Home რუბრიკები საზოგადოება დედალ-მამალი, ანუ ხლისტები და გრუზინები

დედალ-მამალი, ანუ ხლისტები და გრუზინები

4597


«იცოდე საკუთარი ფესვები და ის, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა; არ გაგიტაცოს უცხო ქვეყნის ფსევდოკულტურამ; ნუ იქნები ზედმეტად ლიბერალი».

ნაწყვეტები ილია მეორეს მიმართვიდან ნათლულებისადმი

ქათამი, ჩემი ჯეელობის თბილისის ქუჩის ჟარგონით, პედერასტის სინონიმია. ამ ბერძნულ სიტყვას კი ასე განმარტავს უცხო სიტყვათა ლექსიკონი:

პედერასტია (ბიჭების მოყვარული) _ სქესობრივი გარყვნილება _ სქესობრივი ურთიერთობა მამაკაცებს შორის; მამათმავლობა.

ამ, «აკადემიურ» განმარტებას კი ის «ნაკლი» აქვს, რომ მხოლოდ ერთი მიმართულების სოდომ-გომორის ცოდვის შვილებს, მამათმავლებს გულისხმობს და არაფერს ამბობს «განათლებულ დასავლეთში» შობილი აბრევიატურის _ «ლგბტ»-ს (ლესბოსელ-გეი-ბისექსუალ-ტრანსსექსუალი) სხვა, პედერასტებზე არანაკლებად «დამსახურებულ, ხელიხელ საგოგმანებელ, პატივსაცემ» ხალხზე.

სამაგიეროდ, თბილისურ ყოფით დონეზე ჟარგონული «ქათამიც» და «აკადემიური» პედერასტიც ზემოხსენებული ვიწრო გაგების სულაც არაა და ერთ ქვაბში ხარშავს მთელ «ლგბტ»-ს «პროფესიულ ამქარს», რადგან, როცა ჩვენში მავანზე იტყვიან პედერასტიაო, ეს, პირველ რიგში, უზნეობას, ყველაფრის მკადრებლობას გულისხმობს და არა მხოლოდ ვინმეს, ე.წ. არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის კონკრეტული მიმართულების გარკვევას! ანუ ვინ ვისი არატრადიციული ქმარია, ცოლი ან საყვარელი. გნებავთ, ვინ ვარიაა, ვინ _ კრუხი, ვინ _ «პეტუხი» და ვინ მამალი _ანუ ყველანი ერთად და თითოეული ცალ-ცალკე პედერასტები არიან…ასევეა «ხლისტების საქმეც». ხლისტები _ ეს სიტყვა პირველად დიდი ჭაბუას რომანში შემხვდა და, როგორც ვიცით, ერთ-ერთ სატანისტურ სექტას გულისხმობს. მაგრამ, ერთმანეთში აზელილი «ლგბტ»-ს არ იყოს, გაიგე ახლა შენ, ვინ ხლისტია და ვინ იეღოველი _ ხლისტები, ანუ ბუდარა-ბუდარიხები, დიდი ხანია, ზოგადად ღვთისგარეგან სატანისტურ სექტანტებს ნიშნავს, საქართველოს უმეტეს-უკეთესი, გნებავთ, არალიბერასტული «გრუზინული» ნაწილისათვის.

რაც შეეხება «გრუზინებს», ეს თემა ჯერ კიდევ მაშინ გავშალე ამავე გაზეთში, როდესაც «საქართველო და მსოფლიო» (დღეს ერთ-ერთი პოპულარული და წამყვანი გამოცემა) პირველ, გაბედულ ნაბიჯებს დგამდა მკითხველთა გულებისაკენ.

ანუ ამ 3-4 წლის წინ, როდესაც ქართველი ხლისტების ერთ-ერთი მამამთავრის და ილიას უნივერსიტეტის რექტორის, გიგი თევზაძის და ამავე უნივერსიტეტის «ფალოსოფოსი პროფესორის», ნოდარ ლადარიას ერთობლივ პასკვილს ვუპასუხე, რომელიც მაშინ ლიბერასტების მთავარ ბეჭდვით რუპორ (მაშინ ჯერ კიდევ არ იყო «ლიბერალი» და «ტაბულა») გაზეთ «24 საათში» გამოქვეყნდა.

ნოდარ ლადარიამ, როგორ თუ რეზო ჩხეიძემ მოსკოვში წასვლა გაბედაო, ამ დიდი ქართველი რეჟისორის შემოქმედების, რომ იტყვიან, მიწაში ჩადება სცადა, უწოდა რა უკვდავ «ჯარისკაცის მამას» ალექსანდროვის «მხიარული ახალგაზრდობის» პათოსის ფილმი, ხოლო გოდერძი მახარაშვილს _ მაგდანას ვირი, ამ მართლა სახედარმა, ამან!

ხოლო გიგი თევზაძემ 2003 წლამდე, ანუ «ვარდების რევოლუციამდე» არსებულ საქართველოს ერთი დიდი რესტორანი და მაშინდელ ქართველებს იმ რესტორანში არხეინად მოქეიფე, წარსულის მავნე გადმონაშთი, «გრუზინები» გვიწოდა, რომლებიც, მისდა სამწუხაროდ, დღესაც ბევრნი ვართ და სწორედ «გრუზინები» ვუშლით ხელს «დასავლური ღირებულებების» დამკვიდრებას, გნებავთ, საქართველოს ამერიკანიზაციას.

მას შემდეგ, «გრუზინი» ჩემთვის ყოველივე ზემოთ ნახსენები მანკიერებების წინააღმდეგ მებრძოლი, ტრადიციული, ეროვნულ-მართლმადიდებლური ღირებულებების მატარებელი ქართველის სინონიმია, რის დამკვიდრებასაც მეტ-ნაკლები წარმატებით ვცდილობ ქართულ მედიასივრცეში.

თუმცა წინამდებარე წერილის ამ არც თუ მცირე შესავალს ის დატვირთვაც აქვს, რომ ქვემოთ ამა თუ იმ ტერმინის ხმარებისას, მკითხველი ყოველგვარი სქოლიოების, წინწკლების, ანუ დამატებითი განმარტება-მინიშნებების გარეშეც მიხვდეს, თუ რაზე, ვისზე ან რატომ არის საუბარი.

მაშ ასე:

ეს ბოლო ხანია, ე. წ. მიშავიზიებში ქათამ-ხლისტები განსაკთრებულად აქტიურობენ: გადართავ, რომელიღაც ქათამი კრიახებს, გადმორთავ, რომელიღაც ხლისტი «დასავლურ ღირებულებებზე» კაკანებს.

მაგალითად, ჩვენ რომ პოლიტიკურ თავშესაფარმიღებული და დასავლეთში გადაკარგული გვეგონა (ადრე ასე გამოაცხადეს, რომ მის მიმართ მუქარების გამო, შვეიცარიაში ითხოვა თავშესაფარიო), «საიდუმლო სირობის» ავტორი ერეკლე დეისაძე, თურმე არც არსად წასულა და არც არავისი ეშინია, აგერ არ გამოგვეცხადა _ საზოგადოებრივი მაუწყებლის «შუა დღეში»?

თანაც რა «სასტავში» _ აქეთ «ტაბულას» მთავარი რედაქტორი პარჭყავდა ხელებს ეკო დეისაძის ნიჭიერებთ აღფრთოვანებული და იქით მას კვერს უკრავდა მეორე «დიდი მწერალი» ზაზა ბურჭულაძე.

ამ ყველაფრის ანტურაჟად კი ცნობილი საფეხბურთო კომენტატორი დიმა ობოლაძე მოგვევლინა _ შენ რაღა გინდა, შვილო, არც ხლისტის რეპუტაცია გაქვს ჯერჯერობით და არც ქათმის, წადი რა, «იფუტბოლე», რა გინდა ამ «გაუგებრობაში»? მაგრამ ეგ (დიმა) იქით იყოს…

რომ იტყვიან, ფერი ფერსო, ისეა ეკო დეისაძისა და ზაზა ბურჭულაძის საქმე _ პირველ ქათამს საკუთარი დედის ნახმარ საპონზე ემართება ერექცია და მეორეს ასევე საკუთარი დედის ბაყვებით გამთბარ უნიტაზზე (მკითხველს ვთხოვ მომიტევოს ამ უხამსი ნატურალიზმის გამეორების გამო) ემართება იგივე.

უფრო მეტიც, ახლახან ცნობილი გახდა, რომ ზაზა ბურჭულაძე ილიას სახელობის გიგი თევზაძის უნივერსიტეტს (!!!), როგორც წლის საუკეთესო რომანის «გასაბერი ანგელოზის» ავტორი, 10-ათასიანი პრემიით დაუჯილდოებია.

ერეკლე დეისაძის «საიდუმლო სირობის» არ იყოს, ხომ არავითარ საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ზაზა ბურჭულაძის «წლის რომანიც», თუნდაც მისი მკრეხელური სათაურიდან გამომდინარე, ყველა გრუზინისთვის, ერთი მორიგი სულისწამბილწველი პასკვილი იქნება?

მერე იყო და, «რუსთავი 2»-ის «პროფილში» ანფასით გვიჩვენეს ვინმე ფსიქოლოგი გია ჯაჯანიძე, რომელიც ისეთი ნარნარით «შემოცურდა» სტუდიაში, რომ ქათმებს კი არა, «გედების ტბის» ბალერინებს შეშურდებოდათ. მერე წამოიპლაკა ეს უკაცრავად და პასპორტის გრაფით მამრი და მთელი «დინგიდუნიის დასანახად» დაიწყო ეთერში ტუჩების დაბერვის ქირურგიული ოპერაცია.

ახლა ვითომ რაო, შემომედავება რომელიმე ლიბერასტი ხლისტ-ქათამი, ტუჩები მისია _ უნდა დაიბერავს და უნდა დაიჩუტავს, რა შენი და შენნაირი გრუზინების საქმეაო?!

და არც არაფერი, როგორც ჩვენში იტყვიან, ასემც უქნიათ, სარი უკრიათ, მაგრამ რატომ გვიჩვენებენ ამ ყველაფერს ტელევიზიით?! თანაც იმ ქვეყანაში, სადაც აზროვნებისა და ცხოვრების წესი, საბედნიეროდ, მეტწილად ჯერ კიდევ პატრიარქალურ-ტრადიციულია, სადაც ქალისთვისაც კი მსგავსი დასაბერ-გასილიკონებული ოპერაციების გაკეთება მიუღებლად თუ არა, არც მისასალმებლად ითვლება.

ესეც არ გვაკმარეს და მეორე დღეს ბიზნეს-კურიერის ცნობილმა წამყვანმა გვახარა, რომ კუზანოვის კლინიკა (აქამდე ხომ «სტროჩკეს» და კერეს ისეთი «ავერლოკით» საქალწულე აპკები, რომ 60-იანი წლების თბილისში ცნობილ საშკა პარტნოისაც კი შეშურდებოდა) ტუჩების დაბერვასთან ერთად ახალ სერვისს სთავაზობს ქართველ მამაკაცებს:

სახის კანის გადაჭიმვა ოზონის ჭავლის შეყვანით უკანა ტანიდან!!! _ ზუსტად ასე ჟღერდა ახალი სერვისის რაობა.

თანაც დაამატეს, რომ ამ სერვისით სიამოვნებით სარგებლობენ ქართველი მამაკაცები, რადგან, ტუჩების დაბერვისგან განსხვავებით, რაც ნემსის ჩხვლეტით კეთდება და შესაბამისად მტკივნეულიც არის, სახის კანის გადაჭიმვა ოზონის ჭავლის უკანალში «ნაპორით» შეშხაპუნებით, პირიქით, სასიამოვნოც არისო. იქვე, «მეჟდუპროჩიმ», მომავალი კლიენტები დაამშვიდეს _ ეს სიამოვნება შეჩვევას (ანუ, «ლომკას». _ ავტ.) არ იწვევსო.

ისე ჭავლი აქამდე წყლისა გამეგონა და ისიც ვიცოდი, რომ სახანძრო მანქანიდან ჭავლის გამშვებ აგრეგატს ე.წ. ბრანსბოიტი ჰქვია, ამიტომაც მაინტერესებდა, უკანა ტანიდან ოზონის ჭავლის შეყვანას როგორი აგრეგატით აპირებდნენ და «რუსთავი 2»-მა ჩემი ეს ცნობისწადილიც დააკმაყოფილა.

მეორე თუ მესამე დღეს «ვანოს შოუში» ჯერ ვანომ იღადავა _ არა, ნუ გეშინიათ, შეჩვევას ნაღდად არ იწვევს, მაგრამ ოზონის ჭავლმა შეიძლება ხმა დაგიწვრილოთ და მიხვრა-მოხვრა (ანუ, «პახოდკა». _ ავტ.) უფრო მიმზიდველი და ნაზი გაგიხადოთო და შემდეგ ის «ბრანსბოიტიც» გვაჩვენეს, რომლის დანახვაზეც პირკატა მეცა, რადგან ზომით ძალიან ჰგავდა იმ ფალოს-იმიტატორს, რომელსაც ასე ვნებით ივლებდა პირში «ზუგდიდელი» თომას ფლეთჩერი.

ღმერთმანი, არ ვაჭარბებ, ზუსტად ასე იყო…

ტელეფონს ვეცი და გამოჩენილ გრუზინ პოეტს, ბატონ რეზო ამაშუკელს დავურეკე. ვიფიქრე, არ დამიჯერებს-მეთქი, მაგრამ, საბედნიეროდ, შემთხვევით თავადაც უყურებია იმ «ბიზნეს-კურიერისთვის» და კაცი გაგიჟებული იყო: «ჩემს დროს უბანში ერთი-ორი ცნობილი ქათამი იყო და ისინიც მხოლოდ კაი შეღამებულზე გამოდიოდნენ გარეთ ჰაერის ჩასაყლაპად და კედელ-კედელ დადიოდნენ, ემანდ არავინ დაგვინახოსო. იმიტომ კი არა, რომ ერჩოდნენ, არამედ იმიტომ, რომ იმ პედერასტებსაც კი რცხვენოდათ აშკარად გამოჩენისა, თავისი ადგილი იცოდნენ».

ახლა კი რა ხდება, რა ამბავია?! სად იყო ამდენი ურცხვი პედერასტი პრესაში, ტელევიზიაში, შოუბიზნესში, არც მთავრობაში უჩივიან მათ ნაკლებობას. ამიტომაც გაიტანეს ბათუმიდან ილიას ძეგლი და ქათმებმა კვერცხების ძეგლი დადგესო.

თუმცა შემდეგ ბევრი ვიხალისეთ, კერძოდ, იმაზე, რომ ვაი და ოზონის ჭავლის შეყვანა უკანა ტანიდან ისევე გახდეს საპრეზიდენტო პროგრამა, როგორც «გაღიმებული საქართველო» გახდა სავალდებულო, რას შობი მერე? _ მკითხა.

აბა, მე და თქვენ ან, ზოგადად, გრუზინებს რა შეგვიძლია, ბატონო რეზო? ვიქნებით და იქნება საქართველო ასე გაღიმებულ-გადაჭიმული, ეგ არის და ეგა…

დავით მხეიძე

P. S. ერთ-ერთი პირველი, რაც ბარაკ ობამამ გააკეთა თეთრ სახლში მოსვლის შემდეგ, ის იყო, რომ გააუქმა რესპუბლიკელების მიერ მიღებული კანონი, რომელიც გეების სამსახურს კრძალავდა აშშ-ის არმიაში. ამიერიდან კი ყველა «ლგბტ»-ს გზა ხსნილი აქვს სამხედრო კარიერისკენ. შარშან კი ამერიკის პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა ცნობილი გეების ისტორიული დამსახურებების შესახებ ამერიკის წინაშე. უფრო მეტიც, ყოველი წლის ივნისში მსოფლიოს გეებს შესაძლებლობა მიეცემათ, გამართონ გეიაღლუმები და სხვა სახის ღონისძიებები.

ეს ისე, ცნობისთვის, «ინფორმაცია კ რაზმიშლენიუ», ამერიკული ფასეულობების მებაირახტრეთა საყურადღებოდ საქართველოში…

3 COMMENTS

  1. მართლაც 2003 წლის მერე დასავლეთიდან ნებით თუ უნებლიე ბევრი სიბინძურე გადმოიღეს და მათი ჩანერგვაც სცადეს, მართლაც სირცხვილია ყოველ დღე მიჰყავდეს გადაცემა გაურკვეველი სქესის ადამიანს ვინმე ჯაჯანიძეს, ეს უკვე ერის სირცხვილია,ხოლო რაც შეეხება პროფესორ გიგი თევზაძეს, იგი საკმაოდ განათლებული და წესიერი პიროვნებაა, მასზე ასეთი უმსგავსოების დაბრალება ესეც სირცხვილია, ხოლო რაც შეეხება მის შეხედულებებს უნდა შევეგუოთ, რომ თითეულ ინდივიდს აქვს თავისი აზრი.

  2. ვაი, რომ სიტყვა განათლების მნიშვნელობა რომ არ ვიცით. რას ეძახით თქვენ განათლებას, იმას რომ რაღაც ცოდნა აქვს მიღებული? ქართულ სიტყვებს დაუკვირდით. განათლება ცოდნაა ოღონდ ჭეშმარიტებაზე აღმოცენებული და არა ვითომ და ვაი ფსევდო ღირებულებებით გაჯერებული, ღმერთო უშველე საშინელ განსაცდელში მყოფ ჩვენს სამშობლოს და დაიფარე ასეთი ,,განათლებისგან,, და ასეთი ,,განათლებულებებისაგან,,……

  3. მარიკა როგორ დავაფასე ჩემი თავი და ყველა თქვენგანი, ისინი, , ვინც ჩემსავით ამ უმსგავსობებს არ უყურებს და არ კითხულობს! ჩვენი უნიჭო პლაგიატების და მათი წამყვანების ყურება ნორმალური ადამიანისთვის შეუძლებელია! მიკვირს, რომ ისე დაგვიქვეითდა გემოვნება ქართველებს, მის მოსახლეობას, რომ ამათ რეიტინგები ჰქონიათ და ამაყობენ კიდეც თურმე! საიღ მიდიხარ, ჩემო საქართველო?! ვის ხელში ხარ?!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here