Home რუბრიკები პოლიტიკა მიშამ ბიძინას გაუგრძელა

მიშამ ბიძინას გაუგრძელა

596

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზებრძანებულებაში ცვლილები შეიტანა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ბრძანებულების პრეამბულაში სიტყვები უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებშეიცვალა სიტყვებით უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“.

ამასთან, დოკუმენტის მუხლს, რომელიც უცხოელთა იმ კატეგორიას განსაზღვრავს, რომელთაც საქართველოში უვიზოდ ყოფნის შეღავათი აქვთ, ემატება პუნქტი – უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის, ან შენგენის ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნების მოქმედ მრავალჯერად, ერთხელ მაინც გამოყენებულ ვიზებს ერთი წლის, ან მეტი მოქმედების ვადით, შეუძლიათ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა, ან ყოფნა უვიზოდ 90 დღემდე, მაგრამ არა უმეტეს ვიზის მოქმედების ვადისა.

ამავე ცვლილებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ან მისი სპეციალიზებული სააგენტოების მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტების (Laissez Passer) მფლობელებს შეუძლიათ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა, ან ყოფნა უვიზოდ 90 დღემდე. საქართველოს პრეზიდენტმა ბრძანებულებას ხელი უკვე მოაწერა.

აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილს, როგორც საფრანგეთის მოქალაქეს, საქართველოში ყოფნის კონსტიტუციით გათვალისწინებული ვადა, 360 დღე დღეს უმთავრდებოდა. თუმცა, როგორც ივანიშვილმა გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ის სავიზო პროცედურებთან დაკავშირებით საქართველოს დატოვებას არ აპირებდა.

„როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ პრემიერ-მინისტრს ვიზა უმთავრდება ამ ქვეყანაში. აი, ასეთი სისულელეები გააკეთეს თავის დროზე. თვითონ იზრუნონ ამაზე. არა, ქვეყნის დატოვებას არ ვაპირებ“, – განაცხადა მან. დღეს კი, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა მართლაც იზრუნა და კანონმდებლობაში ცვლილებებმაც არ დააყოვნა. „საქართველო და მსოფლიო“ ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილს ესაუბრა.

– ბატონო ჰამლეტ, ახალი ცვლილებები ვიზებთან დაკავშირებით რამდენად შეიძლება ბიძინა ივანიშვილს დავუკავშიროთ?

– რა თქმა უნდა, ვიზებთან დაკავშირებულ დებულებაში ეს ცვლილებები ბიძინა ივანიშვილსაც შეეხება. აქ სხვა აზრი არ შეიძლება იდოს. ამჯერად გამოცემული პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ნიშნავს ერთ რამეს, რომ ხელი შეუწყონ ბიძინა ივანიშვილს თავის საქმიანობის გაგრძელებაში.

– ეს პრეზიდენტის მხრიდან როგორ ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს?

– საქართველო რომ ცოტა სხვანაირი ქვეყანა იყოს, სააკაშვილის ეს გადაწყვეტილება დადებით ნაბიჯად ჩაითვლებოდა, და მართლაც პოზიტიური ნაბიჯია ეს. თუმცა დღევანდელ სიტუაციაში სააკაშვილის მდგომარეობა საკმაოდ რთულია და აქედან გამომდინარე, პრეზიდენტი ცდილობს გამარჯვებული „ქართულო ოცნების“ და ივანიშვილის მიმართ დადებითად განეწყოს, რათა მათ არ განახორციელონ სააკაშვილის წინააღმდეგ სერიოზული ქმედებები. რასაც შეიძლება მოჰყვეს თავისუფლების აღკვეთა. შემდგომში, რა თქმა უნდა, სააკაშვილმა იმისათვის, რაც ქართველი ერის წინაშე აქვს ჩადენილი, პასუხი უნდა აგოს. ახლა კი, სააკაშვილი ცდილობს, კოჭი უგოროს გამარჯვებულ პარტიას.

ლილი მიროტაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here