Home რუბრიკები პოლიტიკა რევოლუციით «მოტყვანილი» რევოლუციითვე «წაიტყვანების»

რევოლუციით «მოტყვანილი» რევოლუციითვე «წაიტყვანების»

595

მეფეს ბუნტი უნდა. სჭირდება, ძალიან სჭირდება მიშას ბუნტი, რათა მერე მერაბიშვილს შუშის სამინისტროს ჭერში ჩაწყობილი რეზინის კომბლები გადმოიღოს, რეზინისავე ტყვიები და წიწაკის გაზი ზედ მოაყოლოს, ნასუქი სპეცნაზზონდერები მოგვიქსიოსჩვენ ისეთ დღეში ჩაგვყაროს, რომ საკუთარ ხარებს პატრონის დედას ვაგინებდეთ, თვითონ კი დასავლეთს ნაცადი  იგავი გაუმეოროს _ რუსეთის დავალებით, დემოკრატიის უშუქურესი ავგუსტის ჩამოშლა უნდოდათ და ამ არქიპირწავარდნილ ავაზაკებს დაუსჯელს ხომ არ დავტოვებდიოჩქარობს მიშარაც უფრო ახლოვდება არჩევნები, ყველგან და ყველაფერში კისრისტეხით ეჩქარება. საკითხავია, ეს ის შემთხვევაა, როცა აჩქარება «ნერვების ღალატითაა» გამოწვეული თუ პრაგმატულად გააზრებული ობიექტური რეალობით? მაგრამ ორი რამ უდავოდ ფაქტია: ერთი ის, რომ სააკაშვილის გამოხდომებს პრაგმატულობის უკვე არაფერი სცხია, და მეორე _ რაციონალურობასთან ახლოს «ნაცხელისუფლება» მაშინაც კი არ იყო, როდესაც  «ბელადი» ქართული პოლიტიკის უპირობო კოლოსი გახლდათ და გიჟური აკვიატებები სისრულეში შლიგინით მოჰყავდა.

დღეს კი სააკაშვილი არა თუ ჩქარობს, არამედ აჩქარება მას ერთგვარ თვითმიზნადაც ექცა. მისთვის უკვე სულერთია, რა მოხდება (ამის კონტროლის თავი ნაკლებად აქვს), მთავარია, რამე მოხდეს, ოღონდ ისეთი, რომ საზოგადოება გააღიზიანოს, არიოს და აღაშფოთოს. სამი კვირის მანძილზე მინიმუმ სამჯერ «მოგვისინჯა ფხა» და მინიმუმ სამჯერ მოგვცა ბუნტის საბაბი «უკიდურესად ადეკვატურმა» ბელადმა…

ზემოთქმულის დასტურად ისიც გამოდგება, რომ საზოგადოებაში რყევების გამოსაწვევად და რეჟიმის აგონიიდან ყურადღების გადასატანად, დავით გარეჯის ნაწილის გასხვისების საფრთხით გაღიზიანებულ საზოგადოებას ხელისუფლებამ ნინო კალანდაძის პირით აუწყა _ კომპლექსში შემავალი მონასტერი უდაბნო საქართველოს საზღვრებში არასოდეს ყოფილაო.

«ნაცმოძრაობის ბელადი» იმედოვნებდა, რომ ამით ქართველი ხალხის დეზორიენტაციას მოახდენდა და პროვოკაციაზე წამოაგებდა. მაგრამ ნათქვამია, ზოგი ჭირი მარგებელიო _ საზოგადოებას, რომლის მნიშვნელოვან ნაწილსაც დიდი ხანია ეროვნული თვითშეგნება და სახელმწიფოებრივად აზროვნების უნარი დაქვეითებული აქვს, პროვოკაციაზე წამოგების ძალა აღარ აღმოაჩნდა (ესეც ერთგვარი უკუჩვენება ხელისუფლების პოლიტიკისა, რომელიც იმთავითვე სწორედ ეროვნულ თვითშეგნებას უთხრიდა ძირს) და ხელისუფლება მალევე მიხვდა, რომ მის მიერ ტერიტორიების გაყიდვაგასხვისებას ნაჩვევი საზოგადოება დავით გარეჯის გამო არც კანცელარიასთან დაბანაკდებოდა და მით უფრო არც ავლაბარში, «ბედის ნავსაყუდელთან» (პარლამენტი მაინც ქედს მიღმა გასტყორცნეს), ამიტომ საკითხმა მალევე დაკარგა აქტუალობა და აგორებული ავანტიურიდან მმართველ გუნდს მარტო ანტინაციონალური პროპაგანდა რომ არ შერჩენოდა, მოგვიანებით იმავე ნინო კალანდაძემ თავის ფეისბუქზე «განმარტება» გააკეთა, ამ ეტაპზე საქართველოაზერბაიჯანს შორის საზღვრის მხოლოდ 66%-ია შეთანხმებული, ხოლო შეუთანხმებელ მონაკვეთთა შორის არის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის დაახლოებით 2%, მათ შორის უდაბნოს მონასტრის სენაკები და მასთან მისასვლელი ბილიკებიო.

ერთი სიტყვით, «ნაცებს», როგორც არაერთხელ დამართნიათ, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, რადგან, მიუხედავად საკითხის სიმწვავისა, აზრადაც არავის მოსვლია, რამე ქმედითი ნაბიჯის გადადგმა, პროტესტის მკვეთრი, რადიკალური ფორმით გამოხატვა, რაც, თავის მხრივ, ხელისუფლებას საშუალებას მისცემდა, ისეთი კონტრპროპაგანდა წამოეწყო ოპონენტების წინააღმდეგ, რომ სამომავლო საპროტესტო გეგმების დისკრედიტაციისა და გადაფარვის საშუალება მისცემოდა, როგორც ეს  2007 წლის ნოემბრისა და 2011 წლის მაისის მოვლენებისას მოახერხა.

საზოგადოების დეზორიენტაციის პირველი წარუმატებლობის შემდეგ ხელისუფლებამ მალევე არანაკლებ მსხვილმასშტაბიანი პროვოკაციის მოწყობა სცადა და ბათუმში ქართველთა სისხლის მსმელის _ აბდულ აზიზის სახელობის მეჩეთის მშენებლობის საკითხი ისევ წამოწია. მოგეხსენებათ, ამ ყველაფერს რა აჟიოტაჟიც მოჰყვა ქართულ საზოგადოებაში და ისიც გაგონილი გექნებათ, რომ ბევრი ამბობდა, ჩვენი გმირი იუნკრების ძვლებზე საქართველოს დამაქცევრის სადიდებელი ძეგლის აგებას არაფრით დავუშვებთო; საპროტესტო განწყობების გადასაფარად არც ეს საბაბი გამოდგა, თუმცა ჩანაფიქრი, ერთი შეხედვით, პერსპექტიული იყო  _ მეჩეთის მშენებლობა თუ დაიწყებოდა და ვინმე (თუნდაც პროვოკატორი) მშენებლობის მიმართულობით ერთ მოლოტოვის კოქტეილს გაისროდა, ხელისუფლება წამოიწყებდა პროცესს, რომელსაც პერსპექტივაში საპროტესტო განწყობების დროებით გადაფარვა თუ არა, ხელისუფლებისთვის პროტესტანტების მიმართ უხეში მეთოდების გამოყენების პესპექტივას გააჩენდა.  მაგრამ, შენც არ მომიკვდე, მიშამ კი შემოუღობა რამდენიმე დღის წინ, როგორც «ნაცებს» სჩვევიათ ხოლმე, შუა ღამით, თავის სულიერ ძმას _ აბდულ აზიზს «რეზიდენცია» აჭარაში, მაგრამ თითქმის 150-ათასიან ბათუმში, თუ არ ჩათვლით მურმან დუმბაძესა და მის თანამებრძოლთა მცირერიცხოვან ჯგუფს, სიტყვიერი პროტესტიც კი არავის გამოუთქვამს. მოკლედ, «ნაცებს» ამჯერადაც იაღლიში მოუვიდათ და, როგორც იტყვიან, პირში ჩალაგამოვლებულები დარჩნენ.

…ქვეყნის შიდაპოლიტიკურ ასპარეზზე უპრეცედენტო სიმშვიდემ დაისადგურა. მდუმარებამ და აბსოლუტურმა უმოქმედობამ, რომელიც მთლიანად ოპოზიციური სპექტრი მოიცვა, ხელისუფლება სერიოზულ საგონებელში ჩააგდო. «ნაცმოძრაობის» ყველა მნიშვნელოვანი ოპონენტი, მათ შორის ივანიშვილის კოალიციაც და საზოგადოებაც, ფაქტობრივად, სრული ინერტულობისკენ გადაიხარა (ის, რომ 27 მაისს «ქართულმა ოცნებამ» ხალხი ქუჩაში გამოიყვანა, პროცესის მხოლოდ დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს) მათი მხრიდან «საჭირო მომენტის» ლოდინის რეჟიმში გადასვლამ კი, უპირველესად, ხელისუფლების პროპაგანდისტული მანქანა შებოჭა; შეიქმნა ვითარება, როცა დრო ხელისუფლების სასარგებლოდ არ მუშაობს, ეს კი, არც მეტი, არც ნაკლები, იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილის რეჟიმი სისხლისგან იცლება. ერთი სიტყვით, ნათელი გახდა, რომ ხელისუფლების ერთადერთი ხსნა საზოგადოებისა და ოპოზიციური სპექტრის გააქტიურებაშია; გააქტიურებაში ნებისმიერი ფორმით, ვინაიდან სააკაშვილის ჯიბის ტელევიზიების ამბავი რომ ვიცით, ოპოზიციამ მთლად ნიკოფსიიდან დარუბანდამდეც რომ გადაჭიმოს საქართველო, მათ ქურაში ყველაფერი ერთ ყალიბში ცხვება _ ყველა უცხო ქვეყნის, ამ შემთხვევაში, რუსეთის აგენტია, სააკაშვილის გარდა

მესამე ცდა პროვოკაციის ყველაზე მწვავე და კარგად მოფიქრებული სცენარი აღმოჩნდა. 17 მაისს ხელისუფლებასთან დაახლოებულმა მოლიბერასტო ელემენტებმა შუაგულ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, «ვარდოსანთა» გეიაქტივს მოუყარა თავი და ჭრელა-ჭრულა დროშებით აღჭურვილმა, კურტუმომოთამაშე გოგო-ბიჭებმა ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა სცადეს. აქ, ალბათ, ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა ხელისუფლება, რომ საზოგადოება რადიკალურ ზომებს არ მიმართავდა, მაგრამ… მოხდა ის, რომ ორმილიონიან ქალაქში ათასი კაციც არ გამოვიდა ქუჩაში. ეს უკვე მართლაც სერიოზული საგონებელი იყო, იმიტომ, რომ ამის იქით «ნაცებს» მორიგი სვლისთვის შანსი, ფაქტობრივად, აღარ დარჩათ; ისტორიული  სიწმინდეების გაყიდვა-შეურაცხყოფა, მეჩეთის აშენება ბათუმში და თითქმის შემდგარი გეიაღლუმი თბილისში. თუ გავითვალისწინებთ ინგლისური ენის მეორე (იქნებ პირველი?) სახელმწიფო ენად გამოცხადებას, რაც, ფაქტობრივად, ქართულის განდევნის ტოლფასია, მიშამ სამი ღვთაებრივი სიწმინდიდან _ ენა, მამული, სარწმუნოება, სამივეს დაარტყა, ხალხს კი ქუჩისკენ არც გაუხედავს. ეს იმას ნიშნავს, რომ პროვოკაციის შანსი რეალურად ნულია, ანუ «წამზომი» ჩართულია და რეჟიმის რღვევამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო.

რა ქნას ახლა სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ, პიარაქციას ხომ არ დაიწყებენ ლოზუნგით «წამოეგეთ პროვოკაციას», ან, რომც დაიწყონ, რაღა დარჩა წამოსაგებწამოსაცმელი _ «ზონდერბრიგადელის» ხელკეტი თუ პოლიციელის «დუბინკა»?!

მოკლედ, ამათ შემხედვარეს, მახსენდება გენიალური კადრი ელდარ შენგელაიას უკვდავი ფილმიდან «შერეკილები», რომელშიც ერთ-ერთი პერსონაჟი _ ხუტა უფროსი გამწარებული ეხვეწება თავის მშვენიერ საყვარელს: «მრეკეთ თავში ბოთლი, ქალბატონო მარგალიტა, რა, მრეკეთ»… სააკაშვილის საქმეც, ბუხარში რომ გაიჭედოს, ხუტა უფროსისგან განსხვავებით, მას აღარავინ უშველის და მმართველი პარტიაც გადადის იმ რეჟიმში, რომელსაც პირობითად შეიძლება  «ყველამ საკუთარ ბუხარს მიხედოს» ვუწოდოთ.

ჯაბა ჟვანია

P.S. სააკაშვილისნაირი «ბობოქარი სულის» ადამიანი არასდროს დაუშვებს, რომ დროზე ან თუნდაც ლამაზად წავიდეს, თუ წავა, მხოლოდ ხმაურით, სისხლითა და ალიაქოთით. ამისთვის სჭირდება მას საზოგადოების გააქტიურებაც, მაგრამ სადღაა _ ხალხს არა და არ ესმის ამ კაცისსხვათა შორის, ეს მდგომარეობა ხშირად მახსენებს ერთ ძველ ანეგდოტს, რომელიც შეიძლება გსმენიათ კიდეც.

კაცი, რომელსაც მეზობლის ჯიბრზე ძალიან უნდა ლატარიაში «მერსედესის» მოგება, ყოველ ცისმარე დილით სანთელს ანთებს და ღმერთს ძარღვის გაწყვეტამდე ევედრება, მომაგებინეო. ასე გრძელდება თვეები და წლები. ერთ მშვენიერ დღეს კი ხდება სასწაული, _ იხსნება ცა, გადმოდის კაშკაშა შუქი და ისმის რისხვანარევი ხმაიყიდე ერთი ბილეთი, შენი… « იმედია, მკითხველი ამას მკრეხელობაში არ ჩამომართმევს და არ გამკიცხავს, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, ქარის მოტანილი, როგორც წესი, ქარსავე მიაქვს ხოლმე, რევოლუციით «მოტყვანილი» კი როგორ უნდა წავიდეს, მე მგონი, ამას ბევრი ფიქრი და მიხვედრა არ სჭირდება

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here