Home რუბრიკები პოლიტიკა ლეგიონია სახელი მათი

ლეგიონია სახელი მათი

1690

ამერიკულ შეიარაღებულ ძალებში 66 ათასი გეი და ლესბოსელი მსახურობს

1. გავიდნენ ზღვის გაღმა და მიადგნენ გერასენელთა მხარეს.

2. ნავიდან გადმოსვლისთანავე სამარხებიდან შემოეგება უწმინდური სულით შეპყრობილი კაცი,

3. რომელსაც სამყოფლად სამარხები ჰქონდა და ჯაჭვითაც არავის შეეძლო მისი დაბმა,

4. ვინაიდან მრავალგზის შეეკრათ ჯაჭვით და ბორკილებიც დაედოთ, მაგრამ გლეჯდა ჯაჭვს, ამსხვრევდა ბორკილებს და ვერავის დაეოკებინა იგი.

5. დღე და ღამ მთებსა და სამარხებში დაძრწოდა, ღრიალებდა და ქვებს ახეთქებდა თავს.

6. შორიდან რომ მოჰკრა თვალი იესოს, გამოიქცა და თაყვანი სცა მას.

7. შეღაღადა და შესძახა: რა ხელი გაქვს ჩემთან, იესო, ძეო მაღალი ღმრთისაო: გაფიცებ შენს ღმერთს, ნუ მტანჯავ მე!

8. რადგანაც იესომ უთხრა: გამოდი, სულო უწმინდურო, მაგ კაცისაგან!

9. და ჰკითხა მას: რა გქვია სახელად? ხოლო მან მიუგო: ლეგიონია ჩემი სახელი, ვინაიდან მრავალნი ვართ.

(მარკოზის სახარება, თავი მეხუთე).

რომაულ ლეგიონში 6 ათასი ჯარისკაცი იყო. თანამედროვე ამერიკულ შეიარაღებულ ძალებში 66 ათასი გეი და ლესბოსელი მსახურობს _ თერთმეტი რომაული ლეგიონი! და ეს ლეგიონები მსოფლიოში სულ უფრო მრავლდება. ავსტრალიის მთავარსარდალი ამაყობს არატრადიციული ორიენტაციის ჯარისკაცებით, მაგრამ მათი რაოდენობის სიმცირით უკმაყოფილოა. გენერალ დევიდ მორისონის მოწოდებაა, რაც შეიძლება მეტი ქალი, სექსუალური უმცირესობისა და მცირე ხალხების წარმომადგენელი გაიწვიონ ჯარში; მაშინ ავსტრალიური არმია უფრო შესაფერისი იქნება იმ ქვეყნისა, რომელსაც წარმოადგენს. ქალებსა და უმცირესობებს თავი დავანებოთ, მაგრამ ის ხალხები «მცირენი» სწორედ მათი _ თეთრი ბრიტანელების წყალობით რომ გახდნენ, ამაზე დღევანდელი «ბრიტანული თანამეგობრობის» წევრი ქვეყნის მთავარსარდალი მორცხვად დუმს.

ბრიტანეთში აღფრთოვანება გამოიწვია ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებამ. პირველი ჰომოსექსუალური წყვილი სერ ელტონ ჯონი და დევიდ ფერნიში იყვნენ. 2006 წელს კი პროგრესმა არმიაშიც შეაბიჯა და კონსერვატიულმა ბრიტანეთმა ორი ნორჩი ლესბოსელი ჯარისკაცის შეუღლების შესახებ შეიტყო. 19 წლის სონია გოლდისა და 18 წლის ვანესა ჰეიდოკის ქორწინების ცერემონიალზე მათი მშობლები და ნათესავები შეიკრიბნენ.

10 წელი დასჭირდა ბრიტანულ არმიას უმცირესობათა სამხედრო სამსახურში მიღებიდან (2000 წელს) ჟურნალ შოლდიერ-ის გარეკანზე პირველი გეის ფოტოს გამოქვეყნებამდე. 22 წლის ჯეიმს ვარტონი სამეფო ცხენოსან გვარდიაში მსახურობს.

უინსტონ ჩერჩილის დროს სექსუალურ უმცირესობათა მიმართ ჯერ კიდევ არ იყო დღევანდელი ტოლერანტობა და მანაც, ყოველგვარი შიშისა და სიფრთხილის გარეშე, ბრიტანული სამხედროსაზღვაო ძალები სამი სიტყვით დაახასიათა: «რომი, პედერასტია და მათრახი».

 მაშინ არც სიტყვა «პედერასტია» იყო აკრძალული და არც «ცივი ომის» წამომწყები პრემიერ-მინისტრი უკმევდა გუნდრუკს ერთსქესიან წყვილებს. ბედის ირონიით, უინსტონ ჩერჩილი წარმოშობით იყო ლორდი, ხოლო ზემოთ ხსენებულმა ელტონ ჯონმა ეს წოდება დედოფლისგან «განსაკუთრებული დამსახურებისთვის» მიიღო. კიდევ ერთი ლორდიშონ კონორი, ჯეიმს ბონდის როლის უბადლო შემსრულებელი, იმ დროს ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ლეგენდარული «მი 5» – ბრიტანული დაზვერვა გეებით გაივსებოდა. დღეს იქ 100 გეი მსახურობს. «მი 5»-მა ამგვარი ტოლერანტობით სექსუალურ უმცირესობათა მიმართ კეთილგანწყობილი დამსაქმებლების ასეულში 62- ადგილი მოიპოვა და ბრიტანეთის ხელოვნების საბჭოც კი ჩამოიტოვა უკან.

გეების მოძალებას, დედოფლისგან განსხვავებით, ბრიტანული არმია და ფლოტი აღფრთოვანებით არ შეხვედრია. პირიქით, გაზეთ თიმეს-ს ხელში ჩაუვარდა საიდუმლო დოკუმენტი, რომელიც ცხადყოფს, რომ ჰომოსექსუალებისთვის სამხედრო სამსახურის აკრძალვაზე უარის თქმის შემდეგ უფროსი სპეციალისტები, უორენტ-ოფიცრები და სერჟანტები მასობრივად ტოვებენ ჯარს. «ბრიტანელ მამაკაცებს არ უყვართ შხაპის მიღება კაცებთან, რომელთაც უყვართ მამაკაცებთან ერთად დუშის ქვეშ დგომა», _ აცხადებდნენ ისინი. მათ იმდენად არ სურთ არატრადიციული ორიენტაციის წარმომადგენლების წინაშე გაშიშვლება, რომ მათთვის ცალკე საშხაპისა და ტუალეტის მოწყობა მოითხოვეს. სამხედროთა ოჯახის წევრებს კი ის აწუხებთ, რომ ერთსქესიან წყვილებს საოჯახო საცხოვრებლებში მიუჩენენ ბინას და ეს მათ შვილებზე მავნე ზეგავლენას მოახდენს. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ 2000 წელს ბრიტანულ ჯარში ჰომოსექსუალების სამსახურის აკრძალვა მას შემდეგ მოიხსნა, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ეს აკრძალვა მოქალაქის პირად ცხოვრებაში უხეშ ჩარევად შეაფასა.

ბრიტანული საზოგადოება სულაც არ არის ამ საკითხში ერთსულოვანი. ყოფილი სამხედრო, ამჟამად კი Daily Telegraph-ის თანარედაქტორი საიმონ ჰეფერი წერს: «თუ ომი მოგვიწია, მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს». მემარჯვენე კონსერვატიული ანალიტიკური ცენტრის გამოცემის _ Not Fit to Fight წარმომადგენელი ჯერალდ ფროსტი: «ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებს არა უცხოეთის სახელმწიფოები, არამედ შიდა მტერი უქმნის საფრთხეს». სამხედრო დაზვერვის ყოფილი შეფი, სამხედრო საჰაერო ძალების გადამდგარი უმაღლესი მარშალი სერ მაიკლ ერმიტეიჯი: «თუ ჰომოსექსუალისტებს კარს გავუღებთ, პოლარიზაცია მოხდება, ოსტრაკიზმი გამეფდება». ბრიტანეთის ჩრდილოვანი კაბინეტის თავდაცვის მინისტრი იენ დუნკან სმიტი: «სამხედროებს ყური უნდა მივუგდოთ. ისინი მუდამ იმეორებენ, რომ აკრძალვის მოხსნა ოპერატიულ ეფექტიანობაზე ცუდად იმოქმედებს».

ამ «ოპერატიულ ეფექტიანობაზე» ერთმა ინკოგნიტო ამერიკელმა გენერალმა იხუმრა, რომ ჰომოსექსუალთან ერთად შეტევაზე ვერ წავიდოდა: «წინ ვუყურო მტერს, თუ უკან თანამებრძოლს…»?

ბრიტანელები კარგა ხანს დასცინოდნენ ამერიკელებს და «აღშფოთებას ვერ მალავდნენ» იმის გამო, რომ შეერთებულ შტატებში სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები ღიად ვერ გამოხატავდნენ საკუთარ ორიენტაციას. «ნუ ჰკითხავ, ნუ უპასუხებ» _ ეს პრინციპი ბოლო დრომდე მოქმედებდა ამერიკულ ჯარში. 2010 წელს გეებსა და ლესბოსელებს საკუთარი ორიენტაციის ღიად გამოხატვის უფლება მიენიჭათ.

პენტაგონის ისტორიაში პირველად, 2012 წლის 27 ივნისს, არატრადიციული ორიენტაციის სამხედრო მოსამსახურეთა საპატივცემულოდ ღონისძიება გაიმართა. 400-მდე დამსწრეს პრეზიდენტ ობამასა და თავდაცვის მინისტრ ლეონ პანეტას ვიდეო მიმართვები გააცნეს, თუმცა შეუმჩნეველი არ დარჩა, რომ ღონისძიებას პენტაგონის მაღალჩინოსნები არ დაესწრნენ. მათ მხოლოდ სამინისტროს იურისკონსულტმა ჯეი ჯონსონმა მიმართა. სამხედრო ხელმძღვანელობა სულაც არ იყო აღფრთოვანებული ამგვარი ღონისძიების გამართვით პენტაგონის კედლებში. ერთ-ერთმა დამსწრემ ჟურნალისტებს უთხრა: «ეს მდუმარე პროტესტს ჰგავს».

ნატოს იტალიელმა სარდალმა მაურო დელ ვეკიომ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: «ისეთ სტრუქტურაში, როგორიც არის არმია, და სადაც მოქმედება ყოველთვის ერთობლივი და შეთანხმებული უნდა იყოს, ღიად გამოხატული ჰომოსექსუალიზმი მიუღებელია. გეები ჯარისთვის შეუფერებელნი არიან». იტალიაში გეებს ჯარში არ იწვევენ, არც საბერძნეთსა და თურქეთში. ერთსულოვნება ამ საკითხში არც ნატოს წევრ ქვეყნებს შორისაა. ყველაზე შემწყნარებელი ნიდერლანდები, დანია და ნორვეგია არიან, თუმცა ამ ქვეყნებს თავადაც აღარ ახსოვთ, როდის იომეს უკანასკნელად. საფრანგეთი და ბელგია არ კრძალავენ ჰომოსექსუალთა სამსახურს ჯარში, მაგრამ არც რაიმე გარანტიებს ანიჭებენ მათ.

ჰომოსექსუალთა უმცირესობის მიუხედავად, თვალშისაცემია, რომ მათ მოახერხეს იმგვარი ატმოსფეროს დანერგვა, როცა პოლიტიკაში მყოფი პირები სიკვდილივით უფრთხიან მათზე აუგის თქმას ან თუნდაც იმის მტკიცებას, რომ მათთვის ეს «კულტურა» მიუღებელია. კულტურას რა უჭირს, მაგრამ 66 ათასი სამხედრო ჰომოსექსუალის პატრონი ამერიკელები ავღანეთში «ნატურალი» ქართველების გაგზავნისთვის მადლობას საქართველოს ხელისუფლებას უხდიან. ფასიც სხვადასხვა აქვს ამერიკელი ჰომოსექსუალისა და ქართველი «ნატურალის» სიცოცხლესა და სიკვდილს.

მილიონ 300-ათასიან ამერიკულ ჯარში თერთმეტი ლეგიონი ზუსტად 5 პროცენტს შეადგენს. თითქოს ვიღაცამ საგანგებოდ დაიცვა საზოგადოებაში არსებულ ჰომოსექსუალთა რაოდენობა; იგი 3-დან 5 პროცენტამდე მერყეობს. შეგრძნება კი ზუსტად ისეთია, თითქოს ყველაფერი პირიქითაა. უმცირესობა უმრავლესობას აიძულებს, მისი ცხოვრების წესი აღიაროს და არამცთუ არ დაგმოს, არამედ შეაქოს და მოუწონოს.

 დავით აღმაშენებელს 40 ათასი ქართველი ჰყავდა დიდგორზე. 5 პროცენტის პრინციპს თუ მივყვებით, სულ ცოტა, 2 ათასი გეი მაინც უნდა მიეღო ლაშქარში. ვის დარჩებოდა დიდგორი, ამას დიდი გამჭრიახობა არ სჭირდება.

10. და ბევრი ევედრა, რათა იქიდან არ გაეძევებინა ისინი.

11. იქვე, მთის ფერდობზე ბალახობდა ღორების დიდი კოლტი.

12. უწმინდურებმა მუდარით უთხრეს მას: გაგვგზავნე ღორებში, რომ მათში შევიდეთო.

13. მაშინ ნება დართო იესომ და გამოვიდნენ უწმინდური სულნი, ღორებში შევიდნენ, და მთელი კოლტი, ორი ათასამდე სული, ზღვის კბოდეს მიაწყდა და წყალში ჩაიხრჩო.

14. ხოლო მეღორეები გაიქცნენ და ქალაქსა და სოფლებს მოსდეს ეს ამბავი. და გამოვიდა ხალხი, რათა თავისი თვალით ეხილა, რაც მოხდა».

(მარკოზის სახარება, თავი მეხუთე).

თამარ დავითულიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here