Home რუბრიკები პოლიტიკა ლაზიკას საპროექტო გეგმა არც მთავრობაში არსებობს

ლაზიკას საპროექტო გეგმა არც მთავრობაში არსებობს

802

საქართველოს მთავრობაში ლაზიკას აშენებასთან დაკავშირებული საპროექტო გეგმა არ არსებობს. ინფორმაცია ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) გვედზე გამოქვეყნდა.

ინსტიტუტი მთავრობისაგან ახალი ქალაქის – ლაზიკას აშენებასთან დაკავშირებული საპროექტო გეგმის ან აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებული დოკუმენტების ასლებს ითხოვდა.საქართველოს მთავრობისგან მიღებულ პასუხში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობაში არ არის დაცული ინფორმაცია, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივის საფუძველზე ახალი ქალაქის – ლაზიკას აშენებას ეხება.

მთავრობის კანცელარიამდე IDFI-მ ლაზიკას გეგმის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მოითხოვა. თუმცა ინფორმაცია არც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოეპოვებათ.

აღსანიშნავია, რომ ახალი ქალაქის – ლაზიკას მშენებლობის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა განცხადება 4 დეკემბერს ზუგდიდში გააკეთა. მისი თქმით, ლაზიკა ანაკლიასა და ყულევს შორის აშენდება და ის თბილისის შემდეგ საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქი იქნება.

პრეზიდენტისვე განცხადებით, ლაზიკაში პორტის მშენებლობისთვის მასშტაბური სამუშაოები 2012 წლის გაზაფხულიდან უნდა დაიწყოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here