი ყოველი გამოსვლა შევარდნაძის ღალატით გაჯერებული რეჟიმის და თვითონ შევარდნაძის განქიქებას ეძღვნებოდა.

დაიკავა მიშამ ნანატრი პოსტი და დაივიწყა ხალხი, რომელმაც ხელი შეუწყო მის წამოსკუპებას პრეზიდენტის ქანდარაზე, რომლისთვის ახლა ხალხი ფარად გადაიქცა და ექცეოდა კიდეც ისე, როგორც თავქარიან ქარაფშუტას შეეფერებოდა.

იხტუნა და ინებივრა ნაცარქაქია ჭრიჭინობელა მიშიკომ და იმ დროს დაუდგა შემოდგომა, გაგანია ივლისი რომ ეგონა. დაფრთხნენ ცოდვით დამძიმებული მისი მინისტრები, გადაიხვეწნენ საზღვარგარეთ გადამალული ნაძარცვი ქონების საკვნეტად. ნაცარქაქია მათი ფიურერიც შეიკეტა თავის რეზიდენციაში და ძალით მორეკილი ბრბოს წინაშე ცრუპენტელა ტრაბახით თავის მოწონების ტოროლები სულ გაუფრთხნენ.

ზეიმობდა ხალხი. ციხეებიდან უსამართლოდ დაპატიმრებულთა და ნაწამებთა განთავისუფლება დაიწყო. «ნაციონალთა» მიერ ჩადენილმა დანაშაულებმა ფაშისტების წამების მეთოდები გაახუნა. სიცრუესა და ღალატზე ნაგებ ყალბ კეთილდღეობას ისე ჩამოეძენძა ნიღაბი, რომ საზღვარგარეთელ დემოკრატიის მამებს მისი დანახვა არ გაუჭირდებოდათ, თუმცა ძალიან კარგად იცოდნენ, რა უსამართლობის საფქვავი იფქვებოდა «ნაციონალთა» ხუთჯვრიან ხელსაფქვავზე, რომელიც არაფრით ჩამორჩებოდა ფაშისტთა სვასტიკიან კაცთმოძულების წისქვილებს. იცოდნენ და ისე ანებივრებდნენ ამ ადამის მოდგმის ჭირს, როგორც ადრე ფაშისტურ უბედურებას, რამეთუ ეგონათ, რომ საბჭოთა კავშირს მიუქსევდნენ.

საპირისპირო კი მოხდა, მათგანვე გამოკვებილგაზულუქებულმა ფაშისტებმა პირველად მათვე დაუწყეს კბენა.

ახლა კი საქართველო პატარა აკვარიუმად აქციეს, სადაც ხუთჯვრიანი კობრებისა და ასპიტების დაბინავებას შეუდგნენ მათთვის არასასურველი ქვეყნების დასაგესლად და ამგვარ შხამებზე იმუნიტეტის შესამოწმებლად. დაატაკეს კიდეც თავიანთი აკვარიუმის ფიურერი _ ხუთჯვრიანი მიშა რუსეთს, თან გააქეზეს, ნუ გეშინია, ეგ ჩვენი შიშით ვერაფერს გავნებსო. ავნო კი არა, მიწა ალოკინა და ჰალსტუხი აღეჭინა უცხოეთის ლაქია ნაცარქექიას, საქართველოს პრეზიდენტად წამომჯდარ ქართველთა უბედურებას.

ამ აკვარიუმის ნაცისტებმა როგორი საშინელი ზიანი მიაყენეს საქართველოს, რა ჩამოთვლის; განა შეიძლება ამ დანაშაულთა ჩამდენების დაუსჯელობა?! უფროს თაობას, რაკიღა ვეღარ მოუწამლავდნენ ტვინს თავიანთი მუხთლობით, სამსახურიდან ათავისუფლებდნენ. ახალგაზრდების შეგნების დამახინჯებით ცდილობდნენ ქართველი ერის მომავლის სატანის სამსახურში ჩაყენებას.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ისტორიის სანაგვის ნაცისტური თესლით გამოყვანილი ჩითილი საქართველოში ჩაასათბურეს, რათა ფაშისტური კაცთსიძულვილის ნოსტალგია დაეპურებინათ. ამ ავანტიურას კოდური სახელიც მოუძებნეს: «ვარდების რევოლუცია» და დემოკრატიის ნიღბით შემოსეს. გაიწირა პატარა ქართველი ერი მოძალადეთა ექსპერიმენტების ჩასატარებლად.

მთელი მსოფლიო ზეიმობს ფაშიზმის განადგურების თარიღს და ხალხები ამაყობენ კაცობრიობის ამ საზარელი ჭირის მოსპობაში თავიანთი წვლილით, რომლისთვის პატარა საქართველომ უდიდესი მსხვერპლი გაიღო; გაუხუნარია სამშობლოს და კაცობრიობის გადასარჩენად თავდადებულ მამულიშვილთა ხსოვნა, კახეთში ზედაშე არ შეისმება, მათი უწმინდესი სახელის შესახებ არ ამცნონ უფალს. რომელი პირსისხლიანი ვანდალი იკადრებდა ამგვარი მამულიშვილების ობელისკის დანგრევას?!

სიღნაღის რაიონიდან ოთხიათას ცხრაასი ვაჟკაცის სიცოცხლე შეეწირა ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, ხალხმა ცხარე ცრემლებით რომ დაიტირა და ამ ღირსეული შვილების ხსოვნის უკვდავსაყოფად ბრწყინვალე ობელისკი ააგო სიღნაღში, რომელიც ნაცისტურ სანაგვეზე გამოჩეკილმა ვანდალებმა დაანგრიეს, აღარაფერს ვამბობ ქუთაისში აფეთქებულ მემორიალზე და იმ ცოდვიან პარლამენტის შენობაზე, საიდანაც ასე ენერგიულად უშლიან ხელს ნაცისტი ვაიდეპუტატები ცხოვრების ნორმალურ კალაპოტში ჩაყენებას. კახელთა შეუპოვრობის სიმბოლო _ ამირანის უზარმაზარი მახვილაღმართული ძეგლი, საინგილოდანაც რომ ჩანდა, დაამხეს და იქვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კეთილმოწყობილი ფილიალის შენობა ვიღაცას მიაყიდეს თუ მიაჩუქეს, რომელმაც ნაცისტთა სამარცხვინო ნაფეხურებად შეატოვა მნახველს მისი ნანგრევები. ამას რაღა გამოძიება უნდა?! სახეზეა დემაგოგიურ ტრაბახში აზელილი ბოროტება, ღვარძლი, ერის სიწმინდეების შეურაცხყოფა, უზნეობა და გარყვნილება.

დამნაშავეთა დასჯის მცდელობით სასტიკად აღშფოთდნენ ამ ნაცისტთა ევროატლანტიკური მფარველები და პოლიტიკურ დევნად მონათლეს, თან თითის ქნევით შეეცადნენ, შეეხსენებინათ, რომ დასჯის უფრო მკაცრი მეთოდიც აქვთნატოდ მონათლული მათი ნაგაზის სახით.

სად იყვნენ მაშინ, ამ აკვარიუმის ნაცისტებმა ქართველი ხალხის მამაცი შვილების უწმინდესი ობელისკები ბინძური ფეხებით რომ გათელეს?! განა მთელი ევროპის ქვეყნებს სათუთად არ აქვთ შენახული ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლთა ობელისკები? ამ საშინელი სამხედრო მანქანის ოთხმოცი პროცენტი საბჭოთა კავშირის ხალხებმა დაამსხვრიეს ბრწყინვალე მხედართმთავრის _ სტალინის წინამძღოლობით, იმ საბჭოთა კავშირისა, ჰიტლერი ორ კვირაში რომ უპირებდა მოსპობას და რომელიც, დეგენერატი ხრუშჩოვიდან მოყოლებული, თავტყირპიან, ბედოვლათ გორბაჩოვს თავისი უტვინობით უომრად ჩამოეფშვნა.

ეს საცოდავი ნაცისტური აკვარიუმის ჭიები გორში სტალინის ძეგლს დაეტაკნენ და გაახარეს ევროატლანტიკური წამქეზებლები, ნახეთ, ჩვენ არაფრად ვაგდებთ ქართველი ვაჟკაცებისა და დიდი ბელადის ღვაწლს, ფაშიზმი კი თქვენ გადატეხეთ ხერხემალშიო. სწორედ ამ სამარცხვინო ქაქანს ემსახურებოდა ტელეარხი «საქართველო», ამერიკელებით რომ გვაოცებდა და ერთხელაც არ გახსენებია ქართველი მამულიშვილების გმირული ბრძოლის შესახებ; ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი გაქრა, როგორც კოშმარული სიზმარი.

ევროატლანტიკურმა მფარველებმა კი დამფრთხალი ნაცისტების გადასარჩენად კოაბიტაციით გაგვაოცეს, რომელიც ასე იშიფრება: უნდა ჩაისვა გველი უბეში, მისგან დაგესვლის მუდმივი მოლოდინით; ამრიგად, კვლავ მიძვრება გველი ქართველთა უბეში.

გამოფხიზლდნენ, გათბნენ გათოშილ ბეღურასავით და გაიტლიკეს ენა. თავყრილობაც მოაწყვეს მათგანვე იავარქმნილი პარლამენტის შენობის წინ, სადაც ასფალტს ჯერაც არ შეშრობია «ნაციონალთა» საზარელი ძალადობის მსხვერპლ მომიტინგეთა სისხლი. სიცრუისა და ტრაბახის კორიანტელში, შერცხვენილი და თავსლაფდასხმული «ნაციონალური მოძრაობის» ახალ ეროვნულ მოძრაობად გადაკეთების შესახებ ამცნეს მათ შეთხელებულ მსმენელთ. როგორი შთამბეჭდავი მსგავსებაა გერმანელ ნაცისტებთან, ორმოცდახუთი წლის აპრილში ჰიტლერი რაიხსკანცელარიის ბუნკერში ბოლო დღეებს რომ ითვლიდა, ჰიმლერმა გამოაცხადა ახალი «ნაციონალური ერთობის» პარტიის შექმნა.

მიშა, მართალია, ბუნკერში არ იჯდა, მაგრამ ყოფნაარყოფნად ქცეულმა შეკრებილთ ერთხელ კიდევ შეაწია თავისი სიცრუის გედის სიმღერა.

ეტყობა, კოაბიტაციამ «ქართული ოცნების» ზოგიერთ წევრს სენტიმენტალიზმის გრძნობები აუშალა და «ნაციონალთა» შენარჩუნების სურვილით გაგვაოცა, ზოგმა კი ნატოში შეძრომის სურვილით ლამის «ნაციონალებს» გაასწრო. ავღანეთშიც თურმე სამშობლოს ვიცავთ, რადგან ევროატლანტიკურ ხუშტურებს ვემსახურებით. შე კაი დედმამისშვილო, თუ ასე გაოცებდა ნატო და ავღანეთში ქართველი ვაჟკაცების სისხლისღვრა, რომ იყავი ნაციონალებთან, გეშლიგინა გინდა ავღანეთში და გინდა დუბაიში, რას ერჩოდი ქართველთა ოცნებას, რომლის მიზანი ავღანეთის ოკუპაცია კი არა, საქართველოს გაერთიანებაა. კოაბიტაციის შემომგდებებიც დამშვიდდნენ. რა მნიშვნელობა აქვს ავღანეთის სასაკლაოზე ქართველების ყოფნას მიშა შეასხამს ხოტბას თუ ახლანდელი პრემიერ-მინისტრიო. მოკლედ, დამშვიდნნენ ევროატლანტიკური ბლოკის ბოსები ანეკდოტში მოხსენიებულ მოლასავით: ორი მოჭიდავე დანაძლევდა _ ვინც წაიქცევა, მოლამ გააუპატიუროსო. ჭიდაობის დროს მაყურებლებმა მოლას ჰკითხეს, ვის მხარეზე ხარო. ჩემთვის სულ ერთია, ერთ-ერთი უნდა გავაუპატიუროო, უპასუხა მოლამ. ამერიკელები ავღანეთის ავანტიურიდან კუდის ამოსაძუებლად მზად რომ არიან, სულაც არ ენაღვლებათ, ქართველ ვაჟკაცებს ვინ გაუგზავნით ავღანეთის სასაკლაოზე.

ავღანეთის ავანტიურაში ქართველების სისხლისღვრა ნაციონალების დანაშაულია, შენ რატომ წვები სხვის კუბოში?!

«ქართული ოცნება» მთელი საქართველოს ოცნებაა, რომელსაც სამ ფრონტზე ებრძვიან ყოველმხრივ გაკოტრებული და ნიღაბჩამოხეული ნაცისტები თავიანთი ნაცარქექია ფიურერით. ამ ორხელისუფლებიანობაში ყოველმხრივ ცდილობენ ქვეყნისთვის და ხალხის სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯების შეფერხებას; უცხოეთში ცრუ დასმენებითა და ღალატით ზოგიერთის საქართველოს საწინააღმდეგოდ გაბოროტებას; «ქართულ ოცნებაში» ნაციონალთა მეხუთე კოლონის შეღწევით მისთვის სახელის გატეხვას. ამიტომაა საჭირო ამ მოღალატეთა ბრბოს აკრძალვა და ახალი არჩევნების დანიშვნა, სადაც «ნაციონალებს» გაყალბების საშუალება აღარ ექნებათ და არც აღარავინ შეიწუხებს თავს მათთვის ხმის მიცემით. ბოლოს და ბოლოს ქართველმა ხალხმა თავისუფლად უნდა ამოისუნთქოს, ინტრიგების, ფეხის დადების და ღალატის გარეშე შეუდგეს ნორმალური ცხოვრების მშენებლობას. ხუთჯვრიანი დროშა კი ჯერ კიდევ დაპარპაშობს საქართველოში, როგორც ადრე ნაცისტთა სვასტიკიანი დროშები აბნელებდა გერმანელთა ცას.

ხუთჯვრიანი დროშების ფრიალით ჯვაროსნებმა მართლმადიდებელი ქრისტიანობის ციტადელი _ ბიზანტია დააქციეს, ქრისტეს საფლავის გამოხსნისთვის ბრძოლას რომ იბრალებდნენ და მათი შთამომავლები დღესაც ვერ მალავენ ღვარძლს მართლმადიდებლობის მიმართ. ქართველთა უბედურება _ ნაცისტები კი ამ დროშას ქართულად ასაღებენ და მუსლიმანურ სამყაროს თვალწინ ისე უფრიალებენ, როგორც ხარს წითელ ნაჭერს და რა გასაკვირია ავღანეთში თვითმკვლელი ტერორისტის ქართულ ბაზაში შევარდნა, როცა ქართველი ხალხი ყველა მუსლიმანისადმი ასე სასიკეთოდ არის განწყობილი. სულმნათი გურამ შარაძე, ქართველი ხალხის ინტერესებისთვის რომ იბრძოდა, ერთ-ერთი ხუთჯვრიანი დროშის გაუქმებაც იყო, რასაც შეეწირა მამულისთვის თავდადებულის სიცოცხლე, მისი მკვლელობის გამოძიებას და სიმართლის საჯაროდ გამოტანას ასე მოთმინებით ელოდება ქართველი ხალხი, რომლის ოცნება საქართველოს ერთიანობის აღდგენა, ყველა ლტოლვილის თავის სახლკარში დაბრუნება, მოძმე აფხაზებთან და ოსებთან შეხმატკბილებული ცხოვრებაა, რასაც ესოდენ უშლის ხელს «ნაციონალთა» ღალატი, ღვარძლი და ბოროტება. ჯვაროსნული დროშით ამხედრებულები უღრენენ მართლმადიდებლურ რუსეთს ისე, როგორც ჯვაროსნები ბიზანტიას და თავის ბოღმას ასკდებიან, რამეთუ ღრენა წკავწკავად და თავში ქვის ხლად ექცათ.

საქართველოს გაერთიანება და მოძმე ხალხებთან შეხმატკბილებული ცხოვრების გზა კი რუსეთზე გადის, ქართველი და რუსი ხალხების ძმობას ვერავითარი ბოროტი ძალის მიერ მოწყობილი ავანტიურის სამსალა ვერ გაახუნებს და საქართველოს ერთიანობის აღდგენას ვერ შეაფერხებს.

ნაციონალ ჭირს ბიძინა ივანიშვილმა ისეთი მძლავრი დარტყმა მიაყენა, რომ წელში ვეღარასოდეს გაიმართება და ასე მიწაზე ხოხიალით უღრენენ, რამეთუ იციან, რომ, თუ არა ბიძინა ივანიშვილი, მთელი საქართველოს დაშლასა და ქართველი ხალხის საყასბოში შერეკვაში ხელს აღარაფერი უშლიდათ.

ბრძოლა გრძელდება და «ნაციონალებსაც» პირადად ბიძინა ივანიშვილი ჰყავთ მიზანში ამოღებული, მაგრამ, სანამ «ქართული ოცნების» და ქართველი ხალხის  მიზნები ერთმანეთს ემთხვევა, ხალხი არ მიატოვებს მას, რათა ქართული ოცნება სინამდვილედ იქცეს.

 გივი სომხიშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here