Home რუბრიკები საზოგადოება ქუთაისს «შანხაიზაცია» ემუქრება

ქუთაისს «შანხაიზაცია» ემუქრება

735

შესაძლოა, ქუთაისში ახლო მომავალში ეთნიკური დაპირისპირების კერა გაჩნდეს. ქალაქში 3 ათასი ჩინელის ჩასახლება უკვე დაწყებულია. ავტოქარხნის ტერიტორიაზე, რომელიც ქალაქის ყველაზე დიდი დასახლებაა, 3 ათასი ჩინელისთვის საცხოვრებელი ფართების მშენებლობა დასრულდა. როგორც თავად ქუთათურები ამბობენ, ავტოქარხნის «შანხაიდ» გადაქცევა გარდაუვალია. ქალაქს იმავე საფრთხის წინაშე აყენებენ თურქეთიდან დევნილი არალეგალი ქურთებიც, რომელთა რიცხვი თავდაპირველად 200 კაცამდე იყო, უმოკლეს პერიოდში კი 1000-ამდე გაიზარდა. ამას ემატება ქუთაისში, ავანგარდის ტერიტორიაზე, დასახლებული ინდოელები. მათი რაოდენობა ჯერჯერობით რამდენიმე ასეულია, მაგრამ ინდოელების თემაც არანაკლებ პრობლემატურია ქალაქის მოსახლეობისთვის. კონკრეტულად თუ რას აკეთებს ეს ხალხი ქუთაისში, რა საფრთხის წინაშე აყენებენ ისინი ადგილობრივ მოსახლეობას და ვინ ლობირებს მათ საქმიანობას, ამის შესახებ გაზეთი «საქართველო და მსოფლიო» თავად ქუთათურების მონათხრობს გაგაცნობთ.

მზია მუშკუდიანი:

_ ქუთაისი ქართული მენტალიტეტის მატარებელ ერთადერთ ქალაქად იყო მიჩნეული, რადგან აქ მხოლოდ ქართველები ვცხოვრობდით, მაგრამ დღეს იმდენი ჩინელი, ინდოელი, შავკანიანი და ბოშა ცხოვრობს, რომ იგი ყველა ქართულ ქალაქზე ადრე გადაჯიშდება. კარგია, რომ უცხოელები აქ ადგილობრივებსაც ასაქმებენ, მაგრამ, ეს დალოცვილი, არ ჯობდა, ქართველები ყოფილიყვნენ მათი უფროსები? აქედან გადახვეწილი ქართველიც გადამთიელის მონაა და ჩვენსავე ქვეყანაშიც მონებად გვაქციეს.

მაგული საღინაძე:

_ პროფესიით პედაგოგი ვარ, მაგრამ დღეს 55 წლის ყოფილი პედაგოგი ვზივარ შუა ბაზარში და ტანსაცმელს ვყიდი. აქამდე ამით მაინც ვასაზრდოებდი ოჯახს და აწი ამის საშუალებაც აღარ გვექნება, თუ  ჩინელების დიდი ბაზრობა გაიხსნა ავტოქარხანაში. ყველამ იცის, რა უხარისხო საქონელიც აქვთ მაგათ, მაგრამ ორი-სამი ლარით იაფად რომ ყიდიან, უჭირს ხალხს და იქეთ გარბის საყიდლად. ჩვენ კიდევ იმის საშუალება არ გვაქვს, ტანსაცმელი მაგათზე ნაკლებ ფასებში გავყიდოთ. ჯერ ერთი, რომ ჩვენი საქონელი ჩინური არ არის და სხვა ფასებში ვიღებთ თვითონაც, მეორეც _ რა მოგებაზეა ლაპარაკი, ხანდახან იმაზე ვლოცულობთ, ყოველდღიური დახლის ფული მაინც გადაგვახდევინა-თქო. ჩინური მაღაზიები დიდ კონკურენციას ვერ გვიწევდა, მაგრამ ბაზრობის გახსნა ჩვენთვის დაღუპვის ტოლფასი იქნება.

ნინო ფხაკაძე:

_ გეფიცებით, უკვე აუტანელია ქუჩაში გასვლა, ყოველ მეორე ნაბიჯზე ეს პატარა, ჭუჭყიანი ციგნები გხვდებიან, ხელებს გიფათურებენ, ფული მომეციო. თუ არ გაგიმართლა და ხურდა არ გაქვს, ან მოგაფურთხებენ, ან კაბაში გწვდებიან და აგიწევთო გემუქრებიან, ან კიდე რაიმე ნივთს წაგგლეჯენ ხელიდან. ამასწინათ ბავშვს ვასეირნებდი სკვერში, მომახტა პატარა ციგანი გოგონა, 20 თეთრი მომეციო. სანამ გამვლელი მამაკაცი არ მომეშველა და არ დაუღრიალა, თოთო ბავშვი ლამის ხელიდან გამაგდებინა. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე, არ ვიცი.

გოგი წულაია, «თავისუფალი საქართველოს» რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი:

 _ ქუთაისი მალე ჩინური სინდრომის წინაშე აღმოჩნდება. საგულისხმოა ჩინელების სასათბურე პირობები ნებისმიერ ბიზნესში. ხელისუფლება ჩინური ბიზნესით ხელს ითბობს, წილშია ქალაქის ადგილობრივი ხელმძღვანელობაც. როცა საგადასახადო ქართველ მეწარმეებს ათიათასობით ლარით აჯარიმებს, აკოტრებს და ძარცვავს, ამ დროს ჩინელი ბიზნესმენები მონოპოლისტები ხდებიან ჩვენსავე მიწაზე. ქუთაისში ყოველი მეორე მაღაზია ან ლომბარდადაა გადაკეთებული, ან კიდევ წარწერითაა «დამშვენებული» _ «ფართი ქირავდება». ამ პირობებში ასეთ მცირე მოცულობის ქალაქში 3 ათასი ჩინელის ჩამოსახლება ნამდვილი კატასტროფაა ქუთაისისთვის. მითუმეტეს, ისინი იმდენად გადიდგულდნენ, რომ ყველა სახის კრიმინალზე მიდიან. ხარაგაულში ჩინელმა 13 წლის გოგონა გააუპატიურა და იმის მაგივრად, რომ სამართალდამცავებს ჩინელი დამნაშავე დაეკავებიათ, ხელისუფლებამ თავად დაზარალებული ქართველი ოჯახი გადამალა. ამ ფაქტის შემდეგ ხარაგაულში 12-14 წლის გოგონები სკოლაში მშობლებს დაჰყავთ, რაც მანამდე წარმოუდგენელი იყო. იგივე საშიშროება ემუქრება ქუთათურებს, 3 ათასი ჩინელის ჩამოსახლების პირობებში.

ავტოქარხნის დასახლებაში უკვე აშენებულია გრანდიოზული ჩინური რესტორანი. ამჟამად კი მიმდინარეობს უზარმაზარი ჩინური სამრეწველო ბაზრის მშენებლობა, რომელიც სიდიდით ქუთაისის ყველა სამრეწველო მაღაზიასა და ბაზარს შთანთქავს, მათ შორის ქალაქის ყველაზე დიდ ე.წ. კეჩის ბაზარს, რაც უდიდესი დარტყმაა აქ დასაქმებული ადგილობრივებისთვის. საბოლოოდ ქუთაისში აღნიშნული ბიზნესის მონოპოლისტები ჩინელები გახდებიან და ქართველებს მოსამსახურეებად, გამყიდველებად ამუშავებენ, გროშების სანაცვლოდ. ამის მაგალითები, სამწუხაროდ, უკვე არსებობს. ქუთაისის ავტოქარხანაში არსებულ ჩინურ საწარმოში ქართველებს კატორღულ პირობებში  ამუშავებენ 300-ლარიან ხელფასზე.

ჩინელები არიან მთელი დასავლეთ საქართველოს _ იმერეთის, სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ა.შ. ხეტყის მფლობელები. მათ ამ ბიზნესის მონოპოლიაც ჩაიგდეს ხელთ. თუკი აქამდე ბაღდადში ათობით ხეტყის გადამამუშავებელი საამქრო არსებობდა, დღეს ყველა გაუქმებულია. მოგეხსენებათ, ქართველებს რა თანხებით აჯარიმებდნენ თითო ხის მოჭრისთვის და რამდენი ქართველი დღესაც იხდის სასჯელს ამისთვის. მართალია, გარკვეული ზომები უნდა მიეღო ხელისუფლებას, რათა  ტყის უკანონო გაჩეხვა აკრძალულიყო, მაგრამ სააკაშვილმა ქართველებს წაართვა ამ საქმიანობის უფლება და ჩინელებს გადაულოცა _ დღეს ჩინელებს უკონტროლოდ აჩეხინებენ საქართველოს ტყეებს.

რა ჰგონია სააკაშვილს, ჩინელებს თუ ქართველების ხარჯზე აპარპაშებს, ისევ მას აირჩევენ პრეზიდენტად?! მოძლიერდებიან ჩვენს მიწა-წყალზე, უთავაზებენ წიხლს სააკაშვილს, დაგვისვამენ ჩინელ პრეზიდენტს და ამით დამთავრდება საქართველოს ისტორია.

კარგა ხანია, რაც ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე რიონის სანაპიროსთან, თურქეთიდან დევნილი ქურთები კარვებში შეასახლეს. მათ არც პირადობის და არც ბინადრობის არანაირი დოკუმენტაცია არ გააჩნიათ. მართალია, თავდაპირველად ისინი ცოტანი იყვნენ და ეს არც მოსახლეობის აღშფოთებას იწვევდა, მაგრამ დღეს მათი რაოდენობა 1000 კაცს აღემატება და ყველა მათგანი მათხოვრობით არის დაკავებული. რაც მთავარია, განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ და სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებენ ქართველ მათხოვრებს, თუკი ისინი ქურთების მიერ «დაჯავშნულ» ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ. მათხოვრები კი არა, ყაჩაღები არიან ეს ქურთები, მაგრამ ამ პრობლემით ადგილობრივი ხელისუფლება არა და არ ინტერესდება, რადგან მათ ხელისუფლებასთან დაახლოებული მაფიური კლანური დაჯგუფებები ლობირებს. ნამათხოვრები თანხის ძირითადი ნაწილი ამ კლანურ დაჯგუფებებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის «ტყდება», უმნიშვნელო პროცენტს კი თავად ქურთ მათხოვრებს უტოვებენ. ესეც ერთგვარი ბიზნესია ამ ხელისუფლებისთვის.

რაც შეეხება ინდოელებს, ისინი ავანგარდის ტერიტორიაზე დაასახლა ხელისუფლებამ. მათ მიერ გახსნილი ქართულ-ინდური მეტალურგიული საწარმო «ჰერკულესის» ერთ-ერთი მფლობელი ვანო მერაბიშვილი გახლავთ. ვიდრე საწარმო გაიხსნებოდა, ვანო მერაბიშვილი მას ღამის საათებში ფარულად სტუმრობდა, ხოლო, როცა ამ საწარმოში ქართველი მუშები აუტანელი პირობების გამო გაიფიცნენ, რამდენიმე წუთში მობილიზებული იყო პოლიციის სამხარეო სამმართველო, პოლიციის საქალაქო სამმართველო, კუდი, სოდი, დაცვის პოლიცია, პატრული. ისინი გაფიცულებს პირდაპირ ეუბნებოდნენ: არ გაბედოთ პროტესტის გამოთქმა, თორემ ყველას დაგიჭერთო. საწარმოში 350 ქართველი და 150 ინდოელი მუშაობს, თუმცა ინდოელების ხელფასი ბევრად აღემატება ქართველებისას.

გარდა ამისა, თბილისში მოხდა ასეთი ფაქტი: როცა ერთი ინდოელი გარდაიცვალა, მოგეხსენებათ, ისინი ლილოს დასახლებაში ცხოვრობენ, ქართველების მეზობლად, იგი თანამოძმეებმა საცხოვრებელი სახლის წინ დაწვეს. წარმოიდგინეთ, რა განცდაა ქართველი მართლმადიდებლისთვის, უყურო, როგორ აყრიან მიცვალებულს მიხაკ-დარიჩინს, სუნელებს და როგორ წვავენ. კრემაცია მათთვის მისაღებია, მაგრამ ჩვენ რას გვერჩიან, რომ ამ რიტუალებს ჩვენს თვალწინ ატარებენ? ვიდრე მსგავსი შემთხვევა ქუთაისშიც მოხდებოდეს, აუცილებელია, გარკვეული ზომები მიიღოს ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ, თუმცა ამ საკითხის განხვილვა კიდევ კარგა ხანს არ დადგება დღის წესრიგში, სავარაუდოდ, მანამ, სანამ ვანო მერაბიშვილი მათ ბიზნესში იქნება ჩართული».

ეკა რობაქიძე,

«საქართველო და მსოფლიოსთვის» ქუთაისიდან

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here