Home რუბრიკები საზოგადოება ზუგდიდელები თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ

ზუგდიდელები თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ

671

ამ ბოლო დროს ზუგდიდში განვითარებული მოვლენები, რაც გამოიხატება «ქართული ოცნებისა» და «ნაციონალური მოძრაობის» წარმომადგენლების «ჩახუტებაში», ზუგდიდელთა აღშფოთებასა და გულისწყრომას იწვევს. ისინი განსაკუთრებით მას შემდეგ აღშფოთდნენ, რაც «ქართული ოცნების» პარტიული კონფერენცია პარტიზანულ, კონსპირაციულ ვითარებაში ჩატარდა და იქ მისვლისა და დასწრების უფლება ბევრ პიროვნებას, რომელნიც აქტიურად ებრძოდნენ «ნაცებს», არ მიეცათ. ზუგდიდელები იმაზეც ამახვილებდნენ ყურადღებას, რომ იგნორირებულნი არიან საზოგადოების ავტორიტეტული პროფესიონალი ადამიანები და ასპარეზი დაეთმოთ მედროვეებსა და არაპროფესიონალებს.

თორნიკე ხუბუა: _ ზუგდიდში არსებულ ვითარებაზე შეიძლება ითქვას, «ბედაურები გადაშენდნენ და ვირებს შერჩათ მოედანიო». არც თბილისი ინტერესდება ჩვენთან არსებული ვითარებით. ისეთ რაიონში, როგორიც ზუგდიდია, მმართველი პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე თბილისიდან «ქართული ოცნების» არც ერთი წარმომადგენელი არ ჩამობრძანებულა და პირდაპირ, ვერტიკალური წესით, დაგვისვეს აქ თავმჯდომარედ პიროვნება, რომელიც ზუგდიდში არავის უნახავს და არავინ იცნობს.

დავა მეუნარგია: _ ჩვენ იმისთვის არ გვიბრძოლია, რომ ზუგდიდში ასეთი გარიგებები წარმართულიყო «ოცნებისტებსა» და «ნაცისტებს» შორის და ებოგინათ ისეთ პიროვნებებს, რომელთაც არანაირი ავტორიტეტი და დამსახურება არ მიუძღვით საზოგადოების წინაშე. «უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო» სწორედ ზუგდიდში არსებულ მდგომარეობაზეა ნათქვამი. ის, რაც ხდება ზუგდიდში, თითოეული ჩვენგანის შეურაცხყოფაა.

სოსო ლაგვილავა: _ ყველა პარტიის უფლებაა, თვითონ განსაზღვროს და აირჩიოს საკუთარი კანდიდატი, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს გამჭვირვალედ. საზოგადოებისთვის სულერთი არ არის, თუ როგორი პიროვნებები ჩაანაცვლებენ «ნაცების» კადრებს. საზოგადოებაში დამკვიდრებულია აზრი, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილისგან მალულად, ფარულად, ვიღაც-ვიღაცები იღებენ არასწორ გადაწყვეტილებებს. საზოგადოება ითხოვს, სანამ ჯერ გვიან არ არის, ფაქიზად და სინდისიერად მიუდგეთ ამ საქმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისრება იმათ, ვინც ღალატობს ქვეყნის ხელისუფალთ.

სოსო ბეჭვაია: _ მე «ქართულ ოცნებას» ვედექი მხარში. სხვებისგან კი ვიგებ, რომ «ქართული ოცნების» ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარედ აურჩევიათ ისეთი პიროვნება, რომელიც უცნობია ზუგდიდის საზოგადოებისთვის. როგორც გაირკვა, ეს პიროვნება ყოფილა «ნაციონალური მოძრაობის» აქტიური წევრი, კუდის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების დარბევასა და დაპატიმრებაში არის მხილებული. თუ ასე გაგრძელდა საქართველოს მასშტაბით, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ მივიღებთ «ნაციონალებ 2»-ს და, თუ ასე განვითარდა მოვლენები, საქართველოში შეიძლება მოხდეს დაპირისპირება და ქაოსი, მერე გვიან იქნება თითზე კბენანი.

ბესიკ ადამია: _ მე ვიყავი «ქართული ოცნების» კოორდინატორი ინგირის ზონაში, გამომყავდა ხალხი აქციებზე, თავი მქონდა გადადებული და კოორდინატორებზე ხელფასები ჯერ კიდევ არ არის დარიგებული. ზუგდიდში ისე ჩატარდა პარტიული კონფერენცია და ისე აირჩიეს თავმჯდომარე და დელეგატები, ჩემისთანა ერთგული ადამიანებისთვის არც შეუტყობინებიათ. ზუგდიდში არაფერი შეცვლილა უკეთესობისკენ. პირიქით _ უარესობაა, რადგან «ნაციონალები» თავიან კადრებს ნიშნავენ «ქართული ოცნების» სახელით. დროა, ხმა ამოვიღოთ, მეტის მოთმენა არ შეიძლება.

ლადო ქირია, ზუგდიდი

 

1 COMMENT

  1. აბა რას ელოდით ვაჟბატონებო? ნუთუ ვერ ხვდებით რო თქვენისთანა ხალხს იყენებენ და მოისვრიან ხოლმე? უკვე მერამდენედ გაგიკეთეს ეს, ზოგჯერ ნაცებმა ზოგჯერ ასლანიმ და ზოგჯერ ქოცებმა? ნუთუ იმდენს ვერ მიხვდით რომ ამ ჯერზე ოცნების გვერდით დგომა საკუთარი ქვეყნის და კუთხის ღალატის პირდაპირპროპორციული იყო?

  2. აბა რას ელოდით ვაჟბატონებო? ნუთუ ვერ ხვდებით რო თქვენისთანა ხალხს იყენებენ და მოისვრიან ხოლმე? უკვე მერამდენედ გაგიკეთეს ეს, ზოგჯერ ნაცებმა ზოგჯერ ასლანიმ და ზოგჯერ ქოცებმა? ნუთუ იმდენს ვერ მიხვდით რომ ამ ჯერზე ოცნების გვერდით დგომა საკუთარი ქვეყნის და კუთხის ღალატის პირდაპირპროპორციული იყო?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here