Home რუბრიკები საზოგადოება კურდღლადქცეული პრეზიდენტი მოქნაცა

კურდღლადქცეული პრეზიდენტი მოქნაცა

650

«ნაციონალურმა» ჭირმა ძლიერი დარტყმა მიიღო და ნაკერში გაირღვა. მისი აღდგენა ძველებური ურჩხულის დონეზე შეუძლებელია. უფრო საშიშია შხამიანი ნარჩენების გაფანტვა და ქვეყნის მაცოცხლებელ ორგანოებში უცოდველის ნიღბით შეღწევა, რასაც აქტიურად უწყობენ ხელს მისი ამერიკელი და ევროპელი მწვრთნელები.

განუმეორებელი ღალატითა და ძარცვა-რბევით შეწუხებულ ქართველ ხალხს ხსნის იმედად გამოუჩნდა ბიძინა ივანიშვილი და კიდეც მოსტეხა გრძელი კიდურები საძულველ «ნაციონალურ» უბედურებას, მაგრამ ურჩხული არ ისვენებს და კვლავ წამლავს სასიკეთოდ ამოძრავებულ მომავალს. ახლა აყაყანდნენ მათი საზღვარგარეთელი ძიძები და გაშმაგებით იცავენ მათ მიერვე ანგელოზად მოპირკეთებულ სატანას, თან «ქართულ ოცნებასთან» შერიგებას თუ შერწყმას გეგმავენ. «ქართული ოცნების» ძლიერება კი ხალხის მიერ გამოცხადებულ ნდობაშია და, თუ ამ საერთო სახალხო ბრძოლას ბოლომდე არ მიიყვანს, რასაც ქვეყნის დამაქცევარი «ნაციონალური მოძრაობის» განადგურება და ნარჩენების ქარს გატანება არ მოჰყვა, ხალხის იმედის გაცრუება და ოცნების გახუნება «ნაციონალების» მსგავსი სატანისტების აღორძინებას მოემსახურება მხოლოდ.

მტერმაც და მოყვარემაც ძალიან კარგად იციან, რომ ხალხი ენდობა ბიძინა ივანიშვილს და ამ ბრძოლის ბრწყინვალე გამარჯვებამდე მიყვანაში, ღმერთმა ნუ ქნას, რომ ეჭვი შეეპაროს.

ქართველი ხალხის დაშინებას და დაბეჩავებას ვეღარავითარი ძალა ვერ შეძლებს, რადგან იგი ისეთი შიმშილის, უმუშევრობის და გაუსაძლის ყოფაშია, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლას არაფრისთვის არ დათმობს.

ბიძინა ივანიშვილი კი ამ საშინელი ჭირის განადგურებით, ყველა უცხოელი სტრატეგიული დამრიგებლის მითითების გაუთვალისწინებლად, საქართველოს გამთლიანებით და ქართველი ხალხისთვის თავისუფალი და ბედნიერი ცხოვრების მოპოვებით ეროვნული გმირის კვარცხლბეკზე შედგება, რომელსაც შინაური და გარეული მყეფარების ღავღავი მხოლოდ სიყვარულსა და პატივისცემას გაუმრავლებს.

დღევანდელ ყოფაში, როცა «ნაციონალ» უბედურებასთან ბრძოლა უფრო  დაძაბულ ფაზაში შევიდა, გასაკვირია კოალიციაში მყოფი ზოგიერთი პარტიის წევრის ამბიციების აფუება და კუნთების ათამაშება, რამეთუ ეს აფუება ძალა ჰგონიათ და დაავიწყდათ, რომ მათ ნულზე დაბალ რეიტინგს ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტმა მაშველი რგოლის გადაგდებასავით უშველა. ფრთხილად იყავით, ბიძიკოებო, ეგ რგოლი ხავსად არ გექცეთ!

მრავალი ჯურის, ფერისა და შიგთავსის მქონე პოლიტიკოსებმა რამდენიც უნდა იღავღავონ, ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად გაარკვია თავისი მტერ-მოყვარე. სწორედ ამერიკელთა ფარისევლობის ნაყოფია საქართველოს ჩამორჩენილ ქვეყნად გადაქცევა, რომელსაც მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, მეცნიერება, განათლება, მთლიანად სახალხო მეურნეობა ჩანასახის დონეზეც აღარ დაუტოვეს. გონებაშეზღუდულ პაპუასებად გვთვლიან და «ნაციონალთა» ინგლისური ენის შესწავლაზე გადარევა გაუნათლებელი ერის სიბნელიდან ამოთრევა ჰგონიათ.

ახლა, როცა მათი ლაქია ქვეყნის მოღალატე «ნაციონალებს» აღშფოთებული ხალხის რისხვა დაემუქრა, მოიგონეს რაღაც კოაბიტაცია (მშვიდობიანი თანაარსებობა გინდა გახრწნილ პედერასტებთან იყოს და გინდა ქვეყნის დამაქცევარ მოღალატეთა ხროვასთან!).

რომელი კეთილმოსურნე ადამიანი ურჩევს თავის მეზობელს, დამპალი ვაშლი საღში შეურიე და ისე შეინახეო; ვინ არ იცის, რომ დამპალის ადგილი სანაგვეზეა. ჩვენ კი სტრატეგიული პატრნიორები ამას გვირჩევენ, შეუსრულებლობის შემთხვევაში კი კბილებს აღრჭენენ. ავიწყდებათ, რომ ქართველმა ხალხმა თავისი ბრწყინვალე არსებობა შეუპოვარი ბრძოლითა და შრომით, მათი ფარისევლური ჩარევა-დარიგების გარეშე, დღევანლამდე მოიყვანა. არამკითხეთა ჩარევას კი მრავალტანჯული ერის დაკნინება, დაბეჩავება და საბოლოოდ მოსპობა ახლავს.

ვითომ ფხიზლად დგანან დემოკრატიის სადარაჯოზე და ნაციონალ დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის ნაცვლად, მათთან თანაარსებობას გვთავაზობენ. სად იყო მათი დემოკრატია, ეს კრიმინალური ბანდა მთელ ქართველ ხალხს მგლების ხროვასავით რომ ჯიჯგნიდა? ამათ საპატიმროებში ჩადენილი მხეცობით ფაშისტური საკონცენტრაციო ბანაკების კაცთმოძულება გაახუნეს. ერთხელაც არ ამოუკნავლიათ, ამას რად შვრებითო. სამაგიეროდ თავიანთ მოქნაცა პრეზიდენტს დახმარებას არ აკლებენ.

დროულად მიაშველეს პამპერსები, თორემ რამდენ ხანს ირბენდა ჩასვრილი ჯარების მთავარსარდალი! ახლა იმდენი პამპერსი აქვს მომარაგებული, ბარე ათ ცხინვალის მსგავსი ავანტიურისთვის ეყოფა. ოღონდ დიდი-დიდი სამი ასეთი ავანტიურა და ფაფუ საქართველო. სამაგიეროდ მოქნაცას პამპერსების ეკონომიურად ხარჯვის პრობლემა მოხსნილი აქვს; არჩევნებშიც ჩაისვარა, მაგრამ თავს მშვენივრად გრძნობს, რადგან ამერიკელმა და ევროპელმა ლობისტებმა კარგად შეითვისეს მექისის პროფესია და ენერგიულად ხეხავენ თავიანთ უძღებ ლაქიას.

მოთმინებადაკარგულმა ხალხმა კიდევ აღარ დააცადა მისებურად გაუკუღმართებული ძეგლების მშენებლობა: ბაგრატის ტაძარი ხომ ოცდამეერთე საუკუნეში აშენებულს დაამსგავსა და იუნესკოს გაოცებისგან თვალები დააჭყეტინა. ხომ ეკუთვნოდა მაკკეინის ჟანგიან პისტოლეტს ძეგლი, ვიეტნამში მკვახე საზამთროსავით მიწაზე დახეთქებულმა სტერვიატნიკმა რომ დაკარგა და დაუჟანგდა. გაჭყლეტილ ბოთლს, შლოპანცებს, კამოს ველოსიპედს და რეიგანს საქართველოზე წარმოდგენაც რომ არ ჰქონდა, თუ ეკუთვნოდათ ძეგლი, ამერიკულ პამპერსს ხომ უფრო დიდი დამსახურება ჰქონდა?! უმადურმა ხალხმა კიდევ მოქნაცას ისე შეაკვეცა ამბიციები, რომ, ჟანგიანი პისტოლეტის ძეგლი კი არა, პრეზიდენტის რეზიდენცია და ხალხის მიერ დაწყევლილი პარლამენტის შენობა რჩება ოხრად. რას ვიზამთ, საქართველოს საბოლოო ამოგდებაც ჰქონდა გეგმაში, მაგრამ ახლა ჯვაროსნების ხუთჯვრიანი დროშა და საკუთარი ამოგდება აქვს თავში საცემი.

აფთრად იყო და

ძალადობა სწორად ჩათვალა;

კურდღლადქცეული

ვეღარ უგებს წყრომას სათვალავს.

ერთხანს დაიბნა, ძალადობის ყველა მეთოდი ხალხმა გაუქარბუქა და ისიც მალე გაქარბუქდებოდა, მაგრამ შეშფოთდნენ მექოთნეები, ჩვენს მოქნაცა ქოთანს და მასავით დამნაშავე მთავრობის ყოფილ წევრებს ხელი არ ახლოთ, თორემ დემოკრატიის მოხრჩობად ჩაგეთვლებათო. არადა, ამერიკულად დემოკრატიის დაცვისთვის ბრძოლამ დაამხობინათ ირანის მუჰამედ მასადექის დემოკრატიული მთავრობა და შაჰის მონარქია აღადგენინა. რის გამოც შეურაცხყოფილ ირანელ ხალხს ამერიკელთა გახსენებაზე დღესაც ალერგია ემართება.

მოქალაქეთა კავშირში სიყალბის ლაქლაქით  «ნაციონალური მოძრაობის» თავკაცის გამოძერწვას ამერიკელებმა დიდი ენერგია მოახმარეს, მაგრამ ჭუჭყი ვერ მოაშორეს და დარჩა მოქნაცად. ახლა «ნაციონალურ მოძრაობაში» მაგრად გაისვარა და ცდილობენ, კოაბიტაციით (დამპლის საღში შერევით) ოცნაცად გადააკეთონ. თუ მოქალაქეთა კავშირიდან გამოძრომა მოახერხა, ეს არ გაუჭირდებაო. ცდილობენ, დაარწმუნონ გულუბრყვილო ქართველები, რომ მოქნაცას ეშვები აღარ აქვს კურდღლად გადაკეთებულ ოცნაცობის კანდიდატს.

მაგრამ ახლა ისეა გასვრილი, რომ გლდანის მრავალწლიანი «დიეტა» დასჭირდება, ჩადენილი ცოდვებისგან რომ გამოძვრეს. ხალხისგან ისეთი პანღური მიიღო, სხვა მის ადგილას მაშინვე გადადგებოდა და საკუთარი სინდისის ძარღვის სამკურნალოდ სადმე კუთხეში მიჯდებოდა. ისეთი რა აჭამეს მისმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, რომ თავში ერთი საღი უჯრედი აღარ დაუტოვეს?! რომელი ნორმალური ქვეყანა მოითმენდა იმას, რაც საქართველოში ხდება?! შინაგან საქმეთა მინისტრად გადაკარუსელებულმა თავდაცვის მინისტრმა სკამზე გასწორება ვერ მოასწრო, ისე დააპატიმრეს. განათლების მინისტრად ნამყოფი, ახლადდანიშნული თავდაცვის მინისტრი საზღვარგარეთ გაიქცა. მოქნაცა პრეზიდენტის სიამაყე იუსტიციის მინისტრი მოულოდნელად დაემალა თავის მრავალცოდვიან პოსტს. სოფლის მეურნეობის მინისტრმა, მთელი მსოფლიოს ჰიბრიდული სიმინდით უზრუნველყოფით რომ გვაბითურებდა, ძროხის სქესი ვერ გაარკვია და ექიმით შეცვალეს, იქნებ ამან ამოხსნას ეს რებუსიო. კუდებისა და სოდების მაღალჩინოსნებიც ისე გაფრთხნენ საზღვარგარეთ, როგორც მტვერი შებერვისას. მოქნაცას დანაშაულთა კასკადიდან თუნდაც ერთი რომ ჰქონოდა ჩადენილი, ევროპელები მოითმენდნენ ამგვარ პრეზიდენტს?! ხალხის სამართალი ამ ნაგვის გლდანში შეგროვებას გეგმავს და მთავარი დამნაგვიანებელი მოქნაცა ისეთი ინტენსივობით ვეღარ, მაგრამ ჯერ კიდევ ცდილობს ნაგვის გლდანში შეგროვებას და მთავარი დამნაგვიანებელი მოქნაცა კი ისეთი ინტენსიობით ვეღარ, მაგრამ ჯერ კიდევ ცდილობს ნაგვის გაშლას. რაც ამ არსებამ საქართველოს დამართა, ისეთი დონის მუხთლობაა, რომ მისთვის ღალატის დარქმევა ძალიან რბილად ნათქვამი იქნებოდა. ეს კიდევ ოინბაზობას არ იშლის, სიცრუის ყბედობით ღლაბუცობს და ვერ გრძნობს, რომ შეიძლება კონსტიტუციით ჟონგლიორობა მოთმინებადაკარგულმა ხალხმა თავში ქვისხლად უქციოს.

პარლამენტის შენობის ვანდალურად დამრბევი გამოდის და თბილისში სასტუმროს მშენებლობის ზღაპრული სიცრუით მოლანდებული რაოდენობის ადამიანთა დასაქმებაზე ყვარყვარეს ბოდვებს აგრძელებს. ჩადენილი დანაშაულის შეგნებით გვერდზე მიდგომის მაგიერ, შხამის თესვას არ იშლის, დანგრეულს და მოოხრებულს დიდ წარმატებად ყბედობს და ვერ შეუგნია, რომ ის დაშინებული ხალხი აღარ არის, იძულებით თავს რომ აქნევინებდნენ.

საქართველოს ტერიტორიების გამნიავებლები ავღანეთში ღვრიან ქართველი ვაჟკაცების სისხლს მფარველთა საამებლად. მერე რა, ირანის შაჰის საამებლადაც ხომ ომობდნენ; საბჭოთა კავშირის დროსაც ინტერნაციონალური მოვალეობის ხათრით იღვრებოდა ქართველთა სისხლი. თეთრი მელა _ შევარდნაძე კიდევ ქართველებს მთელ რუსეთის ბაზრებში დასდევდა, თქვენი დაწიოკება და სახელის გატეხა მჭირდება კარიერის კიბეზე ასაბიჯებლადო.

ანეკდოტი რომ არის: მეთაურმა შეტევა ბრძანა და ერთი ჯარისკაცი უკან გაიქცა. სად გარბიხარ, მტერი წინ არისო, _ სტაცა ხელი ქეჩოში. გამიგონია, დედამიწა მრგვალია და მტერს ზურგში უნდა მოვექცეო, მიიღო პასუხი. დღეს ავღანეთიდან ვიცავთ სამშობლოს. ხვალ შეიძლება ამერიკას ჩრდილოეთ კორეა არ მოეწონოს და ჩვენც იქიდან «მივუახლოვდებით» საქართველოს საზღვრების დაცვას. ზოგიერთი ჩვენსავით პატარა ქვეყნის ბეცი მთავრობა კი თავისი საზღვრების იქით ცხვირს არ ყოფს; მოკითხე ახლა იმათ ჭკუა. ამერიკა კი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სულ ომობს და ჩვენც გვაქვს უზარმაზარი პერსპექტივები სერბიაში, ერაყში, სირიაში იქნებ ვენესუელაში ან იამაიკაზე დავიცვათ საქართველოს საზღვრები.

მოქნაცა პრეზიდენტი ქართველი ვაჟკაცების ავღანეთში დასახიჩრება-დაღუპვაში თავის დანაშაულს გრძნობდა და ცდილობდა მის დაფარვას. ახლა ფრთები გაშალა და ლაქლაქი გაახვავრიელა. ძალიან კი განაწყენებულია, ახალმა თავდაცვის მინისტრმა ჩემეული საგარეო პოლიტიკა მომპარაო. მოპარვა კი არა, ზოგიერთი ეჭვიანი ქმრის ცოლივით შარაგზაზე რომ დააგდო, ზედ არავინ მიაფურთხებს.

როგორც ძეგლების ნგრევასა და ახლის მშენებლობაში უაღრესად დამზრალი ტვინის შესაძლებლობა გამოავლინეს, ასევე გასაოცარი იყო მათი სამხედრო სტრატეგია თუ ტაქტიკა. მოქნაცას სამხედრო მინისტრმა ხუთმაგ ფასში რატომ შეიძინა დანჯღრეული ავტომატები, ვერავინ ამოხსნა. თურმე ამგვარ ავტომატებს იყენებს სავარაუდო მოწინააღმდეგე და, ტყვია-წამალი რომ გამოელევა, მოწინააღმდეგისას გამოიყენებენ. ის მოწინააღმდეგეც ვაზნებს ისე დაურიგებს ჯარისკაცებს, რომ ზოგი ამათაც გაუნაწილოს. რომელი ნიჭიერი მთავარსარდალი შეძლებდა თავისი ჯარის ასე საიმედოდ უზრუნველყოფას? ნუთუ მარტო საქართველოს საუბედუროდ გამოიჩეკა ამდენი ნაციონალი მიუნჰაუზენი?

ქართველი ხალხის ბრძოლა კი გრძელდება ნაკერებში გარღვეულ, ვირთხასავით კუთხეში მიმწყვდეულ ნაციონალურ უბედურებასთან, რომელმაც იმდენი მუხთლობის კვალი დატოვა და ტოვებს, რომლის გამოსწორებას და  ნორმალური ცხოვრების რელსებზე ქვეყნის შეყენებას დიდი მონდომება და ძალისხმევა დასჭირდება.

განა ღალატი არ არის მიწების უცხოელებზე გაყიდვა?! ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ტიბერიუს და გაიუს გრაკხუსებმა სცადეს აგრიკოლას მიწებით უზრუნველყოფა და სოფლად დამაგრება, რასაც შეეწირა მათი სიცოცხლე. რომის მსოფლიო იმპერია კი აღიგავა პირისაგან მიწისა. ალბათ, ეს მიზანი ჰქონდათ ნაცისტებს, როცა ქართულ მიწებს ასე ხელაღებით ანიავებდნენ, რათა უმიწოდ დარჩენილ გლეხს სოფელი მიეტოვებინა. ამათი გაგებით თურქი, ბური, არაბი თუ ინდოელი ქართველზე მაგარი მშრომელია. ჰოდა, ინდოელებმაც იყნოსეს თაფლის სუნი და მოფრინდნენ. ტელევიზია კიდევ მოსვენებას არ გვაძლევს, ყოველ ოც წუთში ერთ ძალად გაუპატიურებას ელოდებიანო. ეგრე რომ ჰქონდეთ კანონიერი გაუპატიურების სტატისტიკა, ცოტათი მაინც ამოასუნთქებდნენ ბუზებივით გამრავლებულ დემოგრაფიას. მოქნაცა პრეზიდენტმა კი დაურიგათ მიწები, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, დედამიწაზე ფეხის დასადგმელ ადგილს აღარ დატოვებენ.

ვირი ხრამში გადავარდა და აქლემმა ყროყინი დაიწყო, მე ამომაყვანინებენო. ახლა რასმუსენი რომ მოგვადგეს, ინდოელებს უშველეთ რამეო, რა წყალში გადავვარდეთ, როცა, აგერ, ავღანეთი გაგვხდომია თავში საცემად.

ახალმა ხელისუფლებამ კი გადაწყვიტა, სოფლის მეურნეობისთვის მილიარდი ლარის გამოყოფა, მაგრამ მანამდე თუ გრაკხუსების მსგავსი მიწის რეფორმა არ გაატარა, ის გამოყოფილი თანხა ლატიფუნდისტებს გაასუქებს ისევ. გლეხის გარეშე დარჩენილი სოფელი კი ქვეყანას ძველი რომაელების ბედთან მიიყვანს.

დღევანდელი ყოფა ახალ-ახალი სიურპრიზებით არის გაჯერებული. სანამ პრეზიდენტადწოდებული მოქნაცა თავის სავარძელს ასე გავეშებით ებღაუჭება, გართობა არ მოგვაკლდება.

ახლა მაინც ვერ ხვდება, რომ ყვითელი ავტობუსებით ხალხის ძალათი მორეკვის უნარდაკარგული, ცარიელ ოთახში სკამზე შემდგარი გებელსივით სიცრუის ტრაბახით «მიშა, მიშას» ვეღარ აღრიალებს იმას, ვისაც მისი არ ესმის. ამგვარად, ტუჩს მაინც აცმაცუნებს პრეზიდენტი მოქნაცა:

ღალატზე გადამიცვლია

პატივიც და კოცნაცა,

ოცნებაში შემაძვრინეთ,

დამიძახეთ ოცნაცა.

თვითმფრინავი

ჩამომართვეს,

მაინც ვფრინავ მორცხვად ცად;

საქართველო დახლზე მედო

ათ ვერცხლად და ოც ვაცად.

ხალხის ურცხვად

მოტყუებით

აღზევება ვიწამე,

მან ოცნებაში გამცვალა,

მე ჭიტლაყი ვიმწარე.

ქართველების შიშით

დამფრთხალს

მასულდგმულებს

მარტო ეს _

ამერიკელთა ძაღლიშვილს

ნატო არ მიმატოვებს.

გივი სომხიშვილი

 

1 COMMENT

  1. სამწუხაროა,სამწუხაროა,სამწუხაროა მაგრამ,ეს საქართველოს რეალობაა…. რას ითმენდა ქვეყანა 9 წელი?! არსებობს კიდევ დედამიწის ზურგზე მეორე ქვეყანა,რომელიც ამ აღვირახსნილ უმსგავსობას მოითმენდა? არ არსებობს! რა გვჭირს?! ამიხსენით რა გვჭირს?! ს ი ნ დ ი ს ი სულ გაუფასურდა თქვენთვის ნაციონალების მხარდამჭერებო?!
    ღმერთი დაგწყევლით თქვენ,რადგან სხვისი ტკივილი არაფრად არ მიგაჩნიათ! ოღონდ თქვენ იყოთ კარგად და ყველაფერზე წამსვლელები ხართ ნაციონალებო და მათო მხარდამჭერებო!!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here