Home რუბრიკები საზოგადოება თამაზ წულაია: მაშინ როლანდ ახალაიას ვერ შევებრძოლებოდი, ახლა კი ამის დრო დადგა

თამაზ წულაია: მაშინ როლანდ ახალაიას ვერ შევებრძოლებოდი, ახლა კი ამის დრო დადგა

1232

სააკაშვილის ხელისუფლებას ყველაზე მძლავრი დასაყრდენი საქართველოს რეგიონებიდან სამეგრელო იყო, სადაც გუბერნატორ ზაზა გოროზიასა და საოლქო პროკურორ როლანდ ახალაიას განუსაზღვრელი უფლებები გააჩნდათ და ხელყოფდნენ მოსახლეობის საკუთრების უფლებას, ამიტომ მოსახლეობა შიშისგან დათრგუნული იყო. ახლა კი ხალხი უსამართლოდ და უკანონოდ წართმეული საკუთრების დაბრუნებას ითხოვს.

სააქციო საზოგადოება «ზუგდიდვაჭრობის»  სამსართულიან უნივერმაღ «ენგურის» გარშემო, დიდი ხანია, დავა და დაპირისპირება მიმდინარეობს უკანონო გასხვისებისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უკანონო მოქმედებასთან დაკავშირებით. მოგვიანებით გაირკვა, რომ უნივერმაღ «ენგურის» ხელში ჩაგდებით დაინტერესებული ყოფილა საოლქო პროკურორი როლანდ ახალაია.

ამ საქმესთან დაკავშირებით უნივერმაღ «ენგურის» დირექტორმა და აქციათა ერთ-ერთმა ფლობელმა თამაზ წულაიამ საჩივარი შეიტანეს საქართელოს მთავარ პროკურატურაში. «1964 წლიდან ვმუშაობდი ზუგდიდიში ვაჭრობის სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე. ვიყავი «ენგურში» სხვადასხვა დროს საქონელმცოდნე, დირექტოის მოადგილე, დირექტორი.  შევძელი, საქართველოში და განსაკუთრებით სამეგრელოში არსებულ მძიმე პერიოდში შემენარჩუნებინა ხსენებული ობიექტი დაუზიანებლად. «ზუგდიდვაჭრობის» სააქციო საზოგადოებად გადაკეთების შემდეგ მე გავხდი აქციათა 17%-ის მფლობელი. როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, სააქციო საზოგადოება «ზუგდიდვაჭორობის» პასუხიმგებელმა პირებმა მოახდინეს ენგურის გასხვისება, რომელშიც მოექცა ჩემი კუთვნილი აქციების წილიც, ჩემთან შეთანხმების გარეშე. იმ პერიოდში ვიმყოფებოდი პატიმრობაში. როგორც შემდგომში გაირკვა, უნივერმაღ «ენგურის» დაუფლებით დაინტერესებული ყოფილა საოლქო პროკურორი როლანდ ახალაია, რომელიც თურმე თავისივე პროკურორის, რ. საჯაიას, მეშვეობით მოლაპარაკებას აწარმოებდა «ზუგდიდვაჭრობის» ხელმძღვანელობასთან. ემუქრებოდნენ და აშინებდნენ მათ, რათა დაეთმოთ ეს ობიექტი და, რაკი ვერ მიაღწიეს სასურველ უკანონო გარიგებას პასუხისგებაში მისცეს და გაასამართლეს ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი გ. ჯინჯოლავა, რომელსაც დაუსწრებლად მიუსაჯეს 14 წელი.  გაასამართლეს აქციის შემსყიდველი პირები თ. ქანთარია და თ. ცხადაია. მეც და ჩემი შვილებიც მოგონილი და შეთითხნილი ამბებით დაგვაკავეს. მე მომისაჯეს 4-ნახევარი წელი, რათა არ ჩავრთულიყავით ამ დავაში. გთხოვთ ჩატარდეს გამოძიება, დადგინდეს სიმართლე, აღდგენილ იქნეს როგორც ჩემი, ასევე იმ  148 აქციონერის უფლებები, რომლებიც ასევე დაიჩაგრნენ ჩემსავით», _ ნათქვამია თამაზ წულაიას მიერ მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილისადმი გაგზავნილ საჩივრის წერილში.

თამაზ წულაიას განმარტებით, გასაკვირია, რომ აქციათა წილის დასაბრუნებლად ყველაზე მეტად აქტიურობს ზუგდიდელი დავით როგავა, რომელსაც არასოდეს არანაირი შეხება არ ჰქონია უნივერმაღ «ენგურთან».  «დავით როგავა იყო «ნაციონალური მოძრაობის» აქტიური წევრი და ახლო ურთიერთობა ჰქონდა ზაზა გოროზიასთან და გასაკუთრებით როლანდ ახალაიასთან. აქედან გამომდინარესწორედ მათი დახმარებით შეეცადა ის, უნივერმაღ «ენგურში» აქციათა წილი მოეპოვებინა, მაშინ, როდესაც უნივერმაღში მას აქციათა წილი არასოდეს ჰქონია, თუმცა არაოფიციალურად რატომღაც ის ფიგურირებს აქციონერთა შორის. შემდგომ დავით როგავა და როლანდ ახალაია, ეტყობა, ვერ მორიგდნენ და გადაეკიდნენ ერთმანეთს», _ აცხადებს თამაზ წულაია.

გავრცელებული ვერსიით, დავით როგავას სურდა, როლანდ ახალაია როგორმე გამოეყენებინა თავისი მიზნის მისაღწევად და დაუფლებოდა აქციათა გარკვეულ წილს, თუმცა კი მოხდა პირიქით _ როლანდ ახალაიამ  დავით როგავა გამოიყენა თავისი სურვილის განსახორციელებლად. ახალაიამ როგავას ხელშეწყობით თ. ქანთარიასა და თ. ცხადაიას დახმარებით უნივერმაღ «ენგურის» აქციონერებს აქციათა წილები წაართვა, გაყარა ისინის სააქციო საზოგადოებიდან, შემდეგ კი მათ როგავაც, ქანთარიაც და ცხადაიაც მიაყოლა და არაოფიციალურად დაეუფლა უნივერმაღ «ენგურს». მეგის ქარდავასთან ერთად მან კეთილმოაწყო შენობის მესამე სართული, დანარჩენი სართულების კეთილმოწყობა კი ვერ მოასწრო, «ქართულმა ოცნებამ» შეუშალა ხელი.

თამაზ წულაიას განცხადებით, მან რამდენიმეჯერ მიუგზავნა დავით როგავას, როგორც თვითმარქვია აქციონერს, ანგარიშგასაწევი პიროვნებები. «ვინ არ მივუგზავნე დავით როგავას, რომ ხელი აეღო ასეთ უკანონო, უსამართლო ქმედებაზე, არ ესარგებლა ჩემი ციხეში ყოფნით, მაგრამ მან არ შეისმინა ჩემი თხოვნა. ახლა ის წილს ითხოვს, წილს, რომელიც არასოდეს ეკუთვნოდა. ყველამ ნახოს, რომ შემწევს ძალა, სამართლიანობა აღვადგინო. მე მაშინ ახალაიას ვერ შევებრძოლებოდი, ახლა კი სწორედ ამის დრო დადგა. მე, როგორც უნივერმაღ «ენგურის» დირექტორი, უნივერმაღს არ დავთმობ, რადგან ეს ჩემი კაცობისა და პრინციპის საქმეა», _ აღნიშნა თამაზ წულაიამ.

ლადო ქირია, ზუგდიდი

 

9 COMMENTS

  1. სასაცილოა.. ახალაიას ვერ შევებრძოლებოდიო და ახლა კაცობის და პრინციპულობის დამტკიცება მოგინდათ? მაშინ როცა დავით როგავა 2007 წელს დაუპირისპირდა როლანდ ახალაიას და ამხილა საქვეყნოდ.

  2. ჯობდა არგუმენტირებულად გაგემყარებინათ თქვენი პოზიცია, მესაკუთრის შეურაცყოფის ნაცვლად.თქვენი ვერსიები, მხოლოდ თქვენს გონებრივ შესაძლებლობებზე მიუთითებს, რომელიც არავის აინტერესებს.ამისთვის არსებობს სასამართლო.

  3. უმადლოდეთ ბ-ონ ბიძინას, თორემ თქვენ ისევ ისე თავჩაქინდრულ პოზაში იდგებოდით დიდხანს..ხომ ვერ გვასწავლით როგორ დავძლიოთ შიში და გავხდეთ ფაფარ აშლილი ლომები?. თქვენ ამის შესანიშნავი მაგალითი ხართ.

  4. თამაზ წულაიას ჯობდა სადაც ეს სტატია გამოაქვეყნა მანამდე იმავე გაზეთის თავფურცელი წაეკითხა სადაც ყველასთვის თვალსაჩინოდ წერია: "გაუსწორე თვალი სიმართლეს" და მერე დაეწერა ეს სტატია.. ლადო ქირიას გასაგონად ვამბობ, მთელმა საქართველომ იცის და მითუმეტეს ზუგდიდელებმა რომ უნივერმაღ "ენგური"-ს შეძენის დღიდან ახალაიები და გოროზიები დავით როგავას მოსისხლე მტრები იყვნენ და მაშინ გამოუვიდათ კიდეც კეთილსინდისიერი მყიდველი კაცი გააქციეს საქართველოდან ახლაც მაღალ დონეზე დადგმული სპექტაკლით უკვე თამაზ წულაიას სახელით ებრძვიან მას…სიმართლე ადრე თუ გვიან მაინც იზეიმებს.

  5. ეტყობა წულაიამ მღვრიე წყალში თევზის დაჭერა მოინდომა ან კიდევ ბალზე ზის და უკვირს ამ ბალს ვაშლი რატომ არ ასხიაო.მე დავით როგავას საერთოდ არ ვიცნობ მაგრამ დეტალების დონეზე ვიცი,რომ დავით როგავამ ალალად იყიდა უნივერმაგი ენგური,ის უნივერმაგი,რომლის წართმევა ახალაიამ მოუნდომა,დანარჩენი მთელმა საქართველომ იცის…

  6. ხომ არ იცით თამაზი ცულაია რატომ იჯდა ციხეში ბატონო ლადო და მაგის ორი ვაჟკაცი მაინტერესებს

  7. @გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" რედაქციას, ჟურნალისტ ლადო ქირიას – ვფიქრობ როდესაც აქვეყნებთ სტატიას როგორც მინიმუმი უნდა გადაამოწმოთ რესპოდენტის მიერ მოცემული ინფორმაცია, ან/და ეცადოთ დაუკავშირდეთ სტატიაში მოხსენიებულ პიროვნებებს, რადგან ეს ვერ მოახერხეთ საჭიროდ ჩავთვალე მომემართა თქვენთვის "კომენტარის" საშუალებით. სასაცილოა ის რაც ამ სტატიიდან შევიტყვე, რომ თურმე პირადად მე, დავით როგავა და თამაზ ქანთარია, რომელნიც 5 წელია მოწყვეტილნი ვართ საქართველოს – მხოლოდ იმიტომ რომ არ დავთანხმდით მაშინდელი ხელისუფლების ნებას და არ დავიწყეთ მასთან უკანონო თანამშრომლობა, ვყოფილვართ ნაციონალური მოძრაობის წევრები და თურმე "ახალაიამ როგავას ხელშეწყობით თ.ქანთარიასა და თ.ცხადაიას დახმარებით უნივერმაღ "ენგურის" აქციონერებს აქციათა წილები წაართვა, გაყარა ისინი სააქციო საზოგადოებიდან, შემდეგ კი მათ როგავაც, ქანთარიაც და ცხადაიაც მიაყოლა", მართლაც სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს, ჩვენს მიერ ს/ს "ზუგდიდვაჭრობის" აქციები აბსოლუტურად კანონიერად იყო შესყიდული (ნებისმიერს შეუძლია გაეცნოს დოკუმენტაციას), რითაც არათუ "დაიჩაგრნენ" აქციონერები არამედ მადლობელნი დარჩნენ მათთვის სასურველი სარგებლის მიღებისათვის, სწორედ ამის შემდგომ დაიწყო ჩვენი დევნა, ხოლო აქციები იმდენად კანონიერად იყო შესყიდული, რომ დიდი მონდომების მიუხედავად მაშინდელმა პროკურატურამაც ვერ იპოვა დარღვევა და ჩვენი დევნის საფუძვლად მოიყვანეს 90-იანი წლების ბოლოს ჩატარებული პრივატიზაციის კანონიერება და თუკი ვინმეს პრეტენზია აქვს "დაჩაგვრაზე" ჩვენთან ერთად უნდა დამდგარიყო უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლაში,

  8. მე არ ვიცი ვინ ვერ "შეებრძოლებოდა ახალაიას" და ადამიანურად მესმის მათი ვინც ვერ გაბედა რეჟიმთან ჭიდილი, მაგრამ ჩვენ გავბედეთ და შევებრძოლეთ უსამართლობას, რისთვისაც დღემდე დევნაში ვიმყოფებით, ასე რომ ყველას მოვუწოდებ შეეშვან ცილისმწამებლურ განცხადებების კეთებას, ხოლო თუკი ვინმეს რაიმე პრეტენზია გააჩნია, ამისთვის არსებობს და მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს, ვიცი მეშვეობითაც ჩვენს მიერ გაცემული იქნება სათანადო პასუხი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here