Home რუბრიკები პოლიტიკა დიკ ჩეინის ქალიშვილი საკუთარ დაქალზე დაქორწინდა…

დიკ ჩეინის ქალიშვილი საკუთარ დაქალზე დაქორწინდა…

1042

მას შემდეგ, რაც მისის კლინტონმა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად(!!!) მთელ მსოფლიოში ლგბტ-პედერასტების უფლებების დაცვა გამოაცხადა, ხოლო მისტერ ობამამ პირდაპირ მიაბა ამ უფლებების დაცვის ხარისხს ამა თუ იმ ქვეყნისთვის ამერიკის ფინანსური დახმარება, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო პედერასტების მთავარი ქომაგები თეთრ სახლში მოკალათებულან.

აი, რა «გულის ამაჩუყებელ» ცნობას ავრცელებს სააგენტო «რია-ნოვოსტი», რომელიც გახდა კიდეც კონკრეტული საბაბი წინამდებარე წერილის შექმნისა:

 «ამერიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის _ დიკ ჩეინის ქალიშვილი მერი დაქორწინდა (გათხოვდა თუ ითხოვა, გეიგე ახლა შენ. _ დ. მ.) თავის დიდი ხნის დაქალ ხიზერ პოზე.

«მერიმ და ხიზერმა მრავალი წლის მანძილზე უერთგულეს ერთმანეთს და ჩვენ მოხარული ვართ, რომ მათ შეძლეს ურთიერთობების დაკანონება. მერი, ხიზერი და მათი შვილები ძალიან მნიშვნელოვანი და საყვარელი წევრები არიან ჩვენი ოჯახისა  და ჩვენ მათ ბედნიერებას ვუსურვებთ», _ განაცხადეს დიკმა და მისმა ცოლმა ლინმა.

წყვილმა ამერიკის დედაქალაქში იქორწინა, სადაც ერთსქესიანი ქორწინებები 2009 წლიდან არის დაკანონებული. მათ ქალ-ვაჟი _ სემუელი და სარა ჰყავთ.

«ძალიან ბედნიერი ვარ, გაუწყოთ, რომ დღეს, ჩვენი პირველი პაემნიდან 20 წლის შემდეგ ოფიციალურად დავქორწინდით», _ აცხადებს მერი ჩეინი საკუთარ «ფეისბუკზე».

ჩეინის 43 წლის უმცროსი ქალიშვილის არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ, ჯერ კიდევ მამის პირველი საარჩევნო კამპანიის დროს, 2000 წელს, გახდა ცნობილი. მერი ყოველთვის ღიად საუბრობდა, რომ იგი ლესბოსელია. სწორედ მან გააჩინა სემუელი და სარა (ვაშა! გაირკვა  მათ შორის დედალ-მამალი. _ დ. მ.), თუმცა მათი დაბადების გარემოებებზე მერი და ხიზერი არ საუბრობენ.

დღეისათვის ერთსქესიანი ქორწინებები დაკანონებულია: ნიუ იორკის, კონეკტიკუტის, აიოვას, მასაჩუსეტსის, ნიუ-გემპშირის, ვერმონტის, ვაშინგტონის შტატებში და, აგრეთვე, დედაქალაქის «ოკრუგ კოლუმბიაში». მომავალი წლიდან კი იგივე მოხდება მერილენდშიც», _ იუწყება «რია-ნოვოსტი».

რა უნდა თქვას კაცმა ამ გულისამრევ სიბინძურეზე იმის გარდა, რომ თავში ქვა უხლიათ და მუცელში _ სამართებელი, ანუ ღმერთმა უმრავლოთ, თუმცა, ფუი ეშმაკს, ღმერთს რა ხელი აქვს ამ სიბინძურესთან?! ამიტომ სატანამ უმრავლოთ საკუთარ ოჯახებში პედერასტი რძალმულსიძემაზლები და მათი ნაშიერი სემუელსარები «ბედნიერ» ბაბუაბებიებს, მაგრამ რომ არ გვასვენებენ ჩვენი «სტრატეგიული მოკავშირეები»?

გინდა თუ არა, თქვენც გაპედერასტდითო, ტოლერანტობაქსენოფობიაზე ლექციებს გვიკითხავს ჯონ ბასი, ანუ, იგივე ძია სემი პირდაპირ გვეუბნება: თუ გინდათ, რომ ფული მოგცეთ, თქვენც ერთი ადგილის მიცემა უნდა დაიწყოთო.

 ამერიკა ორ რამეს უჭერს მხარს საქართველოში: ქართველი ხალხის ჯალათ სოდსა და ქართველი კაცის გადაჯიშებაზე მეოცნებე სოდომისტებს.

 ამერიკა და ზოგადად დასავლეთი, რომელიც 17 მაისს თბილისში «დარბეულ» გეიპარადს, ჯონ ბასის პირით, მყისიერად გამოეხმაურა მკაცრი განცხადებით (მეორე დღეს კი თბილისში აკრედიტირებული «დემოკრატიული დასავლეთის» მთელი დიპკორპუსი  რუსთაველზე ქართველი პედერასტების მხარდასაჭერად გამოვიდა),  პილატესავით დუმდა 21- საუკუნეში სატელიტური ანტენების «დაპატიმრების» გაუგონარ ფაქტზე; დასავლეთი, რომელსაც უკვე პედერასტი რაინდებიც (სერ ელტონ ჯონი) ჰყავს და რომლის ქორწილში მისალოცად თვით ბრიტანეთის დედოფალი მიბრძანდება; ამერიკა, რომლის ელჩებიც ლგბტპედერასტების პარადებზე პირველ რიგებში მიაბიჯებენ

თითქოს რაღა უნდა გაგვიკვირდეს მათგან, მაგრამ ზემოხსენებული დიკ ჩეინის პედერასტული საგა მაინც მოულოდნელი იყო, რადგან პედერასტიის პროპაგანდის საქმეში ეს მაინც სხვა, უფრო მაღალი რეგისტრია _ აქედან გამომდინარე, არც ის გამიკვირდება, თუ ახლო მომავალში რომელიმე კონგრესმენ-სენატორის დაქორწინების ამბავსაც შევიტყობთ.

ნიშანდობლივია, რომ მოცემულ კონტექსტში აქტუალურობა მოემატა ალენ დალესის ე. წ. დოქტრინას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომი სამყაროს განვითარების გზებს ეხებოდა. დოქტრინა, რომლის მიხედვითაც პლანეტაზე ერთი ზე სახელმწიფო _ აშშ უნდა დარჩენილიყო.

ანუ რა უნდა გაეკეთებიათ ამერიკელებს სსრკ-ის დასანგრევად _ მცირე ამონარიდი ამ დოქტრინიდან, რომლის მოსმენაც, სავარაუდოდ, 1948 წელს გაიმართა თეთრ სახლში და რომლის სრული სტენოგრამა მეორე დღესვე იდო სტალინის მაგიდაზე:

«ლიტერატურიდან, ხელოვნებიდან ჩვენ ამოვშანთავთ მათ ყოფით რაობას, განვაცალკევებთ მხატვრებს, გავუქრობთ სახვითი ხელოვნებით დაკავების სურვილს და იმ არსის ძიებისასაც, რასაც ხალხთა მასების სულის სიღრმეში აქვს ადგილი. მწერლობა, თეატრი, კინო, გამოცემები _ ყველაფერი უნდა გამოსახავდეს და ქებას შეასხამდეს ადამიანის ყველაზე დაცემულ გრძნობებს. ჩვენ ყველანაირად დავუჭერთ მხარს და წინ წამოვწევთ ისეთ ხელოვანთ, რომელნიც ადამიანთა ცნობიერებაში დაამკვიდრებენ და დღენიადაგ ჩასჩიჩინებენ სექსის, ძალადობის, ღალატის კულტს _ ერთი სიტყვით, ყველანაირ უზნეობას.

 სახელმწიფოს მმართველობაში შევქმნით ქაოსსა და გაუგებრობას; შეუმჩნევლად, მაგრამ გამძაფრებულად და მუდმივად შევუწყობთ ხელს მოხელეთა და მექრთამეთა თვითნებობას, უზნეობას. თავხედობა და საქმეთა გაჭიანურება აყვანილი იქნება სათნოების სიმაღლეზე.

პატიოსნება და წესიერება წარსულის გადმონაშთად გადაიქცევა, გამასხარავდება და აღარავის დასჭირდება. უზრდელობა და თავხედობა, ცილისწამება და ტყუილი, ლოთობა და ნარკომანია, ერთიმეორის ცხოველური შიში და ურცხვობა, გამცემლობა და გაუტანლობა და ერთა შორის, აღმსარებლობათა შორის და თაობათა შორის მტრობა _ ყოველივე ამას ოსტატურად და შეუმჩნევლად დავნერგავთ, ეს ყველაფერი აყვავდება.

მხოლოდ ცოტანი, ძლიერ მცირენი თუ მიხვდებიან და გაიგებენ იმას, რაც ხდება, მაგრამ მათ უმწეო მდგომარეობაში ჩავაგდებთ, ხალხის სამასხარაოდ გავხდით, გამოვძებნით ხერხს, რათა მათ ცილი დასწამონ და გამოაცხადონ საზოგადოების ნაძირლებად…. ჩვენ ვიბრძოლებთ ადამიანთა გარყვნისათვის ბავშვობისა და ჭაბუკობის ასაკიდან, ყოველთვის გავაკეთებთ არჩევანს ახალგაზრდებზე, რომ მოვთაფლოთ და გავხრწნათ ისინი. ახალგაზრდებისაგან შევქმნით ზნედაცემულ, სულიერებისაგან დაცლილ ჯაშუშებსა და მოღალატეებს».

ჰა, როგორია? რა ნაცნობი სურათია, არა? რითი სჯობია ალენ დალესი თუნდაც ჰიტლერს? ამის წამკითხველმა სოსელომ რომ რკინის ფარდა დაუშვა, გაემტყუნება?

თუმცა სტალინის სიკვდილის შემდეგ  მაინც მოახერხეს სსრკ-ის დაშლა და ლოთობის, ნარკომანიის, ერთი სიტყვით, დალესის გეგმის მიხედვით, აშშ-დან მართულ ქაოსში ჩაფლული ელცინის რუსეთის საბოლოოდ განადგურებას ელოდნენ, მაგრამ ამაოდ _ სულ რაღაც 10 წელიწადში დაიწყო რუსეთმა ფეხზე წამოდგომა და დღეს იმხელა სიძლიერეს მიაღწია, რომ ოკეანის გაღმელ ქორებს ელეთმელეთი მოსდით.

 იმავეს თქმა მეტ-ნაკლებად საქართველოზეც შეიძლება _ 20 წლის წინ მიძინებული ერი, ნელ-ნელა იწყებს გამოღვიძებას, რისი მთავარი კატალიზატორი, რუსეთისა არ იყოს, მართლმადიდებელი ეკლესიაა და ამიტომაც ებრძვიან მას ასე გავეშებით; ამიტომ მოგვისპეს ახალგაზრდებში ეროვნული ავტორიტეტები და ილიას, ვაჟას, აკაკის და სხვა, საბედნიეროდ მრავალი, ერის მამების ნაცვლად, ჩვენს შვილებს აჩეჩებენ ეკო დეისაძეს, ზაზა ბურჭულაძეს და მათ მსგავს სულიერ პედერასტებს.  ჯონ ბასმა აკი ქართველობა და მართლმადიდებლობა ჩაგვითვალა უმთავრეს ნაკლად «დემოკრატიისკენ», ანუ, გაპედერასტებისკენ მიმავალ გზაზე!

რა ვიცი, კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო საიმისოდ, რომ ჩვენში არსებულ დაფინანსებულ ამერიკანისტებს და, შესაბამისად, ისტერიულ ანტირუსებს პირები ამოვუკერო.

გასულ შაბათს ტელე-რადიო «ობიექტივში» გამოსვლა რეზო ამაშუკელმა სწორედ ზემოთ ხსენებული დიკ ჩეინით დაიწყო. რამდენჯესაც ეცადა გოგი ქავთარაძე, რომ მხოლოდ რეზო ამაშუკელის დიდ პოეზიაზე ესაუბრათ, ბატონი რეზო ყოველთვის ოსტატურად «დაუძვრა», ანუ «რა დროს ლექსიაო, მოუკვდა პატრონი», ვერა ხედავ პედერასტები გვიტევენო.

სტუდიიდან გამოსულმა კი იხუმრა _ ვაკიდან ვიდრე სოლოლაკ-მთაწმინდამდე, ჩემს დროს სულ ორი ცნობილი პედერასტი _ ჟორჟიკა და ქიშვარდი იყვნენ, რომლებიც ღამღამობით ჰაერის ჩასაყლაპად გამოდიოდნენ და, რომ არავის დაენახა, კედელ-კედელ დადიოდნენო. იმიტომ კი არა, რომ ვინმე ერჩოდათ, არამედ მათაც კი რცხვენოდათო და ეჰო, რა დროს აღარ არიან ცოცხლები ჟორჟიკა და ქიშოო _ სირცხვილი კი არა, დღეს ხელის გულზე ატარებდნენ და იქნებ ორდენებიც მიეღოთ ამერიკელებისგან, თუ არა და მერი ჩეინის ქორწილში ხომ უეჭველად მაყრებად დაპატიჟებდნენო…

არა, რა უნდათ, ტო, ჩემგან ამ ამერიკელებს? _ თბლისური «ტოთი» დაამთავრა ბატონმა რეზომ…

მართლაც, რა უნდათ ჩვენგან, ტო?!

დავით მხეიძე

 

1 COMMENT

  1. დავით,ჩემო კარგო,ჟურნალისტი ხარ თუ უბრალოდ თავი გგონია? :)) რა არი ეს სარკაზმით და სიძულვილით სავსე სტატია?? მოდი,შენ დაწერე და ჩვენ შევაფასებთ,არაა საჭირო შენი აზრების მრავლად ჩაფრქვევა შიგნით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here