Home რუბრიკები პოლიტიკა აფხაზეთში მცხოვრები ქართველების უმრავლესობა რუსეთთან შეერთების მომხრეა

აფხაზეთში მცხოვრები ქართველების უმრავლესობა რუსეთთან შეერთების მომხრეა

659

საინფორმაციო–ანალიტიკურ რესურს Caucausus Times-is დაკვეთით პრაღის საინფორმაციო სააგენტო Medium Orient-მა აფხაზეთში 2011 წლის სექტემბერში საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა. გამოიკითხა აფხაზეთის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები 345 ადამიანი: აფხაზები, რუსები, სომხები, ქართველები, ბერძნები და სხვა ეროვნების წარმომადგენლები.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ აფხაზეთის მოსახლეობა მთლიანობაში დადებითად აფასებს ცვლილებებს ეკონომიკაში ბოლო სამი წლის განმავლობაში. კითხვაზე, თუ როგორ შეიცვალა ეკონომიკური ვითარება 2008 წლის შემდეგ, უმრავლესობამ (59,4%) უპასუხა, რომ იგი უკეთესობისკენ შეიცვალა, „უფრო გაუმჯობესდა“ (11,3%), მხოლოდ 2% მიუთითებს, რომ „უფრო გაუარესდა“, ხოლო 0,6% ამბობს, რომ გაუარესდა. გამოკითხულთა მეოთხედზე მეტმა (25,8%) მკაფიო პასუხი ვერ გასცა დასმულ შეკითხვას. 
გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა (54,5%) აღნიშნა, რომ პოლიტიკური სიტუაცია აფხაზეთში გაუმჯობესდა, 14,8%–მა უპასუხა, რომ „უფრო გაუმჯობესდა“, 2,6%–ს მიაჩნია, რომ ვითარება გაუარესდა, ხოლო 2,3%–ს – „უფრო გაუარესდა“.

კიდევ უფრო პოზიტიურად აფასებენ აფხაზეთში ცვლილებებს უსაფრთხოების სფეროში. გამოკითხულთა 67% მიიჩნევს, რომ 2008 წლის შემდეგ უსაფრთხოების თვალსაზრისით მდგომარეობა გაუმჯობესებულია, 11,3% – „უფრო გაუმჯობესებულად“ აფასებს, 3,5%–ის აზრით „უფრო გაუარესებულია“, ხოლო 3,2% მიიჩნევს, რომ ვითარება გაუარესებულია.

თითქმის ერთსულოვნად პოზიტიურია აფხაზეთის მოსახლეობის დამოკიდებულება რუსეთთან ურთიერთობის განვითარების მიმართ. 77,4% მას დადებითად აფასებს, 14,2% – „უფრო დადებითად“, 2% – უარყოფითად და 1,2% – „უფრო უარყოფითად“.

გამოკითხვის შედეგები მოწმობს, რომ აფხაზეთის მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას არ სურს საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება. დიდი უმრავლესობა დამოუკიდებლობის მომხრეა. კითხვაზე, აფხაზეთის რომელ სტატუსს მიანიჭებდით უპირატესობას, 73%–მა სრული დამოუკიდებლობა დაასახელა, მეოთხედი (24,6%) რუსეთთან შეერთებას უჭერს მხარს, საქართველოს შემადგენლობაში შესვლას მხარი 0,6%–მა, ძირითადად ქართველებმა დაუჭირეს. 1,7%–ს გაუჭირდა პასუხის გაცემა. გამოკითხულ აფხაზთა 89% სრულ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას უჭერს მხარს, ხოლო 10,4% – რუსეთთან შეერთებას. აფხაზეთში მცხოვრები რუსებსა და ქართველებს შორის აფხაზეთის დამოუკიდებლობის მომხრეა მხოლოდ 56%, მაშინ როცა რუსეთთან შეერთების მხარდამჭერია რუსების 40,2% და ქართველების 36%.
კითხვაზე, რომელ ქვეყნებთან უნდა განამტკიცოს ურთიერთობა აფხაზეთმა, გამოკითხულთა 97%–მა რუსეთი მიუთითა. მეორე ადგილზეა ევროკავშირის ქვეყნები (58,7%), მესამედზე მეტმა (38%) თურქეთი დაასახელა. მხოლოდ 4,1% ა უთითებს მერიკის შეერთებულ შტატებს, ხოლო საქართველოს – მხოლოდ 2,3%.
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here