Home რუბრიკები პოლიტიკა ახალი «ერევნული» მოძრაობა…

ახალი «ერევნული» მოძრაობა…

595

თითქოს აღარაფერი უნდა გვიკვირდეს .. ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან, რადგან 9 წლის მანძილზე მან, როგორც ხელისუფლებამ, ყველაფერი უკეთურობა იკადრა. ხოლო გაოპოზიციონერებულმა ფაშისტებმა 1 ოქტომბრის შემდეგ, რაც ქართველმა ხალხმა  მათ შიზოიდ ფიურერ მიშა სააკაშვილს და მის რაიხსფიურერებს ის ცოცხის ტარი გაუკეთა, რომლითაც მთელი საქართველო გააუპატიურესკოაბიტაციის რეჟიმში ხომ თავხედობისა და ცინიზმის ყველა რეკორდი მოხსნეს!


მაგრამ ასეთი?! რა პროგნოზები აღარ კეთდებოდა 2 თვის წინ დაანონსებული 19 აპრილის მიმართ. ლამის არმაგედონ აპოკალიფსს წინასწარმეტყველებდნენ მავანნი, მაგრამ ამათ უარესი მოიფიქრეს _ ახალ ეროვნულ მოძრაობას ვიწყებთო, გაგონილა, კაცო?!

საერთოდ, როგორ ბედავენ ეს მანქურთები სიტყვა «ეროვნულის» ხსენებას, როცა სწორედ ეროვნულს, ტრადიციულს, ანუ დიდი ილიას მიერ ანდერძად დატოვებულ «მამული, ენა, სარწმუნოებას» ებრძოდნენ შეფარვითა თუ აშკარად; ყოველივე ქართულის ამოსაგდებად, ქართველი კაცის მენტალიტეტის შესაცვლელად, ახალი ქართველის «გასაკეთებლად» იყვნენ მოვლენილნი ოკეანის გაღმიდან და აკი ნაწილობრივ მოასწრეს კიდეც დავალების შესრულება _ 20 % ჩვენი ძირძველი ტერიტორიებისა ოკუპირებულია, ხოლო დანარჩენის კოლონიზაცია აგერ ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს: ინდოელების, არაბების, ჩინელების, თურქების თუ სხვა გადამთიელების ჩამოთესლებით, მათთვის სახნავ-სათესი მიწების მიყიდვით; 9 წლის მანძილზე, როგორც მინიმუმ, ჩვენი შვილების ერთი თაობა მაინც გადააკეთეს «ახალ ქართველებად» პატრიოტთა ბანაკებსა და მის მიმდებარე ბუჩქებში!

ახლა ვიცი, ამის თქმის გამო, ე. წ. უფლებადამცველები გამომიხტებიან ლაჯებში მეზობლის კურდღელივით და დაიწყებენ რატრატს: ქსენოფობია, ჰომოფობია, სიძულვილის ენა და ა. შ. მსგავს ლიბერასტულ მიეთ-მოეთს, მაგრამ რა ვქნა? ის «სიძულვილი» ჩემი სამშობლოს სიყვარულიდან მოდის! სამშობლო, რომელიც ამ მანქურთებმა ბითუმად და «ოპტომ» გაგვიყიდეს და ზემოთ ამიტომ დავსვი რიტორიკული კითხვა, როგორ ბედავენ სიტყვა «ეროვნულის» ხსენებას-მეთქი?..

 თანაც სად? სადაც გასული საუკუნის მიწურულს მართლაც ეროვნული მოძრაობა დაიწყო; სადაც ახლაც კი, როდესაც რუსთაველზე ჩავივლი, თითქოს იმ დროის «ლანდები მელაციცებიან», თითქოს კვლავ მესმის იმ 9 აპრილის დღეს (რომლის უშუალო მონაწილეც გახლავართ. _ დ. მ.) უსინათლოთა განწირული «დაუკარით» და მერაბ კოსტავას გრგვინვა: «ეს წამი ერთ-ერთი დიდებულთაგანია»…

თანაც ვინ? გიგა ბოკერია, მიშა სააკოვი, ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა და ა.შ., ვინც 26 მაისს იმ წმინდა ადგილზე ქართველების სისხლი დაღვარეს…

  19 აპრილის წინ, ბატონმა ჯანსუღ ჩარკვიანმა, როგორც სჩვევია ხოლმე, გონებამახვილურად ლექსად «იანგლა»:

«სამწუხაროდ, ვზივარ სიმწუხარეში,

ადრე მუდამ საქართველოს ვლოცავდი.

ქართველი ხარ? _ არ მოხვიდე 19-ში!

სომეხი ხარ? _ კი, ბატონო, მობრძანდი

გონებამახვილურად-მეთქი, ანუ «კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდა» და მე სულაც არ გამიგია ეს, როგორც არმენოფობია, არამედ…

საყოველთაოდ ცნობილი ამბავია, რომ ე.წ. ვარდების რევოლუცია, რომელმაც ლამის ფესვიანად მოგვთხარა და ამოგვაგდო, ოკეანის გაღმა არსებული, რეაქციული სომხური ლობის პროექტია, ხოლო მისი ძირითადი შემოქმედნი აქ გვარგადაკეთებული სომხები არიან, ანუ ნასომხარები. ჰოდა, რა ვქნათ ახლა: წავიყაროთ თავზე ნაცარი და ვაიმე, ქსენოფობია ფაშისტობა არ დაგვწამონო და სიმართლე არ ვთქვათ?

კი, ბატონო, ყოველი ადამიანის უფლებაა და ახლა ძალიან გაადვილებულიც, ვისაც რა გვარი უნდა, იმაზე დაეწერება, მაგრამ, კაცი რომ საკუთარ გვარს უარყოფს, ბაბუამისის საფლავზე რომ მივა და იქ სხვა გვარი ეწერება, ასეთი კაცი, კაცია?

ეს ჰქონდა, ალბათ, მხცოვან პოეტს უზურში და არა სომეხთა სიძულვილი. ჰოდა, ყველა ნაქართველარის, ნასომხარის, ნაფრანგალის და ა. შ. დედაც ვატირე, თორემ ყველა ერს გაუმარჯოს, მითუმეტეს თბილისელ სომხებს შემოევლოს ჩემი თავი, რომელთა შორისაც ბევრი მეგობარი მყავს!

ამიტომაც დავასათაურე წინამდებარე წერილი ასე. ახლა იმაზე, რაც ერთი შეხედვით არ უკავშირდება 19 აპრილის აქციას, მაგრამ…

 «მე ძალიან ხშირად მიწევს იმის თქმა, განსაკუთრებით აქეთ ყოფნისას, ევროპაში, ამერიკაში, რომ «ნაციონალური მოძრაობის», როგორც ყოფილი მმართველი პოლიტიკური ძალის, გადარჩენა თუ პოლიტიკურ სპექტრში დარჩენა, ეს არის ქართული დემოკრატიის ამოცანა. რაც არ უნდა გამიბრაზდნენ ახლა ქართველი მსმენელები, რომლებიც თვლიან, რომ «ნაციონალური მოძრაობა» გადასარჩენი კი არა, გასასამართლებელი და ასაკრძალია, მე ამას კიდევ ვიმეორებ და ყველას ვურჩევ, რომ კარგად დავუკვირდეთ, რაზეა აქ საუბარი. «ნაციონალური მოძრაობა», როგორც კოლექტიური დამნაშავე პოლიტიკური ძალა, ბოლო 9 წლის განმავლობაში ჩადენილ დანაშაულებში და ასე შემდეგ _ თუ ჩვენ ასე შორს წავედით, მაშინ ჯობია, დავიწყოთ ჯერ კომუნისტური პარტიით (ნაცების ეროვნულობის არ იყოს, რა პირით ახსენებს კომუნისტებს, როცა 9 აპრილის მეორე დღეს, როდესაც პარტიის წევრები მასიურად ხევდნენ მანდატებს, გაწევრიანდა მაშინ ჯერ კიდევ ყმაწვილი დავით უსუფა კომუნისტურ პარტიაში(?!) _ დ. მ.), მერე მივაყოლოთ მრგვალი მაგიდა, მოქალაქეთა კავშირი, აღორძინება, ნაციონალური მოძრაობა, და ყველა ერთად ავკრძალოთ, გავაუქმოთ და ა. შ.» რადიო «თავისუფლება». 2013 წლის 17 აპრილი. პრაღა.

აი, რა ბრძანა ბატონმა დავით უსუფაშვილმა ჩეხეთში _ არა, ბატონო, ეგ ქართული დემოკრატიის კი არა (მითუმეტეს ქართველი ხალხის, რომელიც მართლაც გავბრაზდით), «ლიჩნად» რესპუბლიკური პარტიის ამოცანაა, რადგანაც მეცოცხე ნაცების ფონზე რესპუბლიკელებიც კი შედარებით სიმპათიურად გამოიყურებიან, თუმცა არც იმდენად, რაც ამ ჩვენი ცოდვით სავსე ლუის ნავარომ დაუწერა რეიტინგად _ ქმარს 66, ხოლო ცოლს 59%.

ისემც კარგი დაგემართოთო, ამაზეა ნათქვამი…

ენდიაის რეიტინგები ვახსენე და ადრე, 1 ოქტომბრამდე თუ ნავარო «ქართული ოცნების», ანუ საქართველოს, ქართველი ხალხის წინააღმდეგ მუშაობდა და ნაცების რეიტინგებით გვაოცებდა, ახლაც იმავეს სჩადის, რადგანაც, მისი ბოსების სამწუხაროდ, ნაცების უმრავლესობაში ყოფნა ვეღარ გაგრძელდა, ახლა ნავარო გამალებით მუშაობს, რათა როგორმე «გაუპრავოს» ნაცებს მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი და, როგორც იტყვიან, ამ ოპერიდან არის მეცოცხეთა პარტიის 53% და დავით ბაქრაძის 47-იც. ასე რომ, აქედან გამომდინარე, 19 აპრილის აქცია, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნაც-რესპუბლიკელების ერთიანი აქცია, სახელად კოაბიტაცია იყო!..

კაცმა რომ თქვას, ერევანს რას ვერჩი? ასე უფრო უპრიანია 19 აპრილის შესახებ

რადგანაც ჰომოსექსუალიზმი, ანუ ჩვენებურად და ყველასთვის გასაგებად, პედერასტობა მხოლოდ ამ საქმის პირდაპირ მიმდევრობას არ გულისხმობს (თუმცა მასეთებიც ბლომად ამოვიცანი), არამედ პედერასტობა, პირველ რიგში, «ფილოსოფია», გნებავთ, ცხოვრების წესია _ მაგალითად, სანდრო გირგვლიანს, ბუტა რობაქიძეს, გიორგი გამცემლიძეს, ზურა ვაზაგაშვილს ჯერ ქუჩაში რომ დახვრეტ და შემდეგ «დააკანტროლკებ», ციხეში პატიმრებს რომ ცოცხით გააუპატიურებ და ა.შ. სხვა მრავალი სისაძაგლის ჩამდენი და მათი მხარდამჭერები პედერასტები არიან ყველანი, აბა, რა?

დღეს ბევრს ლაპარაკობენ, რამდენი ხალხის მიყვანა შეძლეს «ნაცებმა» «ცოცხზე კაცის» აქციაზე. გააჩნია ვინ, მაგრამ ყველა სათავისოდ ითვლის, ამიტომ მარჩიელობას ვერ დავიწყებ და, როგორც თვითმხილველი, ვიტყვი _ პოლიტიკური პარტიისთვის, მითუმეტეს ახალი ერევნული მოძრაობის დაწყებისთვის, ნამდვილად ცოტანი იყვნენ, მაგრამ პედერასტების აღლუმისთვის ბევრზე ბევრი მეჩვენა!

ისე, ცნობისთვის: ნაცგეი პარადის დასრულების შემდეგ, ვიღაცის ფოტოობიექტივმა ჩვენი გაბადრული პრეზიდენტი და ევროკავშირის დროშაშემოხვეული ცნობილი «ქათამი», ანჟელა მაზმანიანი, დააფიქსირა მიშასთან ჩახუტებულ მდგომარეობაში, ალბათ, როგორც სიმბოლო, საქართველოს ევროპული არჩევანისა

დავით მხეიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here