Home რუბრიკები საზოგადოება კოაბიტაცია თუ ამორალიზმი?

კოაბიტაცია თუ ამორალიზმი?

942

«ყოველ ხეს, რომელსაც კარგი ნაყოფი არ მოაქვს, ჭრიან და ცეცხლში აგდებენ» (მათე 7, 19)

ჩვენში კიდევ ერთი სიტყვა «კოაბიტაცია» (თანაცხოვრება, თანაარსებობა) პოპულარული გახადეს. თანაცხოვრება, თანაარსებობა ქართველ კაცს არ ესწავლება. ათასწლობით მტრებით გარემოცული იბერიული მოდგმა მამაცურად უმკლავდება მრავალრიცხოვანი დუშმანის შემოსევებს, ინახავს საკუთარ თვითმყოფად კულტურას, ცხოვრების წესს, ტრადიციებს და ამავე დროს კაცთმოყვარულად ეპყრობა მის მიწაზე დამკვიდრებულ, ხიზნად მოსულ უცხო თესლს _ აძლევს მიწას, უყოფს ლუკმას, დახმარების ხელს უწვდის ჭირსა თუ ლხინშიმაშ, რატომ მოგვიწოდებენ დასავლელი «მეგობრები» კოაბიტაციისკენ? რას ნიშნავს კოაბიტაცია, მათი გაგებით, და სად მიჰყავს ადამიანი მათებურად გაგებულ კოაბიტაციას?


გერმანელი ფილოსოფოსი ოსვალდ შპენგლერი ჯერ კიდევ XIX საუკუნეში გულისტკივილით წერდა «ევროპის დაისზე». მისი შეხედულებით, დასავლეთის, ანუ ფაუსტური კულტურა X საუკუნეში იღებს დასაბამს და ამ კულტურის შემდეგ დადგება დრო დოსტოევსკისეული, ანუ მართლმადიდებლური კულტურისა.

მხოლოდ ესღა იხსნის კაცობრიობას გადაგვარებისგან.

დასავლურმა კულტურამ ადამიანი გახადა ყველაფრის საზომი, ანუ ადამიანი ღმერთად გამოაცხადა. მისთვის ყველაფერი ნებადართულია; სიკეთეც და ბოროტებაც მხოლოდ ის არის, რასაც თავად მიიჩნევს სიკეთედ და ბოროტებად. ასეთ კულტურაში უარყოფილია აბსოლუტური ფასეულობები და გაბატონდა ადამიანისეული შეფარდებითი ფასეულობები.

სერბი არქიმანდრიტი იუსტინე პოპოვიჩი დასავლური კულტურისგან შობილ ადამიანს ამგვარად აღწერს: «დარჩა მხოლოდ ნამსხვრევები ადამიანისა, მხოლოდ სხეულებრივი ჩენჩო, რომლისგანაც განუდევნიათ სული. მართალია, ეს ჩენჩო დახვეწილია, გარანდულია, ელვარებამდეა გაპრიალებული, მაგრამ ის მაინც ჩენჩოა მხოლოდ და მეტი არაფერი. ევროპულმა კულტურამ სულისგან განძარცვა, გაანივთიერა, გაამატერიალურა ადამიანი, რაღაც საშინელ მანქანად გადააქცია იგი; და აი, ევროპული კულტურა ახლა ურჩხულისმაგვარ საზარელ მანქანად წარმოდგება ჩვენ წინაშე, რომელიც შთანთქავს ადამიანებს და ნივთებად გადაამუშავებს მათ. და ფინალიც ამისა მძიმე და ტრაგიკულია: ადამიანი უსულო საგნად ქცეულა უსულო საგნებს შორის» (არქიმანდრიტი იუსტინე, «მართლმადიდებელი ეკლესია და ეკუმენიზმი», წიგნში «სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა», ტ. 5. თბ. 1995, გვ. 118).

თანამედროვე დასავლელი ფილოსოფოსები, სოციოლოგები, ფსიქოლოგები ობიექტურად ასახავენ ადამიანის ბედს იმ საზოგადოებაში, რომელშიც ღმერთისგან დაწესებული აბსოლუტური ფასეულობები ხელოვნურად შეცვალეს დემოკრატიის მანტიაში შენიღბული ფსევდოკულტურით, ადამიანის არსის საწინააღმდეგო მორალით.

დღეს უკვე აღარავის უკვირს ერთსქესიანთა ქორწინება, სოდომ-გომორის ცოდვის გზით სიარული. საოცარია, რომ ამ სატანისტურ მორალს მხარს უჭერს თვით კათოლიკური ეკლესია, რომლის წიაღში ჯვარს წერს ერთმანეთზე ნამეტნავად შეყვარებულ მამაკაცებს!

«დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო»!

როგორც პრესით შევიტყე (არ მინდა დავიჯერო), ამერიკის პრეზიდენტმა ახლახან პედერასტებს აშშ-ის არმიაში სამსახურის ნება დართო, იმ არმიაში, რომელშიც ყოველწლიურად 19000 ამერიკელ სამხედრო მოსამსახურე ქალი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ხდება!

ასევე პრესისა და ტელევიზიის საშუალებით შევიტყვე, რომ რუსეთის ხელისუფლებამ აკრძალა რუსი ბავშვების უცხოეთში გაშვილება, მდიდარ ამერიკელ ჰომოსექსუალისტთა ოჯახების რუსი ბავშვებით უზრუნველყოფა, ანუ უმანკო ბავშვთა ფიზიკური და სულიერი დაღუპვა!

ისიც შევიტყე, რომ რუსეთში გამოჩნდნენ საკმაო რაოდენობის «კეთილისმყოფელნი», რომლებიც მთავრობის ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ბავშვთა ამერიკაში გაშვილებას ამართლებენ იმით, რომ ეს ბავშვები მატერიალურად უზრუნველყოფილნი იქნებიან. სულ არ ანაღვლებთ ამგვარ «ოჯახებში» გაშვილებული ბავშვების მომავალი, მათი ფსიქიკური და ზნეობრივი სიჯანსაღე.

სირცხვილი თქვენ, ასეთო «კეთილისმყოფელებო»!

ფრანგმა ფილოსოფოსმა და მწერალმა ჟან პოლ სარტრმა, გააანალიზა რა თანამედროვე ევროპელი ადამიანის გაუცხოების პროცესი, სასოწარკვეთით წამოიძახა: «ადამიანი დაწყევლილია თავისუფლებით!».

ეს ის თავისუფლებაა, რომელიც ადამიანს ათავისუფლებს მორალისგან და, ფაქტობრივად, ცხოველზე უარეს არსებად აქცევს, რომლისთვისაც ყველაფერი ნებადართულია!

ამგვარი თავისუფლება იწვევს გრძნობების დევალვაციას, ადამიანურ ურთიერთობათა დეჰუმანიზაციას, ანგრევს ოჯახურ და ნათესაურ კავშირებს. გაუცხოებული ადამიანი მზად არის ჩაიდინოს არა მარტო მსუბუქი ანტისაზოგადოებრივი ქცევები, არამედ მასობრივი, უმოტივო მკვლელობებიც კი, რასაც ევროპაში მყოფი ჩვენი თანამემამულე გოგონაც შეეწირა.

ამერიკელი სოციოლოგი . პარსონსი წერს: «ზოგადი და საერთო ნიშანი, რომელიც განსაზღვრავს ინდივიდის მდგომარეობას ჩვენს საზოგადოებაში, წარმოადგენს გაუცხოება» («Вопросы философии» #16, 1968).

დასავლური კულტურისგან შობილი გაუცხოება იწვევს ადამიანის ფსიქიკის ნგრევას. როგორც ფსიქოლოგი ხინკლე აღწერს, ამგვარ საზოგადოებაში მცხოვრები ადამიანი შეპყრობილია შიშით, იმყოფება მუდმივ დაძაბულობაში, განიცდის იმედის გაცრუებას, შფოთს, ცხოვრების უაზრობას… თანამედროვე ბავშვი, რომელიც შიზოიდურ კულტურაში იზრდება (ხინკლე დასავლურ კულტურას შიზოიდურს უწოდებს), საეჭვოა, ჩამოყალიბდეს გაწონასწორებულ, ინტეგრირებულ პიროვნებად.

გაუწონასწორებელი, არაორგანიზებული პიროვნება ძნელად ეგუება თანამედროვე რთულ ცხოვრებას, ამიტომ ის ხშირად ჩადის დანაშაულს, ლოთობს, იღებს ნარკოტიკებს, ეწევა გაუკუღმართებულ სექსს, ხდება ნევროტიკი და ფსიქოპათი (Гезела Дж. Хинкле, “Социология и психоанализ” wignSi Г. Геккер и а. Басков “Современная социологическая теория”, М. 1961 с .678).

დასავლური შიზოიდური კულტურის სავალალო შედეგებს სტატისტიკა აფიქსირებს.

აშშ-ში ყოველ 24 წუთში ხდება მკვლელობა, ყოველ 7 წუთში _ გაუპატიურება, ყოველ 10 წამში _ ძარცვა…  24 მილიონი ადამიანი ნარკომანია, რომელთაგან ყოველწლიურად 5 ათასი კვდება… თავისებურ ნარკომანიად იქცა ეროტომანია, პორნოგრაფია… ე.წ. სექსის ინდუსტრია კი მილიონობით ახალგაზრდა ამერიკელს რყვნის (Jurnali `Time~ 23 March 1981. wignSi В. Пазенок “Апология аморализма…”. М. 1982 с. 46).

მკითხველს ვთხოვ, ყურადღება მიაქციოს იმას, რომ ამერიკაში გამომავალი ჟურნალი აღწერს 30 წლის წინანდელ მდგომარეობას. ვფიქრობ, საჭირო არ არის, გავეცნოთ აშშ-ის დღევანდელი კრიმინოგენური სტატისტიკის საშინელებებს.

ამერიკელი ფილოსოფოსი ო. ტოფლერი წერს, რომ ამერიკას სულს უხუთავს გაურკვეველი დამოკიდებულება ღმერთისადმი, რელიგიისადმი, ოჯახისადმი, პიროვნებისადმი… “Но от этой свистопляски страдают не одни Соединенные Штаты. Процесс массовой переоценки ценностей охватил все технически развитые страны” (wignSi В. Пазенок “Апология…” с. 43).

არა მგონია, მეცნიერების განვითარება, ახალი ტექნოლოგიები, ქვეყნების ტექნიკური განვითარება თავად იყოს ზნეობრივი დეგრადაციის მთავარი მიზეზი.

მთავარი მიზეზი მსოფლიოს უხილავი ხელისუფლების სურვილია, გარდაქმნას და აკონტროლოს ადამიანის ცნობიერება, თავის ნებას დაუმორჩილოს არა მარტო ინდივიდები, არამედ მსოფლიო ხალხები მეცნიერების განვითარებით, ახალი ტექნოლოგიებით, ტელევიზიით, კომპიუტერით, ათასგვარი გასართობი სანახაობის მეშვეობით, რომლებიც თავისებურ ნარკოტიკებად აქციეს.

მასონი გლობალისტები მილიარდობით დოლარს ხარჯავენ მართლმადიდებლობის წინააღმდეგ. ამ ბრძოლაში იყენებენ გულუხვად დაფინანსებულ ათასგვარ სატანისტურ სექტებს, მაგრამ მათ შორის მთავარი დამრტყმელი ძალა მასონური ეკუმენიზმია.

მასონური ეკუმენიზმის მთავარი მიზანია რელიგიების გაერთიანება და «მსოფლიო თანამეგობრობის» შექმნა. ეს არის კაცობრიობის მომზადება ანტიქრისტეს აღსაყდრებისთვის. ერთი მსოფლიო ხელისუფლება, ერთი ფული, ეროვნული სახელმწიფოების, ერებისა და ეროვნული კულტურის გაქრობა… ამ მიზნის მისაღწევად კი აუცილებელია შიზოიდური კულტურის დანერგვა, ტვინის გამორეცხვა, სპექტაკლის საზოგადოება, ამორალიზმი!

საუბედუროდ, ქართველი ერი ამ ოცი წლის მანძილზე ამგვარი ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, მაგრამ ჩვენზე, როგორც ბოცვერებზე, ექსპერიმენტებს ატარებენ.

დიდი უზნეობაა, როცა ბოროტეულს არ ებრძვი, მასთან თანამშრომლობ, მასთან თანაარსებობ და მშვიდობიანად ცხოვრობ. თუ ეკუმენიზმი საყოველთაო «სიყვარულსა და შემწყნარებლობას» ქადაგებს, კოაბიტაციაც იმავეს მოგვიწოდებს _ ყოველგვარ უკეთურობასთან თანაცხოვრებას, თანაარსებობას, რაც ბიბლიის, სახარების სწავლებას ძირეულად ეწინააღმდეგება.

კოაბიტაცია მოგვიწოდებს: ვიცხოვროთ და ვიარსებოთ ბოროტეულთან!

ბიბლია გვასწავლის: «ბოროტეული თავისი უკეთურობის გამო მოიკვეთება» (იგავნი სოლომონისა 14, 32).

თუ ბოროტს წინ არ აღუდექი, მაშინ მასთან წილნაყარი ხარ და შენი უკეთურების გამო შენც მოიკვეთები.

კოაბიტაცია ჩვენგან მოითხოვს: ბოროტმოქმედს ნუ დევნი და ნუ დასჯი!

ბიბლია გვასწავლის: «რაკი სწრაფადვე არ ისჯება ბოროტი საქმე, ამიტომ ბედავს კაცი ბოროტების ჩადენას» (ეკლეიასტე 8, 10).

კოაბიტაცია მოგვიწოდებს: ნუ იბრძვით სამართლიანობის აღდგენისთვის!

ბიბლია გვასწავლის: «არ არის კარგი მიკერძოება ბოროტეულის მიმართ მართლის გასამტყუნებლად სამსჯავროზე» (იგავნი სოლომონისა).

კანონიერებისა და სამართლიანობის აღდგენის აუცილებლობაზე ამერიკელი სოციოლოგი მარტინ ლეპსეტი წერს: სამხედრო გადატრიალებით და რევოლუციებით მოსული რეჟიმები ვერ ახერხებენ კანონიერებისა და სამართლიანობის მოპოვებას მოსახლეობის ფართო ფენებში ხუთი და მეტი თაობის მანძილზე (Мартин Лепсет “Ролитическая социология” wignSi `Американская социология”, М. 1972 с. 207).

ჩვენი დასავლელი «მეგობრები» კი კოაბიტაციას გვთავაზობენ, გვირჩევენ, შევეგუოთ და დავემორჩილოთ უკანონობის, უსამართლობისა და უზნეობის ზეობას, ჩაგვჩიჩინებენ, ვიცხოვროთ ისე, როგორც თავად ცხოვრობენ გეიპარადების შემყურენი.

ავიწყდებათ ან არ იციან ის, რომ ევროპაში  შპენგლერისეული დაისი კი არა, უკვე ბუშისეული შუაღამეა!

ძია სემებო და ბლანჟოსანო ბატონებო! დიდი ქართველი პოეტის სიტყვებით გიპასუხებთ:

«რაც უნდა ჭირი მომკერძო,

ბილწთ არ შევეკვრი ზავითა»;

ეს იმ პოეტის სიტყვებია, რომლის შედევრებით ამორალიზმის წყვდიადით გულაკვნესებული «კარგი ევროპელები» (კონსტანტინე გამსახურდიას ტერმინია) აღშფოთებულ სულს იმშვიდებენ!

ჩვენ მიერ არჩეულნო, ჩვენო კარგო უმრავლესობის დეპუტატებო!

მე მიკვირს თქვენი! გეტყობათ, მრავალ თქვენგანს კოაბიტაცია, ალბათ, ხელს აძლევს! რატომ ხმას არ აიმაღლებთ? რასღა ელოდებით? ნუთუ აღარ გესმით პატარა კახის ხმლის ავი სიმღერა და ოჟა ჯურხაის ფარის ჟრიალი, შავჩოხიანო ვაჟებო! იმღერეთ შავლეგო და ნუ დაემსგავსებით გეიპარადის მონაწილე ტატუირებულ ევროამერიკელს!

კოაბიტაციით მიღწეული მშვიდობა გსურთ? აი, რას გვასწავლის ამგვარი მშვიდობის შესახებ წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველი: «ყველანაირი მშვიდობა როდია _ საღმრთო მშვიდობა! რამეთუ არსებობს მშვენიერი უთანხმოებაც და არსებობს დამღუპველი ერთსულოვნებაც. უნდა გვიყვარდეს მხოლოდ ჭეშმარიტი მშვიდობა, კეთილმიზანდასახული და ღმერთთან მიმდევანებული, რადგან როცა საქმე აშკარა უკეთურებასთან გვაქვს, მაშინ ცეცხლსა და მახვილსაც არ უნდა ვრიდოთ, არც დროისა და ხელმწიფეთა მოთხოვნებს დავემორჩილოთ, მით უმეტეს _ არამც და არამც არ უნდა ვეზიაროთ მზაკვრულ დვრიტას, არ უნდა ვემთხვიოთ სენშეყრილს!»

იბერიულო მოდგმავ!

გვახსოვდეს ვისი გორისანი ვართ!

მედგრად ვიდგეთ ერთად და წინ აღვუდგეთ შინაური და გარეშე მტრების მზაკვრულ მცდელობას, ქართველი ერი გადააგვარონ და მდიდარი უცხოელების პირისფარეშთა უწიგნურ მასად გადააქციონ, საქართველო კი _ საროსკიპოებისა და კაზინოების ბინძურ ბუდედ, სადაც ხუთი მილიონი მიშას ტურისტი ხუთ მილიონ სიბილწეს დატოვებს!

სამშობლო საფრთხეშია!

დავიცვათ ქართული პატიოსნება და ღირსება!

თენგიზ კუბლაშვილი,

უზენაესი საბჭოს დეპუტატი, წმ. ანდრია

პირველწოდებულის სახელობის მცხეთის სასულიერო

სემინარიის ყოფილი პედაგოგი

 

1 COMMENT

  1. ბატონო თენგიზ, მოესალმებით თქენნაირი მოაზროვნე ქართველები უნდა იყოს ბევრი საქართველოში, დიდხანს იცოცხლეთ, გაიხარეთ …..

  2. ქართველი ჩენჩოდ დიდი ხანია რაც ქცეულია, ქართველი არ ყიდდა ქართველს თურქეთის ბაზრებზე? ქართველები არ ანგრევდნენ და აქუცმაცებდნენ ერთიან საქართველოს? ქართველებმა არ მოახდინა გადატრიალება და დაამხო მის მიერ არჩეული ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებ? ეს ჩენჩო ქართველები არ ითხოვენ კოაბიტაციას ნაცონალებთან?
    "იბერიულო მოდგმავ!

    გვახსოვდეს ვისი გორისანი ვართ!

    მედგრად ვიდგეთ ერთად და წინ აღვუდგეთ შინაური და გარეშე მტრების მზაკვრულ მცდელობას, ქართველი ერი გადააგვარონ და მდიდარი უცხოელების პირისფარეშთა უწიგნურ მასად გადააქციონ, საქართველო კი _ საროსკიპოებისა და კაზინოების ბინძურ ბუდედ, სადაც ხუთი მილიონი მიშას ტურისტი ხუთ მილიონ სიბილწეს დატოვებს!

    სამშობლო საფრთხეშია!

    დავიცვათ ქართული პატიოსნება და ღირსება!" -კარგი სიტყვებია ბათონო თენგიზ, მაგრამ ვაი რომ გამგონი არ არის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here