Home რუბრიკები პოლიტიკა ზუგდიდში ამერიკის ელჩი „ქართული ოცნების“ აქციაზე იყო

ზუგდიდში ამერიკის ელჩი „ქართული ოცნების“ აქციაზე იყო

648

„გამარჯობათ, მე ვარ რიჩარდ ნორლანდი“,–გაუმართავი ქართულით დაიწყო ზუგდიდში, ქართული ოცნებისაქციაზე  ჟურნალისტებთან საუბარი ამერიკის ელჩმა საქართველოში, რიჩარდ ნორლანდმა. „ჩვენი მიზანია, ეს კვირა როგორი მშვიდობიანი ტრანსფორმაციითაც დაიწყო, ისევე დასრულდეს”,- განაცხადა მან.

„პალიტრა TV“–ს ინფორმაციით, მისივე თქმით, აქციაზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფება და იმიტომ, რომ სამეგრელო სპეციფიკური რეგიონია.

„ეს შესანიშნავი კვირა იყო საქართველოს ისტორიაში. დემოკრატიული არჩევნების შედეგად მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა, მაგრამ პროცესი სრულად არ დასრულებულა. ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში საოლქო-საარჩევნო კომისიები აგრძელებენ მუშაობას, რომ დადგინდეს, ვინ გაიმარჯვა არჩევნებში. საერთაშორისო თანამეგობრობის მრავალ წევრთან ერთად ვაკვირდებოდი ამ არჩევნებს და აქაც დამკვირვებლის სტატუსით ვიმყოფები. რატომ სამეგრელო?! იმიტომ, რომ ეს სპეციფიკური რეგიონია და აქ სპეციფიკური დინამიკაა. მნიშვნელოვანია ის, რაც აღნიშნა ირაკლი ალასანიამ, რომ საოლქო კომისიებში პარტიების წარმომადგენლებმა და პროფესიონალებმა გააგრძელონ მუშაობა შიშისგან თავისუფალ გარემოში. მთელი მსოფლიო უყურებს საქართველოს და იმედი აქვს, რომ ეს პროცესი მშვიდობიანად დასრულდება“,- აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here