Home რუბრიკები პოლიტიკა ალექსანდრ ლუკაშენკო: მე ჩამოვალ თქვენთან, დაგიჩოქებთ და დსთ–ში დაბრუნებას გთხოვთ

ალექსანდრ ლუკაშენკო: მე ჩამოვალ თქვენთან, დაგიჩოქებთ და დსთ–ში დაბრუნებას გთხოვთ

781

მინსკში „რია ნოვოსტის“ მიერ ორგანიზებული ევროპული და აზიური მედიის ფორუმი გაიმართა, რომლის მთავარი თემაც იყო მედია სივრცეში ინტერნეტის მკვეთრი განვიათარების შემდეგ მომხდარი სწრაფი ცვლილებები.

ფორუმის მონაწილეები, რომელთა შორისაც იყვნენ 200–მდე უმსხვილესი მედიის ხელმძღვანელები, პოლიტიკოსები, დეპუტატები და ექსპერტები დსთ–ს ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთიდან და საქართველოდან, თვლიან, რომ საზოგადოებაზე გავლენის მოსახდენად ინტერნეტი ძლიერი საშუალება გახდა. თუმცა, ამ ყველაფერთან ერთად ისინი ვებ–სივრცეზე სახელმწიფო კონტროლის სისტემის შექმნის იდეის არაეფექტურობასაც  აღიარებენ. მონაწილეების აზრით, უახლოეს მომავალში, ინტერნეტ საინფორმაციო რესურსები ბეჭდური მედიის ბოლომე ჩანაცვლებას  შეძლებენ.

როგორც დისკუსიის მსვლელობისას, სააგენტო რია ნოვოსტის „ახალი მედიატექნოლოგიების“ ინოვაციური ცენტრის ხელმძღვანელმა ვასილი გატოვმა განაცხადა, „მსხვილი ქალაქის თანამედროვე მაცხოვრებელი დაახლოებით კვირაში 100 საათს მედია–ინფორმაციის მოხმარების რეჟიმში ატარებს. ეს ორჯერ მეტია იმაზე, ვიდრე ადამიანი მუშაობს.“

„ყველა თანამედროვე სახელმწიფო გარკვეული სფეროების არა რეგულირების, არამედ მოქალაქეთა, კორპორაციათა, პროფესიულ გაერთიანებათა მიერ თვითრეგულირების გზით მიდის. ეს ყოველთვის ბევრად ეფექტური, ბრძნული და იაფია, ვიდრე სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნა“, – განაცხადა გატოვმა.

„სხვადასხვა მედიის მოხმარება ერთმანეთზე ეხვევა: ადამიანს შეუძლია ერთდროულად უყუროს ტელევიზორს, უსმინოს რადიოს და უპასუხოს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას ან წერილს სოციალურ ქსელში. ინტერნეტის რეჟიმში ინფორმაციის მოხმარების ტიპიურობის მიჩვევის გამო ადამიანები ხდებიან უფრო ზედაპირულები, თუმცა თავს ბევრად ჭკვიანებად თვლიან. პრობლემა იმაშია, რომ ინტერნეტი სიახლეა. ადამიანები კითხულობენ სათაურებს: მომხმარებელთა უმრავლესობა ლიდის (შესავლის) შემდეგ აღარ კითხულობს… სრულად სიახლეს კითხულობს მხოლოდ რედაქტორი… ჩვენ ძალიან ზედაპირულები ვხდებით: ვიცით ვინ გაუშვა სირიაში ჭურვი და როგორ, მაგრამ რეალურად რა ხდება სირიაში არავინ იცის“, – განაცხადა თავის მხრივ ცნობილმა ლატვიელმა ბლოგერმა, კრისტიანს როზენვალდსმა.

 უკრაინაში მედიის შემოსავლის დაახლოებით 90%–ს წარმოადგენს რეკლამა. მედია–ჰოლდინგების უმრავლესობის გაყიდვები შემოსავლის 5–10%–ს შეადგენს.

აზრი ინტერნეტზე ზემოქმედებისთვის საკანონმდებლო ჩარჩოების გამოყენების დაბალი ეფექტურობის შესახებ გამოთქვა მედიაექსპერტმა ანტონ ხრეკოვმაც.

 „გამოდის გაზეთი,მასში წერია, რომ ბატონი ივანოვი ქურდია. გასაგებია, რომ ამ გაზეთს სამოქალაქო კოდექსით უჩივლებენ. ახლა, როდესაც ინტერნეტში მაგალითად ამბობენ, რომ (კომპანია) „სევერსტალი“ ცუდია, „სევერსტალში“ ბევრი ქურდია, რა გააკეთოს სახლმწიფომ, რომელსაც უნდა დაამყაროს წესრიგი? როგორი რეაგირება უნდა მოახდინოს? ამის გასაღები არ არსებობს“, – განაცხადა ხრეკოვმა.

პოსტსაბჭოთა სივრცეში ინტეგრაციული პროცესების ყოველწლიური განხილვის მოედნად ეამფ–ს გადაქცევის წინადადება შემოიტანა დსთ–ს ქვეყნების, ბალტიისპირეთისა და საქართველოს რია ნოვოსტის რედაქციის ხელმძღვანელის მოადგილემ ზახარ ვინოგრადოვმა.

წარსულში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის, პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე პროცესების შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელმა, ალექსეი ვლასოვმა ფორუმზე დამსწრე ყველა ქვეყნის წარმომადგენლის მონაწილეობით „საექსპერტო ინსიტუციის“ შექმნის შემოთავაზება გააკეთა.

„საექსპერტო თანამეგობრობამ, რომელიც ყოფილი სსრკ–ს ტერიტორიაზე მხარს უჭერს ინტეგრაციულ პროცესებს, აუცილებელია საერთო კონცეფციების გენერირება მოახდინოს, რომლებიც შემდეგ უნდა მიიტანონ თავიანთი ქვეყნების საზოგადოებებში. ეს დაეხმარება დღევანდელი ტენდენციის შეცვლაში. ინტეგრაცია გაიმარჯვებს მხოლოდ მაშინ, როდესაც როგორც ჩვეული ცხოვრების წესი არა მხოლოდ პოლიტიკური ელიტის მიერ, არამედ საზოგადოებების მიერ მიიღება“, – აღნიშნა ვლასოვმა.

ასევე, შარშანდელი შეხვედრის შემდეგ შექმნილი დსთ–ს ქვეყნების მთავარი რედაქტორების კლუბის შეხვედრის მონაწილეებმა ბელორუსის პრეზიდენტთან ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრა გამართეს. ბელორუსის სახელმწიფოს მეთაურმა ხაზი გასუვა, რომ მედიის მთავარ ამოცანებად, დესტრუქტიული იდეების შეღწევისთვის დაბრკოლების შექმნას და ხალხსა და მთავრობას შორის   სრულყოფილი დიალოგის ორგანიზებას თვლის.

„დღეს მედიის მთავარი ამოცანებია – არა თუ არ მოგვახვიოს სამყაროს ხედვის ერთი გზა, არამედ ხალხისა და მთავრობის სრულყოფილი დიალოგის ორგანიზება,  დესტრუქტიული იდეების შეღწევისთვის წინააღმდეგობის გაწევაა. შესაძლოა, ჩვენ ოდესმე მივალთ იქამდე, რომ იარსებებს საპარლამენტო განზომილება საბაჟო სამეულის ფარგლებში, რომელშიც შედიან ბელორუსი, რუსეთი და ყაზახეთი. დღეს არ უნდა ვიჩქაროთ. ჩვენ არ ვართ ჩართულები ამ საკითხის განხილვაში. იქამდე სანამ, ეს სტრუქტურა სამეულის ჩარჩოებისთვის აუცილებელი არ გახდება. ეს შემოთავაზება რუსეთის, და არა იმდენად პრეზიდენტის რამდენადაც დეპუტატების, სიბრტყეშია. EurAsEC–თან მიმართებაში კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ზედმეტი სტრუქტურებისა, რომლებსაც არ მოაქვთ სარგებელი.ეს სტრუქტურა საჭირო აღარაა და ჩვენ მას აღარ დავაფინანსებთ“, – განაცხადა მან.

ასევე, აღნიშნულ შეხვედრაზე ბელორუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს რათა საქართველო დსთ–ში დაბრუნდეს.

„აი ჩვენ პირველი იანვრიდან ვიქნებით დსთ–ს თავმჯდომარეები, საქართველოს ველოდებით. მე ჩამოვალ თქვენთან, დაგიჩოქებთ, ოღონდ არა საჯაროდ. თუ გნებავთ ამისთვის საჯაროდაც, და გთხოვთ, რომ პირველ რიგში დსთ–ს დაუბრუნდეთ“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

1 COMMENT

  1. ნეტავი შენ მოცლილი ხარ! გინდა დსთ-ში ყოფნა იყავი! ჩვენ შეგვეშვით! მძლივს დავაღწიეთ თავი!

  2. ქართველმა ხალხმა კარგად იცის რა უნდა,არა მგონია იმაზე იყოს დამოკიდებული როდის დაგაჩოქებს და აგაყენბს პუტინი!!!

  3. საქართველო სად შევა და საიდან გამოვა,თავად გადაწყვეტს.გამომივიდნენ ჭკუის დამრიგებლები!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here