Home რუბრიკები პოლიტიკა ნატოობის 20 წელიწადი

ნატოობის 20 წელიწადი

591

ჩვენისთანა უცნაური ერი დედამიწაზე მეორე არ დადის!.. «ტრიპაჩებიცა» ვართ, მოყელყელავენიც, შურიანებიც, ქარაქუცებიც, მაგრამ ერთი კაცი, მიხეილ სააკაშვილი, გამოგვერია ისეთი, რომ მთელ მსოფლიოს სულ სხვა კუთხით გააცნო ჩვენი თავი და ბეჭედი დასვა: «თუ «პრეზიდენტი» ხარ, ჰალსტუხიც უნდა შეჭამო და თურქეთში «გრუზავიკებსაც» უნდა გაეჯიბრო ველოსიპედით!..»


მიშა იმდენს იზამს, პრეზიდენტის ინსტიტუტს მთელ მსოფლიოში «გააბანძებს», მაგრამ ეს არ არის მთავარი, მთავარი ისაა, რასაც თანამედროვე ქართული პოლიტიკის ბედუკუღმართობა გვპირდება!..

 ბატონმა რეზო ამაშუკელმა თავის დროზე დამირეკა და მითხრა, _ მიშა ჰალსტუხზე უნდა დავპატიჟოო!..

 ახლა, თურქეთიდან რომ ჩამოვა ბეჭმოტეხილი და დალილავებული, რა უნდა შევთავაზოთ და შევურჩიოთ?! რა ფერის «გრელკა» უნდა ამოვუდოთ იღლიაში ჩვენს პატივცემულ «პრეზიდენტს», ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ გეტყვით იმას, რაც ცხადია და გარკვეული, _ სააკაშვილი წარსულია!

მომავალი? მომავალი _ გაურკვეველი და ბუნდოვანი!..

ვახტანგ ხმალაძე პრეზიდენტად ისევე გამოდგება, როგორც ცოცხი _ ფანდურად!..

არმაზ ახვლედიანიც ვერ გასწევს პრეზიდენტობას, _ «მოქალაქეთა კავშირის» ძველ ყონაღს ძალიან გაუჭირდება ბიძინა ივანიშვილის თანაგუნდელობა, რადგან შეუძლებელია, კაცი შევარდნაძის ბუხარში ნაცრის ქექვას მისტიროდეს და ახალი საქართველოს აშენებაზე ოცნებობდეს!..

 ათასჯერ დაგვიწერია და გვითქვამს, _ საქართველოს მეფეებს, როგორც წესი, ევროპისკენ გული კი მიუწევდათ, მაგრამ გიორგი ბრწყინვალეს ეპოქიდან მოყოლებული ყოველთვის იჭვნეულად უყურებდნენ კათოლიკე მოძმეთა მიერ მოწერილ უსტარებსა და რეალურ შესაძლებლობებს!.. ასე, მაგალითად, მეთოთხმეტე საუკუნის ოცდაათიან წლებში გიორგი ბრწყინვალე საფრანგეთის მეფეს დაახლოებით ასეთ რამეს სწერდა საყვედურით, _ აგვტეხთ საომრად და იერუსალიმის გასათავისუფლებლად, ჩვენც ავიღებთ მახვილს და გვაქვს თქვენი დახმარების იმედი, მაგრამ, საქმე საქმეზე რომ მიდგება, ურჯულოთა წინაშე ყოველთვის პირისპირ აღმოვჩნდებით და, ვიდრე თქვენი გემები ხმელთაშუა ზღვაში არ შემოვლენ და ვიდრე ურჯულოებს არ შეუტევთ, მანამდე ჩვენი დახმარების იმედი არ გქონდეთო!..

ხომ არაფერი გენიშნათ, პატივცემულო მკითხველო?

მიხეილ სააკაშვილიც ასე ხომ არ ატეხეს ქართველი ერის სასიკვდილოდ და მიწასთან გასასწორებლად?

მართალი უთქვამთ, _ ისტორია მეორდება: პირველად _ როგორც ფარსი და მერე _ როგორც ტრაგედია!..

მაინც ვინ უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი?

ზვიად გამსახურდია ამ საქმისთვის ვერ გამოდგება, რადგან საქართველოს დაუძინებელმა მტრებმა დიდი კონსტანტინეს სისხლსა და ხორცს ჯერ კიდევ ამ ოცი წლის წინ ძველ ხიბულაში, კარლო ღურწკაიას ოჯახში მოუსწრაფეს სიცოცხლე!..

ცხადია, ვერც ედუარდ შევარდნაძე ივარგებს ამ პოსტისთვის, რადგან, უკვე დიდი ხანია, სიცოცხლეშივე მიცვალებულია და, ამ ბოლო დროს ტელევიზიით რომ ვნახე, ედუარდ ამბროსოვიჩი ძალიან დაპატარავებულა და პირწმინდად დამსგავსებია ნიკორწმინდის კედელზე გამოსახულ სატანას!..

მაშ, ვინ?

«საკითხავი სწორედ ეს არის!»

ბატონი თედო ჯაფარიძე ნიჭიერი და განათლებული კაცია, მაგრამ შევარდნაძის მიერ გამოზრდილი კადრია და ამ მხრივ მის დიპლომატიურ ნიჭსა და ექსპრესიას სერიოზული ბორკილი ადევს!..

ანალოგიურ სიტუაციაშია პატივცემული ზურაბ აბაშიძეც, რომელიც, რა თქმა უნდა, ალღოიანი, დინჯი და გავლენიანი ფიგურაა, მაგრამ მის პიჯაკსაც შევარნაძის ბუხრის სუნი ასდის!..

ერთი სიტყვით, ყველა გზა შევარდნაძისკენ მიდის!..

ახლა, მოდით, იმის შესახებ ვილაპარაკოთ, ვინ კი არა, როგორი უნდა იყოს საქართველოს მომავალი პრეზიდენტი!..

ურწმუნო თომას ქოხი

ივანე ჯავახიშვილს ეკუთვნის ძალიან საგულისხმო და, მე თუ მკითხვათ, გენიალური სიტყვები: «როცა საქართველო დამოუკიდებლად წარმართავდა თავის პოლიტიკას, მაშინ იყო მისი რენესანსი!..»

მიხეილ ჯავახიშვილს კიდევ ასეთი რამ დასცდა სიკვდილის წინ, ვიდრე ტყავისქურთუკიანები ქვიშხეთში მიუვარდებოდნენ და მერე «ჩეკას» ჯურღმულებში უკრავდნენ თავს, _ არსად ისე არ ეჯავრებათ ფულიანი კაცი, როგორც საქართველოში და არავის ისე არ უყვარს ფული, როგორც ქართველს!..

ფული და საქართველოს ორიენტაცია საქართველოს უახლესი ისტორიის ორი ავგაროზია, ფული განსაზღვრავს ორიენტაციას და ფულია ფულის პატრონი!..

ნატოს აპოლოგეტებს ეგონათ, რომ აგვისტოს ომის დროს ამერიკის მეექვსე ფლოტი შავ ზღვაში შემოვიდოდა და მოსკოვს ბალისტიკურ რაკეტებს დაუშენდა, მაგრამ სინამდვილეში ხელში შეგვრჩა ბათუმში ჩამომდგარი ამერიკული კრეისერი, რომელმაც პამპერსები, ლობიო და ცივი წყალი ჩამოგვიტანა!..

ანუ ომში, როცა ყველაზე უფრო გვჭირდებოდა დახმარება და ქომაგი, ნატომ საქართველოს, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, რევანდის ოყნა გაუკეთა და ამერიკამ თვალი მოუხუჭა იმას, რომ კოკაინის «კაიფში» გაგლეჯილი სააკაშვილი ოდენ პორნომასაჟისტს, «დოქტორ დოტის» ძუძუს კერტებს იყო ჩაფრენილი!..

ამ ყველაფერზე მშვენივრად იხუმრა ერთმა ცნობილმა ქართველმა პოეტმა: «დიტო, დუტა, დოტი, მიშამ წააგო ფრონტი!..»

სხვათა შორის, იგივე ამბავი დაგვემართა ჩვენ 1919 წელს, როცა იტალიის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა _ ორლანდომ გაბრაზებულმა მიატოვა ვერსალის საზავო კონფერენცია, რადგან მას გამარჯვებულმა მოკავშირეებმა ევროპაში არაფერი არგუნეს და სამაგიეროდ შორეული კავკასიისკენ მიუთითეს: აი, ერთი უპატრონო ქვეყანა _ საქართველო, რომლის მთებშიც პრომეთე იყო მიჯაჭვული, ახლახან დამოუკიდებლობა გამოაცხადა და იმას მიხედეთო!..

ორლანდომ აპულიაში, კერძოდ ბრინდიზის პორტში სერიოზული მზადება დაიწყო იტალიელთა 50-ათასიანი სამხედრო კორპუსის საქართველოში წამოსასვლელად, მაგრამ სულ მალე იტალიის არჩევნებში ფრანჩესკო ნიტიმ გაიმარჯვა, რომელმაც იტალიელთა შორეულ კავკასიაში ინტერვენციას წერტილი დაუსვა და არ გაინტერესებთ, რა მიზეზით ახსნა თავისი გადაწყვეტილება? _ საქართველო ადრე თუ გვიან მაინც რუსეთის ლუკმა გახდება და ბოლშევიკებთან და ლენინთან ჭიდაობის თავი იტალიას არ აქვსო!..

ეს არის ისტორიული ფაქტი, ხოლო ის, რომ ამერიკა და ნატო ჩვენი გულისთვის რუსეთს მესამე მსოფლიო ომს დაუწყებენ, ყურით მოთრეული ზღაპარი!..

ქოხებსა თუ გაკრიალებულ აპარტამენტებში გამოკეტილმა ურწმუნო თომებმა უნდა შეიგნონ და გაითავისონ, რომ «უცხოელი არასოდეს გამოიხსნის შენსა სამშობლოს», ხოლო ცნობილი ზღაპარი «მტრების მეგობრობა», შესაძლოა, კეთილად აგვიხდეს, თუ საქმეს ჭკვიანი ადამიანები წარუძღვებიან და არა შევარდნაძე-სააკაშვილის რეჟიმის გაერთიანებული მებუხრეები!..

საქმე ძალიან მარტივად გადასაწყვეტია: კონსტიტუციურად გაკრეჭილ-გამოკრეჭილი საპრეზიდენტო პოსტი, რომელიმე ოდიოზურ ფიგურას კი არა, ისეთ კაცს უნდა გაუთავისუფლონ, რომელსაც სწორედაც რომ კონსტიტუციით დაევალება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ამ მიმართულებით რუსეთთან ინტენსიური მუშაობის გაჩაღება!..

საქართველოს კონსტიტუციაში ამის პარალელურად უნდა ჩაიწეროს, რომ ჩვენს ქვეყანაში არასოდეს განთავსდება რომელიმე უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზა და მესამე, საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ უარი უნდა თქვას ისეთ სახიფათო თამაშებზე, რასაც ჰქვია რუსეთის მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარება და ..

რუსეთმა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა ცალმხრივად სცნო და ახლა, ქართველთა მიერ ოსთა გენოციდი რომ აღიაროს, ხომ საბოლოოდ დავიღუპეთ და დავიქეცით?

ეს რომ მოხდეს, ვინ უშველის საქართველოს: ნუგზარ წიკლაური თუ გიორგი კანდელაკი, რომელსაც კოკა გუნცაძემ ისეთი ალიყური გააწნა, მარცხენა ლოყა სააკაშვილის «პატრიოტების» უსტაბაშის _ გიორგი მაზმანიანის, ანუ იმავე «ანჟელას» უკანალივით უხურს?

აი, ასეა საქმე!..

სააკაშვილია და, თურქეთში «გრუზავიკებს» ეჯიბრება ველოსიპედით ტრასაზე!..

კნეინა თამარ ჩორგოლეიშვილია და გიორგი ბარამიძემ შუა ქორწილში ლამის ზედ სუფრაზე წამოაქცია!..

ვანო მერაბიშვილია და მარკშეიდერად იქცა!..

მინაშვილი, ვაშაძე, გაბაშვილი, ჩიორა, ტოროლა და ფასკუნჯი რას ბჟუტურობენ, თვითონ არ იციან!..

ბატონებო, საქართველოს პრეზიდენტი სჭირდება და არა, უკაცრავად პასუხია, პრეზერვატივი!..

ლუკა აბუსერიძე

 

1 COMMENT

  1. რათქმა უნდა საქართველოს ნამდვილი პრეზიდენტი სჭირდება და არა თვითმარქვია
    და რაც მთავარია პირველ რიგში რაც ყველას ავიწყდება ან არ სწამთ ან არ სჯერად არ ვიცი როგორც გინდათ ისე ფიქრეთ მაგრამ ეს ერდად ერთი მწარე რეალობაა და სიმართლე
    ხალხმა დაივიწყა უფალი ჩვენი იესო ქრისტე ჭეშმარიტი რწმენით არა ისე ზედაპირულად ყველას სწამს.
    მე ნამდვილ სიყვარულზე და უფლის შიშზე ვსაუბრობ რაც ესოდენ გვაკლია ყველას.მერწმუნეთ ესაა მთავარი ღვთის შიში და სიყვარული როცა ჭეშმარიტად გვექნება ყველაფერი მოგვარდება ესაა და ეს

  2. ზვიად გამსახურდია ამ საქმისთვის ვერ გამოდგება, რადგან საქართველოს დაუძინებელმა მტრებმა დიდი კონსტანტინეს სისხლსა და ხორცს ჯერ კიდევ ამ ოცი წლის წინ ძველ ხიბულაში, კარლო ღურწკაიას ოჯახში მოუსწრაფეს სიცოცხლე!..
    >>>
    რო არ მოეკლათ ხო დალეწავდა კრამიტებს?!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here