Home რუბრიკები პოლიტიკა ნატო-ევროპა გვინდებლარიენ? მაშინ უნდა ჩავიხადოთ…

ნატო-ევროპა გვინდებლარიენ? მაშინ უნდა ჩავიხადოთ…

764

17 მაისს თბილისში ვერშემდგარი გეიაღლუმის შემდეგ მხოლოდ ამ დასკვნის გამოტანა შეიძლება და, ეს რომ ასეა, ამის საილუსტრაციოდ მცირე ისტორიული ექსკურსით დავიწყოთ, ანუ ერთგვარი მიმოხილვით იმისა, რაც ამ ბოლო წლებში დამიწერია პედერასტების შესახებ.

მგონი, შარშანწინ გააუქმა დემოკრატმა პრეზიდენტმა ობამამ ამერიკის (იმავე ნატოს) ჯარში ჰომოსექსუალების მსახურების ამკრძალავი კანონი, რომელიც თავის დროზე რესპუბლიკელების მიერ იყო მიღებული. შარშან კი მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა, ქალბატონმა ჰილარი კლინტონმა, არც მეტი, არც ნაკლები, ზოგადად სექსუალურ უმცირესობათა, ლგბტ-პედერასტების უფლებების დაცვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად გამოაცხადა, ხოლო ბარაკ ობამამ ამერიკის ფინანსური დახმარება ამა თუ იმ ქვეყნებში ამ უფლებების დაცვის ხარისხს მიაბა და იქვე ყოველი წლის მაის-ივნისი მსოფლიო პედერასტების ორთვიურად გამოაცხადა, როდესაც ინტენსიურად უნდა გაიმართოს გეიაღლუმები!

ის დღე იყო და ის დღე. აგულავდნენ ამერიკის მიერ შეგულიანებული «ქათმები» და ჯერ რიგაში ჩაატარეს სრულიად ბალტიის ქვეყნების გეიპარადი, რომელსაც წინ ამერიკისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების ელჩები მიუძღოდნენ, რასაც უილაჯობისგან გამწარებული ლატვიელები უსასოოდ უყურებდნენ, ხოლო პენტაგონში შარშან პირველი ლეზბიანკა დედაკაციც აკურთხეს გენერლად!

ამ «პროგრესმა» შეაგულიანა ქართველი პედერასტებიც და შარშან, 17 მაისს პირველი გეიპარადის ჩატარებაც სცადეს, რომელიც კინოს სახლთან ჩაუშალეს უბრალო გამვლელებმა, რომელთა შორისაც მეც გახლდით და, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ჯერ კიდევ «ნაცები» ზეობდნენ, იმჟამინდელმა პოლიციამაც კი არ იკადრა ქართველ საზოგადოებაზე პედერასტების გამო ხელის აღმართვა…

სულ ახლახან საფრანგეთი გაპედერასტდა ოფიციალურად, როდესაც 23 აპრილს საფრანგეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი ერთსქესიანი ქორწინების თაობაზე!..

ამას დაუმატეთ ისიც, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ ვერაფრით მოიგო სააკაშვილზე შეყვარებული დასავლეთის გული, რომელიც «ქართული ოცნების» ყოველ ნაბიჯს გამადიდებელი შუშით უყურებს, ხოლო  პრემიერის ყოველ სიტყვას ღრუბელივით ისრუტავს და ქართველმა გეებმაც, უფრო სწორად, იმ ენჯეოებმა, რომლებიც პირდაპირ დასავლეთიდან ფინანსდებიან საქართველოში ლგბტპედერასტების მფარველობისთვის (ამას დაუმატეთ პარლამენტში, კოალიციის შიგნით არსებული ლიბერასტული ძალა რესპების სახით), ერთი სიმღერის არ იყოს, ჩათვალეს, «ახლა ჩვენი დროა, დიდხანს ველოდით», ღარიბაშვილის პოლიცია დაგვიცავსო და 17 მაისს ქუდზე ქათამს უხმეს რუსთაველზე!

მოკლედ, ქართველმა ერმა იმ დღეს საკუთარი ღირსება დაიცვა ჩვენი სამღვდელოების მეთაურობით! თამამად შეიძლება ითქვას, რომ იმ დღეს ქართველმა ხალხმა ერთგვარი რუბიკონი გადალახა და მტკიცედ განაცხადა, რომ იმ ჯინს, რომელიც 1 ოქტომბერს ამოვუშვით ბოთლიდან, უკან ვერავინ ჩააბრუნებს და რომ ქართველი ხალხი მზად არის, საკუთარი ეროვნული, ტრადიციული, მართლმადიდებლური ღირებულებები ნებისმიერ ფასად დაიცვას!

თუმცა ლიბერასტ ქართველებსაც რა დალევს და მათაც გააკეთეს უგვანო კომენტარები: «მწერალი» ლაშა ბუღაძე იქნება ეს თუ გიჟპოეტა, გამოქეშებულ-გამოქანთალებული კოტე ყუბანეიშვილი, რომელმაც «მართლმადი-დებილები» გვიწოდა, ქართველი აღარ (ნეტავი როდის იყო, როო?!) ვარ და საქართველოში ცხოვრება აღარ მინდაო (პირველის გამო თუ სადმე გადავეყარე, პირობას ვდებ მკითხველების წინაშე, რომ სხვანაირად ვაგებინებ პასუხს, ხოლო მეორეს გამო, როგორც რუსები იტყვიან, _ «სკაწერწიუ დოროგა». ჩვენც ახლა მაგ იდიოტის წასვლით დედა ენას დავკარგავთ, რაღა!). აღარაფერს ვიტყვი თამარ (მანგუსტა) ჩერგოლეიშვილზე, მითუმეტეს თინა ხიდაშელზე, რომელსაც, ჩემდა სამწუხაროდ, მხარი ელისო ჩაფიძემ დაუმშვენა. მე კი იმ დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ერთადერთი პატრონი ქართველი ერისა მართლმადიდებელი ეკლესია და მისი საჭეთმპყრობელი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეა, გნებავთ, მეორე ილია!!!

«რუსთავი 2»-მა თავის საკვირაო «P.შ.» ძირითადად 17 მაისის აქციას მიუძღვნა, სადაც აშკარა ირონიით შხამსა და ბალღამს ანთხევდა ნატოს «დვარნიაშკად» მონათლული თენგიზ გოგოტიშვილი და ასევე ბატონი რეზო ამაშუკელის «ნათლული», «რუსთავი 2»-ის «კოხტაპრუწი» _ დავით კიკალიშვილი!

მათ პარალელები გაავლეს, ერთის მხრივ, საფრანგეთთან _ ჩვენგან განსხვავებით, როგორ ცივილიზებულად იქცევიან ფრანგები მსგავს აქციებზე და მეორე მხრივ _ მოსკოვ-ვორონეჟთან, როგორც ჩვენნაირ ველურებთან. ამას უნდა ვუპასუხო, რათა მთავარი სათქმელი ვთქვა…

თქვე შობელძაღლებო, «ერისიონის» მოსკოვში გასტროლს ქართველი ბიჭების საფლავებზე ცეკვა უწოდეთ და გეიაღლუმის წინა დღეს ავღანეთში დაღუპული ბიჭების ქაშუეთის ეკლესიაში დასვენებულ 3 კუბოსთან, ტაძრიდან 20 მეტრში, გეიპარადის გამართვას რა ჰქვია?

რაც შეეხება ცივილურ საფრანგეთს, მაგათ მასეთი «ცივილურობით» მიაღწიეს იმას, რომ ფრანცია მე-14 ქვეყანა გახდა მსოფლიოში, სადაც ერთსქესიანი ქორწინებები დაკანონდა და «კჩორტუ» მასეთი ცივილურობა!

სამღვდელოება სულ უფრო ხშირად საუბრობს, რომ ეს გარყვნილება (პედერასტობა) დამპალი დასავლეთიდან შემოდის. რა, ტყუილია? სწორედ ესაა მთავარი პრობლემა და არა ის, ჩაივლის თუ არა  თუნდაც რამდენიმე ათეული პედერასტი რუსთაველზე. «ველურ» რუსეთში კი, სადაც ჩვენსავით არბევენ გეიაღლუმებს, ერთსქესიან ქორწინებებს არანაირი პერსპექტივა (17 მაისის შემდეგ, იმედია, არც საქართველოშიარ აქვს. ჰოდა, რა სჯობია ახლარუსული «ველურობა» თუ ფრანგული «ცივილურობა»?

ჰოლანდია შოკირებულია თბილისში მომხდარით და ნიდერლანდებში ჩვენი ელჩი დაიბარეს ახსნა-განმარტებებისთვის.

_ თქვე უნამუსოებო, თქვენი სიძის, კრეტინი მიშა სააკაშვილის მოწყობილმა 7 ნოემბერმა ან ქუჩებში ასობით დახვრეტილმა ბიჭებმა, ან 26 მაისის სასაკლაომ რატომ არ დაგშოკათ? ერთი სიტყვა რომ არ დაგცდენიათ და ახლა ბინძური მამათმავლების გამო აიქაფეთ პირი…

საერთოდ კი, ჩვენი სწრაფვა ევროკავშირნატოში იმხელა ტყუილია, რომ აღა გეურქას ქურქის ზღაპარი მონაგონია. ამ ტყუილს ლაპარაკობდნენ «ნაცებიც» და ამასვე აკეთებენ «ოცნებაშიც», თუმცა პირადად ბიძინა ივანიშვილი რას ფიქრობს, რეალურად ამას ხმამაღლა ვერ ან არ იტყვის ჯერჯერობით.

საქართველოს ნატოში და მითუმეტეს დაშლისპირას მყოფ, კრიზისით მოცულ ევროკავშირში არავინ არასდროს მიიღებს და ეს სიმართლე ერთხელ და სამუდამოდ უნდა ითქვას! სამაგიეროდ, ამ ფუჭი დაპირებების აკომპანიმენტით გვაძალებენ, თავს გვახვევენ გეიპარადებს, სექტანტობას და, თუ ავყევით, ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩენთ, რომ ევროპა თუ ნატო გვერდზე დაგვრჩება და ხელში დაკანონებული ერთსქესიანი ქორწინებები, ანუ გაპედერასტებული, გახლისტებული საქართველო შეგვრჩება.

მერე სოფლის მეურნეობის კი არა, ვაზელინის წარმოების აღორძინება დაგვჭირდება

ერთი წუთით დავუშვათ, რომ მართლაც მიგვიღებენ ნატო-ევროკავშირში, თუ ერთსქესიან ქორწინებებს დავაკანონებთ. ამ ფასად, ჩვენი შვილების მომავლის ფასად, გვიღირს ეს?

რა თქმა უნდა, პასუხი უმრავლესი ქართველებისა უარყოფითი იქნება, რადგანაც დიდი ანა კალანდაძის არ იყოს, «საქართველო არის ესე!»…

თუ ასე გააგრძელეს ჩვენმა ამერიკელ-ევროპელმა «მეგობრებმა»,  განსხვავებით წინარე საუკუნეებისგან, ისლამის კი არა, პედერასტიის ოკეანეში დახრჩობის რეალური საფრთხე დაემუქრება და, ჰოი, «საკვირველებავ», მსგავსად წინარე საუკუნეებისა, ეროვნული მენტალობის გადარჩენის ერთადერთ საშუალებად ისევ რუსეთთან მჭიდრო კავშირი მოჩანს, თორემ წყალსა და მეწყერსაც წაუღია ნებისმიერი სამხედრო ბლოკი თუ ქართველი კაცი გახლისტდება და გაპედერასტდება!

რუსეთს ყველაფერი შეიძლება დააბრალო, მაგრამ კაცმა კაცი მოიყვანე ცოლად და ქალი ქალზე გათხოვდიო, არასოდეს დაუძალებია…

დავით მხეიძე

 

1 COMMENT

  1. ცოტა ხანში ნატოში შესვლას აქეთ შეგვეხვეწებიან. ჯერ არ შევსულვართ და ამერიკელების მაგივრად მამლუქებივით ვიბრძვით მათ ყველა ცხელ წერტილში (ავღანეთსა და ერაყში), მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს თითო შტატი აქვს საქართველოზე დიდი,პროცენტულად მაინც ჩვენ გამოვდივართ მეტნი,ამერიკელი დედები თავიანთი შვილების იქ გაგზავნის წინააღმდეგები არიან და მათი სახელმწიფო მათ ინტერესებს ითვალისწინებს.მიგვიღონ ისეთები, როგორებიც ვართ, ჩვენ მათი გულისთვის ჩვენს საუკუნოვან ფასეულობებს, რითაც ასე გვაფასებდა აქამდე მთელი მსოფლიო,რამდენიმე ორიენტაციაგაურკვეველი პოლიტიკოსის თუ მაღალჩინოსნის გამო არ შევიცვლებით.

  2. ამაზრზენი იცით რა არის? დღევანდელი პრესა,ტელევიზია რომ "პიდერასტების" თემას აქვს დათმობილი!!! ხომ არ მიაღწია უკვე მასონურმა ამერიკა-დასავლეთმა ევროპამ – ისე გამოგვფიტა, წაგვართვა სულიერება, რომ დღეისათვის მეტი სალაპარაკო აღარ დაგვრჩენია? სატანა გიყურებთ და ხარხარებს – მიაღწია იმას, რისთვისაც 21 წელია იბრძვის!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here