Home რუბრიკები საზოგადოება ღია წერილი ბატონ ოთარ კობერიძესა და სხვებს

ღია წერილი ბატონ ოთარ კობერიძესა და სხვებს

1117

ერთი საუკუნის წინ რუს რევოლუციონერდემოკრატთა იდეებით გატაცებულმა აკაკი წერეთელმა ქართველ ახალგაზრდებს მოუწოდა:

«ახლა არ გვგლეჯენ ენასა, სთქვით რამე, თქვენი ჭირიმე»-!

გასული წლის მაისის სახალხო გამოსვლების დარბევით აღტაცებულმა ოთარ კობერიძემ კი პატრიოტული მოძრაობის ექვსივე ხელმძღვანელისათვის ენის ამოგლეჯა და ჩამოხრჩობა მოსთხოვა ხელისუფლებას, გამოჩნდა, რომ ქართული დემოკრატია «ვარდების ეპოქაში» მთლიანად დალპა.

ახლა ცნობილი კინომსახიობი დიდი ილიას ერთერთი კომიკური პერსონაჟის _ ქერელი ბექას როლშია, ღობის ძირას ჩაცუცქული ქირქილებს და იქიდან კვლავ კრიტიკის კენჭებს ესვრის ქართველ პატრიოტებს, თან ეჩვენება, რომ ამ კენჭების სროლით მთელი ქვეყანა იძვრის და ზანზარებს

ბატონო ოთარ! მართლაც ღვთის მიერ ბოძებული ბედნიერებაა, როცა ამა თუ იმ მსახიობს მის მიერვე განსახიერებულ ისტორიულ გმირთან

ან ცნობილ ლიტერატურულ პერსონაჟთან გააიგივებს მადლიერი ერი და მას საყოველთაო სიყვარულისა და პატივისცემის შარავანდედით შემოსავს. თქვენ ბრძანდებით ქართული კინოს ის რჩეული ვარსკვლავი, რომელმაც მაღალი არტისტული ოსტატობით, ნიჭიერებითა და ჰეროიკული პათოსით გამოძერწეთ მრავალი შთამბეჭდავი და ამაღელვებელი ეკრანული სახე როგორც ქართულ, ისე უცხოურ ფილმებში, მაგრამ ქართველი ხალხისთვის თქვენ მაინც საყვარელი ბაშიაჩუკი იყავით _ ის შმაგი, ენერგიით სავსე და სამშობლოს სიყვარულით გულანთებული ქრისტეს მხედარი, რომელიც შიშის ზარს სცემდა ქართულ მიწაზე მოთარეშე ყიზილბაშთა ურდოებს.

თქვენ სულისშემძვრელი დრამატიზმითა და ცრემლიანი ტრაგიზმის განცდით წარმოგვიდგინეთ გერმანელ კანიბალთა წინააღმდეგ მამაცურად მებრძოლ გმირთა ამაღელვებელი სახეები სამამულო ომზე შექმნილ კინოშედევრებში («შავი მთები», «ისინი მიდიოდნენ აღმოსავლეთისაკენ», «ელოდეთ მეკავშირეს», «შეწყვეტილი სიმღერა» და სხვ.), რამაც თქვენ საკაცობრიო ბოროტების წინააღმდეგ ამხედრებული რაინდის სახელი და დიდება მოგიტანათ.

ამდენად, თქვენ კიდევ უფრო მეტად დავალებული ბრძანდებით იმ დროისაგან, როცა გერმანული ფაშიზმი, იმავე «ბაშიაჩუკის» მიხედვით რომ ვთქვათწმინდა ტაძარზე შემოგრაგნილ გველეშაპად აღიქმებოდა, ხოლო სამამულო ომის ყველა მონაწილე ამ საზარელ ურჩხულთან მორკინალი გმირის განსახიერება იყო.

ბატონო ოთარ! გულწრფელად გვიყვარდით და ღრმად გვწამდა, რომ ფილმიდან ფილმში თქვენი უზადო არტისტული გარდასახვები მარტოდენ საგრიმიოროში მოსარგები ნიღების მონაცვლეობას კი არ წარმოადგენდა, არამედ ეს იყო თქვენი რაინდული ბუნების, კეთილშობილებისა და ერისკაცობის შინაგანი გამოსხივება, თქვენი მგზნებარე და მრავალფეროვანი სულიერი საუნჯის თვითრეალიზაცია.

მაგრამ მოხდა ქართველი ხალხისთვის ფრიად მოულოდნელი მეტამორფოზა _ თქვენ იმ «ნაცმოძრაობის» აპოლოგეტად იქეცით, რომელმაც ერთიანად წაბილწა და იავარყო საქართველოს გმირული წარსული, მისი აწმყო და მომავალი, რომელმაც ძირფესვიანად მოთხარა ეროვნული სულიერების ყველა ნიში და ნიშანსვეტი, რომელმაც პირქვე დაამხო ქართული ხელოვნება და უდიერად შეურაცხყო პირადად თქვენი ღვაწლი და პოპულარობა.

როგორც ხედავთ, ნაცმოური კინოხელოვნების რეპერტუარიდან მთლიანად განიდევნა ისტორიულ-გმირული ჟანრი, წარსულის სანაგვეზე იქნა გატანილი ბაში-აჩუკობა, ანუ სამშობლოსათვის ბრძოლისა და თავგამოდების ყოველგვარი მცდელობა; შეგინებულ იქნა დიდი სამამულო ომის სახსენებელი, შეურაცხყოფილ იქნა ამ ომში დაღუპულ მეომართა ნათელი ხსოვნა, გაბითურებული იქნა ომის თემაზე გადაღებული ყველა ფილმი, გაპამპულებულ იქნენ ამ ფილმებში მონაწილე მსახიობები და მათ შორის თქვენც, მრავალი გრძელი ღამე რომ გითევიათ წითელარმიელთა კოლორიტული სახეების შექმნაზე ფიქრით.

ასე რომ, «ვარდების ხელისუფლებამ» არარაობად აქცია თქვენი მსახიობური ღვაწლი და აღარაფერი დაგიტოვათ წმინდა და ხელუხლებელი, მაგრამ თქვენ მაინც ბედნიერი ხელოვანი ბრძანდებით, ამ დამთხვეულ დროს რომ არ დაემთხვა თქვენი ახალგაზრდობისა და შემოქმედებითი აღმავლობის წლები, თორემ ვინ იქნებოდით თქვენ იმ როლების გარეშე, რომლებმაც სახელი და დიდება გარგუნათ?!

დღევანდელი უიდეობითა და უაზრობით მოცულ ქვეყანაში თქვენ დიდი-დიდი ერთ ტრივიალურ სერიალში შეიძლება მიეწვიეთ ნარკოტიკების, სექსისა და სისხლის სუნით აქოთებული რომელიმე კრიმინალის როლის შესასრულებლად.

ბატონო ოთარ! რადგანაც ჩვენს წამხდარ ქვეყანაში ამ ფიზიოლოგიური ინსტიქტების გამომხატველი სინტაგმებით დასათაურებული ფილმების გადაღებასაც მიჰყვეს ხელი, ცხადია, რომ თქვენი დროის მაღალიდეურმა და სულიერებით აღსავსე კინოხელოვნებამ ღორული ტრანსფორმაცია განიცადა. თქვენ კი პირში წყალი ჩაიგუბეთ და ლაჩრულად გასწირეთ თქვენი ადამიანური ღირსება, ერთბაშად აქციეთ ზურგი თქვენს წარსულს, თქვენს შემოქმედებას, თქვენს გმირებს და ამით თქვენს ურიცხვ თაყვანისმცემელსა და სრულიად საქართველოს დაუმტკიცეთ, რომ თქვენც ისეთივე ბუტაფორიული სიყალბით გითამაშიათ თქვენი როლები,  როგორც ნაციონალი ტაკიმასხარები თამაშობენ დღეს პატრიოტობანას.

თქვენ მედგრად უქნევდით ბაში-აჩუკის ხმალს სეფიანთა იმპერიას, რათა სპარსული მეტროპოლიისა და სამუდამო გადაშენებისაგან გეხსნათ ბედკრული სამშობლო, მაგრამ ბოლოს ფარ-ხმალი დაყარეთ და თქვენივე ნებით გაეგეთ ფეხქვეშ ნაცმოელ კონდოტიერებსა და ოკეანისგაღმურ მეტროპოლიას. განმეორდა ისტორიული ტრაგედია _ ერთი მეტროპოლია მეორემ შეცვალა და წყალწყალა ფუჭსიტყვაობად იქცა «ვარდების ხელისუფალთა» უტიფარი ტრაბახი ახალი, თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს შექმნის შესახებ.

ოთხასი წელი გავიდა ბაში-აჩუკის დროიდან დღემდე, მაგრამ საქართველოს დამონების მეტროპოლიური ხრიკები არ შეცვლილა, რამეთუ ნაცმოელ მარიონეტებსაც ზუსტად ისეთივე მზაკვრული ინსტრუქციები აქვთ მიღებული თავიანთი ოკეანისგაღმელი ბოსებისგან, როგორითაც ის  წყეული შაჰ-აბასი მოძღვრავდა თავის ნაქართველარ და წინდაცვეთილ სატრაპებს:

«ქართველი რომ დაიმონო, ჯერ მას შიმშილისგან და გაჭირვებისგან სხეული უნდა დაუდუნდეს, შემდეგ სული უნდა დაუმდაბლდეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მისი მოდრეკაო».

ჩვენ მიერ «ბაში-აჩუკიდან» მოხმობილი ამ გველური გეგმის მიხედვით «ვარდების ხელისუფლებამ» ქართველ ხალხს ერთბაშად წაჰგვარა ოდინდელი სახელი და ღირსება,  ფეხქვეშ გამოაცალა მშობლიური მიწა და მას მსოფლიო რანგის მაწანწალის, ქურდის, ყაჩაღის, რეკეტიორის, მათხოვრისა და მეძავის სახელი გაუთქვა.

დღე არ გავა,  უცხოეთში გადახვეწილ ქართველთა ჯგუფური დაპატიმრებების შესახებ რომ არ გვაცნობოს საქართველოს ტელევიზიამ, მაგრამ ეს ისტორიული კატასტროფა თქვენც ფეხებზე გკიდიათ, ბატონო ოთარ, და თქვენს ნაცმოელ «ტრულალებსაც»,  რომლებიც ფოიერვერკების სულელური ბათქა-ბუთქით აყრუებენ ქვეყანას, ხოლო დროდადრო ქართველ თუ უცხოელ «მუტრიბთა», მომღერალთა, მეჩანგეთა და მხევალთა თანხლებით ლაღობენ და ნებივრობენ თავიანთ ზღვისპირა «ნირვანებში», მოტელებსა და ბორდელებში. თან ისე ურცხვად ტრაბახობენ საქართველოში კრიმინალის აღკვეთით, რომ თითქოს სამშობლოდან დევნილ ქართველთა მიერ ჩადენილი დანაშაულები მათ არ ეხებოდეთ.

_ «ფურთხის ღირსი ხარ, შენ, საქართველოო!» _ თუ გახსოვთ, პირველად «ბაშიაჩუკის» ავტორმა შეჰკადრა ეს შეურაცხმყოფელი სიტყვები «ცაფირუზ, ხმელეთზურმუხტ» სამშობლოს, მაგრამ ამ საშვილიშვილო შეურაცხყოფის ღირსი ყველაზე მეტად დღევანდელი საქართველოა, რომელმაც სულწაბილწული, ეროვნებადაკარგული და მეტროპოლიებში ნახეხნაცვეთი ნაცმოელი ჰომუნკულუსები დაისვა თავზე.

და მაინც, მთავარი საკითხავი ისაა, რა ჯიშისა და მოდგმის არსებებისგან შედგებოდა (და შედგება) ქართველ ფარისეველთა ხროვა, რომელიც საუკუნეთა მანძილზე ფურთხის ღირსად ხდიდა საქართველოს და გენეტიკური მონაცვლეობით უქმნიდა სათარეშო ფონს ხელისუფლებაში დროდადრო აღზევებულ დამპყრობლებს, რენეგატებს, უზურპატორებს, კონდოტიერებსა და პირწავარდნილ დემაგოგებს. ამ საჭირბოროტო კითხვას «თერგდალეულთა ბელადმა» გასცა პასუხი, როცა «ბედნიერი ერი» დაწერა და ყველა დროის ქართველ ქვემძრომს პირდაპირ და პოეტური ევფემიზმების გარეშე უწოდა «თავდახრილი», «არგამტანი», «არ რის მცოდნე» და «ცბიერი», «მტრის არ მცნობი», «მოყვრის მგმობი», «პირს ლაგამი ზომიერი», «ყრუი», «ცრუი», «ფლიდი», «უქმი», «ცუღლუტი და მანკიერი»! «ერის მამამ» არც საშოვარზე და სათქვლეფ-სალაფავზე სულგაყიდულ მედროვეთა «კოლტი» დაივიწყა და «კაცია ადამიანის?!» პროლოგში ისინი აშმორებული ჭაობის ბინადარ რაღაც ღორების მსგავს უსახურ არსებებად დაგვიხატა, რომლებიც «გიჟია», «გიჟიას» ძახილითა და ლაფის სროლით დაედევნენ დიდ მწერალს.

ამ საგულისხმო კონტექსტით წმინდა ილიამ ერთხელ კიდევ შეგვახსენა, რომ ჩვენი ქვეყანა ოდითგანვე ამ «ჭაობში» მფორთხავი ბოროტი ძალებისა და მზის ნათლითმოსილ მამულიშვილთა შორის დაუსრულებელი ბრძოლის ერთ დიდ არენას წარმოადგენდა (და წარმოადგენს), რის გამოც დღემდე აუხდენელ ოცნებად გვრჩება როგორც ეროვნული სახელმწიფოს შექმნის მარადიული იდეა, ასევე, დიდი რუსთაველის აფორისტული ვერდიქტი ბოროტებაზე სიკეთის საბოლოო გამარჯვების შესახებ.

ბატონო ოთარ! თუ დღეს «ბაშიაჩუკის» მამაცი შთამომავალნი კვლავ მშობლიურ მზესა და მთვარეს შეჰხარიან, თქვენ, უკვე ცხრა წელია, რაც იმ აშმორებული ჭაობის ბინადართა შორის ტოპავთ, რომელთა პირფერული ტაშიტუშითა და ლაქუცით «ნაციონალებმა» ზედ თავზე დაგვამხეს მშობლიური ცარგვალი და ახლა საქართველოს მზე და მთვარე ოკეანის გაღმიდან ამოჰყავთ ისე, როგორც მათ მამათელ მამობილსა და ცეკას ყოფილ მდივანს ამოჰყავდა ჩვენი ქვეყნის მზე ჩრდილოეთიდან.

«ნატოს» «ეშხითა» და ჩვენი ქვეყნის სრული გარყვნის პათოლოგიური ჟინით თურქულ სამყაროსთან მოკურკურე მიხეილ «ეფენდი» პირდაპირ აღტაცებულია თურქეთიდან «მოზიდული» დოლარების თოფრაკებით და მაღალი ტრიბუნებიდან «გურჯისტანის ყველაზე დიდი ინვესტორისა» და «პირველი სავაჭრო პარტნიორის» საპატიო ტიტულებით ამკობს და ადიდებს იმ ქვეყანას, რომელმაც ქართველთა სისხლით მრავალგზის ნაფერი მახვილი დროებით ქარქაშში მიმალა და ახლა დოლარებით ქელავს ჩვენს ქვეყანას. აქეთ კი საკალანდო გოჭებივით ნასუქ-ნაპატივები «ნაციონალები» და სალაფავით მუცელგატიკნილი «ქართული ჭაობის» ბინადარნი ისე ცხვირაბზუებით კიცხავენ «ბინძურ რუსულ ფულს», რომ თითქოს იმ ამერიკულ და თურქულ დოლარებს ასდიოდეთ «შანელის» პარფიუმერიის სუნი, რომელზეც თავად გაჰყიდეს მთელი ქვეყანა. უფრო მეტიც _ «ხელის ჭუჭყზე» დახარბებულ პრეზიდენტს შეუძლია თვით საქართველოს ისტორიაც «დააყუდოს თავდაღმა» და მის მიერ მოჩმახული ათასგვარი აბსურდი ურცხვად შემოგვასაღოს დოკუმენტურ სინამდვილედ:

_ «თურქეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და იგი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასო».

_ საკითხავია, ამ უგუნური განცდების ავტორს ვინ მისცა იმის უფლება,  ასე თავხედურად რომ ახტება წინაპართა წმინდა საფლავებს და ქართველთა ზღვა სისხლისა და ცრემლის პატიების ინდულგენციებს ჩუქნის საქართველოს ისტორიულ მტერს?! რამდენადაც ქართული «ნაცმოძრაობისა» და თურქეთის ერთობლივი სტრატეგიული ოპერაციები დღემდე არავის უნახავს, _ სავარაუდოა, რომ მიხეილ «გადამშენებელი» მომავლისათვის გეგმავს, თავად შემოუძღვეს თურქ ასკერებს ქართულ მიწაზე და ნატოს ეგიდით აქედან განახორციელოს მისთვის საოცნებო «ნორდს ათექ», მაგრამ ამჯერად უწინდელზე მეტი სიფრთხილე მართებს «ნაცმოელთა ბელადს», რათა დოლარებზე სულგაყიდულ «ჰოლივუდს» ახლა უკვე «აგვისტოს ათ დღეზე» არ მოუწიოს მეორე და დამამთავრებელი ფილმის გადაღება. და მეორეც _ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რა მხარდამჭერი შეიძლება ეწოდოს თურქეთს, რომელიც დღესაც არხეინადაა ფეხმორთხმული მის მიერვე ოკუპირებული სამცხე-ჯავახეთისა და ტაო-კლარჯეთის ტერიტორიებზე, საიდანაც ცის კიდურს სწვდება იქ გამომწყვდეულ და გამუსლიმანებულ, დამონებულ და დაჩაჩანაკებულ ქართველთა უიმედო გოდების ხმა.

«ნატოს» ღია კართან ახლა უკვე «ასპირანტის» სტატუსით მოყურყუტე მიხეილ სააკაშვილს სამაგალითო ისტორიულ მოვლენად და ღვთის ნების უზენაეს გამოხატულებად უნდა ახსოვდეს რუსეთსაქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფაქტი. განგებამ რომ ჯვრის მადლითა და რუსეთის სამხედრო თანადგომით გვიხსნა ქრისტიანული ბიზანტიის საშინელი და გარდაუვალი კატასტროფისგან _ ეს საქართველოს ხელმეორედ დაბადების ტოლფასი მოვლენა იყო და არის, მაგრამ «ნაციონალების» ტვინგადაბრუნებული პროპაგანდა დღენიადაგ იმის ცდაშია, რომ ყველა სიწმინდესთან ერთად ისტორიული მადლიერების გრძნობაც წაჰგვაროს ქართველ ხალხს.

მიხეილ სააკაშვილი აშკარად ცდება, როცა ქართულ-თურქული «ბიზნესურთიერთობის» «ფუძემდებლად» მიიჩნევს საკუთარ თავს, რადგან თურქულ ლირებზე დახარბებულ და სულით ხორცამდე გახრწნილ ქართველ ავაზაკებს საუკუნეების მიღმა გააჩნდათ «ტყვის სყიდვის» საზიარო ბიზნესი ოსმალებთან. როცა სოლომონ დიდმა თვალების დათხრა დააწესა ამ საზარელი დანაშაულისათვის,  თურქულ-ქართულმა ბანდებმა მეფის ჩამოგდება განიზრახეს.

ისტორიაში ჩაუხედავ მიხეილ სააკაშვილს შევახსენებთ, რომ რუსმა «სტრატეგიულმა პარტნიორებმა» აქაც შეგვაშველეს ხელი და მათი შემწეობით სოლომონ პირველმა ერთიანად გაჟუჟა მოწინააღმდეგეთა აშმორებული ხროვა.

 ბატონო ოთარ!  თქვენი ხვიჩა საქართველოს შეუმშრალი ცრემლია სტამბოლის ტყვეთა ბაზარზე გაყიდულ ათასობით გოჩასთან და ცირასთან ერთად. და თუ თქვენში მთლიანად არ მიმქრალა ქართული სული, მაშინ ხმამაღლა გვაუწყეთ, _ ვინ იყო და ვინ არის საქართველოს საფერი ლიდერი და მამულიშვილი: სოლომონ დიდი, რომელიც საკუთარი თვალისჩინივით დაჰკანკალებდა საქართველოს გენოფონდს, თუ ჰალუცინაციებით შეპყრობილი «მსოფლიო რეფორმატორი» მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც «უვიზო მიმოსვლის» რეჟიმის დაწესება სურს უცხოეთისკენ მიმავალ ყველა გზაზე, რათა ჩასაძირად განწირული გემივით უფსკრულისკენ გადაყუდებული საქართველო «ზედმეტი ბარგისაგან» განტვირთოს.

უწმინდურო «ნაციონალებო»!  ერთ დროს როსტომ რაჭის ერისთავიც თქვენსავით ლაღობდა მოძმეთა სისხლსა და ცრემლზე, მაგრამ, როცა ეროვნული განკითხვის ჟამმა დარეკა, სოლომონ დიდმა მას და მის შვილებს თვალები დასთხარა და ამ უსასტიკესი განაჩენით მომავალ თაობებს უანდერძა, რომ თურქულ ლირებზე დახარბებულ და თურქებთან მოკურკურე ყველა ორგულსა და მოღალატეს დაუნდობლად უნდა წართმეოდა მემკვიდრეც და თვალის ჩინიც.

დღეს რომ ჩვენს ქვეყანაში ეროვნული სული ზეობდეს, შავ ზღვისპირეთს ალექსანდრიის შუქურასავით უნდა ამშვენებდეს სოლომონ დიდის მონუმენტური ქანდაკება, ნიშნად დასავლეთის კარიბჭის სიმტკიცისა და შეუვალობის, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი რომელიღაც ხურუშშეყრილი ალისა და ნინოს ძეგლს გვიდგამს თურქულ-ქართული «ინტეგრაცის» სიმბოლოდ. თუმცა მისგან არც ესაა გასაკვირელი, რადგან ახლა საყოველთაოდაა ცნობილი, რომ მიხეილ დეფორმატორი ქართულ სახვით ხელოვნებაში დღემდე არნახული რაღაც იდიოტურ-ოდიოზური ჟანრის ფუძემდებელია და მის მიერ აღმართული ყველა მონუმენტური ბომონი ისეთსავე ანაქრონიზმს წარმოადგენს ქართული სივრცისთვის, როგორც მის მიერვე მოჩხიბული პოლიტიკური ბალაგანი.

ინვესტორ-თაღლითთა მიერ აგებულ შენობათა ფასადების წინ მოტრაბახე პრეზიდენტი საკუთარ თავზე მიიწერს ყველაფერს,  რაც ამქვეყნად შენდება და კეთდება, რათა ხალხს თავი მოაჩვენოს, როგორც ახალი დროის უბადლო «შემოქმედმა».

საოცარი ისაა, რომ ამ «ცეხ»-პოლიკლინიკების გახსნაზე გამგებლების მიერ საგანგებოდ მორეკილი ასობით ღინტუ და ღენტო, მანთხო და მუნთხუ ქვებითა და ჯოხებით რომ უნდა ერეკებოდნენ მათ წინაშე ენადგაკრეფილ პრეზიდენტს,  პირიქით _ ფეხქვეშ ეგებიან და რომელ ადგილზე ემთხვიონ, აღარ იციან.

12 მარტს თელავის «სამშენებლო შოუზე» ჩასულმა პრეზიდენტმა თავი მოიკატუნა _ მე და რამაზ ნიკოლეიშვილს ქონებრივ დეკლარაციაში შესატანი არაფერი გაგვაჩნია, ჩვენ მიერ აშენებული გზების, ხიდებისა და სასტუმროების გარდაო. მაგრამ ახალმა ხელისუფლებამ არ უნდა დაივიწყოს, რომ საეჭვო და გასაჩხრეკი ბევრი რამ აქვს ამ «სოფლის მაშენებელთა დუეტს».

ბატონო ოთარ! თუ გახსოვთ, აკაკის დროინდელი საქართველოს ინტელიგენცია სამშობლოს უკეთესი მერმისისათვის ბრძოლის ნიშნით გაიყო «მამათა» და «შვილთა» ბანაკად. მაგრამ ახლანდელი საქართველოს უფროს და უმცროს თაობებს შორის მხოლოდ იმ ბოროტი განზრახვით გაავლო მიხეილ სააკაშვილმა «სადემარკაციო» ხაზი, რომ მამების ბრძნული და კეთილი ზეგავლენისგან განცალკევებული შვილები უფრო ადვილად გადაჩეხოს უცხოური გარყვნილების უფსკრულში. დატრიალდა თაობათა განცალკევების ამსახველი მორიგი სატელევიზიო კურიოზიც: _ ნორჩ ველოსიპედისტთა ავანგარდში თავის ორფუთიან ლაჯებს შორის ამოჩრილ ველოსიპედზე დაზვინულ პრეზიდენტს «რუსთავი 2»-ის სარეკლამო რგოლი ცისმარე დღე წარმოგვიდგენს, როგორც ნაცმოური «ელდორადოს» ფანტასტიკურ, სამოთხისკენ მიმავალი ახალგაზრდა თაობის წინამძღოლად მოვლენილ ბიბლიურ მოსეს.

მაგრამ ჯერაც პირზე რძეშეუმშრალ პატარებთან ერთად ხან ციგურებზე და ხანაც ველოსიპედზე ამხედრებული მიხეილ სააკაშვილი ჩვენ გვაგონებს ინფანტილიზმის სენით შეპყრობილ ბარდღუნიას, რომელიც ცხენჯოხებზე გადამჯდარ სოფლის ონავრებთან ერთად დარბის შუკა-შუკა და სახელის გასატეხ ჭორებს უვრცელებს დათა თუთაშხიას.

«მამათა» ბანაკისთვის ნეტარხსენებული ლია ელიავა წარმოადგენდა (და წარმოადგენს) იდეალურ ესთეტიკურ ფენომენს, როგორც ქართველი ქალისათვის ოდითგანვე დამახასიათებელი სილამაზის, სიწმინდის, პატიოსნების, გონიერებისა და ერთგულების განსახიერება. თავისი ცხოვრებითა და შემოქმედებით იგი ჭეშმარიტი სიყვარულისა და მიწიერ ვნებებზე ამაღლებული ადამიანური იდეალებისათვის ბრძოლის სულისკვეთებით ზრდიდა იმდროინდელ ახალგაზრდებს. «შვილების», ანუ მიხეილ სააკაშვილის ეპოქამ მთლიანად ამოძირკვა ქართული ლექსიკიდან «ესთეტიკურისა» და «ამაღლებულის» ცნებები და მათ სანაცვლოდ «სექსუალური» დაგვიდგინა ჩვენი სამარცხვინო და გაბახებული ყოფიერების ეტალონად.

და აი, სპერმის სუნზე ნაგეში მიხეილ მუსუსი და ბოლნისის რაიონის ყოვლადსამარცხვინო მაჟორიტარი დეპუტატი კობა ნაყოფია მადნეულის საბადოდან მოხვეჭილი ოქრო-ვერცხლისა და მილიონების ფასად ეგზოტიკური ცხოველებივით დაატარებენ დედა ქეთევანის წმინდა მიწაზე უცხოეთიდან ჩამოლალურ «სექს-სიმბოლოებს» (ანუ სუპერ-ბოზებს) და მაგალითებად უსახავენ ჩვენს შვილებსა და შვილთაშვილებს. საქართველოს ახალი ხელისუფლება, ალბათ, იმასაც დაითვლის, რა მიზნით იფლანგება ქვეყნის ეროვნული სიმდიდრე.

კაცმა რომ თქვას, «ნაციონალებისთვის» არც პოლიტიკური პროსტიტუციაა უცხო: დაეხეტებოდნენ სოფელ-სოფელ «ნაცმოელი» დეპუტატობის კანდიდატები და ხმებს ჰყრიდნენ: _ ჩვენ თუ არჩევნებში დავმარცხდებით, ქვეყანას დამანგრეველი ძალა დაეუფლება და ვარდების «ჩახჩახა ეპოქიდან» კვლავ წარსულის წკვარამში გადაიჩეხებითო.

ამათ რომ ჭკუა მოეკითხებოდეთ, ეცოდინებოდათ, რომ თვით მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო მანტია წარსულის სანაგვიდან მეორადი ხმარებისთვის ამოქექილი პოლიტიკური ძონძია და მთელი მისი ცხოვრება და საქმიანობა როსტომხანის ბიოგრაფიულ პარალელს წარმოადგენს. როსტომ უხსენებელიც მაშინდელ მეტროპოლიაში აღიზარდა შაჰაბას პირველის კარზე. ამ გველის ბუდეში ამოართვეს მას ქართული სული და გული და სამუდამოდ შეაძულეს დედასამშობლო და დედაენა, ჩაუნერგეს ყოველგვარი სპარსულისადმი მონური თაყვანისცემის გრძნობა, წინდაცვითეს და თხემით _ ტერფამდე გათათრებული მოავლინეს ქართლკახეთის «ვალად». მოსვლისთანავე, როგორც მიხეილ სააკაშვილმა, როსტომხანმაც აიშენა სამეფო სასახლე და თანამდებობებზე თეირანიდან ჩამოთესლილი გათათრებული და გამაიმუნებული თანაგუნდელები დანიშნა. ხალხის გული რომ მოეგო, შაჰაბასის მზაკვრული რჩევით და შემწეობით აშენებდა ციხეებს, სასახლეებს, ქარვასლებს, ხიდებს, ფუნდუკებს, გაჰყავდა გზები და, როგორც მიხეილ გადამშენებელს, მასაც თავი მოჰქონდა ქვეყნის აღმშენებლობით. როცა კახელები აუჯანყდნენ, სპარსული ჯარი მოიხმო და ერთიანად შემუსრა «ოპოზიცია».

 როგორც ხედავთ,  როსტომ-ხანის სტრატეგიული პარტნიორი იყო ქართველთა სისხლით გაუმაძღარი სპარსეთი.

როგორც იცით, მიხეილ-ხანის სტრატეგიული პარტნიორია ასევე ქართველთა სისხლით გაუმაძღარი თურქეთი.

«მოყვარე, მტერი ყოვლისა, მტრისაგან უფრო მტერიაო», _ გვაფრთხილებდა დიდი რუსთველი. შინაურ მტრებთან ქართველი პატრიოტების მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის ერთ-ერთ საამაყო ეპიზოდს წარმოადგენს გასული წლის მაისის სახალხო აჯანყება «ნამცოელ» ყიზილბაშთა წინააღმდეგ. იმ დღეებში ისევ აჭყვიტინდნენ «სათქვლეფ-სალაფავზე გაწუწკებული «ქართული ჭაობის» ბინადარნი და მიტინგისმარბიელ მანქურთებთან ერთად «გიჟია», «გიჟიას» ძახილითა და ლაფის სროლით გამოუდგნენ ქართველ პატრიოტებს.

ბატონო ოთარ! თქვენც იმ «ჭაობის» წუმპეში ამოთხვრილი პირ-სახით გამოფორთხდით მაშინ პრესაში და აჯანყების ექვსივე მეთაურის ჩამოხჩრობა ითხოვეს ისე, როგორც იმ წყეულმა სვიმონ მაყაშვილმა მოსთხოვა ალი-ყული-ხანს ქართველი პატრიოტების ამოხოცვა და მერე თავადვე ასრულებდა ამ საზარელ საქმეს, ვიდრე ძირში არ გააგდებინეს გათათრებული «ბაშკა».

რამდენადაც ამ საზიზღარი ბეზღობის დღიდან თქვენ დედაეკლესიაში შესვლის მორალური უფლება დაკარგეთ, გადმოდექით ახლა აზიზის მეჩეთის გადანგრეულ მინარეთზე და ქართველ ხალხს აუწყეთ, _ რისთვის ან რა «სარგებლის» ფასად გაცვალეთ ბაში-აჩუკის ჩოხა სვიმონ მაყაშვილის სპარსულ ხალათზე, ან როგორ გახდით მიშას პირადი ბაში-აჩუკი, ან ხომ არ გეგონათ, რომ «შვილო, მიშას» წამქეზებლური ძახილითა და ბაში-აჩუკის ადრინდელი იმიჯის წყალობით მომხრეთა ახალ-ახალ დასებს შესძენდით «ვარდების წყალწაღებულ ხელისუფლებას»? დრომ სახე იცვალა: _ ხავსზე ჩაჭიდებული «ნაცმოძრაობა» ისე წაცურდა «დინების მიმართულებით», როგორც ბაში-აჩუკის დამხრჩვალი ცხენი გაჰყვა ადიდებულ არაგვს.

ბატონო ოთარ! პირადად თქვენ კი ჭეშმარიტი სინანულის განცდით გმართებთ, გამოტოპოთ ნაცმოური უსჯულოების ჭაობიდან და თქვენივე ხელით ჩამოირეცხოთ მოღალატეობის ლექი და ლაფი, «რათა წარუდგეთ უფლისა მსჯავრსა სულით განწმენდილ და განბანილი».

როცა აღზევებული ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლისა და გამარჯვების იდეალი დასჭირდა ქართველ ხალხს, გენიალურმა რუსთველმა ქაჯეთის ციხის აღების ამსახველი გმირული ეპოპეა შექმნა და სამაგიდო წიგნად უანდერძა თაობებს, როგორც პატრიოტიზმის, სიმამაცის, მეგობრობის, ერთგულებისა და ჭეშმარიტი სიყვარულის მარადიული სიმბოლო.

რუსთველიდან შვიდასი წლის შემდეგ დიდმა აკაკიმ ყიზილბაში ქაჯებისაგან ბახტრიონის ციხის განთავისუფლების ისტორიული ფაქტი გააცოცხლა, რათა თითოეული ქართველის გულში მბჟუტავი ეროვნული ნაპერწკალი «ერთ დიდ ცეცხლად დაენთო ქვეყნის გაციებულის გულის გასათბობლად»…

ახლანდელი მწერლუკანები და მათი პრეზიდენტი კი «ვერის უბნის მელოდიების» ახალი ვარიაციის გმირებს ჰგვანან,  რომელთაც მიწაზე ფეხი არ უდგათ და ბედისწერის თოკებზე დაკიდებულნი დაფურფუტებენ სივრცეში.

ზოგი «ანტიტყაოსანს» ჯღაბნის, ზოგი «ამერიკული ზღაპრების» ჩხიბვითაა გართული მაშინ, როცა აწ უკვე გარდასულ «ვარდების ეპოქას» რეალისტ მწერალთა მთელი დასი სჭირდება, რათა პირუთვნელი სიმართლით აისახოს საზღვრებს იქით გადარეკილ და საზღვრებს შიგნით გამომწყვდეულ ათასობით ბაში-აჩუკის, გლახო ბაქრაძის, პირმთვარისას თუ პირიმზისას სოციალური და სულიერი ტრაგედია.

მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ, ვინ ვიყავით და რად გვაქციეს «ნაცმოელმა» ალქაჯებმა.

თამაზ მუშკუდიანი

ბოლნისი

 

1 COMMENT

  1. მძიმე წასაკითხი იქნება ადრესატისთვის ნამდვილად!!!გულწრფელად განვიცდი, რომ წერილის ვერცერთ სტრიქონში ვერ მოვედავები ავტორს..სამწუხაროა!!!!

  2. ბატონო თამაზ!
    ისე მიმართავთ და ანამუსებთ ამ არსებას, თითქოს კაცობის და ნამუსის რამე ეცხოს. ეგ არ იყო, ჯერ კიდევ 60-70-ან წლებში თბილისში არალეგალური საროსკიპო(ები) რომ გახსნა?! თუ თქვენ ეგ ამბავი მონაჭორი გგონიათ? პარადოქსები ბევრია ამ ცხოვრებაში და ერთ-ერთი ისაა, რომ ქალბატონი ლია ელიავა (და მისი პიროვნების თქვენეულ შეფასებას სრულიად ვეთანხმები)ამ უშინაარსო არსებას გაჰყვა ცოლად. ,,ფასადმა" მოატყუა ქალბატონი ლია. ფასადურია ნაცების მთელი ,,მოღვაწეობაც" და სწორედ იმიტომ გაუგეს ერთიმეორეს ოთარიკომ და ნაცებმა. მათ სულიერი ღირებეულებებიც ერთნაირი აქვთ და აბა არ გაუგებდნენ?! ქალბატონი ლიას ნაადრევი სიკვდილი (ღმერთო მაპატიე)სწორედ მისი ამორალური ცხოვრების ბრალი მგონია. ჯერ მის საუბარს მოუსმინეთ…

  3. კიდევ კარგი ,,ნაცები,, და მათი მიმდერები არსებობდნენ თორემ,ჩვენმა მოსახლეობამ რა იცოდა რა იყო ამორალური ცხოვრება,ან სხვისი დაცინვა და განკითხვა…მაგრამ ეხლა ბიძინა რომ გვყავს ,ეს ყველაფერი რატომ გრძელდება…არ შეძლება უფრო სასიამოვნო სტატიები მოგვაწოდოთ სხვის საქმეში ხელი არ აფათუროთ….თუ ასეა ბატონო თქვენ სიკეთეს ამოფარებული ამორალები ხართ მაშინ….სიბინძურეს კი არა სიკეთეს უნდა ემსახურებოდეთ, მაგრამ თანდათან იმათ ემსგავსებით ვისაც დასცინიხართ……

  4. შენ გაიხარე თამაზ მუშკუდიანო,თვალისჩინი მომემატა ამ სტატიის წაკითხვისას,სიტყვები არ მყოფნის, ღმერთმა გვიმრავლოს თქვენნაირი ქართველები!

  5. ოთარა ის ,,გმირია", თავის დროზე, 1970-80-ან წლებში ბორდელი რომ გახსნა საიდუმლოდ. მან გაუხეთქა გული ცხონებულ ლიას, შეუდარაბელ მანდილოსანს! ბორდელი მაშინდელი მეტეოროლოგიის ინსტიტუტის გვერდზე ჰქონდა გახსნილი. ტუპიკში. ეს ნაღდია. წერილის ავტორმა ის დაინდო და პატივისცემით მიმართავს, მაგრამ ასეთ სიბინძურეს ადრიდანვე ატარებდა მისი სული!
    ბატონო თამაზ, დიდი მადლობა, დიდებული სტატიაა, დიდებული!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here