Home რუბრიკები პოლიტიკა თქვენ ხომ არ გძმარავთ მოქალაქე უსუფაშვილო?!

თქვენ ხომ არ გძმარავთ მოქალაქე უსუფაშვილო?!

724

გამოთქმამ «გაგებით მოეკიდეთ» ბოლოდროინდელ  საქართველოში უკვე ანეკდოტური ელფერი შეიძინა. ხალხი იცინის და თანაც სიმწრით, მაგრამ გაგებით ეკიდება იმას, რომ ჩამორთმეული კერძო საკუთრებიდან მხოლოდ «ქართუ ბანკი» დაუბრუნდა პატრონს, ხოლო დანარჩენები ეგრეთ წოდებული კეთილსინდისიერი მყიდველის პირისპირ აღმოჩნდნენ.

 

კეთილსინდისიერია, აბა, რა არის ის მყიდველი, რომელმაც ერთ თვეში დავით კეზერაშვილის ოთხჯერ გადაყიდული აქტივები შეიძინა!

გაგებით ვეკიდებით იმასაც, რომ, ბაჩო ახალაიას გარდა, ყველა გუშინდელი მაღალჩინოსანი «სვაბოდაზეა», ხოლო აწ უკვე ოპოზიციის მანტიამოსხმული «ნაცმოძრაობის» თითქმის ყველა საშუალო და დაბალჩინოსანი კვლავაც ინარჩუნებს სამუშაო ადგილს საბიუჯეტო სფეროში!

გაგებით ვეკიდებით იმასაც, რომ სააკაშვილმა თავისი მომხრეები გუბერნატორებად გაამწესა, ხოლო კარის მეხოტბეები თბილისის მერიის სამსახურებში დაასაქმა!

გაგებით ვეკიდებით, მაგრამ უკვე სულ უფრო ვკარგავთ «გაგებას», რადგან ეს ყველაფერი «მეოცნებე» პარლამენტის თავმჯდომარემ არ გვაკმარა და რადიო «თავისუფლებასთან» ინტერვიუში პირდაპირ განაცხადა: 

«მე ძალიან ხშირად მიწევს იმის თქმა, განსაკუთრებით აქეთ ყოფნისას, ევროპაში, ამერიკაში, რომ «ნაციონალური მოძრაობის», როგორც ყოფილი მმართველი პოლიტიკური ძალის, გადარჩენა თუ პოლიტიკურ სპექტრში დარჩენა, ეს არის ქართული დემოკრატიის ამოცანა».

აქ, ალბათ, დავით უსუფაშვილი მიხვდა, რომ საკუთარი ამომრჩევლის გაგებას წიხლი კისერში მიაჭირა და განმარტა:

«რაც არ უნდა გამიბრაზდნენ ახლა ქართველი მსმენელები, რომლებიც თვლიან, რომ «ნაციონალური მოძრაობა» გადასარჩენი კი არა, გასასამართლებელი და ასაკრძალია, მე ამას კიდევ ვიმეორებ და ყველას ვურჩევ, რომ კარგად დავუკვირდეთ, რაზეა აქ საუბარი. «ნაციონალური მოძრაობა», როგორც კოლექტიური დამნაშავე პოლიტიკური ძალა, ბოლო 9 წლის განმავლობაში ჩადენილ დანაშაულებში და ასე შემდეგ _ თუ ჩვენ ასე შორს წავედით, მაშინ ჯობია, დავიწყოთ ჯერ კომუნისტური პარტიით, მერე მივაყოლოთ მრგვალი მაგიდა, მოქალაქეთა კავშირი, აღორძინება, ნაციონალური მოძრაობა, და ყველა ერთად ავკრძალოთ, გავაუქმოთ და .

ამის შემდეგ უსუფაშვილი კიდევ უფრო შორს წავიდა და დაამატა:

«რადგან ჩვენ ეს არ გვიქნია კომუნისტური პარტიის მიმართ, არც «ნაციონალური მოძრაობის» მიმართ იქნება ეს სწორი. ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ ინდივიდუალური პირების პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დადგეს. ეს დადგება. თუმცა ამ განსაცდელს რამდენად გაუძლებს თავად «ნაციონალური მოძრაობა» და ამ შიდა გაუგებრობებს და შეჯახებებს არ გადაყვება, ეს უკვე ჩემი საქმე არ და ვერ არის. მე ვისურვებ, რომ მისი შედარებით ჯანსაღი ნაწილი, ასე ვთქვათ, უვნებელი გამოვიდეს ამ პროცესიდან და ჩვენ მათ ისევ პოლიტიკურ ბრძოლაში დავამარცხებთ».

დავით უსუფაშვილის ამ გამონათქვამებმა ისედაც ზამბარასავით დაჭიმული საზოგადოება კიდევ უფრო ამოაგდო «გაგების» რეჟიმიდან. როგორი მოსასმენია ეს იმ ამომრჩევლისთვის, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში ხელკეტებით სცემდნენ, გაზით წამლავდნენ, იჭერდნენ, ქონებას ართმევდნენ და სამსახურებიდან ყრიდნენ? ციხეში გაუპატიურებლებსა და მოკლულებზე «გაგებით» გავჩუმდეთ? გაგება კარგია, მაგრამ იქნებ ახალმა მთავრობამაც გაგვიგოს, ან ეცადოს მაინც ამის გაკეთებას!

თუ უსუფაშვილს მართლაც ჰგონია, რომ ქართველი ამომრჩეველი 1 ოქტომბერს ნომერ 41-ს იმ იმედით ხაზავდა, რომ «ნაციონალური მოძრაობა» გადაერჩინა, ის ან თავს იტყუებს, ან მართლაც რაღაც «გასაოცარი დემოკრატიის» ხიბლშია ჩავარდნილი! «ნაცმოძის» გადარჩენა რომ გვდომებოდა, ხუთიანს შემოვხაზავდით და დარჩებოდნენ კიდეც ყოველგვარი თამაშისა და კეკლუცობის გარეშე!

ვინ მოგცათ უფლება, ჩვენი ბედით ითამაშოთ და ჩვენ მაგივრად აპატიოთ ყველაფერი ჯალათებს? ვინ დაგავალათ მათი გადარჩენა, ღიად და გულახდილად თქვით! ვინც ეს დაგავალათ, მათ თქვენთვის ხმა არ მოუცია! პირიქით, გაიძულეს, უპროტესტოდ გეღიარებინათ «ნაციონალების»  მიერ მიწერილი 40 პროცენტი!

ბატონო უსუფაშვილო, როდესაც ამბობთ, რომ თქვენი სურვილია, «ნაციონალური მოძრაობის»  «შედარებით ჯანსაღი ნაწილი, ასე ვთქვათ, უვნებელი გამოვიდეს ამ პროცესიდან»,  ჩვენ გვკითხეთ, გვინდა მათი უვნებლად დარჩენა?

თქვენ აცხადებთ: «ჩვენ მათ ისევ პოლიტიკურ ბრძოლაში დავამარცხებთ». უჩვენოდ როგორ დაამარცხებთ მათ? თუ ჩვენი ხმები კიდევ სამწელიწად-ნახევარი არ გჭირდებათ და ახლა თქვენც «ნაციონალებივით» საკუთარ ჭკუაზე ჭრით და კერავთ?

მოკლე მეხსიერება საერთოდ პოლიტიკოსების მონაგონია. ისინი ადვილად ივიწყებენ საკუთარ წარსულს და ფიქრობენ, რომ ხალხსაც ავიწყდება ყველაფერი. გვახსოვს, ძალიან კარგად გვახსოვს 2003 წელიც და მიშას ატორღიალებული პოლიტიკური გვამები, რომელთა კარგა გვარიანი ნაწილი ახლა ივანიშვილს აეტორღიალა!

უსუფაშვილსაც უთუოდ ახსოვს და უნებლიეთ ეს სწორედ რადიო «თავისუფლებასთან» ვრცელ ინტერვიუში წამოსცდა. კითხვაზე «დაპირებებს ყველა პოლიტიკური ძალა კარგს იძლევა ხოლმე, «ნაციონალური მოძრაობაც» ხომ არაჩვეულებრივი დაპირებებით მოვიდა ხელისუფლებაში?» მისი მყისიერი პასუხი ასე დაიწყო: «დიახ, ესეც ცნობილი ამბავია _ ადამიანები ხშირად იმეორებენ იმას, რასაც პირიქით აკეთებენ».

პირიქით აკეთებთ ახლა თქვენ ყველაფერს, ბატონო დავით, და რაღაც ძალიან ხშირად იმეორებთ იმას, რასაც პირიქით აკეთებთ! ამ ფრაზის გაგრძელება პოლიტიკურად გამართული, მაგრამ ისტორიულად მცდარია: «მე არ ვიყავი არასოდეს დარწმუნებული, რომ მიხეილ სააკაშვილი იქნებოდა გულწრფელი და სწორი პრეზიდენტი. 2003 წლის «ვარდების რევოლუციაში» რესპუბლიკურ პარტიასაც ჰქონდა გარკვეული წვლილი. პირადად მე წინა ხაზზე არ ვყოფილვარ, მაგრამ სადაც ვიყავი, ცხადია, ვგულშემატკივრობდი ამ ამბებს. მაგრამ პოლიტიკურად არასოდეს დამისახავს ამოცანა, რომ სააკაშვილი გამხდარიყო პრეზიდენტი და ქვეყნის ლიდერი. იმიტომ, რომ მას ამის უნარი არ ჰქონდა».

პირადად დავით უსუფაშვილის ამოცანა იყო თუ არა სააკაშვილის გაპრეზიდენტება, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მისივე პარტიის თავმჯდომარე _ ლევან ბერძენიშვილი მაშინ სააკაშვილთან ერთად იყო «ნაციონალური მოძრაობის» თანათავმჯდომარე და რესპუბლიკელებს თავი არ დაუზოგავთ იმისთვის, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილი წამოჯდომოდა ქვეყანას თავზე!

«გარკვეული წვლილი» კი რესპუბლიკელებს, შევარდნაძის გარდა, ზვიად გამსახურდიას დამხობაშიც მიუძღვით და არც ეს დაგვვიწყებია, ბატონო დავით! ლიდერებისგან «დროულად გამიჯვნის» უნარი რესპუბლიკელებს ყოველთვის გამოარჩევდა და ამის კიდევ ერთი დასტური უსუფაშვილის იმავე ინტერვიუს შემდეგი ფრაგმენტია:

რადიო «თავისუფლება» – შეუძლია თუ არა დღევანდელ საპარლამენტო უმრავლესობას, უარი უთხრას ან არ გაითვალისწინოს ივანიშვილის შეხედულებები და რჩევები, თუკი საჭიროდ ჩათვლის?

დავით უსუფაშვილი:  _ რამდენიც გნებავთ, იმდენი ყოფილა ასეთი შემთხვევა და კიდევ იქნება. რაც შეეხება საკუთრივ ამ ურთიერთობებს, ჩვენ ვართ მთავრობა და პარლამენტი, თუმცა, ამას გარდა, ერთ პოლიტიკურ ძალასაც წარმოვადგენთ. ეს უკვე ძალიან დელიკატური თემებია _ როდისაა ეს ერთიანი პოლიტიკური ძალა და როდისაა ინსტიტუტები გაყოფილი და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებენ. ამ პრაქტიკასა და ტრადიციას ვამკვიდრებთ, რაც სწორია. პოლიტიკური გუნდის ერთიანობა იმას ნიშნავს, რომ, თუ არის პრობლემური საკითხი, აუცილებელია პოლიტიკური კონსულტაციების გამართვა მანამ, სანამ რომელიმე მხარე მიიღებს გადაწყვეტილებას. ამ კონსულტაციების შემდეგ მხარეებს უნდა ჰქონდეთ და აქვთ თავისუფლება, ის გადაწყვეტილება მიიღონ, რომელსაც სწორად მიიჩნევენ.

ამ ექვსი თვის განმავლობაში შემიძლია გავიხსენო ათამდე შემთხვევა, შესაძლოა, მეტიც, როცა დავინახეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვან კანონპროექტებზე აზრთა სხვადასხვაობა იყო მთავრობის წევრებსა და პარლამენტს შორის, პრემიერსა და პარლამენტს შორის ან პარლამენტს შიგნით სხვადასხვა ადამიანს შორის. ამ დროს მარტივი რამ ხდება _ ჩერდება საკითხი, იმართება კონსულტაცია და ვიღებთ გადაწყვეტილებებს. თქვენ მიერ მოხმობილი მაგალითი სარეიტინგო კენჭისყრასთან დაკავშირებით _ დიახ, იყო შემთხვევა, როდესაც ჩვენ სწორედ პოლიტიკური კონსულტაციების შედეგადაც გვქონდა გარკვეული გზა».

ერთი სიტყვით, როცა ჩავთვლით საჭიროდ, მაშინ გავემიჯნებით ივანიშვილსო, აი, ეს გზავნილია დაშიფრული უსუფაშვილის პასუხში! მოკლე მეხსიერების მქონე პოლიტიკოსებს შეგახსენებთ: ქართველ ხალხს ხმა თქვენთვის არ მოუცია, ივანიშვილს მისცა! არც 2003-ში მოუციათ რესპუბლიკელებისთვის ხმა, მიშას მისცეს!

ბატონო დავით! როგორი ჯანსაღიც არ უნდა გეჩვენებოდეთ თქვენ «ნაციონალური მოძრაობის» ერთი ნაწილი, ხალხს ამის არ სჯერა, რადგან ჯანსაღი ადამიანი ვერ გაძლებდა იმ პარტიაში, რომელიც საკუთარ ხალხს ყოველდღიურად დასცინოდა და მშიერის ლუკმას ხან გასახდომ პროცედურებში, ხან კბენაკვნესით ჩატარებულ მასაჟებში და ხანაც საკუთარი ხარჭების დასაჩუქრებაში ფლანგავდა!

ჯანსაღი ადამიანი ვერ გაძლებდა იმ წრეში, რომელიც დავით აღმაშენებლის, ილია ჭავჭავაძისა და მემედ აბაშიძის ძეგლების გადამალვასა და მათ ადგილზე კვერცხების, «შლოპანცების», გაჭეჭყილი ბოთლებისა და ველოსიპედების ძეგლების დადგმას საკუთარი პოლიტიკური მოღვაწეობის მწვერვალად მიიჩნევდა და მიიჩნევს დღესაც!

ჯანსაღი ადამიანი ვერც იმაზე დახუჭავდა თვალს, რომ ასზე მეტი ახალგაზრდა ქუჩებში დახვრიტა ნაქებმა და «რეფორმირებულმა» პოლიციამ! სამაგიეროდ, თქვენი, რესპუბლიკელების, «სამჭედლოდ» ცნობილი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დღეს ისე უტევს ღარიბაშვილს, თითქოს საიას მძღოლს ტყვია ესროლა პოლიციელმა და არა სიგარეტი!

იურისტები ვახსენე და ერთიც მაინტერესებს: იურისტებით სავსე რესპუბლიკელები სულ არ შეგაშფოთათ მიხეილ სააკაშვილის განცხადებამ, რომ საჩუქრები და ბიუჯეტიდან გაწეული უხვი ხარჯები ინვესტიციების მოსაზიდად სჭირდებოდა? განა ეს ქრთამის მიცემის აღიარება არ იყო? რატომ არავინ იმჩნევთ პრეზიდენტის აღიარებით ჩვენებებს? განა ეს იმპიჩმენტის საფუძველი არ არის?

თუმცა ვიდრე «ნაცმოძრაობის» პრეზიდენტი (სააკაშვილმა 19 აპრილის მიტინგზე კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მხოლოდ ერთი პარტიის პრეზიდენტია და არა მთელი ქვეყნის!) ამ აღიარებით ჩვენებებს გამოაქვეყნებდა, მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა მოგმართათ სააკაშვილის იმპიჩმენტის მოთხოვნით, მაგრამ ახალმა უმრავლესობამ ყურიც არ გაიბერტყა. ბიძინა ივანიშვილმა კი განმარტა, იმპიჩმენტზე რომ დავიწყე ლაპარაკი, ჩვენს დასავლელ მეგობრებს ძალიან ცუდი რეაქცია ჰქონდათო!

ჩვენს რეაქციებზე არ გიფიქრიათ, პატივცემულებო?

თქვენ ხომ არ გძმარავთ?

თამარ დავითულიანი

 

20 COMMENTS

  1. თქვე კაი ხალხო, რომ წერთ "არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდებაო", ეგ შეზღუდვა სტატიის ავტორზე არ ვრცელდება?

  2. აჯობებდა ავტორს ჯერ ინტერვიუ ყურადღებით წაეკითხა, თუ ვერ გაიგებდა შინაარს ვინმესთვის ეკითხა, ცოტა ფაქტებიც გადაემოწმებინა და მერე შესდგომოდა ამოდენა უსტარის წერას!!!!

  3. ბატონო დავით, რესპუბლიკური პარტიის იდეოლოგია საქართველოს მოსახლეობისათვის მიუღებელია ეს ხომ კარგად იცით, ისიც ხომ იცით, რომ თქვენ და თქვენი გუნდისთვის ხალხს ხმა რომ არ მიუცია, თქვენ გაძვერით ბიძინას ზურგს ამოფარებულები, თორემ დეპუტატად ვინ აგირჩევდათ,ნაცვლად იმისა რომ ნაც ბანდა საბრალდებო სკამზე დასვათ გაუგებარ კოაბიტაციაზე გვესაუბრები ,თქვენ იმალებოდით- ჩვენ ქუჩაში მიტინგზე ვიყავით- რათა სამართლიანობა დაგვემყარებინა საქართველოში — თქვენ რა დაგვცინით? ფიალა ნელა ივსება …, ველოდებით სამართალს ….

  4. რესპუბლიკელების მსგავსად, კოალიციის,- სხვა პარტიებიც არ უქმნია ღმერთს, იყო ბიძინას ხიბლი და ნაცების სიძულვილი,ეგ არის და ეგ მორჩა.

  5. ისე სულაც არა აქვს მნიშვნელობა სად რომელი ფაქტია არასწორად მოწოდებული, აზრი კი გასაგებია და ვეთანხმები; მართლა აუტანელია ამ ყველაფრს ყურება და თავის შეკავება აზრის გამოთქმისგან. მხოლოდ ვშიშობ რომ ეს ხალხი (წერილში ნახსენები ან ნაგულისხმები) იმდენად არის ერთმანეთთან კავშირში რომ ყველას ექნება დიდი ან პატარა "კუდები" მორჩენილი, რომლის გახსენება და/ან რომელზეც პასუხისგება არავის არ ენდომება. ამიტომაც არც რეალური ნაბიჯების გადადგმა არ იქნება მოსალოდნელი. დიდი ხანია ერთად "ჭამენ პურს", ერთი ჯამიდან…

  6. აბა რას ელოდით უსუფაშვილისგან? არაფრით განსხვავდებიან ნაცებისაგ….მაგატტვის ხმა არავის მიუცია…ლოკომოტივს ჩამოეკიდნენ და გადაირჩინეტ თავი…სანამ რესპუბლიკელები იარსებებენ საქართველოს მომავალი არ უწერიაააააააააააააა.

  7. სირცხვილია ხალხო შეიძლება უსუფაშვილი არ მოგწონდეს და არც რესპუბლიკელები,მაგრამ ჭეშმარიტებას ვერსად გავექცევით,რესპუბლიკელები ბატონ ივანიშვილის არჩევანია,და კიდევ რესპუბლიკელები არასდროს არსად არ დამალულან,ბოლოს და ბოლოს ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი ბატონი ბიძინაა და არ დავით უსუფაშვილი

  8. სააკაშვილის სიძულვილით დაბრმავებულმა ქათველმა ერმა(შევარდნაძის დროსაც ასე მოხდა,მაგრამ ერმა ჭკუა მაინც ვერ ისწავლა)ხელისუფლებაში ვინ მოჰყავდა ვერ გაიაზრა,როდის იყო ძაღლი ძაღლის ტყავს ხევდა,თავისუფლების ინსტიტუტის გამოზრდილები არიან.დანაპირების აღსრულებას რომ სთხოვთ სიონისტ მასონებს ” სიონის ბრძენთა ოქმებში”ხომუწერიათ:პოლიტიკოსის სიტყვა და საქმე ერთმანეთს არ უნდა ემთხვეოდესო ხოდა არც ემთხვევა,უპატრონო ეკლესიას ეშმაკები შეესია,ამ ეშმაკებს ღმერთის სიტყვა თუ სძლევს,მაგრამ ამ სიტყვის აღიარება თქვენ ,ქართველებს არ გინდათ,მეორედ მოსვლაა!!!.

  9. არც ესენარც ესენი არიან უკეტესები, მატ დანაშაულს ხელს რომ აფარებენ, ალბატ ტავადაც იგივეს აპირებებ და ამიტ სურსტ ტყავის გადრჩენა მომავალ დანაშაულობების ტავის არიდება

  10. ბატონო ბიძინა , კრგად შეისწავლეთ ეს უღმერთო, უკეთური ღირებულებების მქონე ნაცების შემცვლელი რესპუბლიკელები,, ისინი თავისი განათლებით ნუ გხიბლავთ, ამ განათლებას ისინი ქართველების წინააღმდეგ გამოიყენებენ, რადგან მათი პატრონები ოკეან გაღმელები არ დაუშვებენ, რომ იბერია გაბრწყინდეს ,ქართველი ყველაფერს მოითმენს და სულს არავის წააბილწინებს,.. ამიტომ მოიშორეთ ნაც იდეოლოგიის გამრგძელებლები…..

  11. ეს კაცი გაცილებით დემაგოგი გამოდგა, ვიდრე რომელიმე პარლამენტის თავჯდომარე იყო…კიდევ უფრო დამიმძიმდა მასზე შთაბეჭდილება.

  12. ასეთი მთავრობებით არასოდეს არ წავა საქართველოში წინ საქმე, და საერთოდ კომუნისტების დროს ნამოღვაწარი ხალხი არ უნდა აირჩეს რაიმე თანამდებობებზე

  13. მთელი ენთუზიაზმით ვიბრძოდი 2003 წლის 23 ნოემბრიდან, ვცდილობდი ჩემი წვლილი შემეტანა ნაც.მოძრაობის მოსაცილებლად, 2 ოქტომბრის ღამეს სიხარულით ვტიროდი, სუფრა გავაკეთე სახლში, 9 წლის ღვინო მქონდა თავკვერი შენახული ამ დღისთვის, ის ვსვით, იმით ვადღეგრძელეთ ივანიშვილი და გონიერი ქართველი ერი. მეგონა სამართლიანობა აღსდგებოდა მაგრამ ამათ ნაცებთან თანაცხოვრება მოინდომეს, ამ შემთხვევაში გვრჩება რა? ჩვენთვითონ აღვადგინოთ სამართლიანობა.

  14. ავტორი ამდენის უფლებას საკუთარ თავს მხოლოდ ე.წ. პოპულარობის მიზნით აძლევს ?! წაკითხულის გააზრებას ნიჭი უნდა ! ძალიან მართალი და ლოგიკური შეფასებები დააფიქსირა უსუფაშვილმა

  15. მოვაწყოთ აქცია მოთხოვნით აიკრძალოს ნაცმოძრაობა და რესპუბლიკური პარტია. უსუფაშვილს კი ურჩევნია, სანამ მრგვალ მაგიდას ახსენებს, ნაგვით სავსე პირი კარგად გამოირეცხოს

  16. ნაცმოძრაობის სახით საქართველოს მართავდა(თავზე აჯდა) სომხური დაჯგუფება ახლა ის სიონისტურმა ჩაანაცვლა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here