Home რუბრიკები პოლიტიკა ლადო ბედუკაძეს ქართული სასამართლოს წინაშე წარდგომა სურს

ლადო ბედუკაძეს ქართული სასამართლოს წინაშე წარდგომა სურს

525

ლადო ბედუკაძეს,  რომლის სახელსაც ციხეში გადაღებული ვიდეოკადრები უკავშირდება, სადაც პატიმართა წამებაა ასახული, ქართული სასამართლოს წინაშე წარდგომა სურს. ამის შესახებ მან გურია ნიუსისთვისმიცემულ ვრცელ ინტერვიუში განაცხადა. ვლადიმერ ბედუკაძე ამჟამად ინტერპოლის მიერ იძებნება.

ლადო, მიუხედავად იმისა, რომ ინტერპოლის მიერ ძებნილად ხართ გამოცხადებული, ხშირად ჩანხართ სოციალურ ქსელებში, იძლევით ინტერვიუებს და მუდმივად ხაზზე ხართ საქართველოსთან. ხომ არ მიმდინარეობს თქვენზე თვალთვალი ან მანდ არ შეგიმჩნევიათ ვინმეს მხრიდან განსაკუთრებული დაინტერესება?

– ინტერპოლის მიერ ძებნილად გამოცხადება მანდ ცოტა სხვანაირად აღიქმება. ჰგონიათ, რომ რახან ინტერპოლი გაცხადებს ძებნილად, აუცილებლად უნდა დაგიჭირონ. ასე არ არის. ჯერ იმ სახელმწიფომ უნდა გცნოს დამნაშავედ, ვისგანაც თავშესაფარს ითხოვს. მე ბელგიისგან მოვითხოვე თავშესაფარი და მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცის, ძებნილი ვარ, თავისუფლად გადავადგილდები აქ, ქალაქში. ასე ადვილად არ ხდება, დამაკავონ და ჩამომიყვანონ. მაგრამ მე თვითონ მინდა საქართველოში ჩამოსვლა, მე ვარ დაინტერესებული იმით, რომ ჩამოვიდე საქართველოში  და დამოუკიდებელ სასამართლოს მივცე ჩვენება,- აცხადებს ლადო ბედუკაძე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here