Home რუბრიკები პოლიტიკა ზურაბ ბაზლიძე: რუსული ფედერალური არხების გამორთვით გვაიძულეს უხეშად, ყოველგვარი შეტყობინებისა და...

ზურაბ ბაზლიძე: რუსული ფედერალური არხების გამორთვით გვაიძულეს უხეშად, ყოველგვარი შეტყობინებისა და გაფრთხილების გარეშე დაგვერღვია მათთან გაფორმებული ხელშეკრულებები

588

2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ ქართული ტელესივრცე რუსული საინფორმაციო არხებისთვის დაიბლოკა. ეს იყო შეშინებული სააკაშვილისა და მისი შეშფოთებული მთავრობის ერთობლივი გადაწყეტილება, რომელიც, ფაქტობრივად, დღემდე ძალაშიაკითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით მაშინაც და ახლაც, ბუნებრივია, არსებობს და ინტერესიც შესაბამისად დიდიაჩვენ შევეცადეთ, ამ კუთხით მკითხველის ცნობისმოყვარეობა დაგვეკმაყოფილებინა. Silkneti,  GlobalTV,  SuperTV  _  ეს იმ პროვაიდერთა არასრული  ჩამონათვალია, რომლებიც სწორედ ამ გადაწყვეტილების გამო რუსეთის საინფორმაციო არხებს საკუთარ სიხშირეზე არ უშვებენ.

ზემოთ ჩამოთვლილმა  კომპანიებმა ჩვენს კითხვას _ რატომ  აღარ მაუწყებლობენ თქვენი ეთერით რუსული საინფორმაციო არხები   ОРТ და РТР  და  რომელი საკანონმდებლო აქტის ან დოკუმენტის (ან ვისი წერილობითი თუ სიტყვიერი მითითების) საფუძველზე მოხდა ამ არხების სამომხმარებლო პაკეტიდან ამოღება? _ შემდეგი პასუხები გასცეს: 

თეონა წერეთელი _ კომპანია Silkneti პიარმენეჯერი:

«აღნიშნულ არხებს საქართველოს ტერიტორიაზე მაუწყებლობის უფლება არ ქონდათ, ანუ მათ არ გააჩნდათ შესაბამისი  ლიცენზია, მაგრამ, თუ საქართველოს ტერიტორიაზე მაუწყებლობისთვის ყველა საჭირო პირობა იქნება დაკმაყოფილებული, შესაძლებელია, არხების დამატებაზე შედგეს ურთიერთშეთანხმება».

ზურაბ ბაზლიძე _ კომპანია Global Contact Consultingის განვითარებისა და მარკეტინგის დირექტორი:

«ჩვენს ეთერში  ამჟამად ჩართულია  ბევრი საინფორმაციო არხი, მათ შორის  რუსული ფედერალური არხებიც… რაც შეეხება სამომავლო გეგემებს, არა მხოლოდ RTR -თან, სხვა არხებთან დაკავშირებითაც, რისი  მოთხოვნაც იქნება, დავიწყებთ მუშობას… ამისთვის ვაწარმოებთ აბონენტებისა და პოტენციური აბონენტების გამოკითხვებს საიტის, ფეისბუქისა და სხვა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით. რაც შეეხება მითითების ფორმას,  თავიდან ეს იყო სიტყვიერი მოთხოვნა, შესაბამისად, საფუძველიც არ იყო მითითებული… ჩვენ ვცადეთ რუსული არხების  დაბრუნება ეთერში  და  დავაბრუნეთ კიდეც, მაგრამ ამას ისევ მოჰყვა ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი წერილობითი გაფრთხილება, რომელშიც გარკვევით იყო ნათქვამი, რომ კომპანიას შეექმნებოდა დიდი პრობლემები… მათ შორის, საჯარიმო სანქციების მხრივ».

ჩვენ ისიც ვიცით, რომ მარეგულირებელი კომისია ასეთ შემთხვევაში   არხების გათიშვის მიზეზად, როგორც წესი, ხელშეკრულების არქონას და არალიცენზირებულ მაუწყებლობას ასახელებს, ამასთან დაკავშირებით კომპანია Global TV-ში გვითხრეს:  «ჩვენ ყველანაირი ხელშეკრულება გვქონდა და  სრულიად კანონიერად იყო ეს არხები ჩვენს სამაუწყებლო პაკეტში ჩართული, დაგვიბარეს და მოგვთხოვეს, დაგვეწერა, რომ  ეს არხები ჩვენი ინიციატივით, ყოველგვარი მოთხოვნის გარეშე გამოვრთეთ. ფაქტობრივად,  რუსული ფედერალური არხების გამორთვით  გვაიძულეს, უხეშად, ყოველგვარი შეტყობინებისა და გაფრთხილების გარეშე დაგვერღვია მათთან გაფორმებული ხელშეკრულებები. ამ ყოველივეს ფონზე, თავად განსაჯეთ, იყო თუ არა ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება».

მართლაც და, ჩვენ ნათლად ვხედავთ  იმასაც, რომ, Global Contact Consulting -ისგან   განსხვავებით,  კომპანია Silkneti სულ რამდენიმე წინადადებით შემოიფარგლება და მარეგულირებელს არც კი ახსენებს. ნუთუ Silkneti-მა თვითნებურად ამოიღო საკუთარი სამაუწყებლო პაკეტიდან რუსული არხები და ეს ყოველივე 2008 წლის ომისშემდგომ პერიოდს შემთხვევით დაემთხვა?

მიუხედავად ჩვენი არაერთი მიმართვისა და თხოვნისა, პასუხი გაეცათ ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვებზე, კომპანია Super TV-მ დუმილი ამჯობინა. რამდენად მისაღებია და დროული Super TV-ს დუმილი, ვინ იცის. ის კი ცნობილია, რომ დუმილი ზოგჯერ თანხმობის ნიშანიცაა…

ყოველივე ამის  საფუძველზე,  ჩვენ  «საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას»  მივმართეთ, დავუკავშირდით მის პრეს-ცენტრს. ქალბატონმა ხატია ყურაშვილმა ჩვენთან პირდაპირი საუბარი არ  ისურვა და გვთხოვა, კითხვები მისთვის ელ-ფოსტით გაგვეგზავნა. ასეც მოვიქეცით და მის მიერ მოწოდებულ მისამართზე  გავაგზავნეთ შემდეგი კითხვები:

რატომ  აღარ მაუწყებლობენ  ქართულ  სატელევიზიო სივრცეში  რუსული საინფორმაციო არხები OPT და PTP?

რომელი საკანონმდებლო აქტის ან დოკუმენტის (ან დებულების, პუნქტის მუხლის, ქვემუხლის) საფუძველზე მოხდა ამ არხების სამომხმარებლო პაკეტებიდან ამოღება?

ხომ არ იყო ეს მარეგულირებლის პოლიტიკური გადაწყვეტილება და შემდეგ პროვაიდერებისთვის პირდაპირი მითითება ან დაკვეთა?

თუ ამგვარ ფაქტს ჰქონდა ადგილი, რამდენად კანონიერია აღნიშნული ქმედება?

ქალბატონმა ხატიამ რომ არ გვიპასუხა, რამდენიმე დღის შემდეგ ისევ შევახსენეთ თავი, მაგრამ მის პასუხებს დღესაც ამაოდ ველით.

ისეთი  შთაბეჭდილება გვრჩება, რომ «მარეგულირებელი» მიზანმიმართულად არიდებს თავს ჟურნალისტების შეკითხვებს ან იქნებ ირაკლი ჩიქოვანს მართლაც აქვს რაიმე დასამალი და პრესსამსახურს ამოეფარა?!                                                     

ეკა კახიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here