The Wall Street Journal–ის ინფორმაციით, იტალიური ენერგეტიკული კომპანია ENI SpA მოლაპარაკებებს მართავს რუსეთის სახელმწიფო ნავთობგიგანტ „როსნეფტთან“ შავი ზღვის ნავთობის პროექტში ჩართვის შესახე, რომლიდანაც სამი თვის წინ Chevron Corp. (კორპორაცია შევრონი) გავიდა.
საუბარია შავ ზღვაში ნავთობის საბადოს ერთობლივი სამუშაოების ჩატარებაზე, რომელიც „როსნეფტის“ გაანგარიშებით 6 მილიარდ ბარელ ნავთობს შეიცავს, – მიუთითებს სტატიის ავტორი გაი ჩეიზანი.
ENI SpA–ს წარმომადგენელმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სანაცვლოდ „როსნეფტს“ ლიბიის ნავთობის საბადოებში საკუთარი წილები შესთავაზა. ლიბიაში სამოქალაქო ომის დაწყებამდე ENI SpA ნავთობის უმსხვილესი უცხოური მწარმოებელი იყო, სადაც მუშაობა სულ რამდენიმე დღის წინ განაახლა. „როსნეფტის“ წარმომადგენელმა კომენტარს თავი აარიდა.