Home რუბრიკები საზოგადოება შპს „გაგება“ წარმოგიდგენთ!

შპს „გაგება“ წარმოგიდგენთ!

2657

„ნაციონალებმა“ იმდენი იძახეს, „ქართული ოცნება“ ქურდებს დააბრუნებსო, რომ თავადაც დაიჯერეს და ისიც მიივიწყეს, რომ მოგონილი საფრთხეების „პარტიზანულად“ განხორციელებისას თვითონ იყვნენ პასუხისმგებელი ყველა დანაშაულსა და მის დაუსჯელობაზე. ხან ბანკები გატეხეს, ხან დებოში მოაწყვეს, ხან დევნილებს „უპატრონო“ ფართები მიასწავლეს და შეაგულიანეს. ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ ხალხსაც კარგად ახსოვს, ქურდების „გაგდების“ შემდეგ ვინ დაიკავა მათი ადგილი და ბიზნესწართმეულებსაც არ დავიწყებიათ, ვის გადაუფორმეს ბიზნესები „ნებაყოფლობით“.

მთავარ პროკურატურაში დაზარალებულთა გრძელი რიგი დგას. მტყუან–მართლის გარჩევას დროც უნდა, მოთმინებაც და ილაჯიც. ამგვარი ანეკდოტური ვითარება, ალბათ, არცერთ ქვეყანაში ყოფილა; ქურდებზე ყველაზე მსუქანი ქურდები ლაპარაკობენ, კორუფციაზე ყველაზე გადამძღარი ყოფილი მოხელეები, პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე კი ისინი, ვინც ციხეები ოპონენტებით გამოავსო. „ჩემი შენ გითხარიო“, ამაზეა ნათქვამი.

თუმცა ძნელბედობისა და ხალხის მოთმინების გამოცდის მიუხედავად, ქართველები იუმორის გრძნობას კი არ კარგავენ, პირიქით – უმახვილდებათ. ერთი ასეთი მაგალითი სოციალურ ქსელებში გავრცელებული რეკლამაა:

გაქვთ პრობლემები შავ სამყაროსთან?

გიჭირთ საკუთარი თავის გატანა მგლებით სავსე ქუჩაში?

შპს „გაგება“წარმოგიდგენთ სხვადასხვასერვისს ხარისხიანად და დაბალ ფასებში.

რაზბორკაროგორც პრავი, ისე მტყუანი საქმის. სერვისი მოიცავს როგორც დობრი ბაზარს, ისე მიკაჩავებასა და თრახს.

ვაზვრატი – ნებისმიერი უძრავ–მოძრავი ქონების.

კრიშა – ნებისმიერი ბიზნესის, გარდა პროსტიტუციისა.

ჭკუის დარიგება – ნებისმიერი ქურდული გაგების საკითხის სფუძვლიანი სწავლება.

პრაქტიკული მეცადინეობა – ბაითის გატანა, კარმანშიკობა და სხვა სახის საქმეზე წასვლა.

თქვენ მოგემსახურებიან პროფესიონალი ქურდები,კაი ბიჭები, ისპალნიწელები და, რაც მთავარია, 100–კაციანი ტალპა.

ჩვენი სერვისის მომხმარებლები ციხეში მოხვედრის შემთხვევაში ავტომატურად მიიღებენ კაი ბიჭის სტატუსს.

საკონტაქტო ინფორმაცია: თბილისი, ლოტკინის დასახლება 6.

ფილიაები მოქმედებს ქუთაისშიც.

ელ.ფოსტა mevida_dro@mail.ru

 აბა, „ნაციონალებო“ დამწკრივდით და მიაკითხეთ „გაგებას“, ციხე მაინც არ აგცდებათ და „კაი ბიჭის“ სტატუსი იჩალიჩეთ, ოღონდ არ დაგავიწყდეთ, რომ „რაზბორკაზე“ მტყუანი საქმის გარჩევის შემდეგ, რაც წაგირთმევიათ, წაგიგლეჯიათ და მოგიპარიათ, ყველაფერი „აგეხევათ“ და საქართველოს „ობშიაკში“ დაბრუნდება!

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here