Home რუბრიკები პოლიტიკა სააკაშვილი სპონსორებს ვალს აჭარის სახით დაუბრუნებს

სააკაშვილი სპონსორებს ვალს აჭარის სახით დაუბრუნებს

722

უცხოელი სპონსორების მიერ მიწოდებული და საქართველოს მიერ განხორციელებული იმ უგუნური ავანტიურების შემდეგ, რომელთა შედეგადაც საქართველომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დაკარგა, ამ ქვეყნის ხელისუფლებას თითქოს შესაბამისი ორგდასკვნები უნდა გამოეტანა. მაგრამ, როგორც ჩანს, სწორედ ესაა ის კლასიკური მაგალითი, როდესაც შეცდომები, თუნდაც ესოდენ თვალნათელი, პოლიტიკოსებს ვერაფერს ასწავლის.

რუსეთთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლებისა და განსაკუთრებით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულება უცვლელია და სხვა ყველაფერთან ერთად ხშირად დაუფარავ რევანშიზმს ესაზღვრება. სამწუხარო ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილს სურს, ამ იდეაზე კვლავ მოიპოვოს თავისთვის და თავისი პარტიისთვის პოლიტიკური დივიდენდები, იგი კვლავაც განაგრძობს ყველა ნაბიჯზე ანტირუსული იარლიყების დაკიდებას და ქართველი ხალხის თვალში რუსეთის, როგორც მათი მთავარი მტრის წარმოჩენას. ამასთან, მისეული რიტორიკა ხშირად იქითაა მიმართული, რომ რუსეთი ისტორიულ ჭრილშიც კი უმთავრესი ბოროტება იყო და მის მთავარ ამოცანას ციცქნა სამხრეთელ მეზობელზე ზეწოლა წარმოადგენდა. 

ცხადია, ყველა ადეკვატურად მოაზროვნე ადამიანს ესმის, რომ ამ სიტყვებიდან რეალობამდე ნამდვილად გადაულახავი უფსკრულია, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: ანტირუსულმა განწყობამ საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო დროს მნიშვნელოვნად მოიკრიბა ძალები.

საქართველოს ხელისუფლებამ მხოლოდ ბოლო პერიოდში შეწყვიტა ყურადღების გამახვილება იმაზე, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა პირდაპირ წალეკეს თბილისი და საქართველოს სხვა ქალაქები, რომ რუსეთში დიდსა და პატარასაც თავისუფალი ქართველების დამონება ესიზმრებათ. ამ მრავალწლოვანი ანტირუსული რიტორიკის გვერდზე გადადებისთვის სააკაშვილს საბაბი მისი ქვეყნის სამხრეთელმა მეზობლებმა _ თურქებმა მისცეს.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ თურქულ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომლის ავტორებიც სავსებით რადიკალურად განწყობილი პოლიტიკოსები იყვნენ. ეს ინფორმაცია ეხებოდა საქართველოს ერთ-ერთ პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ რეგიონს _ აჭარას. თურქეთის გარკვეული პოლიტიკური ძალების წარმომადგენელთა განცხადებით, აჭარა 1878 წლიდან ქართული ოკუპაციის უღელქვეშაა.

საქმე ისაა, რომ ზემოხსენებულ პერიოდამდე სამ ასწლეულზე მეტხანს აჭარა თურქეთის ნაწილი იყო. თურქეთის შემადგენლობაში იგი მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც საქართველოში ცალკეული მხარეების თავადებმა ვერა და ვერ მოახერხეს ერთი სახელმწიფოს საზღვრებში მორიგება და ქვეყანა ფეოდალური დახლეჩისათვის გაწირეს.

1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ კი რუსეთის ჯარმა აჭარა გაათავისუფლა თურქეთისაგან, რის შემდეგაც ეს მხარე რუსეთის იმპერიას შეუერთდა. ამასთან, აჭარაში სრულად შენარჩუნდა ნაციონალური, კულტურული და რელიგიური იდენტურობა.

მაგრამ თურქეთის ხელისუფლებამ საქართველოსთვის მძიმე პერიოდებში არაერთხელ წამოაყენა საკითხი იმის შესახებ, რომ აჭარა უნდა დაებრუნებინა. ამგვარი დაბრუნების მცდელობებს ადგილი ჰქონდა რუსეთში სამოქალაქო ომის პერიოდშიც და ადგილი აქვს დღესაც, თუმცა ამჯერად სხვა საშალებებით. ანკარას მშვენივრად ესმის, იმისათვის, რომ აჭარა თავისად აქციოს, დღეს უკვე საჭირო აღარაა იქ ჯარების შეყვანა, სავსებით საკმარისია, როგორც ამას დღეს უწოდებენ ხოლმე, რბილი ძალის გამოყენება. და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეგრეთ წოდებულ რბილი ძალის პოლიტიკას თურქეთის ხელისუფლება აჭარაში დიდი წარმატებით ახორციელებს.

საქმე ისაა, რომ აჭარაში, სადაც მოსახლეობა 380 ათასზე ნაკლებია, მოსახლეობის 10%-ზე მეტს ქართული პასპორტების მქონე ეთნიკური თურქები შეადგენენ. მხოლოდ 2010-დან 2012-წლამდე საქართველოს ხელისუფლებამ აჭარის თურქ მოსახლეობაზე 25 ათასი ქართული პასპორტი გასცა. სავსებით ნათელია, რომ, თუ ასე გაგრძელდება, თურქული უმცირესობა ამ რეგიონში აბსოლუტურად თანასწორუფლებიანი ეთნოსი გახდება ან სულაც უმრავლესობა _ დღეს ხომ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში აბსოლუტურად ნათლადაა წარმოდგენილი მუსლიმანური აქტივობის მაგალითები. ამ მხრივ საქართველო გამონაკლისს არ წარმოადგენს.

დღეს საქართველოს ოპოზიცია, რომლის გაჩუმებასაც შეუპოვრად ცდილობს საქართველოს დემოკრატიული ხელისუფლება, ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ მუსლიმანური თემი აჭარაში უკვე მოსახლეობის 31%-შეადგენს. უკანასკნელ წლებში საქართველოს ამ მხარეში გაჩნდა 180 მეჩეთი და 50-ზე მეტი მუსლიმანური რელიგიური სკოლა. საქართველოს ოპოზიციას ეს მაჩვენებლები კოსოვოს პრეცენდენტს ახსენებს.

ყველასათვის კარგადაა ცნობილი, რომ იუგოსლავიის დაშლის შემდეგ, დიდი ხნის მანძილზე კოსოვო სერბეთის ნაწილი იყო, მაგრამ ალბანეთისა და დასავლეთის აქტიური ქმედებების შედეგად სერბეთის ამ ტერიტორიაზე ალბანელი მოსახლეობა დღითიდღე მატულობდა. ამ ადამიანთაგან უმეტესობას სერბული პასპორტებიც ჰქონდათ და ალბანურიც. როდესაც კოსოვოში ალბანელების რაოდენობამ მიაღწია გარკვეულ ზღვარს, რომელსაც თავისუფლად შეიძლება კრიტიკული ზღვარი ვუწოდოთ, სეპარატისტებმა დაიწყეს ამ ფაქტის გამოყენება საკუთარი ამოცანის გადასაჭრელად. 

შედეგად, გამოცხადდა, რომ სერბეთის ხელისუფლება ჩაგრავდა კოსოვოელ ალბანელებს, პრეზიდენტი მილოშევიჩი კი მათი პირდაპირი გენოციდით იყო დაკავებული. როგორც ცნობილია, გეგმამ მშვენივრად იმუშავა: ბელგრადსა და სერბეთის სხვა ქალაქებს გადაუფრინა ნატოს დემოკრატიულმა ავიაციამ, რომელმაც ბომბების საშუალებით უმალ გადაწყვიტა სერბეთიდან კოსოვოს გამოყოფის საკითხი. ამის შემდეგ კოსოვო მსოფლიოს მთელმა რიგმა სახელმწიფოებმა დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარეს.

არადა, როგორც გინდა ატრიალე, აჭარის სცენარი თითქმის ყველა მხრიდან ერთი ერთზე ჰგავს კოსოვოსას. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ბელგრადი და პროშტინა თავიდანვე კონფრონტაციის გზას დაადგნენ, თბილისი და ანკარა კი ახლაც საუკუნო მეგობრობაზე საუბრობენ. და თუ თურქეთს ეს მეგობრობა ნამდვილად ხელს აძლევს, პრეზიდენტ სააკაშვილს ისღა დარჩენია, თავი დაიმშვიდოს, რომ ანკარა მეგობრობის სანაცვლოდ არაფერს მოსთხოვს.

ჯერჯერობით აჭარაში გარეგნულად სრული სიმშვიდეა. ვითარდება ტურიზმი, შენდება ახალი სასტუმროები, გაჰყავთ გზები და ასე შემდეგ. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ყველა ეს პროექტი ძირითადად თურქული ფულით ხორციელდება. ანკარის ინვესტიციები თბილისისათვის გარკვეული საძილე საშუალების მსგავსად გამოიყურება. ამ საძილე აბებს პრეზიდენტი სააკაშვილი სახის სათნო გამომეტყველებით ყლაპავს. სანაცვოდ აჭარის სამხრეთი ტერიტორიები, რომლებიც თურქეთს ესაზღვრება, მშვიდად და სრულად გადადის თურქეთის კონტროლქვეშ. იქ ვითარდება თურქული ბიზნესი თურქული ფულით და თურქული მენეჯმენტის აქტიური სისტემით. აჭარლები იქ მხოლოდ დღითიდღე შემცირებად უმცირესობას წარმოადგენენ. ადგილობრივ სოფლებში უკვე თუთქმის შეუძლებელია ქართული ლაპარაკის გაგონება. ნიშანდობლივია ისიც, რომ აჭარის ტერიტორიაზე ძალზე საეჭვო ბიზნესის განსაკუთრებული კლასტერი ჩამოყალიბდა. ადგილობრივთა მტკიცებით, იქ პროსტიტუცია და სექს-ტურიზმი ყვავის, ამ ბიზნესის შემოსავლები კი სრულად თურქეთში მიედინება. სამხრეთ აჭარის სოფლების წარმომადგენლებმა თვით პრეზიდენტ სააკაშვილსაც კი მისწერეს და სთხოვეს, გადაეჭრა ეს პრობლემა, მაგრამ პრეზიდენტისგან პასუხი არ მიუღიათ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ლიდერს დღეს არ შესწევს უნარი, იხელმძღვანელოს საკუთარი პრინციპებით და იძულებულია, იმუშაოს იმ მითითებების შესაბამისად, რომლებიც გარედან მოახვიეს თავს. იმ გარეგნული იერის მიღმა, რომელიც ბათუმის ლამაზ სანაპიროებსა და კარგად რესტავრირებულ შენობებში ბრწყინავს, იმალება უცხოური დაფინანსება, რომელიც ადრე თუ გვიან თბილისისათვის ხაფანგად იქცევა. 

უცხოელი ინვესტორები, შესაძლოა, ორი გზით წავიდნენ: ან აიძულებენ საქართველოს ხელისუფლებას, მათ დაკრულზე იცეკვოს და ხელი შეუწყოს საქართველოში მათ მოღვაწეობას (რაც დღეისათვის უკვე სახეზეა), ან რადიკალურ სცენარს აირჩევენ და იგივე უცხოელი ფინანსური დონორები თავად მოინდომებენ ქვეყნის მართვას (როგორც ეს კოსოვოში მოხდა). და თუ ყველაფერი მეორე გზით წავა, პირველი თბილისის კონტროლიდან სწორედ აჭარა გავა.

თუ ასე მოხდა, მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა, ქართული ჩამოსხმის თავისებურ მიხეილ გორბაჩოვად იქცეს, გორბაჩოვად, რომელიც დასავლეთის დემოკრატიულ იდეალებზე ლაპარაკობდა და ამ დროს ცხვირწინ ქვეყანა ნაწილებად დაეშალა.

გამორიცხული არაა, რომ დასავლეთის წესებით შემდგომი თამაშისათვის სააკაშვილს ნობელის პრემიაც კი მისცენ, როგორც თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ყველაზე მშვიდობისმყოფელ პოლიტიკოსს. სხვა რა გზაა, როგორმე ხომ უნდა აუხვიონ თვალი საქართველოს რიგით მოქალაქეებს, რომლებიც ხედავენ, რომ ქვეყანა უკვე დაბზარულია.

Topwar.ru

 

1 COMMENT

  1. ამ სტატიიდან ნათლად ჩანს მმართველი პარტიის უგნური ნაციონალური პოლიტიკა. ჩამოყალიბდა აბსოლუტური უპასუხისმგებლობის სახელმწიფო. ქართველებმა ღირსება უნდა აღვიდგინოთ. გვახსოვდეს რომ ჩვენი წინაპრები მსოთლიო ცივილიზაციის სადავეებთან იდგნენ, ვიყოთ მათი ღირსეული შთამომავლები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here