Home რუბრიკები საზოგადოება ძაღლ იყოს თქვენი მკვდრისადა…

ძაღლ იყოს თქვენი მკვდრისადა…

668

პირველად თბილისში ბიოლის ფონდის არსებობის შესახებ . . მაისში შევიტყვე _ სწორედ იქ გაიმართა მაშინ ქართველი ლგბტ ჩვენებურად, ანუ უფრო გასაგებ ენაზე, პედერასტების სახელდახელო «სხოდკა» და მეორე დღეს, 17 მაისს, გეიპარადის ჩატარებაც დაუთქვამთრატომ ასეთი ფორსმაჟორული ფართხიფურთხი? იმიტომ, რომ წარსულის «მწარე გამოცდილებამ» ასწავლათ _ რამდენჯერაც წინასწარ დაუანონსეს ქართველ საზოგადოებას მოსალოდნელი გეიპარადის დრო და ადგილი, იმდენჯერ მოესწრო საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, მართლმადიდებელმა ეკლესიამაც გამოხატა ცალსახად უარყოფითი დამოკიდებულება სოდომის ცოდვის პროპაგანდის მიმართ და ამიტომ, გასულ მაისამდე ვერც ერთხელ აასრულეს დანაქადები.

იმ ვარდობის თვეს კი საზოგადოებას არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა პედერასტების განაზრახზე და სცადეს კიდეც აღლუმის გამართვა. თუმცა რაღა სცადეს?! მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველის გამზირი ბოლომდე ვერ ჩაიარეს, რადგანაც კინოს სახლთან «დაატორმუზეს» აზრზე მოსულმა გამვლელ-გამომვლელებმა, შეიძლება ითქვას, ფილარმონიასთან დაწყებული გეიპარადი ასე თუ ისე მაინც შედგა!

თუნდაც იმიტომ, რომ ზემელზე «დარბეულ» პედერასტებს მეორე დღესვე გამოუცხადა სოლიდარობა თბილისში აკრედიტებული დიპკორპუსის  ლიბერასტულმა ნაწილმა, არც მეტი, არც ნაკლები, ქართველ პედერასტებთან ერთად, რუსთაველზე მაშინ ჯერ კიდევ პარლამენტის შენობის წინ, მანიფესტაციაში მონაწილეობის სახით…

«ჰაინრიხ ფიოდორ ბიოლი (დ. 21 დეკემბერი, 1917 _ გ. 16 იანვარი, 1985) _ გერმანელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი. ვილჰელმ კაიზერის გიმნაზიის დასრულების შემდგომ ჯერ დურგლად მუშაობდა, მერე _ წიგნების მაღაზიაში. ლექსებსა და მოთხრობებს სკოლაშივე წერდა. 1930 წელს კელნის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. შემოდგომაზე კი მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს. ჯერ საფრანგეთში იბრძოდა, მერე უკრაინის ფრონტზე. ომის დროს, 1942 წელს, იქორწინა ანა-მარია ჩეხზე, რომელთანაც ორი ვაჟი შეეძინა. 1945 წელს ამერიკელებს ტყვედ ჩაუვარდა. დურგლობა ტყვეობის შემდგომაც გაიხსენა, თუმცა კი მალე კელნის უნივერსიტეტს დაუბრუნდა. მისი ნაწარმოებები 1947 წლიდან იბეჭდება და ამ დროიდანვე პოპულარული ხდება. წლების განმავლობაში დასავლეთ ევროპის მწერალთა გაერთიანების _ პენკლუბის დამჯდომარე იყო. მეორე მსოფლიო ომგამოვლილი თავგამოდებით აკრიტიკებდა ყოველგვარ ძალადობას, განსაკუთრებული სიმძაფრით განიცდიდა დევნილთა პრობლემებს. საქართველოს ორჯერ ესტუმრა _ 1966 და 1972 წლებში».

ამ ე. წ. ვიკიპედიიდან არაფერი მიანიშნებს ნობელიანტი მწერლის არატრადიციულ სექსულაურ ორიენტაციაზე (თუმცა ვინ იცის!), რისი «გონივრული ეჭვი» გამიჩნდა იმის გამო, რომ სწორედ ბიოლის ფონდი გამხდარა ქართველი პედერასტების თავშეყრის ადგილი, სადაც გასულ კვირას რედაქტორის დავალებით მივედი _ ე, ბიჭო, რაღაც ფილმის ჩვენება იქნება ერთსქესიანი ქორწინებების შესახებ და ნახე, ვინ იქნებიან ე. წ. ცნობადი სახეებიდან, ერთი სიტყვით, იქნებ რამე სტატია გააკეთო, დასწრება თავისუფალიაო. ჰოდა, მეც წავედი და ზოვრეთის ქუჩის #38-ში მდებარე სამსართულიან ფეშენებელურ (?!) აპარტამენტებს მივადექი…

თავიდან ხალვათობა იყო, ერთი-ორი ბიჭად გადაცმული გოგოს (თუ პირიქით) მეტი ვერავინ დავლანდე და «პრემიერის» მოლოდინში კედელზე გაკრული სტენდების თვალიერება დავიწყე, სტენდების, რომელზეც ბიოლის საქართველოში სტუმრობის ამსახველი მომენტები იყო: ჰაინრიხ ბიოლი სტუმრად ლადო გუდიაშვილთან, პოეტ იოსებ ნონეშვილთან და, როგორც წესი, ამ ფოტოებზე გერმანელი სტუმრის მთავარი მასპინძელი, ბრწყინვალე გერმანისტი, ნოდარ კაკაბაძე _ რისი თქმა უნდათ ამ სტენდებით, აი, ნახეთ, როგორ დიდ ქართველებთან მეგობრობდა ჰერ ჰაინრიხი, დღეს ისინი რომ ცოცხლები იყვნენ, ქართველ პედერასტებს გვერდით დაგვიდგებოდნენო?!

ვერაფერი არგუმენტია, იმის მიუხედავადაც კი, რომ ბატონი ნოდარის ძმისწული, ნინია კაკაბაძე, მართლაც გვერდით უდგას «დედალ-მამალ» პედერასტებს იქამდეც კი, რომ სოლიდარულად აცხადებს _ ჩემი ვაჟი რომ გათხოვდეს, პატივს ვცემ მის არჩევანსო!..

რას იზამ, ეს ის შემთხვევაა, როცა «ერთი მახინჯი შეიძლება ყველა ოჯახში გამოერიოს», მათ შორის ცხონებული ნოდარ კაკაბაძისა და დიდი ჭაბუას ოჯახებშიც _ პირველი, ბიძა, ალბათ, საფლავში ბორგავს და მეორეს  სააქაოში მოეწამლა სიბერე ნინიას ამგვარი გამონათქვამებისა და აქედან გამომდინარე ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ გამოხდომების გამო…

ამასობაში ლგბტ პედარასტები თუ მათი გულშემატკივარი ახალგაზრდებიც მოქუჩნდნენ და ფილმის ჩვენებაც დაიწყო.

ჰოდა, დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო _ სწორედ იმ, წერილის თავში ნახსენები, 17 მაისს გამართული გეიპარადის ამსახველი, ჩემთვის კარგად ნაცნობი კადრებით, არა იმიტომ, რომ მრავალჯერ მქონდა ნანახი, არამედ იმიტომ, რომ იმ «აზრზე მოსულ გამვლელგამომლელებში», რომლებიც წინ გადაეღობნენ «დომ კინოსთან» პარადს, ერთერთი მეც გახლდით. უფრო სწორად, «წინააღმდეგობის მოძრაობის» ბიჭებთან ერთად, მე და სოსო მანჯავიძე ვიყავით იმ აღლუმის «დატორმუზების» მთავარი ფიგურანტები! იქამდე, რომ მეორე დღეს სიმბოლურად, მაგრამ მაინც დასაჯეს სოსო მანჯავიძე 100-ლარიანი ჯარიმით მსუბუქი ალიყურისთვის, რომელიც მამაშვილურად «აჭამა» ერთ პედერასტს, რომელიც პატრულს უხმობდა  თქვენი მონამორჩილის დასაპატიმრებლად, რომელმაც «სისხლიც დავღვარე» (თითი შევახიე რა ტრანსპარანტის ლურსმანს, რომელიც «შენც გაფერადდიო» მომიწოდებდა)…

ჰოდა, როდესაც ეკრანზე წამით გაიელვა ჩემმა გამოსახულებამ, თავი ქისტეთში შეპარულ ზვიადაურივით ვიგრძენი. ვიფიქრე, სოსოს რა ენაღვლება, ზის ახლა არხეინად «ობიექტივში» და მე რა ვქნა, ის კადრებიც რომ გამოჩნდეს, რომლებშიც «საპოჟნიკივით» ვიგინები და შემდეგ გასისხლიანებული ხელით ინტერვიუს ვაძლევ, რომ მიცნოს ვინმემ, როგორც ზვიადაური _ მუსამ, ხომ დავიღუპე ძირიან-ფესვიანად-მეთქი და ჩაბნელებულ დარბაზში უჩუმრად პირჯვარი გადავიწერე…

საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ეკრანზე არც მე და არც სოსო მანჯავიძე რაიმე «კომპრომატში» აღარ გამოვჩენილვართ, თორემ გადაწყვეტილი მქონდა, «გაშიფრვის» შემთხვევაში, ზვიადაურივით «ძაღლ იყოს» მეთქვა ხმამაღლა და…

აი, ამიტომ «საუბედუროდ», რადგან იმას მაინც ხომ იტყოდა ცხონებული დედაჩემი იმ ქვეყნად _ ერთი შვილ მაინც გავზარდე გეებთან მეომარია და ეს ხომ ერთ რამედა ღირს?..

მაგრამ, მოდით, გვეყოფა ღადაობა და ფილმს დავუბრუნდეთ, რომლის სიუჟეტიც მარტივი იყო _ იმ გეიპარადის ფონზე შიგადაშიგ საკუთარ თავზე «გულისამაჩუყებლად» ორი ახალგაზრდა პედერასტი და ერთი «ლეზბიანკა» საუბრობდნენ, ოღონდაც დედლები იყვნენ თუ მამალები, ამაზე არაფერი უთქვამთ. სამაგიეროდ იმაზე მოთქვამდნენ, რომ ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ისიც აღიარეს, რომ მათ უფლებას კურტუმოების ქნევაზე არავინ ზრუდავს, მაგრამ არაო, ეგ აღარ გვაკმაყოფილებს და დროა ქართველმა საზოგადოებამაც სიყვარულით გვიყუროს, თორემ რას იტყვის ევროპა-ამერიკაო და ა. შ. ნაცნობი პედერასტული ლირიკა…

ქამინგაუტი

აბა, ვინ გამოიცნობს, რას ნიშნავს ეს სიტყვა? ვიცი, ჯერ «კოაბიტაცია» ვერ მოგვინელებია და ამიტომ აღარ გაწვალებთ და გეტყვით, რომ «ქამინგაუტი» თურმე იმას ნიშნავს, როდესაც პედერასტი გადაწყვეტს «ჩრდილიდან გამოსვლას» და საკუთარ ახლობლებს თუ ნაცნობებს ამაყად განუცხადებს _ მე პედერასტი ვარ!

ჰოდა, ეს სიტყვა, როგორც ჩვენი დასავლელი «მეგობრების» პირში «კოაბიტაცია», ასევე ხშირად ისმოდა პედერასტების პირებიდანაც, რომელთაგან ერთ, სიმწრის ღიმილის მომგვრელ მაგალითს მოვიყვან:

ერთმა ჯეელმა, მეო, ბებიაჩემს გავუკეთე (ზუსტად ასე თქვა) ქამინგაუტიო. მისმინა ბებომ, მისმინა და მერე მითხრაო _ შვილო, ეგ კარგი, მაგრამ ცოლი როდის უნდა მოიყვანოო? რასაც, სიმწრის კი არა, ირონიული სიცილ-კისკისი მოჰყვა დარბაზში, საწყალი ბებოს გაუნათლებლობის გამო.

არც იმის გამო ყოფილა დარბაზში სინანულის რეაქცია, როდესაც იგივე ჯეელმა აღიარა _ ქამინგაუტი არ უნდა გამეკეთებინა ბებიაჩემისთვის, რადგანაც ამის შემდეგ მალევე გაუსკდა გული და მიიცვალაო…

სხვებისთვის, მშობლებ-ძმაკაცებისთვის გაკეთებული ქამინგაუტები ლეტალური შედეგებით არ დამთავრებულა _ რას იზამს მამაჩემი, შვილი ვარ და რა უნდა ქნას, ხომ არ მომკლავსო და ძმაკაცებმა ერთი კი მისაყვედურეს, ეგ რა გვიქენი ბიჭოო, მაგრამ დღესაც ვძმაკაცობთო!..

ბათუმში 2 წლის წინ დაგეგმილი გეიპარადიც გაიხსენეს ფილმის გმირებმა _ ტყუილი იყო ეგ ამბავი, არაფერი დაგვიგეგმავსო და ბათუმის ქუჩებში გამოსული სამღვდელოების კადრებს, რომლებიც «მამაო ჩვენოს» კითხულობდნენ და ლიტანიობდნენ, დარბაზმა აშკარად გამოხატული აგრესიული რეაქციით უპასუხა. ისევე, როგორც ყველა კადრს, რომლებზეც ჩვენი «ჩამორჩენილ-გაუნათლებელი» სამღვდელოება გამოჩნდებოდა.

ჩვენო, მართალია, პედერასტები ვართ, მაგრამ მაშინ, 2010-ში ბათუმში რა დროს პარადი იყო, რუსეთსაქართველოს ომი ხომ ახალი მომხდარი იყო, პატრიოტობაც დაიჩემეს?!

ჰოდა, ახლაც, მართალია ომი «კაი ხნის» ჩავლილია, მაგრამ, კობა დავითაშვილის პრეზერვატივების არ იყოს, რა დროს «ქამინგაუტებია», არჩევნები ახალი ჩავლილია და ქვეყანა ფეხზეა დასაყენებელი. აი, ჯერ «ნაცები» გავუშვათ ბოლომდე და მერე, ოღონდაც ბებიაბაბუებს თავი დაანებეთ, მაინც ცოდოები არიან და ერთმანეთს, რამდენიც გენებოთ, იმდენი «ექამინგაუტეთ» _ სიყვარულს ვერა, მაგრამ უვნებელ კოაბიტაციას (როგორც იტყვიან, ჩვენ _ ჩვენი «კრუგი» და თქვენ _ თქვენი) ნაღდად გპირდებით, ქართველო პედერასტებო!

თუმცა «გონივრული ეჭვი» არსებობს იმისა, რომ სწორედ ახლა გააქტიურდებიან და პარადების საღერღელი აეშლებათ, რადგან იქნებ ვინმემ დაარბიოს (ასეც იქნება, ალბათ), რაზეც ახალ ხელისუფლებას, მიუხედავად მისი სიჭრელისა, დასავლეთის მოსაწონი რეაქცია ვერ და არ ექნება! ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით (ისევე, როგორც არ მოსწონთ «ქართული ოცნების» პასიურობა ე. წ. რელიგიური უმცირესობების ვითომდაც უფლებების დარღვევის მიმართ), რაც მორიგი «შეშფოთების» საბაბს მისცემს ჩვენს «დასავლელ მეგობრებს» _ «ნაცების» ფაშისტური ბანდის ნარჩენებს, ხლისტებისა და პედერასტების გარდა, რეალურად ხომ აღარავინ უჭერს მხარს!..

დავით მხეიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here