Home რუბრიკები პოლიტიკა “Жираф большой — ему видней!” ანუ ქართული ოცნების «რესპუბლიკური...

“Жираф большой — ему видней!” ანუ ქართული ოცნების «რესპუბლიკური დავესკა»…

561

საშუალო და უფროსი თაობის ხალხს კარგად გვახსოვს იმ სისტემის ავკარგი. გაზი, შუქი, ცენტრალური გათბობა, ცივი თუ ცხელი წყალი და სხვა კომუნალური სიკეთეები (უფასო მედიცინაგანათლებაზე რომ არაფერი ვთქვათ) პრაქტიკულად უფასოდ მოგვეწოდებოდა და, თქვენ წარმოიდგინეთ, დღევანდელისგან განსხვავებით, არავინ გვამადლიდა, მაგრამ იმ დალოცვილ ქვეყანას ერთი ნაკლი მაინც ჰქონდა _ იმპორტულ თუ სამამულო წარმოების ხარისხიან საქონელზე ტოტალური დეფიციტი იყო.

მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის ეს გადაულახავ პრობლემას არ წარმოადგენდა _ თუ მოინდომებდი, შედარებით ადვილად აგვარებდი დეფიციტის პრობლემას. არსებობდა  ერთი უცნაური გზა ამ პრობლემის მოგვარებისა _ ესა თუ ის მოთხოვნადი საქონელი პირდაპირ დახლზე იდო, მაგრამ ე. წ. «დავესკად» (რუსული «вес» _წონა) ისეთი საქონელიც უნდა შეგეძინა, რომელიც, 100 წელი რომ დებულიყო დახლზე, არავინ იყიდდა:

თავად მინახავს, რომ «დათა თუთაშხიასთან» ერთად ლეონიდ ბრეჟნევის «მცირე მიწას» და «ყამირს», ანდა იმპორტულ ფეხსაცმელთან ერთად, «ისნის» ფაბრიკის შეკერილ სანდლებს გაჩეჩებდნენ «დავესკად».

მკითხველი უთუოდ მიხვდებოდა წერილის შესავლის კალამბურის სამიზნეს _ ბიძინა ივანიშვილმა უდიდესი იმედის მომცემ «ქართულ ოცნებასთან»  ერთად რესპუბლიკური «დავესკა» შემოგვაჩეჩა, ანუ პარტია, რომელიც დიდი ხანია, ქართულ პოლიტიკურ ბაზარზე ეძებს «მყიდველს», მაგრამ ამ «საქონელს», სტაბილური 2-3 %-ის გარდა, სხვა მუშტარი ჩვენში არ გამოუჩნდა

უფრო მეტიც, რვიან-ექვსიანის კრახის გამო პოლიტიკურ მორგში აღმოჩენილი რესპების რეანიმაციაც მოხდა ბიძინა ივანიშვილის მიერ ამ ანტიეროვნული პარტიის პარტნიორად არჩევის მეოხებით…

ჰოდა, მიშნაცების 8-წლიანი ლიბერასტული მმართველობით გაწამებულ ქართველობას მეტი «რა ჩარა ჰქონდა», სამების აღმშენებლის შეუვალი ავტორიტეტით «დათრგუნულმა», მართალია «ჯიგარში უსიამო შეგრძნებით», მაგრამ მაინც, თითქმის უკრიტიკოდ მიიღო რესპუბლიკური «დავესკის» შემოჩეჩება და, როგორც ხშირად გვჩვევია ხოლმე, ამ ბოლო დროს საზოგადოების უმრავლესობამ, «იმან იცის, რასაც აკეთებს» ( ვისოცკის პერიფრაზი რომ ვიხმაროთ «Жираф большой — ему видней!») სინდრომიდან გამომდინარე, პასიური დამკვირვებლის პოზა მიიღო.

თითქოს ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა, როდესაც ფსევდო-ოპოზიციასთან (ახლები, ლეიბორისტები, ქდმ) ყოველგვარი თანამშრომლობა იმთავითვე გამოირიცხა. თუმცა რესპების მიმართ კრიტიკაც დღითიდღე მატულობდა, იქამდეც კი, რომ ბატონმა ბიძინამ ლამის ულტიმატუმის ფორმით მოითხოვა ჟურნალისტებისგან _ კოალიცია ერთი გუნდი ვართ და, ზოგს რომ აქებთ, ზოგსაც ნუ აკრიტიკებთო _ ამ «ზოგსაც»-ში რომ რესპუბლიკური «დავესკა» იგულისხმებოდა, საიდუმლო არავისთვის იყო.

დასავლეთთან ურთიერთობების დალაგება და ევროპა-ამერიკის მხარდაჭერის უზრუნველყოფა «ქართული ოცნების» მიმართ! _ აი ძირითადი თეზა, რომლითაც აპელირებდა «დავესკაშეჩეჩებული» საზოგადოება თუ კომენტატორთა ნაწილი რესპების სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანის ასახსნელად.

რესპების «მუშაობის» შედეგი (ობამასააკაშვილის რანდევუთი დაწყებული, მადამ ჰილარის ბათუმში ვიზიტით გაგრძელებული და ამას წინათ ევროპარლამენტში გამართული დებატებით დამთავრებული, სადაც ბიძინა ივანიშვილს, რომ იტყვიან, ნირი წაუხდინეს) ყველამ ვნახეთ!

 ეგეც იქით იყოს და, რა დასავლეთის მხარდაჭერაზე და ოქტომბერში გასამართი არჩევნების მეტ-ნაკლებად ობიექტურად ჩატარების ალბათობაზეა ლაპარაკი, როდესაც ისეთ უმარტივეს რამეზეც კი, რომელსაც XXI საუკუნისთვის გაუგონარი «თეფშების ომი» ჰქვია, ივანიშვილისა და მისი «დავესკის» იმედი, დასავლეთის ადმინისტრაციები, პილატესავით დუმან?

აღარაფერს ვიტყვი ენდიაიაირაის გამიკითხვათა შედეგებზე, რაც სხვა არაფერია, თუ არა მომავალ არჩევნებზე დასავლეთისთვის მისაღები შედეგის მიმართ ქართული საზოგადოების ამთავითვე შეგუების მცდელობა, შედეგები, რომელსაც მიშნაცები გამოწერენ შემოდგომაზე და რომელსაც «დემოკრატიული დასავლეთი» უყოყმანოდ აღიარებს!

სავარაუდოდ, კოალიცია «ქართული ოცნებისგან» ამას მოჰყვება «შეუვალი არგუმენტები» _ აბა, ქვეყანას ხომ არ დავანგრევთ, ეს შედეგი ხომ სჯობია არსებულს? უკეთესისთვის 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ვიბრძოლოთ და .კოალიცია დასჯერდება მეორე ადგილს და გამარჯვებას «ცივილურად» მიულოცავს  მიშნაცებს

ამ სამწუხარო ვარაუდის ალბათობა რომ არც თუ მცირეა, ეს ამას წინათ «ქართული ოცნების» მიერ დასახელებული მაჟორიტარების სიიდანაც იგრძნობა, რომელმაც აღშფოთება გამოიწვია ბიძინა ივანიშვილის თავგადაკლულ მომხრეთა მნიშვნელოვან ნაწილშიც კი, რადგანაც ეს «სპისოკი» იმის ნათელი მაგალითია, რომ «ქართული ოცნება» ნებით თუ უნებლიეთ მიიწევს «საპატიო» მეორე ადგილისკენ, რადგან, არაანგაჟირებულ სპეციალისტთა აზრით, როგორც მინიმუმ, დასახელებულ მაჟორიტართა 50%-ის გამარჯვება ამთავითვე გამორიცხულია!

მაჟორიტართა სიის პერსონალურ განხილვას არ შევუდგები, იქნებ ზოგადად სიის მიმართ პესიმიზმიც გადაჭარბებულია, მაგრამ რესპუბლიკური «დავესკის» კანდიდატებს რომ არანაირი შანსი არ აქვთ, ფაქტია.

რატომ? _ იმიტომ, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის ყოვლადმიუღებელნი არიან (და ეს ძალიან, ძალიან რბილად არის ნათქვამი) ყოველივე ქართულთან, ტრადიციულთან ტრადიციულად მებრძოლი და «შეთავსებით» ხლისტური სექტების, ამ ბოლო დროს გათავხედებული ე. წ. სექსუალური უმცირესობების, პედერასტების თავგადაკლული დამცველები!

თუ ამ ხალხის «შემოჩეჩება» აიტანა ქართველობამ, მხოლოდ ბიძინას ავტორიტეტის გამო და იმავე ბიძინას ფაქტორით, პროპორციულ სიაშიც «გაატარებდნენ» «დავესკის» კანდიდატებს, როგორც ბიძინასთვის, ანუ საქმისთვის საჭირო, დასავლეთთან პრაგმატული ფლირტის ინსტრუმენტებს, მაგრამ, როდესაც საძულველი მაჟორიტარისთვის პერსონალურად ხმის მიცემას აიძულებ ამომრჩეველს, ვეჭვობ, რომ ასეთ დისკომფორტს შეეგუოს ქართველი, თუნდაც ბიძინას ხათრით…

აქედან გამომდინარე უფრო მძაფრდება იმათ მიმართ სოლიდარობის განცდა, ვინც საზოგადოებამ მოისაკლისა მაჟორიტართა სიაში. მითუმეტეს, თუ იცი, ვინ ვის მაგივრად მოხვდა ამ სიაში.

მაგალითად, ჯონდი ბაღათურია, ვისაც დავით უსუფაშვილი დაუპირისპირეს საბურთალოზე. ჯონდიმ ეს «გაუგებრობა» გაფუჭებული ტელეფონით ახსნა და განაცხადა, რომ 10 დღეში გაარკვევდა ყველაფერს პირადად ბიძინასთან, მაგრამ 10 დღეც გავიდა და ჯერჯერობით, როგორც კრილოვი იტყოდა, «воз и нынче там»…

ანდა დიმიტრი ლორთქიფანიძე, ვისაც «დავესკის» კონფლიქტოლოგი, პაატა ზაქარეიშვილი, არჩიეს წყალტუბოში. კაცი, რომელსაც არაფერი აკავშირებს წყალტუბოსთან, გარდა იმისა, რომ წყალტუბოში თურმე დევნილებს რამდენიმეჯერ სტუმრობდა.

ჰოდა, კონფლიქტოლოგიც სად უნდა იყოს, თუ არა დევნილებთან, რომელთა უმრავლესობა ტომით კოლხია და, აბა, მაგათ უყვართ რესპები, როგორც ზვიად გამსახურდიას «ერთადერთი ერთგულები».

«ჩვენ ერთადერთი პატიოსანი პარტია ვიყავით, რომელიც ყველაზე ერთგული იყო გამსახურდიასი», _ ზუსტად ასე განაცხადა ბატონმა პაატამ «საქართველო და მსოფლიოს» წინა ნომერში. თუმცა იქვე განსვენებულ პრეზიდენტს დააბრალა ყველა უბედურება, რაც საქართველოს  90-იანი წლების დასაწყისში დაატყდა თავს. ამაზე მეტი ცინიზმი გაგონილა?!

იქვე ამბობს: «როგორც ვიცი, კოალიციაში წყალტუბოს მაჟორიტად სხვა კანდიდატებსაც განიხილავდნენ, მაგრამ, ალბათ, გარკვეული პარამეტრებით, ჩემი კანდიდატურა ყველაზე მისაღები აღმოჩნდაო», თუმცა არ აკონკრეტებს, ვინ იყო ის «სხვა კანდიდატი». რას იზამ, ალბათ, «არ იცოდა»…

სამაგიეროდ თქვენმა მონამორჩილმა შევიტყვე, რომ ის «სხვა კანდიტურა» ფრაქციის თავმჯდომარე და 7 შვილის მამა, ნაღდი ქართველი დიმა ლორთქიფანიძეა. ისიც გავიგე, თუ რომელი «გარკვეული პარამეტრებით» აღმოჩნდა «ყველაზე მისაღები» კონფლიქტოლოგი «დავესკა».  გაინტერესებთ, რისთვის «დაბრაკეს” დიმა ლორთქიფანიძე? _ სარწმუნო წყაროს ინფორმაციით, კოალიციის გაფართოებულ პოლიტსაბჭოზე გამოსულა ერთი «დავესკათაგანი» და უთქვამს, _ ეგ კაცი პრობლემებს შეგვიქმნის ლიბერასტულ დასავლეთთან, რადგანაც სექსუალური უმცირესობების, პედერასტების მიმართ რადიკალურად უარყოფითი განწყობა აქვსო! ალბათ, ის ჰქონდა მხედველობაში, თუ როგორ გადაუარა  ლორთქიფანიძეძიძიგურის ტანდემმა პედერასტებს ეკა ხოფერიას თოქშოუში, სადაც, სხვათაშორის, პედერასტების აპეკუნად ლუბა ელიაშვილი მოგვევლინა, რომელიც დღეს «ქართული ოცნების» ერთერთ პრიმადონად მოიაზრება.

ახლა ვინმე შემომედავება _ ზვიად ძიძიგური ხომ არის რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატიო, ანუ სად არის ლოგიკა?

რას იზამ, მეც მაგას ვჩივი, რომ «დანიის სამეფოში» მთლად ლოგიკურად ვერ არის საქმე _ ერთის მხრივ, ნინო ბურჯანაძე აითვალწუნეს _ პუტინს როგორ ჩამოართვი ხელიო, და მეორე მხრივ, ვინც პუტინამდე «ვერ გაქაჩა» და ჟირინოვსკიმაც კი ხელის ჩამორთმევის ღირსადაც არ ჩათვალა, ის ხალხი «ზაპადნიკებად» ითვლება «ქართულ ოცნებაში»… რას იზამ, ისევ ვისოცკის უნდა დავესესხო _ « Жираф большой — ему видней!”

ამასობაში კი შუა მართლაც გაიკრიფა, მაგრამ

რეალურად მხოლოდ ლეიბორისტები (გაკრეფას ვინღა ჩივის), საკუთარი უჭკუობის გამო, «ქართული ოცნების» «კატოკის» ქვეშ მოჰყვნენ და გაიჭყლიტნენ!

 რაც შეეხება «ახლებსა» და «ქდმ»-, მაგათ გაკრეფის არაფერი ეტყობათ, ყოველ შემთხვევაში, დასავლეთის თვალში _ ჰილარი კლინტონიდან დაწყებული, მეტნაკლებად წონიანი დასავლელი ვიზიტორებით დამთავრებული, დათო გამყრელიძისა და გიორგი თარგამაძის გარეშე «პურს არა ჭამენ» საქართველოში _ ყველგან ხაზგასმული პატივით ხვდებიან, როგორც ოპოზიციის ვარსკვლავებს.

ვინც მართლაც «გაიკრიფა», ანტინატო, პრორუსულობის იარლიყიანი, რეალურად კი პროქართული, გნებავთ, რევოლუციაზე წამსვლელი ძალები არიან და ბურთი და მოედანი ოპოზიციაშიც და პოზიციაშიც დეკლარირებულად პროამერიკულ, ლიბერალურ, «კონსტრუქციულ» პარტიებს დარჩათ…

ეს საქმე კარგად არ დამთავრდება, თუ არა და აგერ მე და აგერ თქვენ… მერე, მართალია, გვიანი იქნება, მაგრამ ისევ დავიწყებთ დამნაშავის ძებნას და ყველაფერს სავარაუდოდ ჟირაფს დავაბრალებთ, თუმცა ისევ ვისოცკის რომ დავესესხო:

Пусть жираф был не прав,

Но виновен не жираф.

А тот, кто крикнул из ветвей:

“Жираф большой – ему видней!”

ჰოდა, მეც გეკითხებით, როდემდე უნდა ვიძახოთ _ Жираф большой — ему видней?!

დავით მხეიძე

 

1 COMMENT

  1. წერილში არის სერიოზული უზუსტობები,რომელიც ტოვებს შთაბეჭდილებას ტენდეციურობის თაობაზე.თბილისის გამოკითხვებმა აჩვენა რესპუბლიკელების მაღალი რეიტინგი ექვს ოლქში

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here