Home რუბრიკები საზოგადოება ერეკლე დეისაძე: კონფორმიზმმა და «ვაზელინობამ» კულტურას «დაურხია»

ერეკლე დეისაძე: კონფორმიზმმა და «ვაზელინობამ» კულტურას «დაურხია»

1217

«ამ ხალხს რომ ჰკითხოთ, ერთის მხრივ, პატრიარქის სიტყვას ემორჩილებიან და მეორე მხრივ, მზად არიან, ნებისმიერი ადამიანი ცოცხლად შეჭამონ. ეს ბუნებაში გვაქვს ქართველებს, ფარისევლობა და სხვის დასანახად ლოცვა», _ ამბობს სკანდალური ნაწარმოების ავტორი ერეკლე დეისაძე, რომელიც ბოლო პერიოდში, პატიმრების წამებისა და ძალადობის ფაქტებს აქტიურად აპროტესტებდასაკუთარი პოზიციის შესახებ «საქართველო და მსოფლიოს» ერეკლე დეისაძე ესაუბრა.

_ ბოლო დროს, პატიმრების წამების წინააღმდეგ პროტესტს აქტიურად გამოხატავდით. «საიდუმლო სირობის» ავტორ ერეკლე დეისაძისგან ასეთ აქტიურობას, ალბათ, ბევრი არ ელოდა, მითუმეტეს, ადრე პოლიტიკურ პროცესებშიც არასდროს ჩარეულხართ

_ ვერ დაგეთანხმებით, პოლიტიკურ პროცესებში ჩემი გახმაურებული წიგნის გამოსვლისთანავე ჩავერთე, ჩემი წიგნიც იმ სასულიერო პირების წინააღმდეგ დაიწერა, რომლებიც ძალადობრივი პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენენ და ადამიანებს ერთმანეთის წინააღმდეგ აქეზებენ. ტელეკომპანია «კავკასიაში» შევარდნაც მათი წაქეზების ბრალია, თორემ ის ბიჭები, რომლებიც დღეს დაჭერილები არიან, მათი კარნახის გარეშე ამას ვერ გაბედავდნენ, ამიტომ ციხეში თავად უნდა ისხდნენ. სამწუხაროა, როცა მოძალადე ადამიანები ანაფორას იყენებენ. ჩემი პოლიტიკური აქტივობა კი განსაკუთრებულად მაშინ გამოიკვეთა, როცა ხაშურის პოლიციის შენობაში ქიმერიძე ცემით მოკლეს და საზოგადოებას გვითხრეს, კიბიდან დაგორდაო. მე და ჩემი რამდენიმე მეგობარი ამ ფაქტს პარლამენტის წინ ვაპროტესტებდით. სწორედ მაშინ მეჭირა ხელში ჩემი გახმაურებული პლაკატი წარწერით «მოგიტ…  დემოკრატია»

_ თუმცა აღმოჩნდა, რომ ის ადამიანები, რომლებიც ადრე აქტიურად გიჭერდნენ მხარს, დაგიპირისპირდნენ, მაგალითად, თამარ ჩერგოლეიშვილი. როგორ ფიქრობთ, რატომ აღმოჩნდა უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი ერეკლე დეისაძე მათთვის მიუღებელი?

_ ეს თავად მათ უნდა ჰკითხოთ. თამარას რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პოლიტიკური შეხედულებები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება, ეს არ მიშლიდა ხელს, ამ ხნის განმავლობაში მასთან მემეგობრა. მე ახლაც პატივს ვცემ ამ ადამიანს, რადგან მისგან ბევრი დახმარება მახსოვს, თუმცა ეს ხელს არ მიშლიდა არსებული რეჟიმის ძალადობა გამეპროტესტებინა, ვინაიდან ჩემთვის პერსონებზე მაღლა ჩემი პრინციპები დგას და ეს ყოველთვის ასე იქნება.

_ სად არის გარანტია, რომ დამნაშავეები დაისჯებიან? ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე ყოფილმა მაღალჩინოსანმა საქართველოს საზღვრები უკვე დატოვა.

_ უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას, რომ საქმე გამოიძიოს, ხოლო თუ დამნაშავეები არ დაისჯებიან, მაშინ რეჟიმს ვებრძოლოთ და არა კონკრეტულ ადამიანებს და მათ ოჯახებს, რომლებიც უდანაშაულოები არიან. ამ ხალხს რომ ჰკითხოთ, ერთის მხრივ, პატრიარქის სიტყვას ემორჩილებიან და მეორე მხრივ, მზად არიან, ნებისმიერი ადამიანი ცოცხლად შეჭამონ. ეს ბუნებაში გვაქვს ქართველებს, ფარისევლობა და სხვის დასანახად ლოცვა.

_ წინა ხელისუფლების დროს, ალბათ, ასევე ერთერთ პრობლემას წარმოადგენდნენ ხელოვნების სფეროში ხელისუფლებასთან დაახლოებული, ამა თუ იმ ნიშნით აღზევებული და დაწინაურებული ადამიანებიც

_ ქვეყანას აქამდე კულტურული პოლიტიკა არ ჰქონია, ეს არცაა გასაკვირი _ ქვეყანაში, სადაც ნინა წკრიალაშვილი წყვეტდა კულტურულ ამბებს, ყველაფერი გასაგებია… მე ვერავის ვერაფერს ვუკარნახებ, მაგრამ ერთი რამ ფაქტია: აქამდე კონკურენცია გვარ-სახელებში იყო და ამიერიდან ადამიანები ერთმანეთს პროფესიონალიზმში უნდა შეეჯიბრონ და იმაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული ყველაფერი. კონფორმიზმმა და «ვაზელინობამ» კულტურას «დაურხია» და იმედია, ესტრადის უნიჭო მომღერლებს ასეთი სიხშირით აღარ ვიხილავთ ტელეეკრანებზე. ერთხელ და სამუდამოდ ეს «დანაფთალინებული ფეისები» რეალურად ნიჭიერმა მუსიკოსებმა უნდა ჩაანაცვლონ.

_ «სისტემა უნდა დაინგრეს» _ ამ დღეებში ძალიან პოპულარული იყო ეს სიმღერა. როგორ უნდა დაიწყოს სისტემის დემონტაჟი?

_ სისტემის დემონტაჟი მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების თვითშეგნების ამაღლებაზეა დამოკიდებული, ამას ვერ გააკეთებს რომელიმე პოლიტიკოსი. ამ ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა ვისწავლოთ რაღაცების გადაფასება და უფრო კრიტიკულები უნდა ვიყოთ, პირველ რიგში, ავტორიტეტების მიმართ. სანამ ავტორიტარიზმი არ დასამარდება, მანამდე რთულია სისტემის ნგრევაზე საუბარი, თუმცა ვხედავ, რომ სისტემას ბზარი გაუჩნდა, ამას უნდა მოჰყვეს მენტალური რევოლუციაც და სამოქალაქო საზოგადოებამ ხელისუფლების კონტროლის მექანიზმები ხელში უნდა ჩაიგდოს. როცა ეს მოხდება, მერე მართლა ვაღიარებ, რომ ევროპული სახელმწიფო ვართ და თანამედროვე ცივილიზაციის ნაწილად ვიქეცით.

მოამზადა შორენა ცივქარაშვილმა

 

1 COMMENT

  1. მე არ მესმის ამ დეგენერატის აზრები ვის აინტერესებს ,ნუთუ ჯურნალისტებს სხვა საქმე არაფერი აქვთ.აგიზიანებს საზოგადოებას ამ ურცხვის დანახვა .რომლის უსირცხვილობის გამო ადამიანები უკანონოდ იხდიან სასჯელს .სირცხვილი საქართველოს რომ ასეთი სატანები არიან დგეს ყურადგების ცენტრსში და ყველა ჯურნალში როცა ლეგენდა ხალხი დავიცყებას ეცემა.

  2. ეს არსება არაა არც მწერალი და არც ქართული სულის მატარებელი ადამიანი. სამარცხვინოა, რომ ასეთი ხალხი შეიძლება განსჯის ობიექტი იყოს საერთოს

  3. ნია,თქვენგან განსხვავებით დეისაძემ ნამდვილად იცის რომ ცხოველი მრავალუჯრედიანი ორგანიზმია. ამიტომ მოდით ჯერ რამდენიმე წიგნი წაიკითხეთ,მათ შორის ბიბლიაც,რომ იცოდეთ მაინც რისი გწამთ და მერე განვიხილოთ ბიოლოგია და ლიტერატურა.

  4. ყველას გირჩევთ ყურადღებით გაეცნოთ გრიგოლ რობაქიძის,კონსტანტინე გამსახურდიას,ასევე მეოცე საუკუნის ქართველი პოსტმოდერნისტების ლიტერატურას.იმ დასკვნამდე მიხვალთ რომ თუ ერეკლე დეისაძე არაქართველია,მაშინ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა დიდი ქართველი მწერალი სატანისტი ყოფილა და საერთოდ,არანაირი მხატვრული ღირებულება არ გააჩნიათ.

  5. ძალიან კარგად ლაპარაკობს ეს ბიჭი! გამაოცა მისმა პოზიციამ!ძალიან ჭკვიანია და რაც აქ ილაპარაკა სიმართლეა,სანამ საზოგადოების თვითშეგნება არ ამაღლდება,მანამდე მარტლაც არაფერი ეშველება ქვეყანას!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here