Home რუბრიკები საზოგადოება საჭიროა საერთო ეროვნული ალტერნატივა…

საჭიროა საერთო ეროვნული ალტერნატივა…

595

გარკვეულწილად, წინამდებარე წერილი გაზეთის წინა ნომერში გამოქვეყნებული ჩემივე სტატიის «გაგებით შეხვდით, სამართალი მოდის» და ქალბატონ ნანა დევდარიანის  «იძებნება ოპოზიციის» გაგრძელებადაც შეიძლება ჩაითვალოს…

მართლაც, პარადოქსული სიტუაცია შეიქმნა ქართულ პოლიტიკაში 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ _ «ქართული ოცნება» უმრავლესობაა პარლამენტში. მართალია, არა იმ უპირატესობით, რომელიც რეალობასთან ახლოს იქნებოდა, ხოლო «ნაცმოძრაობა» _ 40%-იან უმცირესობაში, რაც ასევე არ ასახავს რეალობას. სიტუაციის პარადოქსულობა კი იმაშია, რომ, მიუხედავად ოპოზიციის მაღალი პროცენტით არსებობისა, რეალურად არ მიმდინარეობს ჯანსაღი, კონსტრუქციული ოპონირება, რაც ნებისმიერი საზოგადოების წინსვლის საწინდარია!

საუბედუროდ, ასეთი რამ _ ჯანსაღი ოპონირება, კამათი, არც მომავალში იქნება და არა მხოლოდ იმიტომ, რომ «ნაცბანდის» «მოღვაწეობა» პარლამენტსა თუ მის გარეთ ოდენ რევანშისტული ქმედებებია, არამედ იმიტომაც, რომ საპარლამენტო ოპოზიციას გაზის თუ დენის ტარიფებზე, ერთი სიტყვით, სოციალურ თემატიკაზე, პოპულისტური ვაი-ვიშის გარდა,  საკამათო არაფერი ან თითქმის არაფერი აქვთ, რადგან «მათი მთავარი საპროგრამო დებულებები ერთმანეთისგან არ განსხვავდება. ორივენი ნატოს ეტრფიან, ორივენი ევროკავშირის დროშებს აფრიალებენ, ორივე ლიბერალური დემოკრატიის ხიბლშია, მეტნაკლები ლიბერტარიანელობით». ორივე ხელით ვეთანხმები ნანა დევდარიანის შეფასებას…

აქედან გამომდინარე, გასაგები ხდება, თუ რატომ ცდილობდა და დღესაც ცდილობს აშშ, რადაც უნდა დაუჯდეს, როგორმე შეინარჩუნოს პარლამენტში მათივე «გამოწერილი» «ნაცბანდის» 40 %. საკუთარი სახის შენარჩუნებას ცდილობენ? ალბათ, არც ამის გამორიცხვა შეიძლება, თუმცა მთავარი მიზანი ამერიკელებისა ერთობ პროზაულ-პრაგმატულია _ «მეოცნებეები» გაიმარჯვებენ თუ «ნაცების» რევანში შედგება ამ ჭიდილში, საქართველოს საგარეოპოლიტიკური კურსი იგივე დარჩება _ «ნატო, ნატოს» უტოპიური ძახილი, რაც საკუთარი ხალხის «დაბოლებაა», რეალურად კი, სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის გეოსტრატეგიული გავლენების შენარჩუნება-გაძლიერება და, რაც არც თუ უმნიშვნელოა ჩვენი «მთავარი სტრატეგიული მოკავშირისთვის», ქართული საზარბაზნე ხორცი არ მოაკლდებათ ავღანეთში!

რომ არა ამერიკის ადმინისტრაციის სისხლხორცეული დაინტერესება, როგორმე უზრუნველეყო «ნაცბანდის» სოლიდური წარმომადგენლობა პარლამენტში, აშშ-ის ელჩი საარჩევნო უბნებზე ოდესმე ვინმეს უნახავს?!

 ამ და სხვა ქმედებების გამო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ფრანგულ «ფიგაროსა» და ამერიკულ «ვაშინგტონ პოსტში» ლამის ერთდროლულად გამოქვეყნდა «ქართული ოცნების» განმაქიქებელი სტატიების სერია, დიახაც იმ ფასად დაუჯდათ, რომ ქართველი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობაში თუ კი რამ იყო დარჩენილი პროამერიკულ-დასავლური, ისიც ჩაკვდა.

ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ ბიძინა ივანიშვილმა, პირველად ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საკადრისი მკვეთრი პასუხი გასცა დასავლეთის ამ მედია გამოხდომას, რაც ქართულმა საზოგადოებამ დაუფარავი კმაყოფილებით მიიღო, რადგანაც ის წერილები, პირველ რიგში, ქართველი ხალხისთვის სილის გაწვნა იყო და მხოლოდ შემდეგ _ «ქართული ოცნების» მიმართ «დაუკრეფავში გადასვლა»…

ამდენად, აშკარაა ეროვნული ალტერნატიული ძალის აუცილებლობა და არა მხოლოდ პოლიტიკური მიმართულებით.

 სასწრაფოდ არის შესაქმნელი ახალი, პირველ რიგში, ეროვნულ-ტრადიციული ღირებულებების დამცველი პოლიტიკური პარტია, რომელიც ჯერჯერობით პარლამენტს გარეთ იმოქმედებს და ვადიან თუ ვადამდელ არჩევნებზე ახალ სახეებს შესთავაზებს საკუთარ თავს, რაც უმთავრესია, ამომრჩეველს, როგორც არსებული ხელისუფლებისა თუ ოპოზიციისგან  შინაარსობრივ-იდეოლოგიურად განსხვავებულ ალტერნატივას.

იმავე მიმართულებით უნდა გაძლიერდეს ეროვნული ფასეულობების დამცველი მედიაც და აქაც ახალი სახეები უნდა წარმოჩინდეს იმ გაგებით, რომ, მოყირჭებული პოლიტიკური «ფეისების» მსგავსად, საზოგადოებას მედიასახეებიც მობეზრდა. გვარებს არ დავასახელებ, რადგან საზოგადოება ელემენტალურად ტელევიზორის ჩართვითაც მიხვდება, თუ ვისზეა საუბარი _ დღე ერთია და სხვადასხვა თოქ-შოუებში, როგორც ხაშლამის «ბლუდო» ქელეხში, ერთი და იგივე მედია ექსპერტები, ჟურნალისტები თუ პოლიტოლოგები «ჩამოტარებით» არიან «მაესტრო»-»კავკასია»-»მეცხრე» არხებზე, თითქოს მათ გარდა აღარავინ ვიყოთ (დიახ, ყალბი თავმდაბლობის გარეშე, სწორედაც, რომ «ვიყოთ» ქართულ მედიასივრცეში;

 იგივე უნდა გაკეთდეს, ე. წ. არასამთავრობო სექტორში _ ბოლოს და ბოლოს უნდა ჩამოყალიბდეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოს, ქართველი ერის, საქართველოში ყველა ეროვნების უფლებებს დაიცავს, ვისაც ეს ქვეყანა საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია და არა მუქთა საძოვრად და არა ისე, როგორც მიგვაჩვიეს დასავლეთიდან, მხოლოდ ხლისტების (სექტანტების) და პედერასტების (ლგბტ) უფლებებს რომ იცავენ _ უმრავლესობის უფლებებიც არსებობს ამქვეყნად, უმრავლესობის, რომელთა უფლებებიც უფრო ხშირად ირღვევა, ვიდრე უმცირესობებისა!

და ბოლოს, ხსენებულ ახალ პარტიაში თუ გაერთიანებაში ერთი მთავარი პირობა უნდა არსებობდეს: ვისაც, არა თუ წევრი ყოფილა, «თავისუფლების ინსტიტუტთან» ახლოსაც კი გაუვლია, მათი ადგილი არ უნდა იყოს ახალ ეროვნულ ალტერნატივაში, რადგან «თავისუფლების ინსტიტუტია» ის სატანური სექტა, რომელშიც იშვება და გენერირდება, ყოველივე ანტიქართული, ანტიეროვნული და სხვათა შორის პარლამენტშიც ბლომად არიან («ნაცებშიც» და «ოცნებაშიც») ამ ორგანიზაციაში გამოზრდილი გველის წიწილები!..

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ფინანსების გარეშე არ გამოვა და, რადგანაც ჯორჯ სოროსი ერთსქესიანი ქორწინებების მოწინააღმდეგე პარტიებსა თუ სხვა გაერთიანებებს არ დაგვიფინანსებს, ის დროა, ქართველმა ბიზნესმენებმაც თქვან სიტყვა, რომელთაც ქართულად უძგერთ გული, ჯიბეზე ხელი გაიკრან და ქართული სულიერების, მენტალობის გადარჩენის საქმეს მცირედით შეეწიონ…

დავით მხიძე

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here