Home რუბრიკები საზოგადოება შეცდომაა კოაბიტაცია, სწორია გასამართლება!

შეცდომაა კოაბიტაცია, სწორია გასამართლება!

652

ევროპელი მფარველების მიერ წაქეზებულმა «ნაციონალებმა» დაუსჯელობის გრძნობით იმდენი ქვეყნის ღალატთან წილნაყარი დანაშაული ჩაიდინეს, რომ არა მგონია, კოაბიტაციის ჯადოთი ამ ნადირთა ცხვრის ტყავში შეტენვა მოახერხონ. ქართველმა ხალხმა მათი დაუსჯელი პარპაშით ისეთი საშინელება განიცადა, რომ ვერაგი დამპყრობლის დაუნდობლობასაც კი აჭარბებს. უცხოელი ქართულ მიწებს ვერ გაყიდდა; წართმეულის დაბრუნება კი სამართლიანია და ვერავინ ჩაგითვლის ძალადობად. ამათ გაყიდეს ის, რაც ხალხისაა, და ახლა გაყვირიან პოლიტიკურ დევნაზე.

«ნაციონალთა» წუწუნით ისეთი შეშფოთებულები არიან მათი ნატოელი წამქეზებლები, როგორც პატრონი, რომლის სხვათა დასაგლეჯად მიქსეულ ძაღლს მაგარი ჯოხის მოხვედრით ყეფა, ღრენა და კბენა კუდამოძუებულის წკავწკავით შეუცვალეს.

ეგონათ, ისე დააბეჩავეს, დააკნინეს და გადააგვარეს ქართველი ხალხი, რომ მათი აღვირახსნილობა დაუსჯელად სუკუნეებით გაგრძელდებოდა. ამათ პარპაშის მეცხრე წელს ისეთი ჭიტლაყი უთავაზა ქართველმა ხალხმა, რომ ჩადენილ დანაშაულთა სააშკარაოზე ამონთხევა და ამ სიბინძურეში აფართხალება მოუწიათ.

პრეზიდენტად წოდებული არარაობა კი გუნდგუნდად აფრენს სიცრუის ბარტყებს და მისგანვე შეპირებული ბუს კვერცხებით საქართველოს სამოთხედ ქცევის შეფერხებაზე წუწუნებს. სიცრუის ფაფარში ჩაფრენილი კარგად გრძნობს, რომ ჩადენილ ღალატთა სიმძიმეს ვეღარ ათრევს მისი თვალთმაქცობის ჯაგლაგი.

სამშობლოსათვის ქართველთა თავდადებას ერის გამყიდველ ნაძირალათა მიერ ციხის შიგნიდან გატეხის მრავალი სიმწარე განუცდია; გასჭირებია, წაუფორხილებია, მაგრამ ისევ გამართულა და შეუპოვრად შებმია მის მოსასპობად შემართულ ყბადაღებულ ძალადობას. მაშინდელი მუხთლობა არაფერია იმასთან, რაც ნაცისტმა, უცხოეთის ლაქია ქართველებმა დამართეს საქართველოს.

მოღალატეები, მძარცველები და მკვლელები რომ არიან უცხოეთში, ნაციონალი მაღალჩინოსნების გაფრთხობაც მოწმობს, როგორც კი პასუხისგების წინაშე წარდგომის სუსხი იგრძნეს. ეგონათ, მუდმივად იქნებოდნენ ხელისუფლებაში და ჩადენილ დანაშაულს ქვეყნის ერთგულებად გაასაღებდნენ. მათგანვე დამკვიდრებული ძალადობისა და უცხოელი მფარველების იმედით, რომელთაც თავისი ხალხის წინააღმდეგ გაჩაღებული სამარცხვინო ომი ავანტიურისტ სააკაშვილს ჰააგის ტრიბუნალად კი არ უქციეს, ლამის გმირად გამოაცხადეს და საპატიო ლეგიონერის ორდენი ჩამოჰკიდეს; მარტო ეს დანაშაული ეყოფოდათ დასავლეთში ამგვარი არსების დასამხობად და დასაპატიმრებლად.

ტერიტორიების დაკარგვა, ხალხის ლტოლვილებად ქცევა, ერის საამაყო ახალგაზრდების ამოწყვეტა ხომ «ნაციონალების» თავქარქაშა ბელადის ყველასთვის ცნობილი ღალატია.

საქართველოს დაქუცმაცების მცდელობით პარლამენტის შენობის ვანდალურ აოხრებასა და პარლამენტის ქუთაისში გადატანაზე ბიუჯეტის უზარმაზარი სახსრების აღვირახსნილ ხარჯვას რაღა გამოძიება უნდა? ეს არ არის ქვეყნის ღალატი?!

ხალხმა, მიუხედავად ძალადობის, დაშინების, მუქარისა და მრავალგზის გაყალბებისა, «ნაციონალებს» უნდობლობა გამოუცხადა. ამათ კი, რაც ხმები მოაგროვეს, ამგვარ მაქინაციებს უმადლოდნენ. თუ შემდეგ არჩევნებამდე მიაღწიეს, მათთვის ხმის მიცემის მსურველი დამნაშავე მინისტრადყოფილთა და ჩინოვნიკთა მოთქმაღა იქნება მხოლოდ.

ყაყანებენ და ქვეყანას ყრიან, ტელევიზიის თანამშრომელი დაკითხვაზე რად დაიბარესო, ისინი, ვინც ტელეკომპანია «იმედი» არნახული მხეცობით დაარბიეს, მერე მიითვისეს და წლების განმავლობაში «ნაციონალთა» სიმყრალე აყბედეს. გამომცემლობა «სამშობლო» ააწიოკეს, უამრავი რედაქციების ჟურნალისტები ქუჩაში კინწისკვრით გამოყარეს; ამის შემდეგ მოჰკითხე ამათ კანონი, სამართლიანობა და ნამუსი.

127 ათასი ჩინელის ჩამოსახლების მცდელობისათვის რა უნდა ეწოდოს ნაპრეზიდენტალ არარაობას? დავით აღმაშენებლობის სურვილით ყველაზე სასაცილო და სამარცხვინო მთავარსარდლად შემორჩება ადამიანთა მეხსიერებას. ახლა ჩინელების ჩამოსახლებით ქართველთა საბოლოო გადაშენების მცდელობით უნდოდა დავით აღმაშენებლობა და ეს ილუზია ყველაზე საზარელ ღალატად გამოაცხო და გრიფით საიდუმლო დაადო თავის თავქარქაშა დიდების მონაპოვარს.

დასავლეთის ორიენტაციაზე გადარევა და ნატოში შესვლის სურვილის კონსტიტუციაში შეტანა განა იმავე ნაციონალთა მორიგი სისულელე არ არის? ნატო კი აგრძელებს უამრავი პრობლემებით შეწუხებულ, დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე მდგარი პატარა და ცივილიზაციის აკვნიდან მომავალი ბრწყინვალე ერის ახალგაზრდების სისხლით ავღანეთში სამარცხვინოდ აჭრიალებულ მისი სამხედრო მანქანის შეზეთვას, სადაც 19 დაღუპული და ორასამდე დასახიჩრებული, ჯერჯერობით, ეთვლება ქართლის დედის მოთქმას. ამათ უნდა გაგვიყვანონ გაღმა?

თუ «ნაციონალებმა», როგორც უნდოდათ, ჭრეს და კერეს კონსტიტუცია და მუხთალ სახეზე ნიღბად მოირგეს, რატომ ჰგონიათ, რომ ერისა და ქვეყნის ერთგულებაში უფლისმიერი ლოცვით ნაკურთხი ადამიანები კონსტიტუციაში ამათ ნაცოდვილარს ლამაზად არ შეასწორებენ?!

ახლა მთელი ქართველი ერი დარწმუნებულია, რომ ყაჩაღების, მძარცველების და მოძალადეების კანონით დასჯის მცდელობა უაზრობაა, სანამ «ნაციონალების» ლაქია მოსამართლეები წამომჯდარან თემიდას სასწორზე და დასცინიან სიმართლის მაძიებელთა ძალისხმევას. კუბლაშვილის მიერ «ნაციონალთა» ერთგულებით შერჩეული მოსამართლეების მიერ მათთვის არასასურველ პირთა მიმართ სასაცილოდ შეთითხნილ ბრალდებებზე სასჯელის დარიგების გულუხვობა რაა?!

სანამ კუბლაშვილის სასამართლო თავად არ გასამართლდებულა, «ქართულმა ოცნებამ» «ნაციონალებთან» წვრილმან კომპრომატებზე წუწაობა უნდა შეწყვიტოს. თვითონ ეს საზიზღარი რეჟიმი უნდა წარსდგეს ხალხის სამსჯავროს წინაშე და ნაცისტური ჭირი სამუდამოდ უნდა აიკრძალოს თავისი ჯვაროსნების ხუთჯვრიანი მოლანდებით.

რომელ ქვეყანაში ხდება, პრეზიდენტს იძახებდეს პროკურორი დაკითხვაზეო, რომ ბოდავს ეს სკამის გლახა, იქნებ თვითონ გვითხრას, რომელ ქვეყანაში ჰყავთ ასეთი უთავმოყვარეო პრეზიდენტი, ვადაგასული, შერცხვენილი, მთელი მისი საამაყო მინისტრები და პოლიციელები _ დანაშაულში მხილებულნი, ზოგი დაპატიმრებული და ზოგი სამართლისგან გამფრთხალი. გვითხრან, მსოფლიოში თუ არსებობს ისეთი ტომი, ეთნიკური ჯგუფი, ადამიანთა სულ მცირე გაერთიანება, რომელსაც ეყოფა მოთმინება, მიშასმაგვარი თავხედის, მუხთლის, მოღალატის, ცრუის და ქვეყნის დაქცევა-მოსპობის მოსურნე ქართველებივით რომ აიტანონ.

სააკაშვილს სოფლებსა და რაიონებში აღარ ჩაესვლება, მაგრამ მაინც შემორჩა მის განკარგულებაში მყოფი გუბერნატორები თუ რწმუნებულები ჭორაობით გულის მოსაფხანად. თორემ ეს ფუნქციადაკარგული, შევარდნაძის მიერ მოგონილი მეჭეჭი ფორნის მეხუთე თვალია მხოლოდ, წინსვლას რომ აფერხებს და ბიუჯეტის სახსრებს ქვეყნის საზიანოდ ყლაპავს.

სოფლის სალაყბოზე ვინმე ყბედი არ იკადრებს ისეთი სიცრუის ბოდვას, როგორიც ამან ახლახან ინტერვიუში ბრძანა: ქართული ღვინის შესამოწმებლად ჩამოსული რუსი ქიმიკოსები მანეთად მოისყიდებიანო; საქართველოს ბანკები რუსეთმა შეიძინაო; მეექვსე ფლოტი მოდიოდა და რუსეთი შეაშინაო; დაცვამ დამიჭირა გორში, ზედ დამასხდნენ და ვეღარ გავეშვიო. ეს აღარ ათქმევინეს, ალბათ, რაგატკის მოხმარების საშუალება არ მომცეს, თორე თვითმფრინავს თუ ვერ ჩამოვაგდებდი, რომელიმე ბეღურას ხომ გავუხეთქავდი გულსო. ამგვარი ტუტუცური ბოდვით ადრე სოფელ პერევიდან გასული რუსები უკანვე შემოაბრუნა. რუსეთისა და მისი პრეზიდენტის ჭორიკანა დედაკაცის დონეზე ლანძღვით, თავისი პატრონების გასახარად, საქართველოს გაერთიანების იმედს სპობს და ნატოში შეძრომას ცდილობს, სადაც არასდროს არ შეგვიშვებენ, ნატო კიდევ ისე დაიშლება, როგორც ყველა აგრესიული სამხედრო კავშირში. პრეზიდენტის სკამზე ასე შერცხვენილი არსებობით ჩაფრენა რა არის? უნამუსო ვირზე შესვეს, ნეტავ ერთი გამაჭენაო. ჰოდა, დაჭენაობს სოფელ-სოფელ კვერცხების სროლისა და ლანძღვა-გინების აკომპანიმენტით. პოლიციას კიდევ მაგის მეტი საქმე აღარ აქვს, დასდევს და აღშფოთებულ ხალხს აჯარიმებს, გამწარებულებმა არ ჩაქოლონ და ნაციონალი უბედურება ფიურერის გარეშე არ დარჩესო.

ხალხი დიდი იმედით უცდის «ქართული ოცნების» მიერ ნაციონალური უბედურების მუხთლობაზე პასუხის მოთხოვნას. მაგრამ არ სძინავთ ევროატლანტიკური მფარველების ქურუმებს, დემოკრატიის დასამარების მეთოდით ქვეყნის უბედურების მთესველთ, ყოველგვარი მუხთლობის მკადრებელთ. დემოკრატიის ბოდვით ხალხისთვის თვალების აბმას ცდილობენ. ამგვარად გამოჩხრიკეს ცოდვების შენიღბვის კოაბიტაციის ჯღანი და აწარმოებენ თავიანთი მეთოდით «ნაციონალთა» ცოდვების შეჯღანვას. შედეგად, «ნაციონალებს» ჰგონიათ, რომ მათი მუხთლობის კვალი დასამარდა და დავიწყების ნაგავმა დაფარა, გათავხედდნენ და ხალხის წინააღმდეგ კონტრშეტევას ცდილობენ, რამეთუ მათი ავკაცობის გამოძიებით «ქართული ოცნება» ხალხის ინტერესებს პასუხობს და ამ მხრივ ყოველგვარი დათმობა, მიფუჩეჩება, თუნდაც კოაბიტაცია ხალხის, ერისა და ბერის ღალატის ტოლფასია.

ქართველმა «ნაციონალებმა» თავხედობით, ვერაგობით, უზნეობით, გარყვნილებით, ღალატითა და ყოველგვარი ადამიანის მოდგმის შემარცხვენელი სიბინძურით ისეთი მძიმე დარტყმა მიაყენეს ქართველ ერს და ქართულ სახელმწიფოებრიობას, რომ გერმანელ ფაშისტებს შეშურდებოდათ.

თუ არა ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა, იმდენად თავდაჯერებულად და უსინდისოდ ანადგურებდნენ მრავალტანჯული ერის ყველა ღირსებას, რომ ხელიდან გვეცლებოდა ენა, მამული და სარწმუნოება. მათ მიერ ოკუპირებულ საქართველოში იმდენად გათავხედდნენ, რომ რუსეთზე ოკუპაციის დაბრალების ყიყინი ატეხეს. სულმთლად დაივიწყეს, რანი ვიყავით და რაღა დავრჩით ახლა «ნაციონალების» მიერ სამოთხედ მონათლულ ოკუპაციაში? მთელი ქალაქი მათხოვრებითაა გაძეძგილი. ვინც არ მათხოვრობს, თავმოყვარეობა არ აძლევს ამის უფლებას, თორემ მათხოვარზე უარეს გაჭირვებაშია. ქართველი თავის სათაყვანებელი სამშობლოდან გარბის, აქ ვინც დარჩა, ერის სიწმინდეებისათვის ბრძოლა კი არა, საკუთარი თავის შიმშილის ბრჭყალებიდან დახსნა აქვს საზრუნავი; ამაზე უკეთესი რა უნდა ინატროს ქვეყანაში დამკვიდრებულმა ოკუპანტმა?! ამაზე კარგად ვის შეუძლია მოიწონოს თავი ევროატლანტიკურ სივრცეში ჩაბუდებულ კაცთმოძულეებთან?

გამოჩნდა ქართველთა იმედის სხივი და კოაბიტაციის ჯღანდადებული «ნაციონალები» ცდილობენ იმათთან შეძრომას და დაავადებას, ვინც იბრძვის ნაციონალთა მეტასტაზებისგან ქართული სხეულის გამოჯანსაღებისთვის.

ქართველთა გადაგვარება-გადაჯიშების პროგრამა შეუფერხდათ უცხოელ «კეთილისმსურველებს». ამას ვეღარასოდეს ეღირსებიან, რადგან «ნაციონალთა» ადგილი მხოლოდ სანაგვეზეა გლდანის კარანტინის გავლით. მათმა მფარველებმა კი, უმჯობესია, თავიანთ ერთსქესიან ქორწინებაში მყოფ პატიოსან მამიდას მიხედონ, რომელიმე კოაბიტაციის მქადაგებელმა არ შეუცდინოს.

არსებული უკუღმართობის ნაყოფია «ნაციონალების» ოპოზიციად მონათვლა. ოპოზიცია კი არა, გამწარებულ და დაბოღმილ მოღალატეთა კრიმინალური ხროვა ებრძვის საქართველოში ყოველგვარ სასიკეთო გარდაქმნას. პარლამენტშიც ისე გაძვრნენ, რომ მეტი ვეღარ გაქაჩა მათმა არჩევნების გაუკუღმართების საკუჭნაომ. ახლა კიდევ ტრაბახობენ მის დემოკრატიულად ჩატარებაზე, რაც ესოდენ უცხო იყო მათთვის. ოპოზიცია კი პარლამენტს გარეშეა და ნურავის აშინებენ «ქართული ოცნების» ერთმმართველობით. «ნაციონალების» ცოდვების ხალხის სამსჯავროს წინაშე გამოტანაში არავისა აქვს უფლება, თავისი ნაფტალინდადებული კოაბიტაციით დაამუნჯოს სიმართლე. ქართველმა ხალხმა იწვნია ძალადობის სიმწარე და ქართველი ხალხი მიუზღავს ყველა მოღალატეს დამსახურებისამებრ.

კონსტიტუციასა და კანონიერებაზე ღავღავებენ ისინი, ვინც ვარდოსნების თვალთმაქცობით ხელისუფლება იგდეს ხელთ.

ყოვლადუცოდვილესმა მიშამ 27 ათასი ობიექტი ერთ ლარად გააჩუქა. ამის შემდეგ ვინმეს ეჭვი უნდა შეეპაროს, მთელი საქართველო თავის ბაბუაბებიის მიერ ნაჩუქარი ლეღვის ჩირი რომ ეგონა?

საქართველოს მიწები რომ გაყიდეს ყველა ჯურის უცხოელზე და გლეხს კიდევ სოფლის ბოლოს ძროხა ვეღარ მოუძოვებია, საქართველოს სიყვარულით მოუვიდათ?

ტუტუცი ნაპრეზიდენტალი უზურპატორი ყვარელში რომელიღაც ხელისგულისოდენა ნაკვეთიდან მთელი ქვეყნის სათესლე ხორბლით მომარაგებას რომ გვპირდებოდა, სწორედ მაშინ სიღნაღის რაიონის მაღაროს უნიკალური მეთესლეობის მეურნეობა ათასობით ჰექტრით ვიღაც არაბებს მიჰყიდა, ადმინისტრაციული შენობა დაარბია, საუკეთესო სამი ათასამდე სამეცნიერო წიგნი გაანიავა, დირექტორი კი, პროტესტი არ გამოთქვასო, დააპატიმრა. კუბლაშვილის ბუტაფორიად ქცეულმა სასამართლომ კი შეთითხნილი ბრალდებით სასჯელი გამოუცხო. ამას ჰქვია სამშობლოს სიყვარული და სასამართლოს მიუკერძოებლობა?

ქართველი ერის სიამაყე უნივერსიტეტიდან 600-ზე მეტი ღვაწლმოსილი პროფესორ-მასწავლებლები შეურაცხყვეს _ უნივერსიტეტიდან გამოყარეს, ხულიგნებივით გაასამართლეს და დააჯარიმეს. ამათ ძალადობას 70 ღირსეული მამულიშვილი მეცნიერი ემსხვერპლა.

ამის შემდეგ დაიწყო განათლებისა და მსოფლიოში სახელგანთქმული მეცნიერების განადგურება განათლების რეფორმის ნიღბით.

რა მოსთვლის ან რა საგაზეთო სტატიის ფურცლები დაიტევს ამათ მუხთლობას? ქართველი ხალხი მოთმინებით ელოდება ნაცისტთა გასამართლებას არა კუბლაშვილის სასამართლოდ წოდებულ ნაციონალ დამრბევთა დანამატში, არამედ ნამდვილად სახალხო, პირუთვნელ, ერის და ქვეყნის მოამაგე მართლმსაჯულების ტაძარში.

გივი სომხიშვილი

 

1 COMMENT

  1. სტატიაში გამოთქმულია აზრი, რომელიც ყველა ჭეშმარიტ საქართველოზე შეყვარებულ ქართველს აწუხებს, მაგრამ მე ახალი მშავრობის უმოქმედო და ზოგჯერ დამნაშავეთა დანაშაულებებზე თვალის დახუჭვაც მაღელვებს. უცხოელები გვიკიჟინებენ კოაბიტაცია დაიცავითო,მაგრამ ნაცნაძირლებთან შეთანხმება არანაირად არ შეიძლება, უნდა გასამართლდნენ და აგონ პასუხი ქართველი ერის წინაშე,დროულად იმოქმედონ თორემ დაგვიანებით ხალხში თანდათან ნიჰილიზმი იწყებს დასადგურებას, თმერთმა ნუ ქნას ახლაც რომ შევცდეთ არჩევანში.

  2. შე მართლა სომხის შვილო, ეგრე რამ აგიმყრალა და აგიძაღლა სული ბოღმას რო ანთხევ…მაგით არჩენ ოჯახს, ყოჩაღ…

  3. ზოუზოუ – შენი ოჯახი, ცოცხალ მკვდარი, დიდ პატარა, ქალი თუ კაცი და მურდალი პირი აქუნემა მთელმა სომხეთმა, აზერბაიჯანმა, ქურთესტანმა და ახლო აღმოსავლეთმა. შენი ნასომხარი დედის ვაგინაში შათესლა მთელმა ერექციისუნარიანმა კაცობრიობამ აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე ამენ! სხვა დროს პირში წყალი გამაივლე სანამ გივი სოხიშვილის ოჯახს ახსენებ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here