Home რუბრიკები პოლიტიკა სასოფლო-სამეურნეო მიწის 30 ათასი ჰექტარი უცხოელებზეა გაყიდული!

სასოფლო-სამეურნეო მიწის 30 ათასი ჰექტარი უცხოელებზეა გაყიდული!

2247

«ერთიანი ნაციონალური მოძრაობა» ხელისუფლებაში რევოლუციის გზით მოსვლისთანავე შეუდგა წინაპრების მემკვიდრეობის განიავებას. «ყველაფრის გაყიდვა _ სინდისის გარდა» ბენდუქიძის მიერ სიტყვიერად გაჟღერებულ «ნაციონალური პოლიტიკის» დედააზრს გადმოსცემდა, მით უფრო, რომ სინდისი მაინცდამაინც არც მას ამძიმებდა და არც სააკაშვილის მაღალჩინოსნებს. «საქართველო და მსოფლიომ» მოიპოვა სკანდალური დოკუმენტი, რომლიდანაც ირკვევა, რომ ქართული მიწის დიდი ნაწილი უცხოელებზეა გასხვისებული. თუ იმ დანაშაულებრივ კანონსაც გავიხსენებთ, რომლის თანახმად უცხოელ პატრონს გარემოსთვის ნებისმიერი ზიანის მიყენება შეუძლია, კატასტროფული სურათი იქმნება. ისინი საკუთარ ნაკვეთზე, უნდათ, რადიაქტიურ ნარჩენებს დამარხავენ, უნდათ, მიწის ნაყოფიერ ფენასჰუმუსს მოჭრიან და ქვეყნიდან გაიტანენ.

საკმარისია, უცხოელებმა საკუთარ ნაკვეთებზე გენმოდიფიცირებული კულტურები მოიყვანონ, რომ მცენარეთა ენდემური ჯიშების, მწერებისა და ფრინველების სახეობები გადაგვარებისთვის გაიწირება. ეკოსისტემის არსებობა საფრთხის წინაშე დადგება, რაც ადამიანებზეც პირდაპირ გავლენას მოახდენს. «ინვესტორის» ხატად დასვენების მახინჯმა პრაქტიკამ საქართველოში სრული უკონტროლობის ვითარება შექმნა და ახლა უკვე არამარტო აგრარული სფეროს, არამედ საქართველოს ბუნებრივი მრავალფეროვნების პრობლემა წარმოიშობა.

პროფესორ პაატა კოღუაშვილის განცხადებით, ვითარებას ართულებს ნიადაგის ეროზიის პროცესი, რაც უკანასკნელ პერიოდში ანთროპოგენური ექსპანსიისა და კლიმატური ცვლილებების ფონზე კრიტიკულ ფაზაში შევიდა. ცნობილია, რომ ნიადაგის ნაყოფიერი ფენის, ჰუმუსის, ფორმირებას 2-7 ათასი წელი სჭირდება, ხოლო დაჩქარებული ეროზიის პირობებში, რასაც, ძირითადად, ადამიანის ფაქტორი იწვევს, ეს ფენა შეიძლება 10-30 წელიწადში სრულიად განადგურდეს. ამასთან, ისტორიას ახსოვს ფაქტები, როდესაც ძლიერ წვიმას ან ქარიშხალს ერთ დღეშიც კი მოუსპია ნაყოფიერი ნიადაგები. საქართველოში ეროზიის ზემოქმედებას განიცდის 1 მილიონ ჰექტარზე მეტი სასოფლო სამეურნეო სავარგული. სავარგულები სულ უფრო ნაკლები რჩება. სადღეისოდ დედამიწის ხმელეთის სასოფლო-სამეურნეო ათვისება 30%-ს მიუახლოვდა და, თუ არ ჩავთვლით უდაბნოების ათვისების ჯერჯერობით უპერსპექტივო შესაძლებლობას, შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ რეზერვები ამოწურულია. უახლოეს წლებში სოფლის მეურნეობის სავარგულები კაცობრიობის უმთავრეს რესურსად იქცევა. ცხადია, განსაკუთრებით ძვირად ფასობს მიწის ის ნაკვეთები, რომლებიც ჰარმონიულადაა უზრუნველყოფილი სარწყავი წყლითა და მზის ენერგიით. სწორედ ამგვარ რესურსს ფლობს საქართველო და ამ დროს უმოწყალოდ მიმდინარეობს ქართული მიწის განიავება, რადგან იმას, რაც ხდება, ვერანაირად უწოდებ «პრივატიზაციას».

როგორც ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტიდან ირკვევა, იტალიელებს კახეთში 17 ჰა ვენახი, 290 ჰა სახნავი და საძოვარი შეუძენიათ, 30 ჰა მიწა _ ზეთისხილის მოსაყვანად, ყვარელში _ 20 ჰა სახნავი მიწა და 2 ჰა ტბორი.

ბრიტანელებს იორმუღანლოში 5 500 ჰა მიწა აქვთ ნაყიდი თხილის, ზეთისხილისა და მარცვლეულის მოსაყვანად.

ინდოელებს დედოფლისწყაროში 545,  330 და 800 ჰექტარი მიწის ფართობები აქვთ შეძენილი მარცვლეულის მოსაყვანად, საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში მეთევზეობისთვის 110 ჰექტარი აქვთ ნაყიდი. წნორში, საქობოში, ანაგაში, ვაქირში, ჯუგაანში, ტიბაანსა და ბოდბისხევში კი უცნობი დანიშნულებით ათას ჰექტარზე მეტი მიწა უყიდიათ.

 კახეთში სულ 11 ათას 390 ჰექტარი მიწაა უცხოელებზე გაყიდული.

იმერეთში 650 ჰექტარი მიწა ჩეხებს, ჩინელებს, ინდოელებს ირანელებს, ამერიკელებს და ებრაელებს შეუსყიდიათ.

შიდა ქართლში, ხაშურის რაიონში ინგლისელებს 513,7 ჰექტარი მიწა აქვთ ნაყიდი მეცხოველეობის საკვებისა და მარცვლეულის წარმოების მიზნით. გორსა და ქარელში ინდოელებს მარცვლეული კულტურების მოსაყვანად 330 ჰექტრამდე მიწა აქვთ შეძენილიშიდა ქართლში უცხოელების საკუთრებაში სულ 840,7 ჰექტარი მიწაა.

სამეგრელოზემო სვანეთში  იტალიელებზე, ფრანგებზე, ებრაელებზე, ჩინელებსა და გერმანელებზე 15 555 ჰექტარი, აქედან 12 ათასი ჰექტარი ტყის მასივებია გასხვისებული.

სულ საქართველოს სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწების 29 321,6 ჰექტარი უცხოელებზეა გაყიდული. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორია მოიცავს 7 მილიონ 628 ათას 400  ჰექტარს, საიდანაც სასოფლოსამეურნეო სავარგულებს უჭირავს 3 მილიონ 25 ათას 800 ჰექტარი (39,7%).

საინტერესოა, რომ უცხოელების მიერ შეძენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების კარგა გვარიანი ნაწილის დანიშნულება იმთავითვე უცნობი იყო! უცნობია ასევე, ამუშავებს ვინმე ამ მიწებს თუ არა.

სააკაშვილმა პარლამენტში უკანასკნელი გამოსვლისას განაცხადა, რომ სოფლის მეურნეობის სექტორი 35%-ით გაიზარდა, მაგრამ გაეროს სასურსათო ორგანიზაციის მონაცემებით, 2003-2010 წლებში სოფლის მეურნეობის პროდუქტის წარმოების ინდექსი მინუს 29% იყო საქართველოში. ეს ერთ-ერთი ყველაზე უარესი მაჩვენებელია მსოფლიოს 194 ქვეყანას შორის. აგრარული აკადემიის წევრის, პროფესორ პაატა კოღუაშვილის შეფასებით, «ნაციონალურ» ხელისუფლებას არც უფიქრია სოფლის მეურნეობის განვითარებასა და მოღონიერებაზე, რადგან მისი მიზანი იყო, რაც შეიძლება მეტი გაჭირვება ყოფილიყო სოფლად, რომ როგორმე მოსახლეობა აყრილიყო იქიდან. მერე მათ მიწებს უცხოელებზე ასხვისებდნენ:

«მათ არ ესმით, რომ ეროვნული აგრარული პროდუქციის წარმოება ქვეყნის იდენტურობისა და კულტურული ტრადიციების ერთერთი უმნიშვნელოვანესი მატარებელიაჩვენ გვაქვს იმის პოტენციალი, რომ ვიყოთ მსოფლიოს იმ ხუთექვს ქვეყანას შორის, რომლებიც უნიკალურია თავიანთი აგრარული პროდუქციით. დღეს გლეხების 80 პროცენტს არ აქვს საშუალება, რომ  მიწის ფართობი დაამუშაოს, ამიტომ ქვეყნის ინტენსიური სავარგულების მნიშვნელოვანი ნაწილი (60%), ფაქტობრივად, დაუმუშავებელია. გარდა ამისა, გლეხს ზურგზე აწევს მიწისა და სარწყავი წყლის გადასახადი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმეჯერ გაიზარდა. დღესდღეობით ჩვენი სოფლის მეურნეობა განიცდის კრიზისს და, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი  სულ უფრო მასშტაბურ და მწვავე ხასიათს იღებს».

კოღუაშვილი პირდაპირ მიუთითებს, რომ ქართველი გლეხკაცი, როგორც მიწის მესაკუთრე, კონკურენციას ვერ უწევს უცხოელებს. მოქალაქეობის არმქონე პირებს გაცილებით უკეთესი პირობები აქვთ საქმის წამოსაწყებად, ვიდრე ადგილობრივებს, რაც კატეგორიულად დაუშვებელია, განსაკუთრებით ისეთ ტრადიციულ და მოწყვლად დარგში, როგორიც სოფლის მეურნეობაა.

 არც ერთ თანამედროვე ქვეყანაში, უმცირესი გამონაკლისის გარდა, მიწაზე საკუთრება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და ის სხვადასხვა ნორმატიული აქტით რეგულირდება. მაგალითად, ევროკავშირის რიგ ქვეყნებში სახელმწიფო დონეზე (ირლანდია, ჩეხეთი) იკრძალება ან იზღუდება სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ან არარეზიდენტი იურიდიული პირებისთვის გადაცემა. მსგავსი დამოკიდებულებაა ამ საკითხისადმი თურქეთში, ავსტრიაში, იაპონიაში, ისლანდიაში, ახალ ზელანდიაში, მექსიკაში, აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში (მსგავსი შეზღუდვები, ძირითადად, რეგიონულ დონეზე ხდება). მაგალითად, აშშ-ის ზოგიერთ შტატში, კანადის რამდენიმე პროვინციასა და ავსტრალიის დასავლეთ ნაწილში აკრძალულია მიწის უცხო ქვეყნის რეზიდენტების მიერ შესყიდვა. ზოგან ეს პროცესი ირიბი მექანიზმებით არის უზრუნველყოფილი. მაგალითად, ევროკავშირში, მართალია, მიწაზე საკუთრების უფლების მოპოვების მხრივ წევრი სახელმწიფოების მოქალაქეები გათანაბრებულნი არიან ერთმანეთთან, მაგრამ მათთვის დაწესებული შეღავათები ეკონომიურად თითქმის შეუძლებელს ხდის მესამე ქვეყნების რეზიდენტების მიერ მის შეძენას. ახალ ზელანდიაში შექმნილია მიწის დაცვის ტრიბუნალი და ეს ორგანო განიხილავს 2 ჰექტარზე მეტი მიწის შესყიდვის მსურველთა ყოველ განცხადებას, დადებითი გადაწყვეტილება კი უამრავი პირობის შესრულებაზეა დამოკიდებული.

თვით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორისაც შეიძლება იყოს ამგვარი შეზღუდვები, რისი მაგალითიც არის ირლანდიის კანონმდებლობა. ამ ქვეყანაში 7-წლიანი ცხოვრების ვადაა საჭირო იმისათვის, რომ მიწის შეძენის მსურველმა განცხადებით მიმართოს მიწის კომისიას. საფრანგეთში შეზღუდულია ვენახების და, განსაკუთრებით, დიდი ფართობის მიწის შეძენა. აშშ-ში 1978 წელს მიიღეს ფედერალური აქტი სოფლის მეურნეობაში საზღვარგარეთული კაპიტალდაბანდებების შესახებ. მართალია, ამით დაშვებულია უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვა, მაგრამ ყოველი კონკრეტული შემთხვევა განიხილება ამ ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ. ძირითადი რეგულირება აშშ-ში სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებისთვის მიყიდვის საკითხზე ცალკეული შტატის დონეზეა დაწესებული. ამგვარი კანონმდებლობა აკრძალვების სხვადასხვა დონეს გულისხმობს და უკვე შტატების ნახევარზე მეტშია მიღებული. ამასთან, რაც უფრო სასოფლო-სამეურნეო მიმართულებისაა შტატის ეკონომიკა, მით უფრო მკაცრია აკრძალვა, უცხოელების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვის სრულ აღკვეთამდე. ამის შედეგია ის, რომ აშშ-ში სასოფლო-სამეურნეო მიწის მხოლოდ 1 პროცენტზე ნაკლები ეკუთვნის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც, ძირითადად, ევროპელები და კანადელები არიან.

დასავლეთის კანონმდებლობა, ძირითადად, უარყოფითადაა განწყობილი იურიდიულ პირებზე მიწის გასხვისების საკითხისადმი. ბევრ ქვეყანაში მიწის ყიდვა შეუძლიათ მხოლოდ ფიზიკურ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მკაცრ მოთხოვნებს. ეს მოთხოვნები განსაკუთრებით ეხება სპეციალურ სასოფლო-სამეურნეო განათლებას, შრომით გამოცდილებას, სოფლად ცხოვრებას, სათანადო კაპიტალის ფლობას და სხვ.

რუსეთში უცხოელებზე მიწის გაყიდვა 380 ტერიტორიულ წარმონაქმნში საერთოდ აკრძალულია. აკრძალვა ძირითადად საზღვრისპირა რაიონებს ეხება. აკრძალულ ზონებს განეკუთვნება კრასნოდარის მხარე, კარელია, ბურიატია, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკები, ალტაის მხარე. ამგვარად, ჩინელები ვერ შეიძენენ მიწას საზღვრის გასწვრივ, ხოლო გერმანელები კალინინგრადის მიწებს ვერ იყიდიან.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ყველა ქვეყანაში უცხოელებზე მიწის გაყიდვა აკრძალულია. ბულგარეთში სასოფლო-სამერნეო დანიშნულების მიწის და ტყეების გაყიდვა უცხოელებზე აკრძალულია. ამ დღეებში ლიტვის სეიმმა ვადა გაუგრძელა კანონს, რომლის თანახმად, უცხოელებს ქვეყანაში მიწის ყიდვა ეკრძალებათ. ინდოეთში არამც თუ მიწას, მანქანასაც ვერ იყიდის უცხოელი. უფრო სწორად, ფულს გადაიხდის, მაგრამ საკუთრება ინდუსს უნდა გაუფორმოს! ჩინეთში ყველაფრის ყიდვა შეიძლება, მიწის გარდა. აფხაზეთში არა მარტო მიწა, არამედ უძრავი ქონებაც არ იყიდება უცხოელებზე. თურქეთში შავიზღვისპირეთის მიწების გაყიდვა რუსებზე იკრძალება. საუდის არაბეთსა და არგენტინაში უცხოელზე მიწა არ იყიდება. სხვათა შორის, არგენტინაში ტრადიციული მეცხოველეობის ნაცვლად უცხოელებმა სოიოს მოყვანა დაიწყეს და ეს აკრძალვაც სწორედ მოქალაქეების დაცვის მიზნით ამოქმედდა.

ყველა ქვეყანა იცავს თავს უცხოელების ექსპანსიისგან და მიწების გასხვისებისგან. მხოლოდ საქართველოა უპატრონოდ მიტოვებული ეკლესიის მდგომარეობაში.

ნანა დევდარიანი

 

6 COMMENTS

  1. მარტო ამის გამოა სააკაშვილი დასახვრეტი, ბევრჯერ დასახვრეტი, იმდენჯერ, რამდენი უცხოელიც ჩამოასახლა და რამდენსაც საქართველოს მოქალაქეობა მისცა. და ყველა, ვინც ამ ამბავშია გარეული.

  2. "თვით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორისაც შეიძლება იყოს ამგვარი შეზღუდვები, რისი მაგალითიც არის ირლანდიის კანონმდებლობა. ამ ქვეყანაში 7-წლიანი ცხოვრების ვადაა საჭირო იმისათვის, რომ მიწის შეძენის მსურველმა განცხადებით მიმართოს მიწის კომისიას"
    ხოდა საკანონმდებლო ორგანო ახლა ჩვენს ხელშია და დავარეგულიროთ ჩვენც კანონი სახელმწიფოს სასარგებლოდ.

  3. "ყველაფრის გაყიდვა სინდისის გარდა"? ალბათ იმას გულისხმობდა, რომ გავყიდოთ ყველაფერი და სინდისი ფეშქაშად გავაყოლოთო. განაყველაფერს, რაც გაყიდეს, სინდისი არ გააყოლეს თან? თუმცა ამაში ალბათ ბევრი შემედავება და იტყვის, რომ -თან როგორ გაატანდნენ, როცა სინდისი პირველი იყო რაც გაყიდესო. ეგ თავისი სინდისი გაყიდეს პირველ რიგში. დანარჩენ გაყიდვებს კი ჩვენს სინდისს და თავმოყვარეობას, საქართველოს სინდისსა და თავმოყვარეობას, სუვერენიტეტს და თვითმყოფადობას ატანდნენ ფეშქაშად.

  4. ვისაც საქართველოს ტერიტორიების გაყიდვაში ხელი აქვს ჩარეული დასახვრეტია!
    პირდაპირი მნიშვნელობით ვამბობ შადიმანები საცოცხლებლები არ არიან! ისინი მხოლოდ საკუთარი ოჯახების კეთილდღეობაზე ზრუნავდნენ და ზრუნავენ ხალხს კი ყველანაირად უსპობენ სიცოცხლეს ყველა გზით, სირცხვილია თვალების დახუჭვა!
    საბჭოთა კავშირი როდესაც დაბრუნდება ზუსტად ეს მოღალატე შადიმანები მოინდომებენ მალულად შეფარებას საბჭოთა კავშირში, თუმცა ამაოდ, მათი დრო უკვე დათვლილია უფლისაგან და შემდგომ დამშეული, გაღატაკებული, გასაცოდავებული ხალხისაგან,
    ხოლო რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას და მის რამოდენიმე ანუ ზოგზოგიერთ ქოცნებას შეფარებულს ,,ქართულ ოცნებაში” სრულიად უკანონო არის მათი ხელისუფლებაში ყოფნა თუნდაც ოპოზიციაში, ამას ყველაფერს ერთხელ და სამუდამოდ ბოლო უნდა მოეღოს!
    სირცხვილია თვალების დახუჭვა და გამოფხიზლდებიან კიდეც ხალხი რადგან ამოვიდა ყელში თვალების დაბრმავება,
    ნაციონალურ მოძრაობას მეეზოვედ მუშაობაც კი არ უნდა შეეძლოს იმდონეზე დეგრადირებულნი უნდა ყავდეს საზოგადოებას
    და ხოლო ისინი ვინც საქართველოს სახელმწიფო გაყიდა, გაასხვისა, დაჰყო ერები და დაანგრია სსრ-კ-ს კავშირი რომ უნდა დაიხვრიტონ და აუცილებლად უნდა იყვეს დახვრეტის მუხლი შადიმანებისთვის ეს ცხადია!
    20 წელიწადში გამოჩნდა ევროკავშირისა და ნატოს კლანჭები, საქართველოდან წასულები მათხოვრულად ცხოვრობენ ევროპის ქვეყნებში და ამერკაში გაჭირვებით, სახელმწიფოდან გარბიან და ეს არის აშენებული სახელმწიფო?
    ვეკითხები ყოფილ ხელისუფლებას და ამჟამინდელს?! მილიონებით დაფინანსებული 20 წელიწადია სჭამენ ფულს და ხალხზე არავინ არ ზრუნავს ამ ყველაფერს აუცილებლად ბოლო მოეღება..

  5. დღეს მოქმედი კონსტიტუციით, დაუშვებელია საქართველოს ტერიტორიის გასხვისება. რადგანაც მიწა არის საქართველოს ტერიტორია, ამიტომ მიწების უცხოელებზე მიყიდვა არის ანტიკონსტიტუციური ქმედება და სახელმწიფო დანაშაული! ყველანაირი არხებით უნდა გავაგებინოთ ყველა ჯურის უცხოელს, რომ მოხდება ამ უკანონოდ “შესყიდული” მიწების კონფისკაცია უსასყიდლოდ, დაეკარგებათ გადახდილი ფული და დაისჯებიან საქართველოს კანონმდებლობით, გამყიდველებთან ერთად!

  6. რატომ ავალდებულებთ ჩვენს ჯარისკაცებს , რომ დაიცვან სხვისი მიწები/ – მორჩა სავალდებულო გაწვევა.. გაყიდულს ვერ დაიბრუნებ- წართმეულ აფხაზეთს და ოსეთს კი!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here