Home რუბრიკები საზოგადოება ნატოზე უარი ღიად უნდა ვთქვათ!

ნატოზე უარი ღიად უნდა ვთქვათ!

863

ნატოში გაერთიანება საქართველოს ხელისუფალთა მრავალწლიანი სანუკვარი ოცნებაა. მათ ეს ოცნება  ქვეყანას უკურნებელ სენად, პოლიტიკურ კიბოდ უქციეს. იმის გამო, რომ «ნატო მინდას» ქაქანი არ შეწყდა, დაავადებულ საქართველოს სხეულს ორი კიდური მოჰკვეთეს _ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთიგვინდა ვირწმუნოთ, რომ ხელისუფლებაში ახლადმოსული «ქართული ოცნება» თავს დააღწევს გეოპოლიტიკურ სიბრმავეს და, სომხეთაზერბაიჯანის მსგავსად, ნატოს სამხედროპოლიტიკურ ორგანიზაციაში საქართველოს გაერთიანებაზე უარს იტყვის.

ახალმა ხელისუფლებამ ის აუცილებელი ჭეშმარიტება უნდა ირწმუნოს, რომ იუგოსლავიის შვიდ სახელმწიფოდ დამშლელ აშშ-ის ინტერესებში საქართველოს ტერიტორიული გამთლიანება არ შედის, ამისათვის თავს არ აიტკივებს. იგი მხოლოდ სენატორთა მიერ ქარს გატანებული ბაქია რეზოლუციების მიღებით შემოიფარგლება.

ერთხელ და სამუდამოდ თავი უნდა დავაღწიოთ გეოპოლიტიკურ სიბრმავეს; ვიწამოთ ის ჭეშმარიტება, რომ ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანების გასაღები მხოლოდ მოსკოვშია. აკი გვითხრა კიდეც ამ 17 წლის წინ ამერიკელმა გენერალმა ჯონ მალხაზ შალიკაშვილმა: «დაკარგულ ტერიტორიებს რუსეთთან კარგი ურთიერთობით დაიბრუნებთო». ეს ჭეშმარიტება ამერიკელ გენერალს თავისმა ქართულმა გენმა ათქმევინა, ხოლო გეიტსები, ბუშები თუ მაკკეინები ამას არასოდეს გვეტყოდნენ.

ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევიმეცნოთ ის აქსიომური ჭეშმარიტება, რომ სამხრეთ კავკასიის გეოგრაფიული სივრცისთვის ნატოს სამხედრო-პოლიტიკური წევრობა შეუთავსებელია. ეს ჭეშმარიტება სომხეთმა და აზერბაიჯანმა თუ იმთავითვე გაითავისეს, ჩვენ რა გეოპოლიტიკური სიბრმავე შეგვეყარა? ნატო კარგი ხილი რომ ყოფილიყო, მის დაგემოვნებას სომხეთს ჩვენ მოვასწრებდით?

ერთხელაც რუსეთის პრეზიდენტმა ვ. პუტინმა თქვა: «სსრ კავშირის დანგრევა მე-20 საუკუნის გეოპოლიტიკურ კატასტროფად იქცაო». სხვა ქვეყნებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ საქართველოს იგი მართლაც კატასტროფად ექცა.

ახლახან ცნობილი გახდა, რომ ბელარუსის რესპუბლიკას განზრახული აქვს, ცნოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. თუ ეს დღეც დადგა, ჩავთვალოთ, რომ აღნიშნულ რეგიონებს საბოლოოდ დავკარგავთ და ტერიტორიების დაკარგვასაც გავაგრძელებთ. გაგახსენებთ «საქართველო და მსოფლიოს» 2012 წლის მე-13 ნომრის მეთერთმეტე გვერდზე სამცხე-ჯავახეთის სომხების ერთ-ერთი თავკაცის, აგასი არაბიანის, განცხადებას: «თუ საქართველო ნატოში გაერთიანდება, ჩვენ დავიწყებთ მოძრაობას სამცხე-ჯავახეთის საქართველოსგან გამოსაყოფად».

ჩვენ, გამოცდილი და ბევრის მომსწრე ისტორიკოს-პოლიტოლოგები, თავს უფლებას ვაძლევთ «ქართული ოცნების» კოალიციის ხელმძღვანელობას ზოგიერთი სურვილი, გნებავთ, რჩევა შევთავაზოთ:

1. უპირველეს ყოვლისა, მეცნიერულად დასაბუთებული, ღრმად გააზრებული საქართველოს გეოპოლიტიკური კონცეპცია, რომელიც დღემდე არ გაგვაჩნია, უნდა შემუშავდეს. კონცეფციის შესამუშავებლად უნდა მოვიზიდოთ პოლიტიკური გეოგრაფიის, გეოპოლიტიკის, პოლიტიკური დემოგრაფიის, პოლიტოლოგიის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, გეოლოგიის, საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის სპეციალისტები, ასევე ცნობილი ჟურნალისტ-პუბლიცისტები, იურისტები…

მეცნიერული გეოპოლიტიკური კონცეფციის საფუძველზე უნდა შეიქმნას გეოპოლიტიკის, როგორც მეცნიერული მიმართულების, პოპულარული სახელმძღვანელო სტუდენტებისთვის, ასევე ფართო საზოგადოებისთვის, როგორც ეს, მაგალითად, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და რიგ სხვა ქვეყნებშია;

2. ჩვენ ვისურვებდით, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ფინეთის ყოფილი პრეზიდენტის, პაასიკივის, ისტორიული ინიციატივის ანალოგი ქართულ სინამდვილეში აღასრულოს. მოკლედ შეგახსენებთ აღნიშნული ინიციატივის არსს:

ფინეთი საბჭოთა კავშირთან ორჯერ იყო საომარ მდგომარეობაში. დამარცხების შემდეგ ფინეთის პოლიტიკურ მოღვაწეებს ცივი ომი და ისტერიკები კი არ დაუწყიათ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, არამედ შეიმუშავეს ქვეყნის გეოსივრცის შესატყვისი გეოპოლიტიკური კონცეფცია, რომელმაც ისინი ლოგიკურად მიიყვანა საბჭოთა კავშირთან კეთილმეზობლური თანამშრომლობის აუცილებლობამდე. 1948 წლის მაისში საბჭოთა კავშირთან გაფორმდა ჩარჩო-ხელშეკრულება «მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ».

ამ ხელშეკრულების საფუძველზე ფინეთმა იკისრა, რომ აღარ ჩაებმებოდა საბჭოთა კავშირისადმი მტრულად განწყობილ სამხედრო ბლოკებში. იგი სამხედრო ნეიტრალიტეტს დღემდე მტკიცედ ინარჩუნებს; ამით იგი მრავალმხრივ მოგებული რჩება;

3. კარგი იქნება, თუ «ქართული ოცნება» მიბაძავს ფინეთის მაგალითს და მოამზადებს ქვეყანას ევროკავშირში გაერთიანებისთვის. ნატოზე უარი ღიად უნდა ვთქვათ და საამისოდ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ამ ნაბიჯს აშშ გაგებით მოეკიდოს. რაც შეეხება რუსეთს, როგორც მან არაერთხელ გააჟღერა, ჩვენს ამ გადაწყვეტილებას მოწონებით შეხვდება. საჭიროა, აზერბაიჯანის მსგავსად, კონსტიტუციაში შევიტანოთ ფორმულირება: «საქართველო ნატოში ან სხვა ნებისმიერ სამხედრო ბლოკში გაერთიანებაზე უარს ამბობს»;

4. «ქართული ოცნება» პირველი უნდა გამოვიდეს ინიციატივით, რათა აღსდგეს 20 წლის წინ შეჩერებული სარკინიგზო მიმოსვლები: თბილისიმოსკოვი, წყალტუბომოსკოვი, ბათუმიმოსკოვი; აგრეთვე, ერევანითბილისიმოსკოვი, რასაც უაღრესად დიდი და საქართველოსთვის მრავალმხრივ სასარგებლო პოლიტიკური, ეკონომიკური, სულიერკულტურული და .. დატვირთვა მიეცემა;

5. ნატო არ გახლავთ მშვიდობის მტრედი. იგი წარმოადგენს აშშ-ის იარაღს, ჯალათს, მსოფლიოს ამერიკულად გლობალიზებისთვის, «ახალი წესრიგის» დამყარებისათვის. თავის დამცირებაა, ქვეყნის ღირსება-სუვერენიტეტის შეურაცხყოფაა, ვეტრფოდეთ იმ ნატოს, რომელმაც ჩვენ თვალწინ უკანასკნელ წლებში სისხლის ნიაღვარი დააყენა ერაყში, ლიბიაში, ავღანეთში; იმ ნატოს, რომელიც 1999 წლის გაზაფხულზე, აღდგომის დღესასწაულის დღეებში, უმოწყალოდ ბომბავდა ბელგრადს, ანგრევდა ეკლესიებს, სკოლებს, საავადმყოფოებს, საცხოვრებელ სახლებს, ჟლეტდა მშვიდობიან მოსახლეობას;

6. ნატოს კი არ უნდა ვეტრფოდეთ, არამედ მისი გაუქმება უნდა მოვითხოვოთ. გაეროს გვერდით იგი ზედმეტია, პოლიტიკის კიბოა, შფოთის, ტერორის, ყოველგვარი ავანტიურის წყაროა; მისი გაუქმებით მსოფლიო შვებით ამოისუნთქავს.

პოლიტოლოგებმა დღეს რომ ვამტკიცოთ, _ რუსეთთან ურთიერთობებს მოვაწესრიგებთ, თანაც ნატოში შევალთ და ტერიტორიებსაც დავიბრუნებთო, ეს თავის მოტყუება და გულუბრყვილობა იქნება.

ვითვალისწინებთ რა იმ ავბედით შედეგებს, რომლებიც შეიძლება ნატოში საქართველოს შესვლას მოჰყვეს, ჩვენ გამოვდივართ საზოგადოებრივპოლიტიკური ორგანიზაცია «საქართველოს ანტინატოელთა კავშირის» შექმნის ინიციატივით, რომელიც დარაზმავს და თავის რიგებში გააერთიანებს მთელ რიგ პოლიტიკურ პარტიებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც წარსულშიაც და დღესაც იდგნენ და დგანან ნატოს საწინააღმდეგო პოზიციებზე.

«საქართველოს ანტინატოელთა კავშირის» ძირითადი ლოზუნგი-მოწოდება იქნება «არა _ ნატოს!». გამოვთქვამთ იმედს, რომ «ქართული ოცნების» ხელმძღვანელობა, სომხეთისა და აზერბაიჯანის მსგავსად, გაითავისებს იმ აქსიომურ ჭეშმარიტებას, რომ სამხრეთ-კავკასიის გეოსივრცეში ნატოს სამხედრო ბლოკის ადგილი არ არის, რამეთუ საქართველოს ნატოში გაერთიანება უბედურებათა ახალ სერიალს მოგვიტანს.

აშშ არა და არ იშლის თავის მზაკვრობას. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აქტიურად იჭრება ჩვენს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საქმეებში. საბედნიეროდ, ახალი ხელისუფლება არ არის ვალში აშშ-ის წინაშე. ვიმედოვნებთ, რომ აშშ-ში ვიზიტისას ბატონი ბიძინა დაარწმუნებს მის მმართველ წრეებს, რომ საქართველო, მისი გეოსივრციდან გამომდინარე, ნატოში ვერ გაერთიანდება. ამით იგი საქართველოს გეოპოლიტიკური სიბრმავისაგან დაიხსნის; ეს კი ბატონ ბიძინას ისტორიულ გმირობად ჩაეთვლება და მსოფლიოს თავის გამოკვეთილ პოლიტიკურ სახეს უჩვენებს; ერთბაშად დიდი პოლიტიკოსი გახდება. ეს ისტორიული შანსი ბატონმა ბიძინამ ხელიდან არ უნდა გაუშვას.

ბატონ ბიძინას აშშის მმართველი წრეებისთვის ეთქმის: როცა ჩემი ქვეყნის უშუალო მეზობლები _ რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ირანი უარყოფითად არიან განწყობილნი ნატოს ბლოკის მიმართ, ნატოში საქართველოს გაერთიანება ნიშნავს, რომ იგი ამ მეზობლებს უსიტყვოდ ეუბნება, რომ თქვენ ჩემი მტრები ხართ და ნატოში თქვენგან თავის დასაცავად შევდივარო. აი, რატომ არის მიუღებელი ნატოში საქართველოს გაერთიანება. ჩემი ქვეყნისათვის მისაღებად ვთვლი ფინეთის მსგავს სამხედრო ნეიტრალიტეტს.

ჩვენ, ამ სტრიქონების ავტორები, რჩევას ვაძლევთ ახალ ხელისუფლებას, ვიწამოთ ჩვენი დიდი სულიერი მოძღვრის, ქართული ეკლესიის მესაჭის _ ილია მეორის შეგონება, გაჟღერებული 2001 წლის სააღდგომო ეპისტოლეში: «ისეთი პატარა ქვეყნისთვის კი, როგორიც საქართველოა, ალბათ, ყველაზე სწორი პოზიცია ნეიტრალიტეტია» (იხ. «კვირის პალიტრა», 6-22 აპრილი, 2001 წ., გვ.3).

გივი გურეშიძე,

ნუგზარ ავალიანი,

ქუთაისი

 

1 COMMENT

  1. გენიალური აზრია ნეიტრალიტეტი აუცილებლად ავტომატურად აიძულებს ყველა დამგეშებულ იდიოტს თავი დაანებოს ჩვენს მიწა წყალს რომელსაც ჩვენი წინაპარი თოხი და თოფი ერთნაირად ჰქონდა გამზადებული, ქართველ დედებს კი აკვანი რომ უცებ მოვლო ხელი აკვნისტვის ხმლისთვის. ნ ე ი ტ რ ა ლ ი ტ ე ტ ი !!!!!!!!!!!!!!

  2. სავსებით ვეთანხმები ავტორებს. ნატო ეს არის აგრესიული სამხედრო ბლოკი, რომელიც მხოლოდ აშშ-ს ინტერესებისთვის მოქმედებს. დე გოლმა თავის დროზე საფრანგეთი გამოიყვანა ნატოდან. და კიდევ, იმის ნაცვლად, რომ სასწრაფოდ გამოიყვანონ ჩვენი ჯარისკაცები ავღანეთიდან, ალასანიამ თქვა კიდევ გავზრდით ჩვენს მონაწილეობას და 2014 წლის შემდეგაც დავრჩებითო.

  3. ამას ყველა მოაზროვნე ადამიანი კი ხვდება, მაგრამ ვინ ბლოკავს ჩვენს სურვილს საკითხავი ეს არის…

  4. "1)სსფ–საერთშორისო სავალუტო ფონდი.აწარმოებს ეგრეთწოდებული მსხერპლ–ქვეყნების წინაამღდეგ ფინანსურ ომს,ნერგავს ვითომ "თავისუფალი ბაზრის"სახით,არაეფექტურ ეკონომიკურ მოდელს,თავს ახვევს კრედიტებს,და ნელ ნელა აქცევს სახელმწიფოს მუდმივ მევალედ .2)მსო–მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია.ტრანსნაციონალური კორპორაციების დამრტყმელი ძალა,საკუთარ ინტერესებისათვის ქვეყნის საბაჯო სისტემის , შრომის დაცვისა და ბუნებრივ რესურსების შენარჩუნების კანონების თავის სასარგებლოდ"გადამტეხი". ფაქტიურად ანადგურებს სახელმწიფო სუვერენიტეტს.და ბოლოს3) ნატო– სამხედრო ძალის მეშვეობით ახშობს სახელმწიფოებისა და ხალხების წინააღმდეგობებს ამ რეფორმებისადმი. !". რაც შეეხება ნეიტრალიტეტს,კინოს იმ დიალოგს მაგონებს,ერთს რომ წყნარი ცხოვრება მოუნდა, და ხომ გახსოვთ რა უპასუხა წვერებიანმა წაკრიმინალო ოპონენტმა?(((

  5. მე კი ვფიქრობ რომ ბიძინა სწორედაც რომ ევროატლანტიკური ალიანსის დავალებით ეხმარებოდა ვარდების რევოლუციით მოსულ ხელისუფლებას და ახლაც იმ ევროატლანტიკელების დავალებით და ხელშეწყობით მოვიდა ხელისუფლებაში. შესაბამისად მას მოუწევს მათი დავალებების შესრულება. ეჭვი მეპარება ის ამერიკის წინააღმდეგ წავიდეს და უარი თქვას ნატოზე.

  6. მარტო ნატოს უარყოფა რო ეწეროს მოვიწონებდი მარა სტატია ძალიან პრორუსულ ტონზეა დაწერილი, ადამიანს თავში ტვინი თუ გაქვს არ უნდა ითხოვდე რაც კი შეიძლება ყველა სალიანდაგო თუ სატრანსპორტო გზების აღდგენას მოსკოვის მიმართულებით, რაც უეჭველი საწინდარი იქნება რუსეთის ორბიტაზე დაბრუნებისა, უნდა დალაგდეს მოსკოვთან, რუსეთთან ურთიერთობა მარა არა ჩვენი მათდამი ბატონყმური დამოკიდებულები ხარჯზე, ამასთან ნატოზე და დასავლეთზე ასე ხელაღებით უარის თქმაც არ შეიძლება არის იქ გარკვეული სიკეთეები რაც ჩვენ ქვეყანას გამოადგება, ცალკე ვერც დასავლეთი ვერ მოგვიტანს ბედნიერებას და ვერც რუსეთი, რუსეთთან კიდე ის დამოკიდებულება რაც აქ ჩანს ნამდვილად არ გამოგვადგება, ისტორიამ გვაჩვენა რომ მათთან ზედმეტი მიახლოება და ზედმეტ დათმობაზე წასვლა არ შეიძლება, კარგს არაფერს მოგვიტანს ეგ, დისტანციაა დასაცავი, ამასთან რო იძახით ტერიტორიების დაბრუნებას, საკითხავია ასეთი გზებით ტერიტორიების დაბრუნებისას ჩვენ დავიბრუნებთ ტერიტორიებს თუ რაც გვაქვს ისიც ფორმალურად ერთიანი სინამდვილეში კი რუსეთზე დამოკიდებული და მისი სათარეშო ტერიტორია გახდება. მე თუ ის არ მინდა დასავლეთს ვუქიცინებდე კუდს არც ის მინდა მითუმეტეს რუსისთვის მიხდებოდეს ჩექმის ალოკვა. ერთი მონობიდან მეორე მონობაში გადასვლა არაა გამოსავალი, ნეიტრალიტეტიო კიდე რო ამბობთ არც ეგ საქმე არ გამოვა ეგრე მარტივად, ნეიტრალური რო იყო ჯერ ეგ ერთი პრობლემური ტერიტორიები არ უდნა გქონდეს და მეორეც საომარ სიტუაციაში არ უნდა იყო სხვა ქვეყნებთან, ნეიტრალიტეტის მაგალითი კი გაქვთ საქართველოს 1918 წლის რესპუბლიკიდან რომელიც საბოლოოდ საქართველოს ანექსიითა დამთავრდა,

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here