Home რუბრიკები პოლიტიკა სერბებმაც გვაჯობეს

სერბებმაც გვაჯობეს

581

შუაგულ ევროპაში, ბალკანეთზე, ჩვენს ერთმორწმუნე მართლმადიდებელ  და, ალბათ,  ამიტომაც ჩვენსავით დაჩაგრულ სერბეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ამ «უმნიშვნელო» ამბის სათანადოდ გაშუქება, რა თქმა უნდა, საჭიროდ არ ჩათვალეს  «მიშავიზიებმა» და, თუ რატომ, ამას ადვილად მიხვდებით, როდესაც ერთ-ერთ რუსულენოვან საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ამონარიდებს  გაეცნობით.

«სერბეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, პოლიტოლოგების პროგნოზების საწინააღმდეგოდ, «სერბეთის პროგრესული პარტიის» ოპოზიციურმა ლიდერმა, ნაციონალისტმა ტომისლავ ნიკოლიჩმა გაიმარჯვა, რომელმაც მოქმედ პრეზიდენტ ბორის ტაჯიჩს  2%-ით აჯობა».

…სერბეთის ახალი, 60 წლის პრეზიდენტი დიდი ხნის განმავლობაში იყო «სერბეთის ულტრანაციონალისტური რადიკალური პარტიის» ხელმძღვანელობაში, ხოლო ჰააგის ტრიბუნალის მიერ ამ პარტიის პირველი პირის _ ვოისლავ შეშელის დაპატიმრების შემდეგ, ნიკოლიჩი მისი მემკვიდრე გახდა. 2008 წელს ნიკოლიჩმა უკვე თავისი, «სერბეთის პროგრესული პარტია» შექმნა და ულტრანაციონალისტური შეხედულებები (თუ მხოლოდ რიტორიკა? _ დ.მ.) შედარებით ზომიერით შეცვალა.

არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ნიკოლიჩმა განაცხადა, რომ უარს არ იტყვის ევროკავშირთან ინტეგრაციის კურსზე»(?).

და იქვე _ «…სერბეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი პირველ საზღვარგარეთულ ვიზიტად რუსეთში, «ედინნაია როსიას» ყრილობაზე ჩავა».

ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეორგოლში კი ტომისლავ ნიკოლიჩი კოსოვოს პრობლემის გადაჭრის, კორუფციასთან ბრძოლის, რუსეთთან  პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირების აღდგენისა და სხვა მრავალ პირობასაც დებს!

გასული საუკუნის მიწურულს, 1999 წლის გაზაფხულზე, დაიწყო ნატოს ავიაციის მიერ მთელი სერბეთის უმოწყალო დაბომბვა, რომელიც 77 დღის მანძილზე 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა. სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მხოლოდ ბელგრადი ორასზე მეტჯერ დაიბომბა. რა დროსაც ათასობით მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა _ მათ შორის ქალები და ბავშვები. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელები დღესაც ამტკიცებენ, მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით მნიშვნელოვან ობიექტებს ვბომბავდითო, «შემთხვევით» დაინგრა მრავალი სამოქალაქო შენობა, მათ შორის 15 მართლმადიდებლური ეკლესია!!!

თუმცა აქ ნატოს ხსენება, ვფიქრობ, არც თუ სამართლიანია, რადგან ამ ვითომდაც თავდაცვითი სამხედრო ბლოკის სახელით ბალკანეთში ბომბებით დემოკრატიის  დამყარების მისიას აშშ-ის სამხედრო მანქანა პრაქტიკულად მარტოდმარტო ახორციელებდა.

ჰიტლერული გერმანიის შემდეგ ევროპაში ამ გაუგონარ ვანდალიზმს მთელი «პროგრესული» მსოფლიო მდუმარე თანხმობით შეხვდა. იმდროინდელმა, პოლიტიკურ-ეკონომიკურ-სამხედრო თვალსაზრისით დაუძლურებულმა რუსეთმა მხოლოდ ის მოახერხა, რომ მაშინდელმა საგარეო მინისტრმა ევგენი პრიმაკოვმა ამერიკისკენ მიმავალი თვითმფრინავი პროტესტის ნიშნად უკან _ მოსკოვში დააბრუნა. ეს იყო და ეს, მხოლოდ ამ არაეფექტური დემარშით შეძლო რუსეთმა საუკუნეების განმავლობაში ბალკანეთზე თავისი ერთგული და ერთმორწმუნე მოკავშირე სერბეთის დაცვა.

სხვა მხრივ კი, როგორც პრეფერანსის მოთამაშეები იტყვიან, «ვსე პრავა» აშშ დარჩა და მანაც მოკლე ხანში დაამყარა «სამართლიანი მშვიდობა» ბალკანეთზე _ კაცობრიობის წინაშე «სამხედრო დამნაშავენი», სინამდვილეში კი სერბეთის პატრიოტები სლობოდან მილოშევიჩის თამადობით, ტყეღრეში გაიხიზნენ, ხოლო სერბეთში პირველმა ფერადმა რევოლუციამ გაიმარჯვა, რის შედეგადაც ამერიკის მარიონეტი ლიბერასტები მოვიდნენ ხელისუფლებაში.

აქედან გამომდინარე, თუ სამხედრო ტერმინოლოგიას ვიხმართ, ნატოს ეგიდით სერბეთის ბომბარდირება ე. წ. საარტილერიო მომზადება იყო მსოფლიო ისტორიაში პირველი ფერადი რევოლუციის წინ, რამაც შემდეგ ეპიდემიის სახე მიიღო და «ფერადმა ჭირმა»  ჯერ საქართველოში იფეთქა ე. წ. ვარდების რევოლუციის სახით და შემდეგ  უკრაინაშიც გადავიდა უკვე ნარინჯისფრად გადაღებილი, საიდანაც მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეს დაუმუქრა გადაგვარება- გადაშენება ცისარტყელის ფერების სრული პალიტრით.

ამ ყველაფერს რომ ერთი დამკვეთი და დამფინანსებელი ჰყავდა აშშ-ის სახით,  დღეს აღარავინ დავობს. უფრო მეტიც _ სერბეთში, საქართველოში და შემდეგ უკრაინაში ფერადი რევოლუციების მთავარი რეჟისორი ერთი და იგივე პერსონა,  ავადსახსენებელი რიჩარდ მაილსი ბრძანდებოდა (ჩამოთვლილ ქვეყნებში თავთავის დროზე აშშ-ის ელჩი), რომელიც ბებერმა მელამ _ ედუარდ შევარდნაძემ, როგორც ამბობენ, კაბინეტიდან გააპანღურა, მაგრამ, სამწუხაროდ, გვიანი აღმოჩნდა «თითზე კბენანი»…

კიდევ ერთი საერთო მახასიათებელი აქვთ «ფერადი რევოლუციების» სამიზნე ქვეყნებს _ რევოლუციამდე თუ ვერა, რევოლუციის შემდეგ მაინც აუცილებელია გეიაღლუმის ჩატარება მოცემულ ქვეყანაში. ჰოდა, სერბეთის მარიონეტულმა ხელისუფლებამ ჯერ ერთმანეთის მიყოლებით წიწილებივით დაიჭირა «სამხედრო დამნაშავენი» და ჰააგის ტრიბუნალს გადასცა (რომლებიც უბრალო ხალხისთვის ეროვნული გმირები არიან), ხოლო შარშან ბოლო ტესტი ჩააბარა ევროკავშირნატოსკენ მიმავალ გზაზე _ გაძლიერებული სამხედროპოლიციური კორდონით, ბელგრადის ცენტრში პედერასტების პარადი სპეციალურად ამ «ღირსშესანიშნავი» დღისთვის ჩამოსულმა ევროპარლამენტის ლიბერასტმა დეპუტატებმა ჩაიბარეს!

ამ ყველაფრით აშკარად კმაყოფილმა ევროპარლამენტის «მაღალზნეობრივმა» დეპუტაციამ ერთი მცირე უკმაყოფილება მაინც დააფიქსირა _ ძალოვან კორდონსმიღმა მდგარი უბრალო ბელგრადელების უკმაყოფილო შეძახილები თუ, უბრალოდ, უილაჯობის გამო ზეაღმართული მართლმადიდებლური ხატ-ჯვრებით გამოხატული მდუმარე პროტესტი არ მოეწონათ. აქედან გამომდინარე კი, ყველაფერი ფართო მასების გაუნათლებლობას მიაწერეს და ამ მასების «გასანათლებლად» აღმზრდელობითი ღონისძიებების ჩატარებისთვის დაფინანსების პირობა მისცეს სერბეთის ხელისუფლებას ევროპიდან მოსულმა მაღალმა სტუმრებმა.

სიტყვამ მოიტანა და ბარემ ერთ რამესაც ვიტყვი: მაშინ, როდესაც სერბეთი მისთვის საბედისწერო ისტორიული არჩევნებისთვის ემზადებოდა, თბილისში დაიწყო და კიევერევანში გაგრძელდა გეიპარადების გამართვის მცდელობები, რომლებიც ყველგან კრახით დაუმთავრდათ ადგილობრივ პედერასტებსა და მათი უფლებების დამცველებს.

27 მაისს მოსკოვშიც იყო პედერასტების პარადის გამართვის კიდევ ერთი მცდელობა, რომელიც ასევე კიდევ ერთხელ «ჩაიბარეს» მოსკოვის პოლიციამ და რიგითმა მოქალაქეებმა ერთად, რაც თავპირის დანგრევით დაუმთავრდათ ადგილობრივ «ქათმებს».

თბილისი, კიევი, ერევანი და ახლა მოსკოვი… ვითომ შემთხვევითია «პიდორ-შეტევის» აგორებული ტალღა პოსტსაბჭოთა სივრცეში?

მოსკოვი უპირველესი სამიზნეა ახალი «ფერადი რევოლუციისა», რომელიც ოკეანის გაღმიდან დანიშნულ-დაფინანსებული «ოპოზიციის» მეშვეობით უნდა განხორციელდეს და რომელიც, თუ ეს მოხდა, სავარაუდოდ, «თეთრი რევოლუციის» სახელით შევა «ფერადი რევოლოციების» მატიანეში, რადგანაც «ვნესისტემნაია ოპოზოციამ» თეთრი ლენტები აირჩია საკუთარ სიმბოლოდ.

მაგრამ ახლა მთავარ თემას დავუბრუნდეთ, ანუ რატომ _ ყოჩაღ, სერბებო, და თან რა გვაქვს სამადლობელი ჩვენ _ ქართველებს?

რა და ის, რომ სერბეთის «ფერადი რევოლოციის» შედეგების აღმოფხვრით, აშშ-ის ფერადი პროექტი, პრაქტიკულად, ტოტალური კრახით დამთავრდა. ერთადერთი ქვეყანა,  რომელშიც ჯერ კიდევ «ფერადი ხელისუფლება» ბოგინობს, მხოლოდ საქართველოა. რაც შეეხება რუსეთს, მას დაშლა არ ემუქრება, რადგან მთავარი ინსტრუმენტი ამა თუ იმ ქვეყნის დაშლისა (სერბეთი და საქართველო) _ «ფერადი რევოლუცია», რუსეთში ერთობ უპერსპექტივო ოცნებაა ვაშინგტონისა.

გასული საუკუნის მიწურულს, როდესაც ამერიკას უკვე საბოლოოდ გადაჭრილი ეგონა «რუსული საკითხი» და ამიტომ «ძაღლადაც აღარავინ აგდებდა» რუსეთს მსოფლიო გეოპოლიტიკაში, პუტინის მოსვლის შემდეგ, რომ იტყვიან ფენიქსივით აღსდგა ფერფლიდან და ახლა ისეთ სიძლიერეს მიაღწია, რომ ნელნელა იბრუნებს დაკარგულ პოზიციებს და ტრადიციულ გავლენის სფეროებს მთელ მსოფლიოში, რისი დასტურიცაა თუნდაც სერბეთის მაგალითი

არ არის გამორიცხული, რომ ამ ქვეყანამ, ახალი პრეზიდენტის მეცადინეობით, ევრაზიული სივრცისკენ მიმართოს საკუთარი პოლიტიკურ-ეკონომიკური ვექტორები. დიახ, ევრაზიისკენ, რომელიც ევროკავშირის პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისის ფონზე (და ეს რბილად ნათქვამია) სულ უფრო მიმზიდველი ხდება არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის, არამედ ევროკავშირის წევრი ე. წ. მეორე ხარისხოვანი ქვეყნებისთვისაც.  ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ უკანასკნელ პერიოდში სერბეთის ახალი პრეზიდენტის ულტრანაციონალური რიტორიკის შედარებით ზომიერით ჩანაცვლება ერთგვარი პოლიტიკური ბლეფი იყო, რაც ტომისლავ ნიკოლიჩს ხელისუფლებაში მოსასვლელ გზაზე აშშ-ის სავარაუდო წინააღმდეგობის განეიტრალებისთვის დასჭირდა.

სხვანაირად გაუგებარია, თუ როგორ აპირებს ნიკოლიჩი კოსოვოს პრობლემის გადაჭრას ევროკავშირთან ინტეგრაციის გზით. ევროკავშირის, რომლის წევრებმაც აშშთან ერთად ხმა მისცა კოსოვოს დამოუკიდებლობას.

და ბოლოს, ორიოდე სიტყვით 27 მაისს თბილისში გამართულ აქციასაც შევეხოთ, წინამდებარე წერილის პათოსიდან გამომდინარე.

სერბეთის ახალი პრეზიდენტის არ იყოს, ბიძინა ივანიშვილის მიმართაც დღითიდღე ძლიერდება ის მოსაზრება, რომ «ქართული ოცნების» რესპუბლიკურ პარტიასთან ჩახუტება პოლიტიკურპრაგმატული ბლეფია. რათა დროზე ადრე არ აიმხედროს აშშის ნეოლიბერტალიანური ძალები, რომლებიც, მიუხედავად რესპუბლიკურნატოური კომუფლაჟისა, არც ახლა სწყალობენ განსაკუთრებულად «ქართულ ოცნებას».

ანუშემოდგომაზე გამარჯვების შემთხვევაში, რისი წინა პირობაც ის არის, რომ აშშ თუ არ დაგვეხმარება, როგორც მინიმუმ, ხელი მაინც არ უნდა შეგვიშალოს, სავარაუდოდ, «ქართული ოცნებისა» და რესპების გზები გაიყრება და მუდამ 3%-იანი რესპები ლიბერასტულად მყვირალა პატარა ფრაქციას დასჯერდებიან პარლამენტში, ხოლო ბიძინა ივანიშვილი უმთავრეს პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას გამოაცხადებს, თუნდაც აშშთან ურთიერთობების გაუარესების ხარჯზე.

სხვანაირად წარმოუდგენელია დაკარგული ტერიტორიების ამა თუ იმ ფორმით (ძველი სტატუსით, ვერც რუსეთთან ერთად და ვერც მის გარეშე აფხაზეთ-სამაჩაბლო არასოდეს დაგვიბრუნდება. ყოველ შემთხვევაში «ვობაზრიმომ ბუდუშჩემ») დაბრუნება, რადგანაც «ნატო, ნატოს» უაზრო ძახილი და ჩვენი უმთავრესი პრობლემის მოგვარება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ერთმანეთთან არათავსებადია.

დავით მხეიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here