Home რუბრიკები პოლიტიკა რატომ არ სურს გიგა ბოკერიას ზედამხედველის გარეშე რუსეთთან საუბარი?

რატომ არ სურს გიგა ბოკერიას ზედამხედველის გარეშე რუსეთთან საუბარი?

640

 ზურაბ აბაშიძის რუსეთში საქართველოს სპეციალურ წარმომადგენლად დანიშვნამ გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია! ერთნი ამთავითვე სკეპტიკურად არიან განწყობილნი, მეორენი კი პირიქით, _ ზედმეტად ოპტიმისტურად. სინამდვილეში კი არც თუ იოლი დასადგენია, სად არის . . ოქროს შუალედი, იმ ფონზე, როდესაც აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციასთან საქართველომ ცალმხრივად გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები. რას შეძლებს საქართველოს «უპორტფელო ელჩი» რუსეთში ან საერთოდ შეძლებს რამეს? _ აი მთავარი კითხვები, რომლებზეც პასუხების გაცემას მკითხველთან ერთად წინამდებარე წერილში შევეცდებით

სკეპტიკოსთა შორის, უპირველესად, რა თქმა უნდა, «მეცოცხეების პარტიად» ქცეული «ნაცმოძრაობის» ოდიოზური ფიგურები გვევლინებიან. ამიტომ მათ არა სკეპტიკოსებს, არამედ ბოღმა-ღვარძლით გულგასიებულ ჩასაფრებულებს ვუწოდებ, რომელთაგან ერთ-ერთმა «ღირსეულმა» უზნეო ეგზემპლარმა, აკაკი მინაშვილმა, კიდევ ერთხელ «გაგვანათლა» და იმ «ბრძნული აღმოჩენით» გადაუწურა წყალი საქართველოს უპორთფელო დესპანს, რომ თურმე მანამ არაფერი წინსვლა არ იქნება ორი ქვეყნის ურთიერთობებში, ვიდრე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია?!

მაშ, რა ვქნათ, ერთი ტვინგაცხელებული მიშნაცის მსგავსად, რუსეთის ადგილას ოკეანე წარმოვიდგინოთ, ანუ მისი არსებობა დავივიწყოთ, და სულ ცოტა 12 წელიწადი ხმა არ გავცეთ?

თავი დავანებოთ მინაშვილის დემაგოგიაზე პოლემიკას და გიგა ბოკერიაზე ვთქვათ, უშიშროების საბჭოს საშიშ მდივანზე, რომელსაც, მინაშვილისგან განსხვავებით, უტვინობას ნამდვილად ვერ დასწამებ. გიგა ბოკერიამ დაუფარავად განაცხადა, რომ ზურაბ აბაშიძიემ უნდა იცოდეს, მიუხედავად მისი დანიშვნისა, რუსეთთან კომუნიკაციაში მთავარი მაინც ე. წ. ჟენევის ფორმატი რომ რჩება, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთთან ერთი ერთზე, ძია სემის მეთვალყურეობის (როგორი ზუსტი სიტყვაა!) გარეშე საქართველომ არ უნდა ილაპარაკოს?

ეს ის გიგა ბოკერიაა, რომელიც, როგორც პრესა წერდა, არჩევნების წინ, ყოველგვარი ფორმატის გარეშე, დაძვრებოდა მოსკოვში, _ არიქა, ამერიკამ ცოცხების გამო, მგონი, დაგვადო, ვიღუპებით, გვიშველეთომაგრამ რუს მუჟიკებსაც თვალებზე ცრემლი მოსდგომიათ უკანალში ცოცხგათხრილი ქართველების გამო და რუსებმაც დაადეს გიგას, სამ ასოზე გაუშვეს!

თუმცა გიგას პირმშვენიერმა მეუღლემ _ გიგა მოსკოვში კი არა, აბაზანაშია, შხაპს იღებსო, _ განაცხადა. ეეე, გიგა, გიგა, მაგას ვინ ჭამს, სადა ბანაობ, ბიჭო?..

არა და, რა არის ეს ყბადაღებული «ჟენევის ფორმატი»? _ აგვისტოს უტვინო ავანტიურის შემდეგ, საქართველომ ტერიტორიებთან ერთად ყველაფერი დაკარგა, რისი დაკარგვაც წარმოსადგენი იყო, მათ შორის საერთაშორისო მონიტორინგიც გამორიცხულია სოხუმ-ცხინვალში და ერთადერთ საშუალებად საქართველოს მიერ საკუთარ დაკარგულ ტერიტორიებზე სავიშვიშოდ ე. წ. ჟენევის ფორმატიღა დარჩა.

ფაქტია, რომ ამ (ჟენევის) ფორმატით არც ერთი, დიახ, არც ერთი მეტნაკლებად მნიშვნელოვანი შეთანხმება არ მიღწეულა!

ანუ ჟენევაში იმაზე თანხმდებოდნენ, რომ შეთანხმებას ვერაფერში მიაღწიეს

აქედან გამომდინარე, ჟენევის ფორმატი საქართველოს ყოფილი ხელისუფლებისთვის «დავარცხნილ» ევროპაში პერიოდული ვიზიტების, უფრო გასაგებად კი, ძვირადღირებული «პაეზდკების» საბაბად იქცა, სადაც ერთმანეთის მონაცვლეობა-ჩანაცვლების წინასწარ გაწერილი გრაფიკის მკაცრი დაცვით, 5-ვარსკვლავიან აპარტამენტებში საქმიანი «ფეის-როჟებით» განცხრომით «იცავდნენ» საქართველოს ინტერესებს «ცოცხების პარტიის» ოდიოზები: გიგა ბოკერიები, აკაკი მინაშვილები, გოკა გაბაშვილები, გია ბარამიძეები, მიშა მაჭავარიანები თუ გალსტუკიანი ხვლიკის «ოპოზიციური პარტიის» ვარსკვლავები: გიორგი თარგამაძეები, ლევან ვეფხვაძეები, მაგდა ანიკაშვილები და ა. შ. _ ოპოზიცია-პოზიციის სხვა მრავალი უსინდისო…

ჩვენი დასავლელი «მეგობრებისთვის» კი ჟენევის ფორმატი სალაყბო ადგილი იყო და არის, სადაც კიდევ ერთხელ აღიარებდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, კიდევ ერთხელ აღშფოთდებოდნენ ოკუპანტი რუსეთის გამო, ანუ კიდევ ერთხელ და მერამდენედ თვალში ნაცარს შეგვაყრიდნენ!

მაშ, რის გაგრძელებისკენ და რისთვის  მოუწოდებდა გიგა ბოკერია ზურაბ აბაშიძეს?

სანამ ამ რიტორიკულ კითხვას პასუხს გავცემთ, მცირე ისტორიულ ექსკურს მივმართოთ, რათა დავინახოთ, თუ როგორ მივედით ამ «საოცნებო» ჟენევის ფორმატამდე…

გახსოვთ, ალბათ, მას შემდეგ, რაც  სააკაშვილს  მართლაც რეალურად დაჰპირდა მასზე არცთუ ბევრად ჭკვიანი ჯორჯ დაბლიუ ბუში რუსეთთან კონფრონტაციის შემთხვევაში თანადგომას,  თუ ჩვენს შექანებულ პრეზიდენტს სასურველი რეალობად მოეჩვენა, უკიდურესად დაიძაბა ურთიერთობები რუსეთთან. რამდენჯერ მიიღო საქართველომ რუსეთისგან სავსებით ცალსახა მესიჯები, რომელთა აზრი, თუ დიპლომატიურ «შელუხას» მოვაშორებთ, ადამიანურ ენაზე ასე ჟღერდა: არ გინდათ ჩვენთან მეგობრობა? ნუ გინდათ, მაგრამ «ნა-ტო, ნა-ტოს» ძახილსაც მოეშვით, ამერიკასაც ნუ გაუღებთ კარს, ნეიტრალიტეტი გამოაცხადეთ, თორემ, სანამ ამერიკა 9 ზღვასა და 9 მთას იქიდან მოვა, მე აგერ ვარ, ყურისძირში, და «ცულს მოვიტან, ცუნცულასაო»…

 ისიც გემახსოვრებათ, თუ როგორ სასაცილოდ აიგდეს მაშინ ნეიტრალიტეტის იდეა ზემოთ ჩამოთვლილმა ოდიოზებმა თუ არჩამოთვლილმა «ექსპერტ-პოლიტოლოგებმაც». დიახ, აქ შეგნებულად არ ვიხმარე ეპითეტი «სამთავრობო», რადგანაც, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ყველანი ერთ ხმაზე მღეროდნენ, მათ შორის ოპოზიციური პარტიების უმრავლესობაც და ნეიტრალიტეტის სერიოზულად განხილვის მცდელობა მედიაში (მათ შორის თქვენი მონამორჩილისაც), როგორც იტყვიან, «ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა», რჩებოდა?!

ახლა, ამ იდეამ «ჩაილურის წყალი დალია».  ნეიტრალიტეტის მატარებელი გავიდა და ახლა, გინდაც ძალიან მოვინდომოთ, ამ თემაზე არავინ დაგველაპარაკება, რადგანაც საქართველოსგან ამ «მოწყალების» გარეშეც, რუსეთმა მას შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოში დანაპირები აგვისრულა და «ცუნცულა ცული» მოიტანა, იმაზე გაცილებით მეტი მიიღო, ვიდრე საქართველოს ნეიტრალიტეტის შემთხვევაში ვარაუდობდა!

რუსეთმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში  სამხედრო ბაზების სახით თითქმის ასპროცენტიანი გარანტია მიიღო იმისა, რომ დღეიდან და «ას წელიწადს კიდო», კავკასიაში ნატო ვერ შემოვა, ანუ იმავე საქართველოს ნატოში მიღებისთვის ხმის მიცემას, ბალტიის თუ პოლონეთის მსგავსი ვაიდემოკრატი ქვეყნების (თუმცა ახლა ეგეც საკითხავია) გარდა, ალიანსის სხვა წევრებიდან, ალბათ, ვერავინ გარისკავს!..

თუ მაინც და მაინც (ვიმეორებ, მე პირადად არ მჯერა ამის, მაგრამ…) ჰიპოტეტურად შეიძლება საქართველოს ნატოში გაწევრიანების წარმოდგენა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საქართველო ერთხელ და სამუდამოდ უარს იტყვის აფხაზეთ-ცხინვალზე და ცნობს მათ დამოუკიდებლობას. ამას კი ვერც ერთი ხელისუფლება ვერ გაბედავს?!

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ძალისმიერი, სამხედრო გზაც რომ აბსოლუტური უტოპიაა, ეს შიშველი გადარეული სააკაშვილისთვისაც კი ცხადი გახდა და მითუმეტეს ამის ილუზია ვერ ექნებათ «ქართულ ოცნებაში».

 ის მიამიტური აზრიც გამორიცხულია, რომ რუსეთს, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაშიც კი, ერთი ხელის აქნევით შეუძლია საქართველოს იურისდიქციაში აფხაზეთ-სამაჩაბლოს დაბრუნება!

მაშ, რაზე უნდა ველაპარაკოთ რუსეთს ერთი ერთზე, რით უნდა დავიწყოთ? ერთადერთი, რაც რუსეთთან ჯერ კიდევ ასე თუ ისე მნიშვნელოვანწილად გვაკავშირებს, ეს ისტორიული და სარწმუნოებრივკულტურული ურთიერთობების რაღაც ნარჩენები და აქედან გამომდინარე, ორმხრივი ნოსტალგიაა ძველი, მასშტაბური ურთიერთობების მიმართ, როდესაც ძნელად მიხვდებოდი, სად იწყებოდა ერთი და სად მთავრდებოდა მეორე

და ყველაზე მთავარი, ერთმორწმუნეობა, ჩვენი პატრიარქის ბრძნული მოღვაწეობის გამო ამ მიმართულებით: არა თუ შენარჩუნდა ორ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ევქარისტული ძმობა-ერთობა, არამედ, თუ გავითვალისწინებთ ურთულეს პოლიტიკურ კონტაქტს, შეიძლება ითქვას, რომ ეს ურთიერთობები უფრო გაძლიერდა. გახსოვთ, ალბათ, როგორ უშლიდა ნერვებს ჩვენი პატრიარქი «თავისუფლების ინსტიტუტიდან» ხელისუფლებაში მოკალათებულ გველებს თავისი «უდროო და მოღალატური» ვიზიტებით მოსკოვში…

კულტურულ-სარწმუნოებრივი, ეკონომიკური თემების შემდეგ, იქნებ იმასაც მივაღწიოთ, რომ რუსეთმა ასევე ერთი ერთზე საუბრის შესაძლებლობა აფხაზებთან და ოსებთანაც მოგვცეს და ვინ იცის, იქნებ შორეულ მომავალში რაღაც ფორმით პოლიტიკური და ადამიანური თანაცხოვრების კონტურებიც გამოიკვეთოს?!

რაც შეეხება უახლოეს თვალსაწიერს, რეალისტები უნდა ვიყოთ _ პირადად მე კმაყოფილი ვიქნები, თუ ჩემი სიცოცხლის მანძილზე, სანამ თვალი და მუხლი მიჭრის, იმას მაინც მოვესწრები, რომ ძველებურად ჩამესვლებოდეს მიწიერ სამოთხე აფხაზეთში, რომელთანაც ჩემი ჯეელობის ტკბილი მოგონებები მაკავშირებს

მომიტევეთ ეს მცირე ლირიული გადახვევა და ახლა ისევ მკაცრ პროზას დავუბრუნდეთ _ მაშ, რამ შეაშფოთა თავისუფლების ინსტიტუტში აღზრდილი გველის წიწილი და, რეზო ამაშუკელის უზუსტესი შედარებით, ახლა «გამძღარ, მთვლემარე პითონს» რომ ჰგავს, გიგა ბოკერია, უფრო სწორად, მისი ამერიკელი ბოსები?

რამ და, ემანდ რუსებთან ერთი ერთზე დარჩენილმა საქართველომ ისეთი რამ არ მოილაპარაკოს რუსეთთან, რაც საქართველოში აშშის მოკლევადიან ინტერესებს საფრთხის ქვეშ დააყენებს. მისი ინტერესი კი ერთია _ საქართველოს, როგორც ტერიტორიის, პლაცდარმის გამოყენება ირანის წინააღმდეგ უეჭველ ომში. დიახ, უაჭველ, რადგან, ანალიტიკოსთა აზრით, ირანმა ან უკვე შექმნა, ან ძალიან ახლოს არის ატობური ბომბის შექმნასთან! აქედან გამომდინარე, მიახლოებით თარიღსაც ასახელებენ _ აშშის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მიუხედავად იმისა, თუ ვინ გაიმარჯვებს, არაუგვიანეს . . დეკემბრის ბოლოს, ისრაელი პირველი დაარტყამს ირანს. ეს რომ სარწმუნო ვარაუდია, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ისრაელმა საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა!

ანალიტიკოსთა აზრითვე, ეს «ლოკალური კონფლიქტი» უეჭველად გადაიზრდება საყოველთაო «ჯვაროსნულ ლაშქრობაში», არაბული, მაჰმადიანური სამყაროს წინააღმდეგ ტოტალურ ომში. პენტაგონში ამ ბოლო დროს მომწიფდა აზრი, რომ არაბული, მაჰმადიანური სამყარო გათავხედდა და დროა, მას გამანადგურებელი დარტყმა მიაყენონ!

თუმცა «ჯვაროსნული ლაშქრობა» უწოდო ხლისტების, ანუ ურწმუნო ამერიკის, სიონისტების მიერ წარმოებულ ომს, ალბათ, არ არის სწორი

ამ ყველაფრის პასიური მაყურებელი  რომ ვერ და არ იქნება რუსეთი, ცხადია. იმავე ანალიტიკოსთა აზრით, საქართველოს თანხმობით თუ მის გარეშე, როგორც მინიმუმ, რუსეთი გიუმრის ბაზამდე პირდაპირ სახმელეთო კორიდორს გაჭრის საქართველოზე!

ეს ისე, ღმერთმა დაგვიფაროს! მაგრამ მოვლენათა განვითარების ასეთი აპოკალიფსური ვარიანტის ალბათობა არც თუ მცირეა…

სხვა შემთხვევაშიც, გიგა ბოკერიას ბოსების ამჯერად გრძელვადიან ინტერესებში მაინც არ შედის საქართველოს რუსეთთან ამერიკის თვალყურის გარეშე დიალოგი, რადგანაც ორმა მართლმადიდებელმა ერმა, რომლებიც ერთნაირი სიმძაფრით განიცდიან გლობალიზაციისგან მომდინარე მენტალური გადაგვარების საფრთხეებს, სულ ადვილად შეიძლება ანტილიბერასტული კოალიცია შეკრან.

რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილის პროდასავლური კურსი მხოლოდ პრაგმატული რიტორიკაა და არა იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი . . რუსული პროექტი მგონია, არამედ იმიტომ, რომ, ალბათ, ბიძინასაც კარგად მოეხსენება «ნატო, ნატო»- ძახილის არა მხოლოდ უპერსპექტივობა, არამედ . . დასავლური ღირებულებების დამღუპველობა ქართული მენტალობისთვის, რადგანაც ის ჭეშმარიტი დასავლური ღირებულებები, რომლებიც აგრერიგად გვხიბლავდა, დღეს ერთსქესიანი ქორწინებების დაკანონების იძულებაში და ათასგვარ სხვა, სულის წამბილწველ გარყვნილებებში ტრანსფორმირდა.

იქამდეც მივედით, რომ დასავლეთიდან 100%-ით დაფინანსებული ჩვენი ენჯეოები ქსენოფობია-ჰომოფობიად უთვლიან ქართველ კაცს იმის სრულიად ბუნებრივ სურვილს, რომ ქართველს მამრი სიძე და მდედრი რძალი უნდოდეს და საქართველოს  პრეზიდენტად ეთნიკური ქართველის ხილვა სურდეს.  

დავით მხეიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here