მთავარი საზოგადოება მამა თეოდორე: ვინც პატრიარქის წინაშე ბობოქრობს და ყვირის, თვით ქრისტეს წინაშე ბობოქრობს...

მამა თეოდორე: ვინც პატრიარქის წინაშე ბობოქრობს და ყვირის, თვით ქრისტეს წინაშე ბობოქრობს და ყვირის

2434
გააზიარეთ

უკვე გახმაურდა, რომ 22 ივლისს ალავერდში, დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე, პრეზიდენტმა სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი, მისი უწმინდესობა ილია მეორე დაადანაშაულა ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერაში, რასაც დებოშიორის მხრიდან თან ახლდა ცოფის ყრა დუჟითურთმიუხედავად იმისა, რომ კარგად შეგნებული მაქვს სიბრძნე: «კუზიანს მხოლოდ სამარე გაასწორებსო», მაინც თავს მოვალედ ვთვლი, აღვირახსნილ ხულიგანსა და მის თანამოძმეებს ეკლესიის მეშვეობით ავუხსნა, რას ნიშნავს პატრიარქობა. გვესაუბრება თბილისის ჯვართამაღლების ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე.

_ მამაო, რას ნიშნავს კათოლიკოსპატრიარქი, როგორც თანამდებობა?

_ როცა ჩვენ ვსაუბრობთ კათოლიკოს-პატრიარქზე, მისი მოღვაწეობა შეგვიძლია განვიხილოთ და შევაფასოთ ორი კუთხით: თანამდებობრივად და, მეორე მხრივ, როგორც ერის სულიერი მამა.

რა თანამდებობაა ეს? არსებობს სხვადასხვა ტიტულატურა, მათ შორის, «უწმინდესი და უნეტარესი», რომელიც წმინდას და ნეტარს არ ნიშნავს. ეს მხოლოდ მიმანიშნებელია მოციქულთა საყდარზე _ საღვთო მადლზე, რომელიც არის წმინდა და ნეტარების მომნიჭებელი. თავად სიტყვა «თანამდებობა»  მომდინარეობს სიტყვა «თანამდებიდან», ანუ «ვალიდან», ისევე, როგორც რუსული სიტყვა «должностъ» წარმოიშვა სიტყვა «долг»-იდან. ადამიანი, რომელიც იერარქიულ საფეხურზე იმყოფება, თანამდებობა უკავია _ მევალე ხდება; და რაც უფრო მაღალია თანამდებობა, მით უფრო დიდია მისი ვალი.

_ ვალი ვის წინაშე, მამაო?

_ ვალი ერის წინაშე, ქვეყნის წინაშე და ვალი ღვთის წინაშე! ამ კუთხიდან გამომდინარე, პატრიარქის თანამდებობა არის უმაღლესი, არათუ რომელიმე პრეზიდენტის, რომელსაც, დროდადრო ირჩევენ, არამედ განუზომლად აღემატება თვით მირონცხებული მეფის თანამდებობას! მეფეს გვირგვინს ხომ პატრიარქი ადგამს! თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პატრიარქს უფრო მეტი ფიზიკური ძალაუფლება აქვს მეფეზე ან თუნდაც პრეზიდენტზე. აქ იგულისხმება პატრიარქის თანამდებობის აღმატებულობა ღვთის წინაშე, რაც ნიშნავს მის მეტ მოვალეობას ერისა და ქვეყნის მიმართ.

თანამდებობრივი კუთხით კიდევ შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ეპისკოპოსი და, მითუმეტეს, ეპისკოპოსთა ეპისკოპოსი _ პატრიარქი, მოციქულთა საყდარზე ზის.

_ რას ნიშნავს მოციქულთა საყდარი?

_ ყველაფერი გამომდინარეობს ჩვენი სარწმუნოებრივი დოქტრინიდან: ღმერთი არის წმინდა სამება; ამ სამებიდან მეორე პირი (ძე) ხდება ადამიანი და ადამიანურად საზოგადოდ მოღვაწეობს სიცოცხლის ბოლო სამწელიწად-ნახევარი. მას ჰყავს მოწაფეები _ მოციქულები, რომელთაც საკუთარ ჯვარზე აღსრულების, აღდგომის და ამაღლების შემდეგ, თავისი საქმის გამგრძელებლად და მემკვიდრეებად, თანამუშაკებად ტოვებს და უნაწილებს საღვთო ძალაუფლების გარკვეულ ნაწილს; ესაა შეკვრისა და გახსნის ძალაუფლება, ანუ მიტევების და არ მიტევების ძალაუფლება _ «რასაც შეკრავთ მიწაზე, ის ზეცაში შეიკვრებაო», _ მოძღვრავს მათ უფალი. ხედავთ, რა საშინელ ძალაუფლებას აძლევს მოციქულებს! ასევე, აძლევს ადამიანის მეორედშობის ძალაუფლებას (აქ სულიერი შობა იგულისხმება); და საიდუმლო სერობის ძალაუფლებას _ იმას, რაც ადრე თვითონ გააკეთა, როცა ღვინითა და პურით, თავისი სისხლითა და ხორცით, აზიარა მოციქულები. ისინი, თავის მხრივ, ასრულებდნენ იმ მისიას, რა მისიაც ჰქონდა მათ მასწავლებელს _ ქრისტეს, განკაცებულ ღმერთს, დედამიწაზე. მოციქულები თავის ძალაუფლებას გადასცემენ საკუთარ მოწაფეებს; მოწაფეები თავის მოწაფეებს და, აი ასე, ხელდასხმის უწყვეტი ჯაჭვის გზით, მოვედით დღემდე; ანუ დღევანდელი ეპისკოპოსები არიან მოციქულთა მემკვიდრეები. მაშასადამე, ეპისკოპოსს აქვს სამოციქულო ძალაუფლება და მისდამი დამოკიდებულებით განისაზღვრება, რა  დამოკიდებულება მექნებოდა, დავუშვათ, მე მაცხოვრის მიმართ, თუ დავიბადებოდი ორი ათასი წლის წინ, ანუ ვიქნებოდი მაცხოვრის თანამედროვე და ვიცხოვრებდი პალესტინაში; და ღმერთმა არ ქნას, რომ მე დავიმსახურო ეპისკოპოსის სამართლიანი რისხვა, რადგან ეს ძალზე საშიშია!

რა თქმა უნდა, თანამედროვე ლიბერალურ, უფრო ზუსტად, ფსევდოლიბერალურ საზოგადოებას არა თუ ვინმეს, თვით ქრისტეს ძალაუფლებაც არ მოსწონს და არ სიამოვნებს. საკუთარ თავზე მაღლა ღმერთიც არ უნდა! ეს მისი არჩევანია, მაგრამ ამით ხომ ღმერთი არ უქმდება, ის არსებობს!

 ასე თუ გაგრძელდა, ხვალ ფსევდოლიბერალური საზოგადოება მიზიდულობის კანონსაც გააპროტესტებს: «რატომ მიზიდავს დედამიწა?! რა უფლებით მიზიდავს ისე, რომ ვერ მივფრინავ მარსზე?!» ამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ წუწუნიც კი ყველა შეზღუდვაზე, რაც ადამიანს ბუნებრივად გააჩნია, როგორც ქმნილ არსებას, ფიზიკური იქნება, ფიზიოლოგიური თუ სულიერი _ არის ამბოხი ღმერთის წინააღმდეგ; მეამბოხენი კი, ძალიან ცუდად ამთავრებენ!

თუ ღმერთმა წყალობა მოიღო, აქვე იგრძნობ ამ შენს სავალალო მდგომარეობას და მოინანიებ; თორემ, თუ ღმერთმა ხელი ჩაიქნია, ამ ქვეყანაზე ისე იცხოვრებ, რომ ვერაფერს იგრძნობ, როგორც წამალგაკეთებული ნარკომანი ვერაფერს გრძნობს და «იპარება». მერე, როგორც კი შენი სული ხორციდან გამოვა, ის ფხიზლდება და დაინახავს იმ საშინელებას, რომელიც შენ შექმენი, _ ჯოჯოხეთს!..

_ თუ პატრიარქი თავად სცოდავს, მამაო?

_ თუ პატრიარქი ან რომელიმე სხვა იერარქი სცოდავს იმგვარად, რომ თავად ებრძვის საკუთარ მდგომარეობას, საკუთარ ხარისხს, საკუთარ ღირსებას, მოკლედ, საკუთარ თავში ქრისტეს ებრძვის, ეს ყოველთვის დასაგმობია! მაგრამ, როგორც წესი, არაა დაფარული, რომელიც არ გაცხადდეს. აი, მაგალითად, ადამიანი იუდაა, მოღალატე. იუდა ყოველთვის საკუთარ თავს ავლენს, ის ყოველთვის ყიდის ქრისტეს და მერე ყოველთვის საკუთარ თავს იღუპავს! ხოლო, თუ ადამიანი იუდა არაა, თუ, უბრალოდ, ჩვეულებრივი ცოდვილი ადამიანია, მათ შორის, პატრიარქიც, თუ ადამიანი არაა ქრისტეს მოღალატე, მაშინ არავის აქვს უფლება, იერარქის ცოდვებზე ილაპარაკოს ისევე, როგორც სხვის ცოდვებზე. «არა განიკითხოთო!» პეტრემ სამჯერ უარყო ქრისტე, მაგრამ ის პეტრედ დარჩა! ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რომ პატრიარქი მოციქულთა საყდარზე ზის; მოციქულივით ცოდვილია, მაგრამ მოციქულივით ერთგულია ქრისტესი!

_ რა მოვალეობები აქვს პატრიარქს, სხვა იერარქებს?

_ მათი უპირველესი მოვალეობაა საიდუმლო სერობის აღსრულება, იგივე წირვის დაყენება; იმ საიდუმლოებისა, როდესაც პური და ღვინო ხდება ქრისტეს ხორცი და სისხლი და მორწმუნეები ამ სიწმინდის საშუალებით ეზიარებიან ღმერთსა და ერთმანეთს _ ერთიანდებიან ქრისტეში!

ევალება, აგრეთვე, საეკლესიო ცხოვრების მოწესრიგება, ანუ როგორ იცავენ ეკლესიის წევრები ქრისტეს მცნებებს და როგორია ზნეობრივი მდგომარეობა ეკლესიაში.

ევალება კიდევ მისიონერობა. მისი თვალსაწიერი ეკლესიის საზღვრებს იქით უნდა გადადიოდეს, რათა მრავალი ადამიანი, რომელიც ჯერ ეკლესიის წიაღში არაა, გახდეს ღვთის მაძიებელი, მოვიდეს ეკლესიაში _ ქრისტეს ორგანიზმში და აქ იპოვოს ღმერთი! ეკლესია ხომ ღმერთთან შეხვედრის ადგილია!

სამწუხაროდ, პატრიარქის ეს უმთავრესი მოვალეობანი არ ესმის  პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჩვენს საზოგადოებას და პატრიარქს მიიჩნევს პოლიტიკურ ფიგურად ერთი, მათი აზრით, მარტივი მიზეზით _ პატრიარქს ძალზე მრავალრიცხოვანი მრევლი ჰყავს და ის მათი უფროსია. ესე იგი, პატრიარქი შეიძლება გამოგვადგეს, როგორც პოლიტიკური მხარდამჭერი. ამიტომ ყველა პოლიტიკური ძალა ცდილობს პატრიარქის გამოყენებას თავისი ინტერესებისთვის. ზოგს მათგან, პატრიარქი უყურებს, როგორც ღვთის მაძიებლებს და იმედიანადაა მათთან დამოკიდებულებაში, ზოგს კი, სამწუხაროდ, როგორც ჯვარმცმელებს, მაგრამ არ უარყოფს მათ, არამედ, როგორც უფალი, ლოცულობს თავის მკვლელებზე: ღმერთო, მიუტევე, რამეთუ არ იციან, რას აკეთებენ!..

როგორც ხედავთ, პატრიარქის დამოკიდებულება ყველასადმი არის თანაბარი და ამიტომ ეფერება პატრიარქი ყველას. ისინი ხომ მისი შვილები არიან!

_ რას ნიშნავს, როდესაც ამბობენ, პატრიარქი ერის სულიერი მამააო?

_ მე მახსენდება წმინდა სერაფიმე საროველის განსაცვიფრებელი სიტყვები. როცა მას ჰკითხეს, როგორი უნდა იყოს ეკლესიის წინამძღვარიო, ის უპასუხებს: «წინამძღვარი, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს თავისი სამწყსოს, ანუ შვილების დედა და მხოლოდ შემდეგ _ მამაო». ვინაიდან ღმერთმა მიიღო მამაკაცის სახე და არა ქალის, სამღვდელოება ყოველთვის მამაკაცებისგან შედგებოდა. რას ნიშნავს დედა? დედა ნიშნავს სითბოს, სიყვარულს, სინაზეს და შვილის ტკივილს უფრო მეტად ითავისებს, ვიდრე მამა. ბუნებითაც ასეა. პატრიარქს ერთი საოცარი თვისება აქვს, რომელიც მას, მართლაც დედის სტატუსს ანიჭებს, გარდა იმისა, რომ ის მამაა. მას შეუძლია ადამიანის ტკივილის გათავისება, რითაც იგი ძალიან ემსგავსება მაცხოვარს. პატრიარქი პავლე მოციქულის მცნების _ «მტირალთან იტირეთო და, ვისაც უხარიაო, მასთან ერთად გაიხარეთო» _ აღმსრულებელია! პატრიარქს შეუძლია სხვა ადამიანის უბედურების გამო გულამოსკვნილი ტირილი! ესაა საოცარი თვისება ჩვენი პატრიარქისა, რომელიც მხოლოდ სიწმინდის შემთხვევაში აქვს ადამიანს, რასაც, რაც უნდა ეცადო, ხელოვნურად საკუთარ თავში ვერ გამოიწვევ! როცა მე მას ვუყურებ, ვაკვირდები და ვუსმენ, მგონია, რომ ქრისტე მესაუბრება!

_ რატომ, მამაო?

_ იმ თვისებებსა და მიმართულებებში, რაც პატრიარქს უნდა ჰქონდეს, მან სრულყოფილად გამოავლინა თავისი პიროვნება და, აქედან გამომდინარე, ის არის ჭურჭელი, რომლითაც უფალი საკუთარ თავს გვაჩვენებს ამ ადამიანის საშუალებით! ამიტომ, როცა მის ქმედებაში მე რაიმეს ვერ ვიგებ, ვცდილობ,  არ განვიკითხო ჩემი პატრიარქი და გავჩერდე, ვიფიქრო, ჩავუღრმავდე. იგი, 35 წელია, პატრიარქია და თუ ვინმეს არ მოსწონს და მისი ქმედებები არასწორად მიაჩნია, მე მგონია, რომ ეს ვინმე თავად ქრისტეს განიკითხავს, იმიტომ, რომ ქრისტე არ დატოვებდა 35 წელი პატრიარქად ადამიანს, რომელიც ცუდად მართავს ეკლესიას. მე კიდევ ვიმეორებ: პატრიარქი ცოდვილია, როგორც მოციქული, მაგრამ მოციქულივით ერთგულია ქრისტესი! რაც ახლა ვთქვი, ღვთის წინაშე ამაზე ხელს ვაწერ! არც ერთი სიტყვა არ მომიტანია ჰაერიდან. ესაა ჩემი მსოფლმხედველობა და ესაა ჩემი შინაგანი რწმენა და, ამავე დროს, ესაა ჩემი გამოცდილება ჩვენს პატრიარქთან ურთიერთობისა!

_ მამაო, ვის აქვს უფლება, პატრიარქს უყვიროს ან შენიშვნები მისცეს?

_ მხოლოდ იმას, ვინაც საკუთარ თავს მიანიჭა უფლება, იყვიროს მაცხოვრის წინაშე და შენიშვნები მისცეს მას. გავიხსენოთ, რომ პატრიარქი მოციქულთა საყდარზე ზის. მოციქულები მაცხოვრის მემკვიდრეები იყვნენ, აქედან გამომდინარე, პატრიარქიც მაცხოვრის მემკვიდრეა! ანუ, ვინც პატრიარქის წინაშე ბობოქრობს და ყვირის, თვით ქრისტეს წინაშე ბობოქრობს და ყვირის, არც მეტი და არც ნაკლები!

საერთოდ, ღვთის უარყოფა და ღვთის მცნებების არდანახვა ადამიანისთვის არაბუნებრივია, რადგან ადამიანის შინაგანი მდგომარეობა ისწრაფვის ღვთისკენ. ეს ბუნებრივია, მაგრამ, როცა ადამიანი ამაზე უარს ამბობს, ის თავის ბუნებაზე, ადამიანობაზე ამბობს უარს, მაშასადამე  ავადაა _ ან პირუტყვია, ან დემონი. ბავშვი ძუძუს რა შემთხვევაში არ იღებს? როცა ავადაა! თუ ჯანმრთელია, ის მიისწრაფვის ძუძუსკენ, რათა დედის რძე მიიღოს!

ესაუბრა

გიორგი კორძაძე

 

გააზიარეთ

39 COMMENTS

  1. მართლაც რომ ჩვენ სასულიერო პირების თავდაბლობას საზღვარი არ აქვს…და უკვე ღიად აცხადეენ რომ თურმე დღევანდლი ეპისკოპოსები მოციქულების მემკვიდრეები არიან და მათ მოციქულების ძალაუფლება გააჩნიათ??? მე შორს ვარ იმ აზრისაგან რომ მოძღვარი თეოდორე ყველას დაგვცინის, ამიტომაც ერთის თქმა შეიძლება მხოლოდ რომ მოძღვარი თეოდორე საღათას ძლიში იმყოფება ვით მრავალი საქართველოში მიძინებული სასულიერო პირების ჩათვლით…იქნებ დაგვისახელოს რომელმა ქართველმა ეპისკოპოსმა განვლო და მიიაღწია მოციქულის მდგომარეობას და, გააჩნია დღეს მოციქულების დანათლებული ძალაუფლება გაუბედურებულ და დაბნელებულ საქართველოში??? მომსახურეობით?ჯიპებით?დამშეული ხალხის ხარჯზე? – ასეთი პატივი თავისთავად საწაულის ტოლფასია… თუ ასეთ სასწაულში გულისხმობს მოძღვარი თეოდორე დღევანდელი ეპისქოპოსების ძალაუფლებას მაშინ ჭეშმარიტებას ქადაგებს მისი ცნობიერება…თორმეტმა მოციქულმა რომელებმაც თავიანით სიტყვით და საქმეებით თავდაყირა დააყენეს სულიერი ფასეულობები და მთელი მსოფლიოს ფსიქოლოგია შეცვალეს,განა ერთი ძალაუფლების მქონე მოციქული საქართველოში თავის წმინდა სიტყვის და სასწაულის ძალაუფლებით არ იქნებოდა საკმარისი საქართველოს გასანათლებლად და ამდენი უბედურების თავიდან ასაცილებლად ამ ბოლო ათწლეულების მანძილზე? რომელმა მათგანმა გამოავლინა
    ისეთი ჭეშმარიტი სიტყვა და მოახდინა ერის წინაშე სასწაული რომელიც თავდაყირა დააყენბდა დემონის მძინვარებას საქართველოში?
    ჩანს რომ მოძღვარი თეოდორე არა მხოლოდ საღათას ძილში იმყოფება არამედ საღათის ძილის ხიბლშია ასევე.. რითაც ძალაუნებურად აკნინებს მოციქულთა მოწამეობრივ ღირებულბას დღევანდელ ეპისკოპოსების ხარჯზე რომლებსაც ჯერ კიდევ ძალიან ბევრი აქვთ ‘სახნავი’…კარგი იქნებოდა თუ ასევე მოძღვარი თეოდორე დაგვანათლებდა თავის საღათას ძილიდან გამომდინარე თუ როგორ წარმოუდგენია განცალკევება ფიზიკურის და ფიზიოლოგიურის ერთმანეთისგან როდესაც ის ეხება ადამიანის ანატომიას???

  2. როგოც შენმა ამოხეთქილმა ბოღმამ დამანახა, ხელდასხმის საიდუმლოებაზე წარმოდგენაც არ გქონია, შვილო; ხოლო, თუ წარმოდგენა გაქვს, მით უარესი შენთვის, რადგან ხალხი შეცდომაში შეგყავს! იმ "ჯიპიან" იერარქს თავად უფალი გაასამართლებს და არა შენ! ვინ მოგცა განკითხვის უფლება?! თუ ისეთ ხიბლში ხარ, რომ გგონია, ადამიანის გულის საიდუმლოებას ფლობ?!

  3. მოძღვარო, ის რომ ჩემს დასმულ შეკითხვებს თქვენ კონკრეტული პასუხი ვერ გაეცით ეს იმის დასტურს ნიშნავს რომ მე კი არა არამედ თქვენ შეგყავთ მთელი ერი ცდუნებაში!!! და მომიტევეთ არც გესთმით სიტყვის სრულყყოფილი მნიშვნელობა და ხელდასმის საიდუმლობოზე მესაუბრებით რომ ბრმად თავი დაიცვათ და გავიწყდებაათ რომ ხე თავის ნაყოფით იცნობა!!! და განა ყველა შემთხვევაში აქვს მადლი ხელდასმას??? და შეგისწორებთ აქაც… ჯიპიან იერარქი იმისთვის კი არ გასამართლდება რომ ჯიპი ჰყავს… არამედ რომ ვერცხლის მოყვარულია და სარგებლობს თავის თვალთმაქცობით გაუბედურებული ხალხის ხარჯზე!!! მე ვფოლბ თუ არა ადამიანის გულის საიდუმლოს ეს მეტნაკლბად ჩემა სიტყვამ წარმოაჩინოს,ხოლო რახ შეეხებ ხიბლის… ეს ერთადერთი ძალაუფლების იარაღია დღევანდელ ქართულ მართმადიდებლურ ეპოქაში რომელშიც იმყოფება ქართველი ერი და მე ვშიშრობ თქვენ არ ხარ მზად მსაგავსი საკითხების განსახილველად და კიდევ ერთი,თქვენი თავდაცვის ამ შემთხვევაში მწიგნობრული იარაღი რომ მე ‘განვიკითხავ’ – გაცნობებთ მე ჩემი წერილით კი არ განვიკითხე არამედ დავიცავი ჭეშმარიტების წმინდა ღირსება რომელიც არის დაკნინებული დღევანდელი ქართული მართმადიდებლობის მიერ და რომლის სამწუხაროთ ერთ-ერთი დამცველი თქვენ ბრძანდებით და რითაც ძალაუნებურად დანაშაულს ჩადიხართ და ღმერთმა მოგიტევოთ კიდევ ერთხელ!!!

  4. "მე ჩემი წერილით კი არ განვიკითხე არამედ დავიცავი ჭეშმარიტების წმინდა ღირსება"-ო, ბრძანებ! ასეთი რამ, თვით ეკლესიის ბურჯებს არ უთქვამთ. პირიქით, საკუთარ თავს ყველაზე ცოდვილ ადამიანებად თვლიდნენ! აბა, ამის შემდეგ, რა გითხრა? თვით ქრისტე ყოფილხარ, შვილო ჩემო, მოვალ და თაყვანს გცემ…

  5. ჯერ თქვენი ამპარტავნული ტონი ‘შვილო ჩემო’ რომ წარმოადგინოთ თქვენი თავი სიმაღლიდან ვით ‘მოხიბლული’ – უფრო მეტ სიბრალულის განცდას ბადებს თქვენი პიროვნების მიმართ..არც იცით ჩემი ასაკი და შვილოთი რომ მომართავთ თავი რა ბრძენი ხომ არ გონიათ მართლა??? და საერთოდ ხმას რომ კიდევ იღებთ არ გრცხვენიათ თქვენი ცრუ ქადაგებით??? დიახაც სიტვით მე დავიცავი ჭეშმარიტების წმინდა ღირსება და რა არის ამაში ესეთი საგმირო რაც თვით ეკლესიის ბურჯებს არ უთქვამთ??? რომლებმაც მოწამეობრივი სიცოცხლით დაასრულეს თავიანთი სიცოცხლე??? თქვენ კიდევ ერთხელ გაუსვით ხაზი იმას რომ მწიგნობრული აღქმა გაქვთ და ცხოვრებისეულად ქრისიტიანობისგან ჯერ კიდევ ბევრი გაქვთ ‘სახნავი’ რომ ვინმეს რამე მიუთიოთ…..თქვენ აღქმულ მართმადიდებულობაში მხოლოდ სხვებს მოუწოდებთ რომ ქრისტესათვის თავი გაწირონ (ქრისტესათვის ეძიონ სიკვდილი) ხოლო თავად ლოკოკინებივით გარეთ თავს ჰყოფთ მაშინ როდესაც მხოლდ დარია…განა არ ჰქვია ამას ფარული ტირანია ქრისტე ღმერთის სპეკულაციის ხარჯზე ქართულ მართმადიდებულობაში??? რომ სხვისი უბედურების ხარჯზე საკუთარი ტყავი გადაარჩინოთ??? თქვენი თაყვანისცემაც ამაოა,ვის მიმართაც არ უნდა იყოს მიმართული თქვენი ბრმა და ამპარტავნული პიროვნებიდან გამომდინარე…არცერთი გულითადათ მოაზროვნეს არ გაუჩნდებოდა მსგავის აზრი ჩემი წერილის შენდეგ,რომ თითქოს მე ვითხოვ ან ვსაჭიროებ თაყვანისცერმას წმინდანის რანგში…მაგრამ თქვენი სულიერი დონიდან გამომდინარე სხვანაირად როგორ უნდა გეპასახუთ რომ რაღაცნაირად ცინიკურად თავი დაგეცვათ??? სიძუნწეს არ გამოვიჩენ და გაგიმხელთ უფრო მეტ დამაფიქრებლ სიტყვას (მიუხედავად იმისა რომ ვერ აცნობიერებთ საფიქრალს

  6. ‘ერის სულიერი სიმაღლე არის გამსაზღვრელი როგორც მისი აზროვნების,ასევე მისი ქმედებების საკუთარი ქვეყნის წინაშე’…და იმ პოლიტიკური ყაყანში რომელშიც დღეს იმყოფება საქართველო, მხოლოდ შედეგია პოლიტიკური სპექტრის და არა მიზეზე…მიზეზი სწორედ სულიერ მდგომარეობაშია რომელიც თქვენი მწიგნობრული და ბრმა სწავლებით დაანათლეთ ერს,რომელის ხიბლშიც იმყოფებით და თუნდაც ერთი მტიკეცუბულება თქვენი თავხედური და ბნელი აღიარების ის არს რომ უკვე მოციქულებს ედრებით რომ უფრო მეტი თაყვანისცემა მიიღოთ მრევლისგან და ვერ აცნობიერებთ რომ გადაჩეხილები ხართ….ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმაში მდგომარეობს რომ გადაჭარბებული უფლებები გაქვთ მონიჭებული და ამიტომაც ვერც სიტყვის წონას საზღვრავთ და ვერც მასში არსებულ ფიზიკურ გამოვლენას… ისე რომ ყველა უბედურებას რომელიც თავს დაატყდა საქართველოს ლომის წილად გამომდინაერობს თქვენგად და თქვენი მწიგნობრულ და ცრუ სწავლებისგან რომელმაც სულიერი სიბნელე დაამკვიდრა და გაანვითარა თვალთმაქცური ქრისტანული ტენდენციები სახლმწიფოს მშენებლობაში… და კიდევ ერთი,თუ გსმენიათ მსგავსი სიბრძნე???
    ‘მართმადიდებლურ სამყაროში უწვერო ეშმაკები ხილულად გვევლინებიან,ხოლო წვერებიანები – უხილავად.’

  7. "უარყოფილო", რომ ბრძანებ "ჭეშმარიტების წმინდა ღირსება დავიცავიო" მერედა ასე?! ღირსებას ღირსეული დაცვა უნდა სხვათაშორის! არ ვიცი შეიძლება შენ სიყვარული გამოძრავებს და მხილება გინდოდა, მაგრამ სულ სხვანაირად კი გამოვიდა. მართლა ამოხეთქილ ბოღმას მიემსგავსა შენი გულისტკივილი, რაც უვიცობის ბრალია მგონი. ის, რომ ეპისკოპოსები მოციქულთა მემკვიდრეები არიან ეს მართმადიდებლური სწავლებაა, მამა თეოდორე კი არ დაგცინის. სხვა დროს როცა მოძღვრის ნათვამს სიცრუედ ჩათვლი, ჯობია ჯერ წიგნში გადაამოწმო შენი "სიმართლე", რომ უვიცი ან ბოღმიანი ადამიანის შთაბეჭდილება არ დატოვო ისევ.
    P.S. იმედია ეს კომენტარიც მამა თეოდორეს დატოვებული არ გეგონება:)

  8. ამეზე მეტს ვერც იტყოდი ვერაფერს!შენობით მოგმართავ რადგან სულ შენობით მომართავ თვითონ და’შვილოს’აყოლებ რომ შეინარჩუნო შენი გაგებით ვითომცდა უხუცესი მოძღვრის სტატუსი რომელი ცხოვრებისგან ჯერ არ გაქვს მონიჭებული,და ამასთან ერთად არც ხარ ჩემი ცხოვრების ხნის…მოგიტევოს უფალმა,რადგან ხიბლიში იმყოფები და ჩანს უბრალოება დაგიკარგავს დიდიხანია ვით ტყვე ჩაძინებული მწიგნობართა მეუფებაში..!ამასთან ერთად შენ მსხვერპლი უფრო ხარ ჩემი განმარტებების ვიდრე მთავარი ობიექტი,რომელიც უკავშირდება დღევანდელ ქართული მართმადიდბლური სისტემას,რადგან ღმერთის ნებით შენ გამოვლინდი როგორც მოპაექრე ჩემი წერილის,რომ ალაბათ გამოვლენილიყო ზოგი დაფარული სიტყვა რომელიც ჯერ არ თქმულა ქართულად…და მადლობა ღმერთს ამისთვის!!!

  9. ისევ წიგნის ენაზე მელაპარაკები რომლიც ცხოვრებით არ გაქვს შემეცნებული და ამიტომ წიგნის სიტყვას აუფასურებ…
    თუ აცნობიერებ რომ სიბნელეში შენი მწიგნობრულ ზეპირსიტყვიერებით საკუთარ თავს ეხმალავები? და ამ შენი ბრმა პასუხიდან ჩანს შენი უვიცობის და ზედაპირულობის დონე…რომ ვითომ მასწავლი…’ეპისკოპოსები მოციქულთა მემკვიდრეები არიან ეს მართმადიდებლური სწავლებაა’…სწავლებას და დღევანდელ დონის რეალობას რა პარალელებს ავლებ თუ აცნობიერებ? მსაჯული რომელსაც განაჩენი გამოაქვს და მოითხოვს თავის განაჩენის აღსრულებას განა ეს ნიშნავს რომ ყველა მსაჯული – მსაჯულია? სწავლების მიხედვით რომელმა თგვენთაგანმა მიაღწია მოციქულის დონეს რომ ახდენთ საკუთარი თავის აფიშირებას? რადგან ასე წერია და ასეთია სწავლებაა ესეგი ამით ამტკიეცებთ მსგავს ძალუფლებაში იმყოფებით არა? ასე თავხედურად იტყუებით რომ ზეგავლენა და პატივი შეინარჩუნოთ ხალხში და ასეთი მწიგნობრული სიბრმავით და თავთმაქცობით ამახინჯებთ მათმადიდებლური ხედვის ჭეშმარიტ ფასეულობას..მე ნამდვილად ვერ დაგიხსნით ყველას თქვენ ამ უღრან სიბნელიდან და არ შემწევს ამის ძალა ნამდვილად…რაც შეეხება ბოღმას…ბოღმა,შური და ჩეკისტური ქმედებები თქვენ სამღვდელოებაში,საპატრიარქოში და სინოდში მოიძიე და მერე მიუთითე სხვას…პირადად მე არ ვაცხადებ პრეტენიზას ანაფორის ტარებაზე და ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა შენ თეოდორე,ისაია თუ ვინმე სხვა ხარ!

  10. გულშემატკივარო! – შენთვის უკეთესი იქნებოდა ალბათ სპარსული ან ინდური ზღაპრების კითხვა რომ დაიწყო.დაიმახსოვრო სად რა წერია და მერე მოუყვე სხვას…აი მაშინ უვიცის და მიუხვედრელი ადამიანის შდაბეჭდილებას მართლაც რომ არაღარ დატოვებ..!

  11. უარყოფილო, შენ დემაგოგიც ყოფილხარ, თურმე! და ბოლოს, თუ ღმერთი გწამს, მიპასუხე – საკუთარი თავი დახსნილი გაქვს სიბნელისგან, რომ პრეტენზია გაქვს,თუნდაც, ერთი ადამიანის დახსნისა?…

  12. ესაია,დემაგოგია შენ პასუხში ვლინდება და არა ჩემ სიტყვაში რომლსაც ვერ წვდებით…აღარ იცით არცეთმა თქვენთაგანმა რას შეეჭიდოთ რომ რამენაირად პასუხი გამცეთ და აღარ იცით საით წაიყვანოთ თემა რომ გამართელბულები დარჩეთ…თუ ჩემ სიტყვაში ვერ გაარკვიე ნათელი და ბნელი,ზედმეტად კითხვას რატომ მისვამ შენ ცნობიერებაში ხომ მაინც არაფერი არ შეიცვლება,გინდ ნათელში ვიყო გინდ ბნელში?რა ჩასაფრებული მონადირესავით გსურს სდიო ჩემ ახალ სიტყვას იქნებ რამე არასწორი წამომცდეს რომ გაამართლო თქვენი მწიგნობრულ მართმადიდებულობა? ადამიანების ხსნაზე თქვენ გაქვთ პრეტნზიები ეს მაშინ როცა თვალებს იბრმავებთ და საკუთარი თავისთვის ვერ გიშველიათ…მე მსგავსი სიტყვა არ მითქვამს ჩემ წერილში,ღმერთმა დამიფაროს ასეთი ამპარტავნებისგან და თუ შენ ასეთი დასკვნა გამოიტანე ჩემი სიტყვებიდან,მერწმუნე შური და მწიგნობრული ამპარტავნება გალაპარაკებს…

  13. იმ პასუხებიდან გამომდინარე რომელიც შენგან მივიღე მე ვშიშრობ რომ შენ არ ხარ მზად(ყოველ შემთხვეაში ჩემთან)მსგავსი საკთხების განსახილველად.თუ დააკვირდები არსებულ მართმადიდებლურ რეალობას და იმ წმინდა,ფაქიზი და დიდი სიყვარულის სახით გადმოცემულ ქრისტიანულ ხედვას – თუ რა მანძილი და რა დონეა ჭეშმარიტ სიტყვას და დღევანდელ მართმადიდებულობას შორის და როგორ აისახა დღევანდელი მმართმადიდებულობა ბერის და ერის ცხოვრებაში…ვფიქრობ აქამდე უნდა აღმოგეჩინა საკუთარ გულში რომ დღევანდელი ‘მიხწევების ფონზე’ მართმადიდებლობა საჭიროებს სულიერ რესტავრაციას…ის რაც სიმბოლურია მას არსებით მნიშვნელობა ენიჭება დღეს მარმადიდებულობაში,ხოლო ის რასაც არსებითია მას სიმბური დატვირთვა აქვს…თუ მსგავსი შეხედულება არ გაქჩენია დღემდე,მაშინ არ აქვს არავითაარი აზრი ყოველ შემთხვევაში პირადად ჩემთან საუბარს და თანაც ასეთი წერილების სახით….და თანაც შენ ჩემში ხედავ შენ სულიერ მტერს და არა ჩვეულებრივ გულით მართალ ადამიანს…

    • mapatiet vkitxulob aq ori adamianis ertmanetan minawers me mcxvenia chemi dabali codnit raime kitxva davsva magram erti minda vtqva gulaxdilad da gtxovt mipsuxet me qristianobashi ar var imdenad chaxedili rom tqveni komentarebi cirpesvianad gavacnobiero magram erts vityvi calian daviveni mama teodore calian miyvars metic misi qadagebebi chemtvis albad magalitebia ai tqveni naweris shemdeg sheminde upalo chemi dabali codnis da rwmenis gamo tqveni komentarebis shemdeg ukve davibeni chemo kargebo vegar gavige romelia simartle rogor moviqce movusmino mamao teodores tu mivemxro twvens dasabutebul ganmartebebs ici rogoraa? yvela mis komentarshi titqos martalia magaram cven ubralo xalxma visac amdeni ganatleba da rwmena ar gvaq rogor moviqcet momiwodet maswavlet udidesi pativiscemit da txovnit erterti tqveni komentarebis shemtxveviti mkitxveli gaunatlebeli da rwmenashi gaumtkicebeli axalgazrda .

  14. ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ, რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ. ანუ რაჲსა ხედავ წეულსა თუალსა შინა ძმისა შენისასა და დჳრესა თუალსა შინა შენსა არა განიცდი? ანუ ვითარ ჰრქუა ძმასა შენსა: მაცადე, და აღმოგიღო წუელი თუალისაგან შენისა, და აჰა ეგერა დჳრე თუალსა შინა შენსა! ორგულო, აღმოიღე პირველად დჳრე თუალისაგან შენისა და მაშინ იხილო აღმოღებად წუელი თუალისაგან ძმისა შენისა. (მათე 7;1-5)

  15. და კიდევ… ყველა ადამიანი აუცილებლად შეიცნობს ჭეშმარიტებას, მთავარია ეს მანამდე მოხდეს, სანამ უფლის წინ საშინელ სამსჯავროზე წარვსდგებით, რადგან მერე უკვე ვერაფერს შევცვლით და ვერც სხვისი ცოდვით აგვიმართლებთ თავს. ქრისტე შენ არ მოგკითხავს "ჯიპებიანი" ეპისკოპოსების ცოდვას, მხოლოდ შენი საქმეებით განისჯები. იქ კი ნამდვილად გამოჩნდება ვინ რჩეულია და ვინ უღირსი, ვინ განიკითხავს და ვინ ამხელს, ვის სიყვარული ამოძრევებს და ვის შური და ბოღმა…

  16. ‘არ განიკითხო’არ ნიშნავს რომ უნდა ეთაყვანო თვალთმაქცობას და სიბნელეს…და როდესაც ჭერი თავზე გენგრევა რა უფრო დიდი დანაშაულია დუმილი თუ ამ საფრთხის გამოაშკარავება??? როგორც ჩანს შენ დუმილს ამჯობინებ რომ შეასრულო ის რაც დაზუთხული გაქვს სახარებიდან და ასეთი მწიგნობრული კანონის დაცვით შენ და ბევრი სასულირო პირი რომლებიც საკუთარი ავტორიტეტის ეგოიზმში არიან ჩაძინებულნი ცნობიერად თუ გაუცნობიერბლად აუფასურებენ და თელავენ ქრისტიანულ ფასეულობას და კიდევ რომ წერ ‘ადამიანი აუცილებლად შეიცნობს ჭეშმარიტებასო’…შენ მხრიდან უმჯობესია თავის შეიკავო ასევე მსგავსი კომენტარებისგან რადგან ან ძალიან ახალგაზრდის შთაბეჭდილბას ტოვებ რომელსაც არ ესმის იმ სიტყვის მნიშვნელობა რომლსაც წარმოთქვამს ან უბრალოდ უმეცარის…

  17. თუ გაღვიძება მაინც არ გსურთ ხელს აღარ შეგიშლით ტკბილად გააგრძელეთ ძილი…ყველა დარჩენილ დასმულ კითხვებზე პასუხებს როგორც ყოველთვის ნანახ სიზმრებში ეზიარებით თქვენი სისზმრების მხარდამჭერისგან!!!

  18. ეს განმარტება არაა. და, ვერც განმარტავ, რადგან მოგიწევს მაშინ საკუთარი იერსახის წარმოაჩენა! სიტყვაწყლიანი ხარ და მეტი არაფერი! გისურვებ საკუთარ თავში ჩაღრმავებას, ამით, გონების განათათლებას და, შედეგად, გაგებას, რომ ჭეშმარიტებას შენ არ ქადაგებ! მეტით ვერაფრით დაგეხმარები… მშვიდობით!

  19. შენი აღქმიქდან გამომდინარე შენი დასახხმარებილი თუ დამჭირდა რამე მაშინ დავღუპულვარ საერთოდ…და ასეთი კითხვა პასუხების შემდეგ ისევ ამაღლებულ განწყობაზე რომ ხარ სწორედ მიზეზია იმ ძილის რომელშიც იმყოფები და საკურათ თავს ვერ შველი და სხვას რაში შეძლებ რომ დაეხმარო???და კიდევ თავს რომ უფლებას აძლევ და მასწავლებლის ტონით მესაუბრები მართლაც რომ ცუდადთ აარის შენი საქმე…ამპარტავნება განმიმარტეო რომ მეუბნები,თუ არ იცი რა არისს ამპარტავნება თხოვნის ტონით უნდა მომართო,მაგრამ როგორც ჩანს დაჩვეული ხარ ქედმაღლურად ყურებას და მონურ მორჩილებას შენს მიმართ და ეს არის შენი უბედურება…თუ მოძღვარი ხარ იმასაც აგიხსნი რომ არც ანაფორა არც ჯვარის ჩამოკიდება და განსაკუთრებით წვერების მოშვება არ იძლევა არავითარ როგორც არც სიბრძნის ასევე არც ქრისტიანობის მოწმობას,არამედ ქრისტეს წმინდა აზრში ნაყოფ მოსხმული სიტყვა და ასეთი დაბალი მწიგნობრული დონის მიუხედავდ ის მადლი რომელიც თქვენგან მაინც ვლინდება არის მხოლოდ წმინდა ზიერების შესრულების აქტი რომლსაც გამატარის სახით თქვენს მეშვეობით აღავლენს ღმერთი – სხვა შემთხვევაში შეიძლება ითქვას ქართული ეკლესიის დონე კატასტროფულ მდგომარეობაშია და აღარ მსურს საუბარი რაც ხდება თუგინდ იმ დაბნეულობაში სადაც მიოძღვრების ერთი ბანაკი სააკაშვილის უჭერს მხარს მეორე კი ივანიშვილის და ამიტომაც თქვენით ქრისტიანობის დონე აღიქმება მხოლოდ ანაფორის,ჯვრის ტარების და მახინჯურად წვერების მოშვების სახით რითაც ლოგიკის მეშვეობით დაზუთხული სახარებას სუბუექტური წონაში წარმოაჩენთ ფარული ეგოიზმის ,რომელიც თქვენს ხიბლშია მოქცეული და რომელიც წარმოქმნის სულიერ სიბნელის…და თუ ირგვლივ მიმოვიხედავთ და განვსაზღვრავთ ჩვენი ერის და ბერის მდგომარეობას სულიერი სიბნელის ფაქტს ვერსად ვერ გავექცევით.ისე რომ ჩემი განმარტებების შემდეგ როდესაც მასწავლებლის ტონით მთხოვ გაგიმარტო რა არის ამპარტავნება,პირველ რიგში საკუთაარ თავს ავლენ როგორც ქედმაღალს და მეორეს მხრივ როგორც ოროსან მოწაფეს რომელიც ცდილობს პაექრობას იმ საკითხებთან მიმართებაში რომელშიც თვითონ ვერ ერკვევა და მსგავსი დასმული კთხვის შემდეგ უფრო მეტ უმეცრებას ავლენეს რის გამოც მკვდარია მისი ცოდნა…და ბოლოს გაცნობებ თუ ჩემი განმარტებების შენდეგ მკითხველს ის აზრი დაებადა რომ შეამოწმოს ჩემი ცოდნა ამპარტავნებასთან მიმართებაში ის არა მხოლოდ ოროსანია თავისი აღქმით არამედ სულიერად დაცარიელებული…უკუცრავად ასეთი შეფასების გამო მაგარამ შენ თავს შენ თვითონ გამოუტანეთ განაჩენი რადგან ამჯობინე დარჩე იმ ცოდნის ხიბლიში რომელშიც იმყოფება დღეს ქართული ეკლესია!!! მე მხოლოდ გისურვეებთ თვალის ახელას როგორც საკუთარ ხიბლზე ასევე შენს მწიგნობრულ ამპარტავნებაზე რითაც შეგნებულად აუფასურებ ქრისტიანულ ცხოვრებას შენი ‘ჭეშმარიტი ქადაგებით’ და გონების განათლებაზე შენთან ნამდვილად ვეღრ ვისაუბრებ – ვფიქრობ საკმარისზე მეტი გავიღე ამ მხრივ!!!

  20. მომიტევეთ მე ცოდვილს და უღირსს, მაგრამ ჩემი აზრი უნდა ვთქვა: ისეთი მხილება, სადაც თავმდაბლობა, სიყვარული და კეთილმოსურნეობის კვალიც კი არ არის და სადაც ბოღმა, ბრაზი და სიტყვების უაზრო რახა-რუხია არ არის ღვთისაგან, არამედ ამა სოფლის მამხილებელი სულისაგანაა, რომელსაც ანტიქრისტეს სული ჰქვია (იმედია თვითონ მიხვდება ვის ეხება, ღმერთს ვთხოვ მიანიჭოს ჭეშმარიტი სინანული და ხედვა თავისი ცოდვებისა, ამას იმიტომ არ ვიძახი, რომ მასზე თუნდაც რაღაცით მეტი ვარ, უბრალოდ ვიცნობ ამ სულის გამოვლინებებს, რომელიც ყველა ჩვენგანში ასე თუ ისე, მეტ-ნაკლებად ბობოქრობს, შენდობას ვითხოვ).

  21. რევაზ…ისეთი შთაბეჭდილება რჩება შენი წერლიდან სულ თაფლიან და კარაქიან პურზე ხარ გაზრდილი და ასე გესმის სიყვარული…ხოლო ანტიქრისტეები მოიკითხე იმ გარემოში რომლისგანც შენ ხარ მოხიბლული… რომლებსაც შენსავით სიყვარული თაფლიან და კარაქიანი პურის ჭამით ესმით…და თუ შენ რამე სულიერი ცოდნა რომ ქონოდა შენ ჯერ შენ თავს გაანათლებდი და მერე შენ ირგვლივ მყოფ თვალთმაქცებს…შენისთანებმა ქრიტიანობა ზღაპრების კითხვად აქციეთ და რა მდგომარეობაში აღმოჩნდა ყვეყანა სხვებს ნუ აბრალებთ საკუთარ თავს მოკითხეთ პასუხი……………..!!!

  22. მასეთ თაფლიან და კარაქიან პურზე გაიზარდეო როგორ გისურვო მოყვასო? მე კი ვიცი რა გაუნათლებელი, ცოდვილი და უბადრუკიც ვარ, მაგრამ შენ იცი?

  23. ჩემ სიტყვებს უაზრო რახა-რუხი რომ უწოდე ამით შენ საკმრისად გამოავლინე როგორც შენი სულიერი გაუნათლებლობა და გულგრილობა ასევე შენი ზედაპირული გამოცდილება ქრიტიანული ცხოვრების…რომელსაც შენი სიბრმავით აღიქვავ როგორც ‘სიღრმეს’ და არა მხოლოდ შენ არამედ მრავალი სასულიერო პირი შენსავით ხიბლში რომ არის გაბმული რომლებსაც ‘პიროვნების ბრმა მორჩილება’ ვერ გაგინსხვავებიათ ‘ღვთის მორჩილებისგან’ თქვენს ქრისტიანულ ცხოვრებაში…და რომ მაგდენს ხვდებოდე რომ გაუნათლებელი ხარ და ცოდვილი მაშინ ‘დემონურ ძახილს’ არ დაემორჩილებოდი და არ უწოდებდი ჩემ წმინდა გრნობების ტკივილს ‘ანტიქრისტეს სულს'(მოგიტევოს უფალმა შენი უგუნურება) რაც მიუთითებს აშკარად რომ სულიერ სიბნელიდან თავი ჯერ ვერ დაგიხწევია მიუხედვად იმისა რომ ვითომდაც ქრისტიანობაზე თავს დებ და თავს იკაკუნებ რომ ცოდვილი და უბადრუკი ხარ… და ამასთან ერთად თავს იმის უფლებას აძლევ ღმერთის სახელით განსაზღვრო რაშია ჭეშმარიტი სიტყვის ფასი ან უარყო ის? თუ გრძნობ შენი თავდაბლობით როგორ შეტოპე ამპარტავნებაში და ჯობს ჯერ გაარკვიო მსგავსი საკითხები საკუთარ თავში და მერე მომითითო ჩემი ცოდვილობა და გამანათლო ისეთ საკითხებში რომელიც შენთვის არის ცნობილი და ჩემთვის ‘ახალი ხილი’…და ბოლოს შეგახსენებ ქრისტეს სიტყვებს სანამ მსგავსი წერილზე პასუხის გაცემას გადაწყვიტავ…’გულის გახსნაა საჭირო და არა გონების’…და თავს უფლებას მივცემ და გაგინმარტავ ამ სიტყვების ერთ-ერთ მნიშვნელს რომელიც მოითხოვს წმინდა გრძნობების შერწყმას აზროვნებასთან…!!!

  24. რომ ამბობ "ჩემ წმინდა გრნობების ტკივილს "-ო და თან ამას აყოლებ "შენ საკმრისად გამოავლინე როგორც შენი სულიერი გაუნათლებლობა და გულგრილობა ასევე შენი ზედაპირული გამოცდილება" და ამას "მაგდენს ხვდებოდე რომ გაუნათლებელი ხარ და ცოდვილი მაშინ დემონურ ძახილს არ დაემორჩილებოდი ", "სულიერ სიბნელიდან თავი ჯერ ვერ დაგიხწევია" და კიდევ ამას "და ამასთან ერთად თავს იმის უფლებას აძლევ ღმერთის სახელით განსაზღვრო რაშია ჭეშმარიტი სიტყვის ფასი ან უარყო ის?", ეს სიტყვები შენ გეკუთვნის და ჩემს მიმართ ითქვა. ეს ჩემი პირადი შეურაცყოფაა და შეგინდოს უფალმა მოყვასო, მეც ვითხოვ შენდობას ჩემი სიტყვების გამო, რა ვქნა, სადაც აგრესიას და სიბრაზეს ვხედავ, მახსენდება ქრისტეს სიტყვები "მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა", ამაშ კი ვერავინ ვერ დამარწმუნებს მოყვასო რომ გაბრაზებული და აგრესიული ადამიანი ღვთის სიტყვას ამბობდეს, და შენ თუ ჩემზე ასე ფიქრობ, რომ ამპარტავანი ვარ რა გაეწყობა, ვარ და ვაღარებ, რომ ვარ, ადამის შვილი ვარ მეც და მაქვს ჩემი წილი ამპარტავნება, მინდა ამისაგან განთავისუფლება და ვცდილობ, უფალი ხედავს. როგორც შენ "მამხელ" თუ ჩემი "მოჩვენებითი" თავმდაბლობა გეხამუშება და გაღიზიანებს ხომ შეგიძლია მშვიდ იყო და მდაბალ გულითა? თუ ასეთ სიმშვიდეს და სიმდაბლეს გვასწავლის უფალი? ან იქნებ მეჩვენება მოყვასო და მშვიდობით საუბრობ? მაგრამ მიკვირს მოყვასო, ასეთი აგრესიული რატომ ხარ? რაც შეეხება ჩემს ზედაპირულ ქრისტიანობას და კარაქიანი პურების ჭამის ამბებს, შენ თუ ამას ჩემს მოძღვარზე კარგად ხედავ, დიდება უფალს და მადლობა შენ, რომ მამხელ და მსწავლი. ვიცი, არც ეხლა დამაკლებ ცხარე-ცხარე სიტყვებს, ღმერთმა მოგვცეს სინანული.

  25. იცი რას გეტვი რევაზ მე არც შენი მოძღვარის სახელი მაინტერესებს რომელმაც ჩანს ბევრი ვერაფერი გასწავლა და არც ის მეტიჩრობა და სიბრმავე რომელსაც შენ ავლენ შენ წერილში და გეტყობა ახლგაზრდა ხარ და ამ საკითხებისთვის მოუმწიფებელი… და შენ თავს იმის უფლებას აძლევ პრეტენზია გამოთქვა იმ საკითხებთან დაკავშირებით რომელსაც ვერ აღიქვავ და არც გამოცდილება გაქვს საკმარისი – და გიკვირს ჩემი მკაცრი ტონი? აწი ხომ გითხარი კარაქიან და თაფლიან პურის შესახებ? ჩანს შენ და შენი მოძდღვარი ნამეტანი ბედნიერები მშვიდნი ხართ იმ უბედურების ქარცეცხლში რომელიც თავს დაატყდა ქართველ ერს ამ ოცი წლის მანძზილზე სწორედ ეს არის ეგოცენტრიზმი ქრისტიანობაში..!!! რის წინააღმდეგაც არის მიმართული მთელი ჩემი წერილი…!!! სწორედ ის სულიერი სიბნელეა რომლშიც აღმოჩნდა ქვეყანა, ხოლო სულიერ სიბნელეში მხოლოდ ბრმებისთვის და სულიერად დაბნელებულებისათვის არსებოს მარადიული სიმშვიდე… დავიჯერო ასეთია შენი რწმენა…??? შენი შეცდომა ის კი არ იყო რომ წაიკითხე ჩემი წერილი არამდ ის რომ შენ საკუთარ გონებას დაეყრდენი და ისე მიპასუხე…რაც შეეხება ცოდვილობას მე არ გამოვრიცხავ რომ შენზე ასჯერ უფრო მეტად ცოდვილი ვიყო,მაგარამ ჩემს მიერ წამოჭრილი საკითხი ამ კომენტარებში იმას კი არ ეხებოდა ვინ მეტი ან ნაკლები სცოდა, არამედ მწიგნობრობას და თვალმაქცობას ქრისტიანობაში და ასეთ არაჭეშმარიტ გამოვლენას რომელიც ფარული მიზეზია იმ უბედურებების რომელშიც აღმოჩნდა ქართველი ერი… და შენ ყოველივეს სიტყვების რახარუხი და ‘ანტიქრისტეს სული’ უწოდე…??? თან დიდ მცოდნეთ მოგაქვს თავი და, წერ ვიციო ასეთი ‘სულის გამოვლენებიო’..შენ გონია რომ გესმის რამე სულ ზეპირადაც რომ იცოდე მთელი სახარება…??? თაფლი და კარაქიანი პური შენ ალბათ პირდაპირი გაგებით გაიგე მაგრამ ვშიშრობ მსგავს დონეზე დგას მაინც შენი სიყვარულის და რწმენის აღქმა…და რა დონის სიბრმავეა შენში რომ ჩემ კომნტარებში მხოლოდ ეკლები დაინახე და არა ის,თუ როგორ საჭიროა მათი არსებობა ვარდების მშვენიერებისთვის და მათ დასაცავად…ამ მხრივ ვწუხვარ შენი ახალგაზრდული ასაკი შენ სიბრმავეს ვერ გაამართლებს…რაც შეეხება ქრისტეს სიტყვებს ‘მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა’ ქრისტეს სხვა სიტყვებიც აქვს წარმოთქმული და ნამდვილად არ მსურს რომ შეგახსენო და შენ სიბრმავეში გული გატკინო ძლიერ…ისე რომ უკეთესი იქნებოდა თუ შენ საკუთრ ბილიკს გაუდგები ისევ,რომელიც ჯერ ბევრი გაქვს გასავლელი..!!!

  26. "უარყოფილი"! ყველა პატრიარქმა რომელმაც ქრისტიანობისთვის ეწამა და შესწირა თავის ქრისტიანობას განვლო მოციქულთა გზა . ასეთი ბევრი წმინდანი გვყავს თუნდაც გასულ საუკუნეში ბოლშევიკური რეჟიმის მიერ დევნილნი და წამებულნი."ჯიპებით" ნუ განიკითხავთ პატრიარქს, პეტრე მოციქული ხომ იმ დროინდელი თანამედროვე საშუალებებით გადაადგილდებოდა და ჩავიდა რომში თავისი მისიის შესასრულებლად. კარგი ვეძებოთ ერთმანეთში. გმადლობთ

  27. მე არსად არ მითქვას რომ ჯიპებით სიარული არის ცოდვა…მე მხოლოდ ის ვიგულისხმე რომ ვისაც თვალთმაქცობით აქვს სხვის უბედურების ხარჯზე მოპოვებული მსგავსი პატივი – რომ ეს არის მანკიერი მხარე ქრისტიანობაში და ზოგად შევეხე იმ საკითხებს რომელიც მე ვფიქრობ ყველა ქრისტიანის სატკივარი უნდა იყოს მაგრამ თუ ჩემგან წამოჭრილი საკითხები მიუღებელი რჩება ვინმესთვის, მე ვერ ვხედავ ამაში რაღაც არა ბუნებრივს…

  28. სად ვთქვი რომ ჯიპებით სიარული ცოდვაა? მე მხოლოდ ის ვიგულისხმე რომ თვალთმაქცობით მოპოვებული მსგავსი ფუფუნებაა მოსაკითხი რაც ხშირად გაჭირვებული ხალხის უბედურების ხარჯზეა გათვლილი და თუ ვინმე არ მეთანხმება ამაშიც ვერ ვხედავ რამე არაბუნებრვის…

  29. "მე ვფიქრობ ყველა ქრისტიანის სატკივარი უნდა იყოს"
    განა პირველი კომენტარი ქრისტიანის სატკივარს გავს? მე სხვა შთაბეჭდილება დამრჩა, და როგორ ჩანს დანარჩენებსაც, რომლებმაც კომენტარი დატოვეს:(
    როგორც ჩანს ძალიან განათლებულია "აურყოფილი", ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგია, ცოდნა ხომ სინათლეა, მაგრამ ამავე დროს მახსენდება რომ მწიგნობრებმა ვერ შეიცნეს უფალი.
    როდესაც კითხულობ სასულიერო პირის ინტერვიუს და რაიმეში არ ეთანხმები, თან თუ ეს საკითხი გტკივა, მაშინ ჯერ მამაო უნდა ნახო და პირადად გაესაუბრო, კითხო რატომ თქვა ასე. აქვე დაგეკითხები, თუ იყავი შენ მამა თეოდორესთან "აურყოფილო"?
    P.S. ალბათ მომწერ რომ ახალგაზრდა და გამოუცდელი ვარ (ეს ისედაც ვიცი) და რომ არ მაქვს ისეთი განათლება რომ აქ კომენტარი დავწერო, მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო…

  30. ბარბარე… რომ წერ ‘მახსენდება რომ მწიგნობრებმა ვერ შეიცნეს უფალი’ – შენ იმას თქმა გინდა რომ მე ვარ მწიგნობარი? ვშიშრობ შენ ისევ როგორც მრავალი სხვა ცარიელი შიშით ხართ შეპყრობილი რომელიც დაკვშირებულია ბრმა მორჩლებასთან ანაფორაში გამოწყობილ სასულიერო პირებთან, მათი სიტყვა – პასუხის განურჩევლათ საკუთარი ქმედებებთან მიმართებში და ამიტომაც თქვენთვის მიუღებელი ხდება ჭეშმარიტი სიტყვის ფასი იმ ბრმა მორჩილების გამო რომელიც მიღებული გაქვთ ამა-თუ იმ სასულიერო პირისგან…რაც უკვე კერპთაყვანისცემლობაში გადადის…და რომ მეუბნები თეოდორესთან რატომ არ მივედი პირადად? ფიზიკურად მისვლა არ ცვლის არაფერს და ჩემი წერილობით მე მას განუმარტე ის შენიშვნები რომელსაც ეხება უმეტესად ყველა საქრთველოში მცხოვრებ სასულიერო პირის და სათითაოდ ყველას როგორ ან რატომ უნდა შევხვდე როცა არსებობს სიტყვა და აზრის წარმოჩენა ყველასთვის? ან ვის რაში შჭირდება ასეთი შეხვედრა??? რაც შეეხება მათ ვიც კომენტარები დატოვეს – მათი კომენტარები უფრო საკუთარი თავის გამართლებს ემსახურება და არავის არ სურს საკუთარ თავს გამოუტყდეს რომ წლების მანძილზე თვალებს იბრმავებდა სწორედ იმ შიშის გამო რომელსაც ბრმა მორჩილება ჰქვია დღეს მარმადიდებულობაში რომელიც ფაქტობრივად ამა-თუ იმ ერარქიულ სიმაღლეს აყენებს სიტყვაზე უფრო მაღლა…და რა ეწოდება ამას თუ იცი??? ქართულმა მართმადიდებულმა ეკლესიამ პირველ რიგში უნდა აღიაროს საკუთარ წიაღში არსებული სიბნელე და განდევნოს ის.. და მერე არიგოს ჭკუა სხვას…ეკლესიურ საკითხებში აღარ შევიჭრები და ეს მაგალითიც საკმარისია ჩემი სიტყვების დასტურად…როდესაც ბაჩო ახალაიას სასამრთლო გაიმართა რომელიც ქართველ ერს ჯალათად ჰყავს აღიარებული მის მხარდამჭერთა გუნდს სასამრთლოს გარეთ შეურთდა ჭყონდიდელის ეპისკოპოსი…??? აქ პოლიტიკასთან მიმართეაბში არ დგას საკითხი არამედ მხილება კეთილის და ბოროტის…როდესაც ზედაპირზე გამოვლენილ თეთრ და შავს ვერ ანსხვავებენ სასულირო პირები და აზრის გაორებაა ამ საკითხთან მიმართებაში, როდესაც ნათელი და ბნელი ვერ განუსხვავებიათ ერმანეთისგან, მათ დაზეპირებულ წაქითხულ სტრიქონებს სახარებიდან აქვს რამე ფასი??? ისე რომ ჯერ საკუთრი სიბნელისგნ განთავისუფლდნენ რომლისთვისაც არ ხდება არავითარი ზომების მიღება…რა ეხლაც ჩეკისტურ დროში ვცხოვრობთ? როგორც ჩანს საქართველოს სინოდისთვის არაფერი არ შეცვლილა… მაგალითად, თავის პასიურობაში პატრირქმა აღნიშნა:

    „თუ მეცნიერება დაეცემა საქართველოში- ქართველი ხალხიც დაეცემა".

    შევნიშნავ,მეცნიერბის დაცემა კი არ იწვევს ერის დაცემას არამედ სიტყვის ღირებულების გაუფასურება,სიტყვის ღირებულების მეორე ხარისხოვნად წარმოჩენა საკუთარი თანამდებობის თუ ტიტულის უპირატესობის შემდეგ – რის შედეგად ბნელს და ნათელს ერთმანეთისიგან ვერ ანსხვავებენ და რაც იწვევს როგორც ერის დაცემას ასევე მეცნიერების თავისთავად…ისე რომ ერის და მეცნიერების დაცემის მიზეზი ყველა’რჩეულმა’ საკუთარ თავში ეძიოს…

  31. უარყოფილი, მხედავ და მიხარია, რომ რახან ჯერაც შემორჩა საქართველოს საღად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც ამ ღვთის სახელით გაჩაღებულ ბიზნესს ააშკარავებენ და არ ეშინიათ ამ მაქციებისთვის სიმართის პირში თქმა? ესეიგი იმედი ჯერაც არის, რომ არც მართლმადიდებლობა და არც საქართველო ჯერ არ დაღუპულა. თქვენს ოპონენტს კი პატარა ციტირებას მოვუყვანდი; "რამეთუ ეგევითარნი იგი ცრუ-მოციქულნი, მუშაკნი ზაკულნი, გარდაიცვალნიან მოციქულად ქრისტესად და არა საკჳრველ არს, რამეთუ თჳთ იგიცა ეშმაკი იცვალვისვე ანგელოზად ნათლისა არა უკუე დიდ არს, მსახურნიცა თუ მისნი გარდაიცვალნენ ვითარცა მსახურნი სიმართლისანი, რომელთა აღსასრული იყოს საქმეთა მათთაებრ." II წერილი კორინთელთა მიმართ, თავი XI

  32. გამვლელო,მე ისეთივე გამვლელი ვარ როგორც შენ…და მეტი არაფერი… ვინც არ იცის ტანჯვის ფასი და არც არაფერი საკუთარი არ შეუქმნია, გამოიყენებული ხდება როგორც ბრმა იარაღი ‘მცოდნე თვალთმაქცების სამსახურიში’…ქართველი ერის მთავირი კრიზსისი სულიერ აღქმაში მდგომარეობას, ამიტომაც ერის აზროვნებას და მოქმედებას მხოლოდ ზედაპირიული შედეგი აქვს რომელიც ამოვარდნილ ქარს ადვილად ემორჩილება და ხშირად ბედის ანაბარა რჩება…რაც შეეხება გამვლელებს და უარყოფილებს.. ღმერთი მათ სულიერ სიმდიდრეს უმხელს რომლის სიღრმე არ გააჩნიათ ‘ქარის მორჩილებაში მყოფთ ზედაპირისგან მოხიბლულებს’…

  33. "მხოლოდ იმას, ვინაც საკუთარ თავს მიანიჭა უფლება, იყვიროს მაცხოვრის წინაშე და შენიშვნები მისცეს მას. გავიხსენოთ, რომ პატრიარქი მოციქულთა საყდარზე ზის".

    რომელ საყდარზე? როდემდე უნდა აბოლებდეთ მრველს? როდის იყვნენ მოციქულები კეისარათან გარიგებული? მათ რომ ამხელა მხარდაჭერა ქონდათ სახელმწიფოსგან როგორიც საპატრიაიქოს აქვს ხომ ნახევარ სამყაროს სამოთხედ გადააქცევდენ?? თქვენი მართმადიდებლობა ავინტიურაა ხოლო თქვენი ზეპირმეტყველებით ეშმაკის კუდებზე ხართ მიმბულნი!!!

  34. nutu amdeni tyuilad vwere rogori gulit mindoda rom daxmareba da azri mimego chem suler gajirvebase nutu daikarga an waishala is werili rac amdenixani vwere tqventvis rom chemtvis tqveni azri getvat iqneb me romelic gaunatlebeli var da rogor gavbedav ronwlime tqvens komentarse pasuxs rac ar vici upals veceb codvebshi vicirebi da davwere aq komentari werili dedase rac gushin moxda meda chemi dedis shoris da rogori imedi mqonda vinme mipasuxebdit magram tuki vinme am komentars mainc naxavt xalxno uplis saxelit damexmaret azri minda mxlod rceva pativicemit giorgi

  35. tyulad vwer aq komentari ar rcheba tu raubedureba chem tavs azris ganatlebuli xalxis azri mindoda romelic damexmarebida cxovrebashi da aq ki imdeni vwere magram arsad chemi 4 werli araa

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: უარყოფილი Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here