Home რუბრიკები საზოგადოება გაზაფხულის 17 გეილვება

გაზაფხულის 17 გეილვება

807

აკი ვამბობდი წინა წერილში, როცა ნაძალადევის შუალედური არჩევნების შედეგით გაწბილებული ვწერდი, ჯერ სადა ვართმეთქი და აჰა _ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის წინა დღეებში არასამთავრობო ორგანიზაცია  «იდენტობამ» 17 მაისისთვის  სექსუალურ უმცირესობათა, ანუ, როგორც ჩვენში მარტივად ვშიფრავთ ლგბტ ჩახლართულ აბრევიატურას, პედერასტების აღლუმი დაგვიანონსა!

ვინ არის ეს ე. წ. იდენტობა, რა უნდათ პედერასტებს, რა პარადები აუტყდათ, რას ითხოვენ, რატომ მაინც და მაინც 17 მაისი? და ა.შ. კითხვების დასმა კიდევ შეიძლება, რომელთაც  შევეცდები, ქვემოთ პასუხები გავცე…

გახსოვთ, ალბათ, რომ შარშანაც 17 მაისს სცადეს საქართველოს ისტორიაში პირველი გეიპარადის ჩატარება. თუმცა რაღა სცადეს?! მცირე შეხლა-შემოხლას თუ არ ჩავთვლით, რომლის არც თუ პასიური მოწმე მეც გახლდით, საწადელს მაინც მიაღწიეს ქართველმა პედერასტებმა. მართალია, ბოლომდე ვერ ჩაიაღლუმეს რუსთაველის პროსპექტი და ზემელზე დავამუხრუჭეთ, მაგრამ საერთაშორისო ყურადღება მაინც მიიქციეს _ ჯერ ამერიკის ელჩმა დაგმო ქართველი საზოგადოების ხელისშეშლა პარადისადმი, იმავე საღამოს ევრონიუსის ეთერითაც გადაიცა პედერასტების «დარბევის» კადრები და მეორე დღეს კი, ქართველ პედერასტებთან სოლიდარობის ნიშნად, თბილისში აკრედიტებული მთელი «დემოკრატიული» დასავლეთის დიპკორპუსი გამოვიდა პარლამენტის შენობის წინ, იმ მოედანზე, რომელზეც ზუსტად ერთი წლის წინ _ 26 მაისს, სისხლი დაღვარა სააკაშვილის ფაშისტურმა რეჟიმმა, მაგრამ იმავე დასავლეთს კრინტი არ დაუძრავს!..

ახლა კი, პირველი გეიპარადის წლისთავზე ახალი ის გავიგე, რომ 17 მაისი ჰომოფობიასთან ბრძოლის მსოფლიო დღე ყოფილა და პედერასტების პარადიც ამ «ქუდის ქვეშ» უნდა გაიმართოს!

კი, მაგრამ რატომ? ჰომოფობია ხომ ადამიანების სიძულვილს, უფრო ზუსტად კი კაცთმოძულეობას ნიშნავს და ე. ი. რა, ვისთვისაც პედერასტობა მიუღებელია, ის კაცთმოძულეა?

ჰოდა, მივადექით ზემოთ დასმულ კითხვას: რა უნდათ, რის გაპროტესტებას აპირებენ ქართველი პედერასტები?

რა და ერთადერთი ლიბერალობა ქართველი საზოგადოებისა სოდომ-გომორის თანამედროვე აქტიორთა მიმართ ისაა, რომ, უკაცრავად პასუხია და, ფეხებზე გვკიდია ეს ბინძური გარყვნილები, ხატოვნად თუ ვიტყვით, ვინ დედალია და ვინ მამალი. კიდევ უფრო მძაფრად კი, ვინ ვის ქვეშაა და ვინ ვის ზევით, თავშიც ქვა უხლიათ, ჩვენ მაგათ «სპალნაში» არ ვუვარდებით!

მაგრამ არა, საზოგადოების ასეთი ლოიალობა აღარ აკმაყოფილებთ, უნდათ, რომ გვერდით დავისვათ, მათთან პური გავტეხოთ და ვახტანგურიც დავლიოთ. ერთი სიტყვით,  ეს ღვთისპირიდან გადავარდნილები სიყვარულსა და პატივისცემას ითხოვენ ჩვენგან!

ასეთი რამ გაგონილა? შენ თუ უფლება გაქვს, მურდალი კურტუმო, როგორც გინდა, აქნიო, მე იმის უფლება აღარა მაქვს, რომ ეს ბინძური ხალხი მეზიზღებოდეთ? სიყვარული არ იქნება ძალადაო, ლამაზ ქალვაჟზე უთქვამს ქართველ კაცს და პედერასტობა, რომელიც რელიგიურადაც ცოდვაა, ძალით გინდათ შეგვაყვაროთ?

ცოდვაც არის და ცოდვაც _ სულ ახლახან გავიგე, რომ მართლმადიდებლური სწავლებით, წმინდა ბასილი დიდის მიხედვით, ყველაზე დიდი ცოდვა ზოოფილია, ანუ ადამიანის ცხოველებთან სქესობრივი კავშირია, მეორე ადგილზე პედერასტობაა, რომლის მიტევება 25-წლიანი სასჯელის შემდეგ ყოფილა შესაძლებელი და მხოლოდ ამის შემდეგ მოდის მკვლელობა, რომელსაც 15 წელი მუხლებზე ხოხვა სჭირდება მისატევებლად!

გაიგეთ, ხალხო, რას უპირებენ ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოს და 100 ათასი მოწამის თბილისს? ამის მერეც მოუბრუნდებათ ენა ე. წ. არასამთავრობოებს ადამიანის უფლებებზე და ჰომოფობიაზე?

მოუბრუნდებათ და მეტი არა? იდენტობა იქნება თუ სხვა, ისინი, როგორც წესი, დასავლეთიდან, ძირითადად კი, აშშ-დან ფინანსდებიან უხვად და, რაც უფრო მაგრად გვაცემინებენ (თუ ასეთი რამ მოხდა) თავს, მით უფრო მსუყე ფინანსურ ინექციებს მიიღებენ, ანუ იდენტობა 17-ში უკვე მიღებული გრანტების შედეგების დემონსტრირებას აპირებს დასავლელი პატრონების წინაშე _ ეს არის და ეს, ბოლოს ყველაფერი მწვანე კუპიურებთან მიდის

ან რაღა მაინც და მაინც იდენტობა დაირქვეს? რა და ესეც ერთგვარი ცინიზმია, რადგანაც ღმერთმა თავის დროზე განსაზღვრა ყველა სულიერის იდენტობა. მათ შორის კაცს კაცი, ხოლო ქალს ქალი უწოდა და ქორწინება თუ სექსიც მხოლოდ მათ შორის დაადგინა. ასე რომ, 17 მაისის პედერასტები თავად ბუნების, გნებავთ, სამყაროს შემოქმედი მამა ღმერთის წინააღმდეგ აპირებენ გეი-პარადით გალაშქრებას, ანუ ის პარადი არა მხოლოდ მართლმადიდებლების, არამედ ყველა ტრადიციული, ბიბლიაზე აღმოცენებული რელიგიის შეურაცხყოფაა!

ბევრი რამ მოხდა ამ ხნის მანძილზე პოლიტიზირებულ საქართველოში. თუნდაც პრეზიდენტობის კანდიდატების დასახელება ან, გნებავთ, შს მინისტრის პირველი მოადგილის დაპატიმრება, მაგრამ წინამდებარე წერილის თემა ვერაფერმა გადაფარა. სოციალური ქსელი მხოლოდ მოსალოდნელ პარადს განიხილავს და აბსოლუტური უმრავლესობით მხოლოდ უარყოფითად.

ამავე კონტექსტში ჯდება «პირადი ცხოვრების» ამსახველი კადრების გამოქვეყნებაც. რა მაქვს მხედველობაში? რა და ის, რომ უკლებლივ ყველა ტელევიზიაში მხოლოდ იმ კუთხით განიხილებოდა, მხოლოდ იმაზე იყო საუბარი, როგორ შეიძლება «პირადი ცხოვრების» გადაღება და არც ერთი სიტყვა ასეთი ცხოვრების სიმახინჯეზე!

იმ ტელედებატებში ამ მართლაც ამაზრზენი კადრებით თითქოს მოსალოდნელი გეიპარადის ლეგიტიმაციას ცდილობდნენ. მათი აზრით, რა მოხდა მერე, პირადი ცხოვრებაა და მეტი არაფერი?! პედერასტობაც ისეთივე ნორმალურია, როგორც ტრადიციული სექსუალური ორიენტაცია, დროა, საქართველოშიც დავამარცხოთ ჰომოფობია, თორემ რას იტყვის ევროპა და ნატო და ა. შ.

არა, ბატონო, როგორც ზემოთ უკვე ითქვა, პირად ცხოვრებაში თავშიც ქვა უხლიათ, მაგრამ, როდესაც პარადებს მიწყობ, ეს უკვე აღარ არის პირადი. უფრო მეტიც _ ეს ჩემს პირად ცხოვრებაში ჩარევა, გნებავთ, ჩემი და ჩემი შვილიშვილების უფლებების დარღვევაა!

შარშანდელი 17 მაისი კი გავიხსენე, მაგრამ იმაზე არაფერი მითქვამს, როგორ «დაუზასა» ერთმანეთს ორმა ამერიკელმა პედერასტმა (ქართველი ქათმების საპატიო სტუმრებმა) ერთმანეთს 51-ე სკოლის წინ, რასაც სკოლის მოსწავლეები უყურებდნენ!

არ არის ეს ჩვენი შვილების დღისით, მზისით გარყვნა და პედერასტობის პროპაგანდა?

ბოლოს, თქვენის ნებართვით, მკითხველო, მინდა მეფე ერეკლეს იმ სიტყვებით დავამთავრო, რომელიც ერთხელ უკვე გამოვიყენე ამ თემაზე წერისას. კიდევ ერთხელ, რადგან ყოველივე ზემოთქმულსაც და ართქმულსაც პატარა კახის ეს სიტყვები ჯობია…

კანონიკურ ეპისტოლეთაგან ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ ერთმა, კათალიკოს ანტონ პირველისა, რომელიც გამოუცია მეფე ერეკლე II-ს (პატარა კახი) ნებართვით, 1767 წელს. ეს ეპისტოლე შეიცავს 15 მუხლს, მაგრამ აქ საინტერესოა მეფის დართული სიტყვები:

«ჩვენ, ირაკლი მეფემან, მპყრობელმან ქართლისა და კახეთისამან, ნებაყოფლობითა სრულ ერთიანად ჩვენის ქვეყნების თავადთა, აზნაურთა, დიდვაჭართა და გლეხთა: ღვთის მოწყალებით ამას ზედა დიაღ გულდაჯერებულ ვართ, რომ ჩვენს ქვეყანაში არც ყოფილა და არც არის ამისთანა ავნი და ღვთისგანმარისხებელნი საქმენი, მაგრამ ჩვენს ხალხს მაინც ვაფრთხილებთ: თუ ვინმე ამისთანა საქმის მქმნელი გამოჩნდეს, ან მომწამლენი, ან კაცის შემკრელნი, ან სიყვარულის და სიძულვილის წამლის მიმცემნი, ან ღვთის დიდად განმარისხებლისა და მიუტევებლისა ფინთისა და მყრალისა და ცეცხლით საუკუნოდ მწველისა მამათმავლობის მქმნელნი, მამალნი ანუ დედალნი, ესენი უნდა ძალიანი და საანდაზო ჯაჯაებით (ჯაჯა _ ტანჯვაწამება) დაიხოცნენ!

ეს განჩინება ყოველმა ეპისკოპოსმა თავის სამწყსოს საყდრებში თავის ხალხს წაუკითხონ და გააფრთხილონ»…

სხვათა შორის, ანუ ზემოთ ჩემი ბჟუტურისგან განსხვავებით, ეს ისტორიული დოკუმენტია და, სანამ იდენტობა სიძულვილის ენით საუბარში დამდებენ მავანნი ბრალს, მეფე ერეკლესაც იგივე შეჰბედონ.

თუ ამას ვერ გაბედავენ, მაშინ ქართველმა პედერასტებმა, რომლებსაც პარადი მოსდომებიათ, ღმერთს (უფრო სწორედ სატანას) მადლობა უთხრან, რომ პატარა კახი 200 წლის მკვდარია. თორემ ხომ იცით, ერთი სიმღერისა არ იყოს, მეფის სიტყვა კანონია, აღარ უნდა ლაილაი!..

დავით მხეიძე

 

1 COMMENT

  1. მართლია თქვენ კიდევ მაგ დროში ხართ ჩარჩენილები..
    ამას რომ მოიყვან გასასამართლებლად

    «ჩვენ, ირაკლი მეფემან,… სიყვარულის და სიძულვილის წამლის მიმცემნი, ან ღვთის დიდად განმარისხებლისა და მიუტევებლისა ფინთისა და მყრალისა და ცეცხლით საუკუნოდ მწველისა მამათმავლობის მქმნელნი, მამალნი ანუ დედალნი, ესენი უნდა ძალიანი და საანდაზო ჯაჯაებით (ჯაჯა _ ტანჯვა-წამება) დაიხოცნენ

  2. ავტორ ლეეს-ს აშკარად ერთი ასო აკლია!
    აი რომბი კი, ნაღდად თავის ფორმის გამო დაარქვეს.
    მე ერთი აზრი მომივიდა: ევროპის მთელი რიგი ქვეყნების დიპლომატებმა და სხვადასხვა ჯურის წარმომადგენლებმა შეუდარებლად დიდი შეშფოთება და აღშფოთება გამოთქვეს, ვიდრე 2008 წლის აგვისტოს რუსეთის აგრესიის დროს
    და აწი თუ კიდევ რუსეთი ან ვინმე დაგვესხა თავს ეს "ელგბტ" თუ რაღაც ჯანდაბა ტიპები ხომ არ გაუშვათ ხოლმე საომრად ჩვენი ბიჭების მაგივრად, ჰაა? გენოფონდსაც გადავარჩენთ და ევროპაც და ამერიკაც უფრო სერიოზულად დაგვიდგება გვერდში! აქვე მინდა ავღნიშნო, რომ 1.5 წელი ჰოლანდიაში ვცხოვრობდი, აქედან 3 თვე ამსტერდამში, ასე რომ "ქაჯობას" და უნახაობას ვერავინ დამაბრალებს :)))

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here