Home რუბრიკები საზოგადოება ქალბატონი მაია ფანჯიკიძე აბობოქრდა!

ქალბატონი მაია ფანჯიკიძე აბობოქრდა!

811

ქუთაისში, პარლამენტის .. უმცირესობის წინაშე გამოსვლისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ქალბატონი მაია ფანჯიკიძე წამოეგო უმცირესობის _ «ნაციონალების» პროვოკაციას, რითაც თვალნათლივ დაგვანახა, რომ იგი ძალზე მოიკოჭლებს დიპლომატიის ხელოვნებაში.

«ნაციონალებმა» ქალბატონ ფანჯიკიძეს დაუსვეს შეკითხვა: აღადგენს თუ არა ახალი ხელისუფლება «ნაცების» მიერ დამხობილ სტალინის ძეგლებს? აი, აქ თვალნათლივ გამოჩნდა ქალბატონ ფანჯიკიძის მიერ დიპლომატიის «ანი-ბანის» უცოდინარობა. პასუხად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა იოსებ სტალინის მიმართ უბინძურესი სიცრუისა და უბოროტესი ცილისწამების კორიანტელი დააყენა! მისი მგზნებარე სიტყვა არ გამოირჩეოდა არც სიახლით, არც ორიგინალობით. ყველასთვის კარგად ნაცნობი ხრუშჩოვ-გებელსის «ციტატებს» თუთიყუშივით იმეორებდა: «ტირანი», «სისხლისმსმელი», «მილიონობით რეპრესირებული, დახვრეტილი» და ა. შ.

როგორც ჩანს, ქალბატონ მაიას უკვე საფუძვლიანად დაავიწყდა, რომ პოლიტიკურ გაერთიანება «ქართულ ოცნებას», რომლის გენერალური მდივანი თავად გახლდათ, უამრავმა პატიოსანმა ადამიანმა მისცა ხმა, მათ შორის ბევრმა სტალინელმა! ამ გამოსვლით მან შეურაცხყოფა მიაყენა თავისივე ამომრჩეველს!

საინტერესოა, ვის გულის მოგებას ცდილობდა ქალბატონი ფანჯიკიძე? სოდომგომორული ცოდვების პროპაგანდისტების _ «ნაციონალებისა» თუ საქართველოს მმართველის, გენერალ-გუბერნატორის, აშშ-ის ელჩის, ვინმე ნორლანდისა?! ეს ხომ უღრანი პროვინციალიზმია!

ამ ბოლო წლებში ყველა, ვისაც არ ეზარება, იცის ეს თემა თუ არა, გაჰკივის ყბადაღებულ «1937» წელზე, როგორც კაცობრიობის ისტორიაში უდიდეს ბოროტებაზე. ამიტომ გაგვიჩნდა სურვილი ამ ბნელი ხალხის ცოტათი განათლებისა. მადლობა ღმერთს, არქივების ნაწილი ხელმისაწვდომი გახდა სერიოზული მკვლევარებისთვის. მაშ ასე, 1937 წლისათვის საბჭოთა კავშირის მოსახლეობა შეადგენდა 194 მილიონ ადამიანს. მთლიანად საბჭოთა კავშირში 1937 წელს დაპატიმრებული იქნა 779.056 ადამიანი. აქედან დიდ უმრავლესობას შეადგენდნენ «ჩვეულებრივი» კრიმინალები, რომლებსაც ჰქონდათ ჩადენილი სხვადასხვა დანაშაული, მათ შორის უმძიმესი – მკვლელობები, გაუპატიურობები. აქედან კონტრრევოლუციური საქმიანობისთვის გაასამართლეს დაახლოებით 38,8 ათასი ადამიანი. უნდა აღინიშნოს, რომ 1939 წლამდე სტალინს არ ჰქონდა სრული ძალაუფლება, კერძოდ, იგი ვერ აკონტროლებდა შინსახკომს, რომელიც სამართლიანად ითვლებოდა ტროცკისტების ბუდედ. მხოლოდ 1938 წლის დეკემბერში, ეჟოვის დაპატიმრების შემდეგ, ამ სამსახურს სათავეში ჩაუდგა ლავრენტი ბერია.

აი, რა შედეგი მოიტანა შინსახკომზე იოსებ სტალინის კონტროლმა _ მთელი 1938 წლის პერიოდში კონტრრევოლუციონერული მოღვაწეობისთვის დააპატიმრეს 52 372 ადამიანი, აქედან 2 731 გაასამართლეს, ხოლო დახვრიტეს _ 89 (ოთხმოცდა ცხრა)! წლის ბოლოს გაამართლეს 49 641 ადამიანი! ეს იმაზე მეტყველებს, რომ შინსახკომში ჩანერგილი ტროცკისტები _ გენრიხ იაგოდა და ნიკოლაი ეჟოვი აპატიმრებდნენ უდანაშაულო ხალხს! აქვე ვურჩევთ მინისტრს, გაეცნოს სააკაშვილის რეპრესიების მასშტაბს. 3,5-მილიონიან საქართველოში სასჯელს იხდიდა 40 (ორმოც) ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო ე. წ. პრობაციონერთა რიცხვი 300 (სამას) ათასს აღემატებოდა! დასკვნა მკითხველმა გააკეთოს.

ისმის კითხვა: როგორ უნდა მოქცეულიყო მაგ შემთხვევაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი? ქალბატონი მაია დიპლომატი რომ ყოფილიყო, დაახლოებით ასე უპასუხებდა: «ნაცბანდიტებს»: მე ვარ საგარეო საქმეთა მინისტრი და მაგ საკითხში არ ვარ კომპეტენტური. მიმართეთ კულტურის მინისტრს ან ძეგლთა დაცვის დეპარტამენტს. ეს სავსებით საკმარისი იქნებოდა!

ჩვენ, როგორც «ქართული ოცნების» ამომრჩევლები,  ქალბატონ ფანჯიკიძისაგან მოვითხოვთ ბოდიშის მოხდას. წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებულები ვიქნებით, საჯაროდ მივანიჭოთ ქალბატონ მინისტრს გებელსის სახელობის პრემია!

ი. სტალინის ფენომენის შემსწავლელი ჯგუფის სახელით:

. ბერძენიშვილი,

. მახარაძე,

 . წიკლაური,

 . ჯაფოშვილი,

 . კიკრიაშვილი,

 . აბაშმაძე და სხვ.

 

1 COMMENT

  1. პატივს ვცემ ამ საზოგადოების ღვაწლს როგორც წარსულში, ასევე საქართველოს უახლოეს ისტორიაში, თუმცა მიმაჩნია, რომ კოალიციაში შემავალ სხვადასხვა სუბიექტებს ექნებათ განსხვავებული პირადი სიმპატია-ანტიპათიები ამა თუ იმ მოღვაწის მიმართ. ეს არ არის ტრაგედია და არ უნდა გახდეს ხელისუფლებასთან მათი დამოკიდებულების გადასინჯვის საფუძველი.

  2. დროა ხალხნო წავიკითხოთ და გავეცნოთ მთელ რიგ მასალებს,მარტო თანამდებობაზე ყოფნა საქმეს და ერს ვერ წაადგება

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here