Home რუბრიკები პოლიტიკა ალექსანდრე ანქვაბი „დროა ჩვენთან თბილისის ინსტრუქციის გარეშე ჩამოხვიდეთ“

ალექსანდრე ანქვაბი „დროა ჩვენთან თბილისის ინსტრუქციის გარეშე ჩამოხვიდეთ“

615

მიმდინარე წლის აპრილის თვეში აფხაზეთში ჩამოვლენ ევროკავშირის წარმომადგენლები. ამ მიზნით სოხუმში ჩავიდა და აფხაზეთის პრეზიდენტს ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა გერმანიში მოქმედი ამერიკური ფონდის „ბუშის“ პრეზიდენტი დიტერ ბოდენი. სწორედ მას აქვს დავალებული ამ ვიზიტის მომზადება.

ალექსანდრე ანქვაბმა დიტერ ბოდნეთან შეხვედრისას განაცხადა რომ აფხაზეთი მზად არის ევროკავშირთან მოსალაპარაკებლად. „თუმცა ამის რეალური რეზულტატი ამჟამად არ არსებობს. ჩვენ გვინდა რომ აფხაზეთს მოეპყრან პატივისცემით. არანაირი ურთიერთობა არ გევქნება ევროკავშირთან, თუ ისინი არ შეცვლიან თავიანთ ხედვას საქართველოსთან დამოკიდებულებაში. დროა ჩვენთან ჩამოხვიდეთ თბილისის ინსტრუქციის გარეშე“ აღნიშნა ალექსანდრე ანქვაბმა.აფხაზეთის პრეზიდენტმა დიტერ ბოდენს ასევე უსაყვედურა, რომ აფხაზეთის მოსახლეობას მხოლოდ საერთაშორისო ოპრგანიზაციების ეგიდით უშვებენ საზღვარგარეთ „აფხაზეთის მოქალაქეებს რუსეთის საზღვარგარეთის პასპორტით ევროპაში არ უშვებენ, თუნდაც სამკურნალოდ. რატომ შეიდძლება ამავე პასპორტით აფხაზეთის მოქალაქე წავიდეს ევროპაში თუ ეს მგზავრობა ორგანიზებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, რომლებიც ლობირებენ საქართველოს ინტერესებს და არ შეიძლება როცა სამკურნალოდ მიდიან. რაც შეეხება ე.წ ნეიტრალურ პასპორტებს ეს არის უპერსპექტივო. ჩვენ არ შემოუშვებთ იმ დიპლომატებს აფხაზეთში, რომლებიც ასეთი პასპორტების გაცემას უჭერენ მხარს. ევროპის ქვვეყნებისაგან განსხვავებით ჩვენ მოხოლოდ რუსეთი გვეხმარება, რათა აღდგეს ქართულ-აფხაზური ომის შედეგად დანგრეული ეკონომიკა“ განუცხადა ალექსანდრე ანქვაბმა დიტერ ბოდენს, რომელმაც მადლობა გადაუხადა ანქვაბს გულღია საუბრისათვის.

ლადო ქირია(ზუგდიდი)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here